გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი, 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო...

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით დაასრულა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ) - ოქრო - გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბერძენი მეტოქე 10:0 დაამარცხა!

ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) - ვერცხლი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბოლო წამზე დაკარგა ოქროს მედალი, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუს ალდატ კესაევთან შეხვედრაში.

მათე ცინაძე (51 კგ) - ბრინჯაო - ცინაძემ დასკვნით პაექრობაში ნეიტრალური გუნდის ბელარუსი ჰლებ პიატროუ დაამარცხა -
7:0.

რატი რევაზაშვილი (65 კგ) - ბრინჯაო - კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა რატი რევაზაშვილი (65 კგ). რეპეშაჟის ფინალში მან თურქი კორაი ეკენი დაამარცხა (4:2).

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძმა გვერდით ჰყავს და თუ შრომა არ დაიზარა,მისი გენების პატრონი,გენოზე შორსაც უნდა წავიდეს.სწორედ ამას ვუსურვებ.გენოზე უკეთეს დამრიგებელს,სად იშოვის?!
სოსო
02 ივლისი 2024 17:11
0
ვუყურე ყველა მეტოქესტან ჭიდაობას და შთაბეჭდილება მოახდინა. ის ახალგაზრდა ავარელი გამახსენა, სადულაევის წონაში, რო გამოჩნდა. მოკლედ რაღაც შეუძლებელ მოძრაობებს აკეთებს რომლებიც უპირატესობას აძლევენ თითქოს წაგებულ სიტუაციებში. ყოველთვის პოულობს გზებს გამარჯვებისკენ. მოკლედ ტარზანია! მტავარია გენოს შეცდომები გაითვალისწინოს სამომავლოდ. გენოს გაცილებით დიდი სპორტული ბიოგრაფია უნდა ჰქონოდა, რო გამოეყენებინა თავისი პოტენციალი. რაღაც რაღაცეებმა ხელი შეუშალეს. წარმატება ამ ბიჭს!
გიორგი
01 ივლისი 2024 14:39
0
იმედია ტახასაც არ ყავს ძმა.D
ეეე
01 ივლისი 2024 14:16
2
15 clisaa da gadauara uprosebs
Pele
01 ივლისი 2024 14:06
0
რა მაგრად ჰგავს!:) ღმერთმა ქნას, ბევრი ოლიმპიური ოქრო მოიგოს!
გიო
01 ივლისი 2024 12:55
0
საამაყო ოჯახი
საბურთალო
01 ივლისი 2024 12:29
0
გენაცვალეთ მთელს ოჯახს და ვენაცვალე ჩვენს ქართულ ჯიშს, გილოცავთ ქართველებო.........
საბურთალო
01 ივლისი 2024 12:28
0

სიახლეები პოპულარული