ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წავიდა

AutoSharing Option
2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი გორში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ხინჩეგაშვილი ამჟამად 30 წლისაა და საინტერესოა, რომ მას კარიერა ჯერჯერობით არ დაუსრულებია.

ხინჩეგაშვილი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნია. 2012 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ასევე არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლადო,
შენ წონაში რო დაეყენებინათ გიგა ბოკერია, დავით უსუფაშვილი ან მამუკა მდინარაძე და ეთქვათ რო აწი ეს ივლის ტურნირებზე შენ მაგივრადო, ხო იტყოდი გიჟები არიან რა იციან მაგათ ჭიდაობის ვინც ეგ გადაწყვიტა თავში ტვინი არ ქონიაო? ეგრეა აქაც სამწუხაროდ. გაეშვი მერობას და სპორტს მიხედე, რაც ვიცით ყველამ ის უნდა ვაკეთოთ თუ გვინდა წინ ერთად წავიდეთ
Gia
31 ივლისი 2021 10:20
3
"ჩემმმა შვილიშვილმა იმფერ სასტავლებელში უნდა ისწავლოს,რომ პირდაპირ პრაფესორი გემევიდეს".კარგი რა ლადო!რა იცი ქალაქის და მისი მეურნეობის მართვისა?!ვიღაცებმა ბიუჯეტი ხრან,ნამცეცები შენც გადმოგიგდონ,გაგრყვნან,მათ მსგავსად გაქციონ...ეგ გინდა?რაც არ იცი და შენი საქმე არ არის,იმას რატომ ეპოტინები?ხალხის სიყვარულიდან სიძულვილამდე,ძალიან მცირე ზღვარია და ნუ გადალახავ ამ ზღვარს.თუ მართლაც გსურს ქვეყანას და ხალხს ემსახურო,დაბლიდან დაიწყე,გაეცანი რითი სუნთქავს ხალხი,რა უჭირს,რა ულხინს,როგორ შეიძლება უშველო ამას.მიიღე მუშაობის გამოცდილება და თუ იგრძნობ,რომ გაქვს რესურსი,თუ ამას სხვებიც ნახავენ,მაშინ ხალხი გვერდით დაგიდგება.
სოსო
31 ივლისი 2021 09:59
2
გვეᲨველაააა. ვაი Თქვენს პატრონს
ეხ
31 ივლისი 2021 02:44
3
ვაი საქართველოვ! საით მიექანები
giga
31 ივლისი 2021 00:42
3
სირცხვილია!
: )))))))
30 ივლისი 2021 23:44
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული