გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 სექტემბერს, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტახა აკგული დაამარცხა.

პეტრიაშვილი 0:4-ს აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ფინალამდე პეტრიაშვილმა კოსოვოელი ეგზონ შალა (13:2), სირიელი ბაძა ხუტაბა (14:4) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (6:2) დაამარცხა.

ირაკლი მწითურმა (92 კგ) მასპინძელ ნურგაიპულის სძლია (2:1) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალ, 22 სექტემბერს ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს დაეჭიდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
რაც ყველაზე თვალში საცემია, არანაირი პანიკა გენოს მხრიდან ბოლო წამებამდეც კი. ყოჩაღ, ძმაო!! ნამდვილი ჩემპიონი ყოფილა. თითქოს დარწმუნებული იყო რისი თავი ჰქონდა.
odala
20:20 21-09-2019
1
გენო დიდი მადლობა ასეთი სიხარულისთვის. უფალმა სულ გამარჯვების გზაზე გატაროს!
gurami
22:19 21-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული