![](https://sportall.ge/pictures/image5/241b9451e6f0a0f5ac104e7faa9f5fb6.jpg)
27 ივნისს მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) 3:2 მოუგო პოლონელ რადოსლავ ბარანს და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.
აღნიშნული ბრძოლა თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება.
ასევე, მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი 65 კგ-ის ფინალშია და ოქროს მედლისათვის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაეჭიდება. ეს ბრძოლა უფრო ადრე, 19:50 საათიდან გაიმართება.
![მინსკი 2019: ქართველი მოჭიდავეები ოქროსა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ alt](/pictures/image50/69ee5ee0af76e02478b03c28bde255d2.jpg)
გივი მაჭარაშვილი: მეტი შემეძლო - დამარცხება უფრო
წონაში სხვაობამ გამოიწვია