20 ოქტომბერს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი მოჭიდავე გავიდა ფინალში.
ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) აზერბაიჯანელი აბუბაქაროვი და თურქი სონერ დემირთაში დაამარცხა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელს ზაურბეკ სიდაკოვს შეხვდება.
გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსების ჩეჩენ ფალავან ანზორ ხიზრიევს და ირანელ ფავრიზ ჰადის მოუგო და ფინალში ჩინელ ჟივეი დენგის შეხვდება.
ბექა ლომთაძემ (61 კგ) მეოთხედფინალში იაპონელ კოიანაგის 11:0 სძლია, ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ჰაჯიმურად რაშიდოვთან დამარცხდა და ხვალ მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) კოლუმბიელ კარლოს მენდესს სძლია, შემდეგ კი პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკისთან დამარცხდა.
ფინალები ხვალ 21:00 საათიდან დაიწყება.