20 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ნოვი სადში (სერბეთი), სადაც ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, ოთხი მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), რომელმაც ფინალში დასანანი მარცხი განიცადა უკრაინელ ვადიმ ცურკანთან (11:12) და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ასვლა მოუწია.

ნაკრებში შედეგიანი გამოსვლა ჰქონდათ გოგა ოთინაშვილს (70 კგ), რამინ გულიტაშვილს (97 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილს (125 კგ). სამივე მათგანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა, ერთ ვერცხლის და სამ ბრინჯაოს მედალთან ერთად, გუნდურ ჩათვლაში
99 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველზე გავიდა აზერბაიჯანი (132), მეორეზე - თურქეთი (125).

geonoc.org.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ გეგეშიძეს როდემდე უნდა ანგრევინოთ წლობით სისხლით და ოფლით შექმნილი ეროვნული საგანძური? ნუთუ არცერთ ჟურნალისტს კითხვა არ გიჩნდებათ? ჭიდაუბა, მით უმეტეს თავისუფალი, ყოველთვის უფრო წარმატებული იყო და ეხლა კიდევ ხედავთ უფსკრულს? ხომ შეიძლება ძიუდოსავით პატრიოტი ხალხი ჩაუდგეს ა ჭიდაობის ფედერაციას სათავეში
llcl
10:17 09-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული