გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
არ მინდა ისე გამომივიდეს, თქვენს წინაშე ვაკრიტიკო ყველა ჩვენი ხელმოცარული სპორსტმენი. მაგრამ სათქმელი ხომ აუცილებლად უნდა ითქვას.მიუხედავად სპორტსმენის დიდი პატივისცემის მისი მრავალი სპორტული მიღწევემის გათვალისწინებით.ქართველი ხალხისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის ძნელი დასაჯერებელი უნდა იყოს, რომ გენო პეტრიაშვილმა, ჭიდაობაში უდიდესი გამოცდილების მქონე კაცმა, 6 წამი ვერ გაუძლო უტიტულო ამერიკელს, ახალგაზრდა 20 წლის ბიჭს, ფიზიკურად და სისწრაფითაც რაც არ უნდა ძლიერი მოჭიდავე ყოფილიყო იგი!
....
07 აგვისტო 2021 19:08
1
13 წამით ადრე როცა 8 - 5 იგებ შეტევაში ფეხში არ უნდა შეხვიდე.დგომში უნდა ეცადო თავი დაიცვა..თავდაცვა სირცხვილი არ არის.ძალიან დიდი პატივისცემა გენოს მაგრამ ამხელა გამოცდილების მქონე მოჭიდავემ, მსოფლიო ჩემპიონმა ეგეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა.თან ამ ოლიმპიადაზე უკვე გვქონდა შემთხვევა როცა ვიგებდით და კიდევ შეტევა ვცადეთ და ეგ შეტევა ოლიმპიური ოქროს მედლის დაკარგვად დაგვიჯდა(თუშიშვილზე მაქვს საუბარი).აქაც იგივე შეცდომა გაიმეორა გენომ.ერთი და იგივე შეცდომების დაშვება არ შეიძლება.ყველაზე მეტად ესეთი მარცხი გენოს ტკივა,მაგრამ ასეთი გაუაზრებელი ქმედებით გამოწვეული მარცხის გამო ის ოლიმპიურ ჩემპიონობას არ იმსახურებდა...თავისივე მრავალწლიანი შრომა,ბრძოლა და ბოლოს 6 წუთიანი საფინალო ომი წამებში ქარს გაატანა.
P.s ისე თუშიშვილის საფინალო შეხვედრას არ უყურა?..
Komentat2
06 აგვისტო 2021 18:57
3
ნახევარი წამი დაგვაკლდა ოქრომდე... დასანანია... მაინც გილოცავთ მედალს და კიდევ ველით.
tngh
06 აგვისტო 2021 18:08
0
უმაგრესი კაცი ხარ გენო, უმაგრესი. კი დაგვადუმე მთელი ერი და ლამის გავნადგურდით, მაგრამ უმაგრესი ხარ!!! და მადლობა ამ განცდისთვის, როცა მთელი ერი გააერთიანე!!! მადლობა ყველაფრსითვის, შენ ოქრო დაიმსახურე და მაგიტოც განვიცდით ყველანი ეგრე, შენ ეგ დაიმსახურე მთელი შენი კარიერით!!! იმედია გვექნება პარიზში გამოსწორების შანსი!!! გვიყვარხარ!!!
joko
06 აგვისტო 2021 18:00
1
ეხლა რასაც ვიტყვი არ დამბლოკთ
ამერიკელს უფრო მეტად უნდოდა მოგება და მოიგო .
გაიხსენეთ ბექაური
გენო კი მეორეა არ იმსახურებდა და ეგრეც მოხდა
ერთი წამში მე არ წავაგებდი ეგრე
ელგუჯა
06 აგვისტო 2021 17:57
10
დღესდღეობით ჭიდაობაში გენო პირველია მსოფლიოში
gio
06 აგვისტო 2021 17:51
4
6 ფინალი 5 წაგება !!! გასკდა გული !!! გენოს ფინალი ხომ საერთოდ!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
06 აგვისტო 2021 17:48
0
იმ უზრდელი ამერიკელის ალბათ მთელ მოდგმას ასლოკინებს ეხლა . პირველ რიგში უზრდელი რომ იყო იმიტომ არ უნდა მოეგო, პრინციპში არც მოუგია, ჭიდაობა გენომ მოიგო - ჩვენმა ერის ჯილამ. გენო პირველი ხარ - პირველიიიიიიიიიიიიიიიიიი
ესეა ეს
06 აგვისტო 2021 17:46
8
ზოგადად ექვსი ფინალი ვიჭიდავეთ და ხუთი წავაგეთ ამ ოლიმპიადაზე.დავუშვათ ქაჯაიას შანსი არ ქონდა კუბელთან.მარგველაშვილის და შავდათუაშვილის წაგებაც თითქოს გასაგებია.მაგრამ თუშიშვილმა და გენომ მოგებულები წააგეს.მგონი ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.ბოლომდე არ სჯერათ რომ შეუძლიათ ჩემპიონობა თუ წინასწარ ფიქრობენ რომ უკვე მოგებული აქვთ არვიცი.ეს ფსიქოლოგების საქმეა.ბათუმმაც ბოლო წუთზე გაუშვა გუშინ გოლი...არვიცი,მგონი 6-დან 5 ფინალის წაგება შემთხვევითი არაა და უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა.ვფიქრობ უნდა დაფიქრდნენ ამაზე მწვრთნელები და მეტი ფსიგოლოგიური მუშაობაა ჩასატარებელი სპორტსმენებთან.ნამდვილად კარგ სპორტსმენებთან
master
06 აგვისტო 2021 17:43
0
მეორე ადგილოსნობა, ქართული სინდრომი.
ლევანი
06 აგვისტო 2021 17:17
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული