გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედალი კი ავთანდილ კენჭაძემ.

პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსების ჩეჩენ ფალავან ანზორ ხიზრიევს და ირანელ ფავრიზ ჰადის მოუგო, ხოლო ფინალში ჩინელ ჟივეი დენგის სძლია (6:0) და ჩემპიონი გახდა. ის მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

კენჭაძემ (74 კგ) აზერბაიჯანელი აბუბაქაროვი და თურქი სონერ დემირთაში დაამარცხა, ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ ზაურბეკ სიდაკოვთან დამარცხდა. არადა, თავიდან 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და რადგან ბოლო ქულა მეტოქემ აიღო, მოგება მას ჩაეთვალა.

სამწუხაროდ მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევთან დამარცხდა ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ).

ასევე დამარცხდა მეოთხედფინალში დავით ხუციშვილი (86 კგ) და ხვალ დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოსთვის გააგრძელებს ბრძოლას.

ასევე დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებს დავით მარსაგიშვილი (92 კგ).

ბექა ლომთაძემ (61 კგ) მეოთხედფინალში იაპონელ კოიანაგის 11:0 სძლია, ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ჰაჯიმურად რაშიდოვთან დამარცხდა და ნახევარფინალი მონღოლ ტუვშინტულგა ტუმენბულეგთან წააგო.

ხვალ ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაებმებიან.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოვა გენოს და მთელ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონობას, ხუმრობა აღარ არის ორი მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ. ასე ადვილად მოეგოს მსოფლიოს ფინალი მოჭიდავეს ჯერ არ მინახავს წარმატებები ჩვენ მოჭიდავეებს, კენჭაძეზე ძალიან გული დამწყდა
ზიზუ
22 ოქტომბერი 2018 00:33
0
დიდი ჩემპიონის და მომოვალი დიდი ჩემპიონის ჭიდაობა. მადლობა ბიჭებო მაგრამ ავთოს მაინც არ ვაპატიებ ამდენი ცრემლები რომ მადინა)) უფალი გწყალობდეთ თქვენც და მთელ საქართველოს.
tatia
22 ოქტომბერი 2018 00:12
0
გენო შენ გენაცვალა მაგ ჯიგრიან გულში! ავთოზე კი ძალიან გული მწყდება პირდაპირი გაგებით ოქრო გააჩუქა! ავთოს მეტ თავდაჯერულობას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ მისი მომგები არ იქნება! წარმატებები ვაჟკაცებო!
gurami
22 ოქტომბერი 2018 00:05
0

სიახლეები პოპულარული