ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდნენ ფინალისტები და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ხუთივეში ინარჩუნებენ მედლის მოპოვების შანსს.

ფრიდონ და ლერი აბულაძეებმა დღე წაუგებლად ჩაამთავრეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. გიორგი ქაცანაშვილი რეპეშაჟის ფინალშია, ხოლო ნიკა შერბაკოვი და რობინზონ ესაძე - რეპეშაჟის ნახევარფინალში.

ფრიდონ აბულაძემ (55 კგ) ევროპირველობა რუმინელ კონსტანტინ იონუტ ტუდორთან შეხვედრით გახსნა და მეტოქეს 9:0 მოუგო. სომეხ გევორქ სუკიასიანსაც ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე - 8:0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზაურ ალიევს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 8:5. საჩემპიონო ბრძოლაში ფრიდონის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი ანვარ ალახიაროვი იქნება.

ევროპის შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა ლერი აბულაძემ (63 კგ) ფინალის საგზური რუსი ადამ გაუჯაევის ძლევით მოიპოვა. მრისხანე მეტოქე 10:1 დაამარცხა. იქამდე ქართველმა მოჭიდავემ ლიეტუველი გიტის კულევიჩუსი (10:0) და აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი (2:0) ჩამოიშორა, ფინალში კი თურქ აბდულა ტოპრაკს შეხვდება.

გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა რუს ილია ერმოლენკოსთან წაგებით (0:2), მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მეტოქემ მას რამით აჯობა. წარუმატებლობა მნიშვნელოვანწილად მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებებმა განაპირობა.

ნახევარფინალამდე ქაცანაშვილმა ნორვეგიელი რუბენ ელიას ბინი (8:0) და ხორვატი ფილიპ სმეტკო (4:1) დაამარცხა, რეპეშაჟის ფინალში კი ან ბულგარელ მარიან ილიანოვ მარინოვს დაეჭიდება, ან პოლონელ მიხალ ანდრეჟ დიბკას.

ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) ძირითად ბადეში გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა რუსეთის ნაკრების წევრ ხამიდ ისაევთან მარცხით (0:8). ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და შერბაკოვი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც დილის პროგრამაში ბულგარელ ტეოდორ ჩავდაროვ-დომოზინოვს დაუპირისპირდება. თუ მოუგებს, საღამოს „ბრინჯაოს ფინალში“ ლიტველ არმინას ლიგნუგარისს შეხვდება.

რობინზონ ესაძესაც (130 კგ) ორი გამარჯვება აშორებს მესამე საპრიზო ადგილს. რევაზ ლაშხის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა ევროპირველობა ესპანელი ანტონიო ალეხანდრო გარსია კონეხოს ძლევით (4:0) გახსნა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტთან - თურქ მუჰამეტ ჰამზა ბაკირთან წააგო (0:6). „ბრინჯაოს ნახევარფინალში“ ქართველი მძიმეწონოსნის მეტოქე პოლონელი ტომაშ იაჩეკ ვავრინჩუკი იქნება და თუ მოუგებს, ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელი დარიუშ ატილა ვიტეკის პირისპირ დადგება.

დღესვე ჩაებმებიან საქმეში დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და კოკა ღარიბაძე (97 კგ). წინასწარი ეტაპის და რეპეშაჟის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები - 19:15 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი - 20:00 საათიდან.

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა
[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია - რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს
"ჩელსიმ" "პალმეირასი" დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [VIDEO]
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
გიორგი შოთაძემ სომეხი ფალავანი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ქართველი ფალავნების ოქრო, ვერცხლი, 2 ბრინჯაო და კიდევ 4 მედლის შანსი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე
აბულაძე და ქაცანაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ქართველი ბერძენ-რომაელების უმედლო II დღე
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ქართველმა ჭაბუკებმა "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე" 12 მედალი მოიპოვეს
რიკაძის ოქრო და ფ. აბულაძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე [VIDEO]
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
17 მედალი! - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების წარმატება რუმინეთში
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი