გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
ძალიან ძლიერი ჩანს ამერიკელი, თან სწრაფია, ზურგიდან არ უნდა შემოავლებინოს, მასე მოუგო აკგულს.
Dato
05 აგვისტო 2021 12:59
2
კაი კაცო მართლა? ))
ვატო
05 აგვისტო 2021 20:42
3
ისე დალაგდა ყველაფერი ოქროს გარდა სხვა რამ წარუმატებლოად ჩაითვლება. მიდი გენო.
Ttt
05 აგვისტო 2021 12:50
0
არის კიდევ ერთი მედლის შანსი!!! იმედია, წარმატებით იქნება...
tngh
05 აგვისტო 2021 12:15
0
არის კიდევ ერთი მედლის შანსი!!! იმედია, წარმატებით იქნება...
tngh
05 აგვისტო 2021 12:14
0
Akgulis ar vici da chempioni amerikeli gaxdeba, es ukve gadawyvetili ambavia totalizatorebshi.
.......
05 აგვისტო 2021 12:00
35
თავიდანვე ვამბობდი რომ ლაშა ტალახაძე 100% ოქროს მფლობელი იყო და გენო 99%! ტახას გავარდნის შემდეგ გენოც 100% ოქროს მფლობელი გახდა!
მაგარჯვება შენია გენო!
05 აგვისტო 2021 10:27
6
Ის ირანელი ხელის მტევნებს, მოძრაობაში ავარჯიშებს?!... Ფინალში ამერიკელი, ვოლტ დისნეის ანიმაციის პერსონა მორბენალი ხოხობი ელოდება(თუ მივა ფინალამდე)...
Კაი კაცო?!
05 აგვისტო 2021 12:33
5
რატომ არ უსმენს მწვრთნელს?
ალექსანდრე
05 აგვისტო 2021 09:57
4
მგონი ვიღუპებით, ანუ ტახა აკგული ფინალში, შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
05 აგვისტო 2021 08:39
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული