ზაგრების გრან-პრი: რამაზ ზოიძემ სამი მეტოქე დაჯაბნა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაგრებში სტარტი აიღო საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც UWW-ს სარეიტინგო ტურნირების სიაში შედის.

საქართველოს ჩემპიონმა რამაზ ზოიძემ (72 კგ) საფინალო გზაზე სამი მეტოქე ჩამოიცილა, ნორვეგიელ იორგენსენს 13-6, სერბ მათე ნემესს 10-4 და ნახევარფინალში პოლონელ ბერტანეკს 11-2 მოუგო, ფინალში უნგრელ ატილა ფრიცს დაეჭიდება.

ხვალვე ბრინჯაოს მედლისათვის შესაძლოა ვერ იასპარეზოს აივენგო რიკაძემ (82 კგ), ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში წმინდად დაამარცხა ხორვატი საჩიჩი, რა დროსაც ფეხის ტრამვა მიიღო და ნახევარფინალში ბულგარელ მეტოქესთან არ გამოცხადდა.

ბრინჯაოს მედლისათვის დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს ბრძოლას ირაკლი ძიმისტარიშვილი (63
კგ), რომელიც ხორვალ ფრიისტალს შეხვდება.

ფინალური ბლოკი ხვალ 10 თებერვალს 20:30 საათიდან დაიწყება

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ფეისბუქის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული