საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებმა ხარკოვის ტურნირი 11 მედლით მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები ხარკოვის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია - 11 მედალი და გუნდური ჩემპიონობა.

24 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში ლეონიდ დუნაის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების სრული გამარჯვებით დასრულდა. გია კვინიკაძის, ლაშა ქეთიშვილისა და შალვა მუზიაშვილის ხელმძღვანელობით, ჭაბუკთა ნაკრებმა ბოლო დღეს გამართულ გუნდურ შეჯიბრებაში, სადაც 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ფინალში მასპინძელი უკრაინის ნაკრები 6-4 დაამარცხა და როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში აბსოლუტური შედეგით დაასრულა ასპარეზობა.

შეგახსენებთ რომ წინა დღეს გამართულ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა 11 მედალი:
5 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ), დავით ფაცინაშვილი (65 კგ), ანზორ გოლუბიანი (71 კგ), დავით კოღუაშვილი (80 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძე (110 კგ) გახდნენ, მეორე ადგილზე ბეჟან ბარსონიძე (55 კგ) გავიდა, მესამე საპრიზო ადგილები კი გიორგი გოგრიჩიანმა (48 კგ), გიორგი ზალკალიანმა (60 კგ), ლუკა ხუჭუამ (80 კგ), გიორგი ჩიხრაძემ და საბა გამთენაძემ (ორივე 92 კგ) დაიკავეს.

altსაქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ხარკოვის ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა


მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ რაღაც ბანძი ტურნირი ჩანს, სხვები არ მონაწილეობდნენ ალბათ
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული