ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სტამბოლის ბოლო საოლიმპიადო სალიცენზიო ტურნირზე სამი მოჭიდავით (რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე) წარდგა, აქედან ერთმა კი პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ერთადერთი ფალავანი აღმოჩნდა, რომელმაც პარიზის თამაშების საგზურის მოსაპოვებლად ბოლო შანსი წარმატებით გამოიყენა. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ოლიმპიური ლიცენზიისკენ მიმავალ გზაზე იოლი გამარჯვებები მოიპოვა შვეიცარიის, ამერიკის სამოას და გერმანიის წარმომადგენლებთან, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ბულგარელ მაგომედ რამაზანოვთან და ბრინჯაოს მედლისთვის,
შემდეგ უკვე ფლეი-ოფისთვის გააგრძელა ბრძოლა. გამყრელიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოუგო მოლდაველ გიორგი რუბაევს, ხოლო ფლეი- ოფში, სადაც მასსავით მესამეადგილოსან უკრაინელ ვასილ მიხაილოს შეხვდა, მიზანს მიაღწია, 8-2 გაიმარჯვა და სამ თანაგუნდელ ლიცენზიანტს - გოდერძი ძებისაშვილს (65 კგ), გივი მაჭარაშვილს (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) შეუერთდა.

გივი მაჭარაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა საგზურები შარშან ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაბამისად, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების მოპოვებით დაიბევეს. ბაქოში, ბოლოსწინა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, ლიცენზიანტი გახდა გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ).

ასე რომ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის ოლიმპიურ ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა სამი სპორტსმენით იასპარეზა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ამ ბიჭს და წარმატებები...აშკარად ჩანს ღრმა კრიზისი ჭიდაობაში.ნეტავ ვისი ბრალია?
Master
13 მაისი 2024 02:29
0
ვისი ბრალია და ყოფილი მენტის და ეხლანდელი ძველი ბიჭის(ესეთებს რასაც ეძახიან მოგეხსენება) გეგეშიძის, რომელსაც ტვინის ნაცვლად ნახერხი უყრია დიდ თავში, მაგრამ სჭირდებათ ბიძგვინოიდებს და ჰყავთ ის და მისი რაზმი ნაც-ნჯო-ქათმების მიტინგების დასაშლელად
llcl
13 მაისი 2024 09:05
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული