საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ხარკოვის ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
22-24 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში ლეონიდ დუნაის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 10 მედლის - 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ:

  • ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ)
  • დავით ფაცინაშვილი (65 კგ)
  • ანზორ გოლუბიანი (71 კგ)
  • დავით კოღუაშვილი (80 კგ)
  • ნიკოლოზ ბარაბაძე (110 კგ)

მეორე ადგილზე გავიდა:

  • ბეჟან ბარსონიძე (55 კგ)

მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს:

  • გიორგი ზალკალიანმა (60 კგ)
  • ლუკა ხუჭუამ (80 კგ)
  • გიორგი ჩიხრაძემ (92 კგ)
  • საბა გამთემაძე (92 კგ)

ჩვენი ნაკრები, რომელიც გია კვინიკაძის და ლაშა
ქეთიშვილის ხელმძღვანელობით ასპარეზობს, დღეს, 24 იანვარს გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ!
გიორგი
16:53 24-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული