![](https://sportall.ge/pictures/image5/135f94832410b35253261759a5b2df1b.jpg)
ოდიკაძემ პირველ ეტაპზე ირანელ მეტოქეს 6:3 სძლია, შემდეგ კი რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 დამარცხდა.
ელიზბარი დამამშვიდებელში გადაერთვება, რადგან მისმა მძლეველმა ფინალში გააღწია და აზერბაიჯანელ შარიფი შარიფოვს დაუპირისპირდება, რომელიც 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია. წარმატების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის კუბელ რეინერს სალას პერესს შეხვდება.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს გენო პეტრიაშვილი (125) ფინალში ამერიკელ გეიბლ სტივენსონს დაუპირისპირდება.
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია! [VIDEO]