მირიან მაისურაძემ სომეხი ფალავანი დაამარცხა და ახალგაზრდული ევროპირველობის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ ევროპირველობაზე მირიან მაისურაძემ (86 კგ) ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გოგა მამიაურმა (74 კგ) და ვასილ ხვისტანმა (125 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მირიან მაისურაძემ ჩემპიონატი აზერბაიჯანელი ფუად მაილოვის ძლევით (14:6) გახსნა, შემდეგ მოლდოველ ივან ნედეალკოს აჯობა (2:1), ნახევარფინალში უკრაინელი დემიდ კარაჩენკო დაამარცხა (11:3), ხოლო საჩემპიონო ბრძოლაში – სომეხი მხერ მარკოსიანი (3:2).

გოგა მამიაურმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში
დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს დიმიტრი კუპრინთან წაგებით (2:9). ამ შეხვედრამდე მამიაურმა სომეხი ჰრაირ ალიხანიანი (12:9) და უკრაინელი იევჰენი დუბოვი (13:3) დაამარცხა, რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანელ ნასიბ ისაევს აჯობა (10:0).

ვასილ ხვისტანმა "ბრინჯაოს ფინალში” ბელორუსი მიკიტა ჰორჰუნი გააკრა ბეჭებით ხალიჩას. ამ შეხვედრამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი ბრძოლა გამართა – მეოთხედფინალი უკრაინელ იური იძინსკისთან წააგო (0:10).

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე მირიან! მირიანი 10+! მწვრთნელები 0-!
laguna
14:03 10-06-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული