სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- 16 თვეა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს? რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ წარმატებად და ყველაზე დიდ წარუმატებლად ამ თანამდებობაზე?

- ბუნებრივია, იყო პოზიტიური ძვრები, რითაც კმაყოფილი ვარ და იყო საკითხები, რომელზეც კმაყოფილი ვერ ვიქნები. ვფიქრობ, იმ პროექტებისა და რეფორმების მთავარი შემფასებელი, რასაც ვაკეთებთ და მომავალში გავაკეთებთ, გულშემატკივარი და ჩვენი საზოგადოებაა.

ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობაში მოსვლის დღიდან არაერთი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ, რასაც სისტემატური სახე მიეცემა, ანუ, ის, რაც დღეს გვაქვს, ახალია, ჩვენი დაწყებულია და უკვე საკმაოდ წარმატებულიც. თუნდაც ის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაკეთებული სწორი აქცენტების შედეგად, პირველივე წელიწადს ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი 7000-ით გაიზარდა, რაც ვფიქრობ, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ქვეყანაში ფეხბურთის წარმატების მთავარი საზომი, მისი მასობრიობაა.

რაც შეეხება უკმაყოფილებას, მაგალითად, კმაყოფილი ვერ ვიქნები ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების შედეგებით.

- ასაკობრივი ნაკრებები ახსენეთ. თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს შედეგები? ფედერაცია შეცდა მწვრთნელების შერჩევისას და იღებს პასუხისმგებლობას თუ თაობაა ცუდი?

- სამწუხაროდ, ბოლო დროს ამ მხრივ პოზიტივზე მეტი უარყოფითია. ვფიქრობ, პრობლემა კომპლექსურია და მიზეზი ბევრ რამეში უნდა ვეძებოთ. ბუნებრივია, მწვრთნელიც პასუხისმგებელია წარუმატებლობაზე, ისევე, როგორც ნაკრების მუშაობაში ჩართული სხვა ნებისმიერი და ამ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. ამ პრობლემის გადაჭრაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. ყველას გვსურს, ასაკობრივ ნაკრებებს კარგი შედეგები ჰქონდეს.

- "ზესტაფონზე" უნდა გკითხოთ. მოვისმინეთ როგორც კლუბის პოზიცია, ისე - ფედერაციის. საინტერესოა, რა არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს სფფ-ს შეუძლია ამ კლუბისთვის?

- ჩემის მხრივ, დიდ პატივისცემას გამოვხატავ ამ კლუბისადმი და ძალიან განვიცდი, რომ "ზესტაფონი" დღეს არ თამაშობს. ვფიქრობ, გამოსავალი ერთად უნდა ვეძებოთ: ჩვენ, გულშემატკივრებმა, მედიამ... ყველას ინტერესია, რომ "ზესტაფონი" საფეხბურთო რუკაზე გაჩნდეს.

ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს დაბრუნებოდა, დათმობებზეც წავედით, თუმცა, არ იყო შესაბამისი მზაობა მეორე მხრიდან. შარშან კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ და პირველ ლიგაში თამაში შევთავაზეთ, რათა სპორტული შედეგების მიხედვით, პრო 1-ში დაბრუნება შეძლებოდათ.

ჩემთვის მიუღებელია მიდგომა - "ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდებით, თუ პრო 1-ში ვითამაშებთ". ეს არაა სწორი. ბევრი ნიუანსი და პრობლემაა, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა. მე რომ ვდგამ საკითხის გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს, მათაც უნდა გადმოდგან.

რაც შეეხება, გულშემატკივართან შეხვედრას, მე ახლაც მზად ვარ. გვინდა, ეს თემა ფართოდ გავშალოთ. ძალიან გამიხარდება, თუ მედიის წარმომადგენლების ჩართულობა იქნება. ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვთქვათ, რა იყო, როგორ იყო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, სად ვართ დღეს გაჩერებულნი და როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან - ეს ჩემი მესიჯია, რომელსაც იმედია, მიიღებთ.

- ცალკე თემაა ინვესტორები. ამას წინათ, უეფამ 130-გვერდიანი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი წამგებიანია. წამგებიან ჩემპიონატში რომელი ბიზნესმენი მოვა?

- ვფიქრობ, კითხვის აქცენტი არასწორია. რატომ არის, რომ ყველა ინვესტორი კლუბის ევროთასებზე გაყვანას ცდილობს? იმიტომ, რომ უმეტესობა ქვეყნებში მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატი ფინანსურად მათ ბევრს არაფერს აძლევს. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრით კი ისინი დიდ სარგებელს იღებენ. პრობლემაც სწორედ ესაა.

ის გეგმები, რაც ახალ ჩემპიონატთან დაკავშირებით გვაქვს - მარკეტინგი, შეფუთვა, სატელევიზიო პროექტი, ძალიან საინტერესო პროდუქტს შექმნის, რაც ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება და რომელიც მომხიბვლელი გახდება ინვესტორისთვისაც.

გორის "დილას" მაგალითი რომ განვიხილოთ, კლუბი კერძო საკუთრებაში გადავიდა. მას ჰყავს ინვესტორი, რომელსაც ვალდებულებები აქვს და ეს კარგია. ჩვენც ეს გვსურს. დღეს ორ მთავარ ლიგაში 10 კლუბია კერძო საკუთრებაში. ვმუშაობთ ამ საკითხზე და წინსვლა ნამდვილად არის.

- ადრე კლუბებს ფინანსური დავალიანებები ჰქონდათ. ეს ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ კლუბში მომუშავე პერსონალს მუნიციპალიტეტი ნიშნავდა და არაპროფესიონალ კადრებს ასაქმებდა...

- დღეს ასე აღარ არის, კლუბებს დავალიანება აღარ აქვთ და ფონდის შექმნის მიზანი ზუსტად ეს იყო. კლუბებმა იციან კონკრეტული ბიუჯეტი და ათანხმებენ, როგორ დახარჯავენ მას. ადრე სხვანაირად იყო: მუნიციპალიტეტი მისცემდა დაპირებებს კლუბს და ისე გამოდიოდა, რომ ბოლოს არავინ იცოდა, რეალურად რა თანხას მიიღებდნენ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში საფეხბურთო განათლების ამაღლება, სწორედ ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირველად დაიწყო საფეხბურთო მენეჯმენტის პროგრამა, ქართულ ენაზე, რომელიც ამ ეტაპზე ფეხბურთში ჩართული ადამიანების საფეხბურთო განათლების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის სტრატეგიულ მართვას, ფინანსებს, მარკეტინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას და სხვა. ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი და რამდენიმე წელიწადში შედეგებსაც დავინახავთ.

- მალე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. გაირკვა თუ არა მასპინძელი ქალაქების ვინაობა? რომელ სტადიონზე ჩატარდრება მატჩები?

- მიხარია, რომ 2017 წელს საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო ღონისძიების მასპინძელია.

რაც შეეხება სტადიონებს, გვაქვს მიხეილ მესხის სახელობის მთავარი სტადიონი, ასევე მეორე მოედანი და ახალ თბილისში მდებარე სტადიონი, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია და იმ ვალდებულების შესრულება, რაც აღებული გვაქვს, უკვე დავიწყეთ. იქ ვაგებთ ბალახის საფარს, დამონტაჟდება განათებაც და კიდევ ერთი უეფას სტანდარტის შესაბამისი სტადიონი გვექნება დედაქალაქში.

რაც შეეხება გორის "დილას" სტადიონს, იქაც დაწყებულია სამუშაოები, თუმცა არსებობს გარკვეული მოსაგვარებელი საკითხები, რაც, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ეროვნული ნაკრების ნაჩვენები შედეგითა და მთავარი მწვრთნელის მუშაობით?

- კმაყოფილი ვარ. სამუშაო ნამდვილად გაკეთდა. ახლა ორ ამხანაგურ თამაშს რომ ვმართავთ დუბაიში, ეს სწორედ ვაისის ინიციატივით ხდება. მას სურდა, რომ ეს პერიოდი ახალი ფეხბურთელების სანახავად გამოეყენებინა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ადამიანი ფიქრობს, მუშაობს, ცდილობს კარგი გააკეთოს და ეს მისასალმებელია.

გაცილებით ადვილი შესაფასებელი იქნებოდა ნაკრების ასპარეზობა, მოლდოვასთან რომ მოგვეგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მანამდე, ერთი თვით ადრე, სულ სხვა საუბრები ისმოდა ნაკრებზე, მაგრამ შემდეგ მოლდოვამ დაგვაფიქრა...

ყოველ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ, რადგან ვხედავ, გუნდი მუშაობს. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ ჩანს, ქულებია. ნაკრებმა ყველა მატჩში უნდა ამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. უნდა დაამტკიცოს, რომ ძლიერი გუნდია.

კარგი იყო ესპანეთთან გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსთან გასვლაზე ფრე - მოდით, პოზიტივიც დავინახოთ, მხოლოდ ცუდს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი ქულებშიც ავსახოთ.

- რატომ ვარჯიშობს ქვეყნის პირველი ნაკრები "დინამოს" და "ზესტაფონის" ბაზებზე, როცა სფფ-ს თავისი ბაზა გაჩნია? ეს ხომ ხარჯებთანა დაკავშირებული?

- თუ შეადარებთ ეროვნული ნაკრების დღევანდელ პირობებს რამდენიმე წლის წინანდელთან, ძალიან დიდ განსხვავებას ნახავთ. მოდით, თავად ნახეთ რა პირობებში ვარჯიშობდა ნაკრები უწინ და რა პირობებშია დღეს...

- ანუ "ბასა" ცუდ მდგომარეობაშია და რესტავრაცია სჭირდება?

- კი ბატონო, სიამოვნებით დავიწყებდი მის რესტავრაციას ხვალვე, რომ არსებობდეს შესაბამისი ფინანსები.

რაც შეეხება სასტუმროს, სადაც ნაკრები ცხოვრობს, "ჰუალინგი" ჩვენი პარტნიორია, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები აბსოლუტურად უსასყიდლოდ ცხოვრობს ძალიან კარგ პირობებში, რისთვისაც აქვე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი "ჰუალინგს" თანამშრომლობისთვის. იქვეა "ზესტაფონის" ბაზაც.

რთულია ნაკრებისთვის ვარკეთილიდან დიღომში იაროს. თან იდეალურ მდგომარეობაშია ის მოედნები და კარგია, რომ ფეხბურთელები სასტუმროსთან ახლოს ვარჯიშობენ. დღეს ნაკრებს ყველანაირი პირობა აქვს.

- ითქვა, რომ წინა ფედერაციის ქმედების შედეგად, სფფ-ს საბიუჯეტო დეფიციტი 17 მილიონამდე ლარს შეადგენდა, 5 მილიონი კი დახარჯული თანხები იყო. რამდენს შეადგენს დღეს ფედერაციის დავალიანება? მოახერხეთ ნაწილის გასტუმრება?

- ჩემი მოსვლის შემდეგ რუსთავის მშენებარე აკადემიასთან დაკავშირებით დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ვალდებულება გავისტუმრეთ. იქ სამუშაოები განხორციელებული იყო და იმის გამო შეჩერდა, რომ არსებობდა დავალიანებები მშენებლებთან, შესაბამისად, აუცილებელი გახდა, რომ ჩვენ მოგვეძიებინა სახსრები და გაგვესტუმრებინა ეს ვალი.

ამას გარდა, არსებობდა საბანკო დავალიანებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ - დაახლოებით მილიონი ევრო, რომელიც ასევე ჩვენ გადავიხადეთ.

ეს ყველაფერი იმ 16 თვეში მოხდა, რომელიც საუბრის დასაწყისში ახსენეთ და იმ ფინანსურ პირობებში, რაც დაგვხვდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვალების გასტუმრების გარდა, ჩვენ უამრავი პროექტიც განვახორციელეთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს უეფას სპეციალური პროგრამა "ჰეთ თრიქი". ეს არის 4-წლიანი ციკლი, რა პერიოდზეც უეფა გარკვეულ თანხას გაძლევს და მას ინფრასტრუქტურისთვის იყენებ. სამწუხაროდ, მიმდინარე ციკლისთვის (2016-2020 წწ.) გამოყოფილი თანხა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ წინასწარ იყო აღებული და გახარჯული, შესაბამისად, ეს თანხაც ჩვენთვის, ქართული ფეხბურთისთვის დაკარგულია, ჩვენ აღარ გვეკუთვნის.

- უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. როგორია უეფასა და სფფ-ს ურთიერთობა? ხომ არ მიდის საუბარი რომელიმე ტურნირის მასპინძლობაზე?

- სიახლე, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ისაა, რომ 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. ძალიან გვინდოდა ეს ღონისძიება საქართველოში ჩამოგვეტანა და მიხარია, რომ გამოვიდა.

უეფასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩეფერინის ვიზიტიც ამის დასტური იყო. მასთან საკმაოდ ხშირი ურთიერთობა მაქვს, თვის ბოლოს უეფაში ვიზიტიც გვაქვს დაგეგმილი და რამდენიმე დღეში სხვა სიახლეებსაც გაიგებთ, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უეფასთვის სფფ.

- პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ანონიმური გამოკითხვის შედეგად დაადგინა, რომ ყველაზე მეტად გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას ქართველ ფეხბურთელებს სთავაზობენ. როგორი მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ?

- არ ვიცი, რა გამოკითხვას გულისხმობთ, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ბოლომდე შევებრძოლებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აზარალებს ქართულ ფეხბურთს, მის იმიჯს, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდათ იყოს: იმ პიროვნების ადგილი, რომელიც ქართულ ფეხბურთს ავნებს, ჩვენს ოჯახში არ იქნება!

წლების განმავლობაში ადვილი იყო ვინმესთან საერთო ენის გამონახვა და მატჩის ჩაწყობა. სამწუხაროდ, ეს არავისთვისაა სიახლე და ამ თემების დამალვამ და ჩაფარცხვამ გამოიწვია სწორედ ის, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი უმსგავსობა ხდებოდა - თან, მეტწილად ქვედა ლიგებში, რადგან იქაურობას ყურადღებას არავინ აქცევდა.

ჩემი თხოვნაა, რომ საკითხს ნურასოდეს დააყენებთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ ფედერაციის საქმეა. აუცილებელია, ყველა ერთად ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

უცხოეთში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელიც გარიგებაშია ჩართულია, განაჩენი არამხოლოდ ფედერაციას, არამედ საზოგადოებას გამოაქვს, რომლისთვისაც ის კონკრეტული ფეხბურთელი სამარცხვინო ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაინახა ჩვენი ჩართულობა და ჩვენი მიდგომა, პოლიტიკა, რომელიც მსგავს შემთხვევებთან შეურიგებლობას გულისხმობს. მინდა, რომ მათ ჩვენი პოზიცია გაითავისონ და გვერდში დაგვიდგნენ.

აქვე, ახალი სეზონის დაწყებამდე 2 თვით ადრე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვაფრთხილებ ყველას, ვინც ამ უმსგავსობაში მონაწილეობას მიიღებს, მკაცრად დაისჯება!

- პოლიტიკაზეც უნდა გკითხოთ. როგორ ართმევთ თავს ორ ფრონტზე ბრძოლას, არ უშლის ერთი მეორეს ხელს? თუ პირიქით, ეხმარება კიდეც?

- პირიქით, მეტად დაეხმარება ფეხბურთს ჩემი პარლამენტში ყოფნა. თავიდანვე ვთქვი, 1% მაინც რომ ყოფილიყო იმის ალბათობა, რომ პოლიტიკაში წასვლა ფეხბურთში შემიშლიდა ხელს, არ დავთანხმდებოდი.

ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდურობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფედერაციაში ძლიერი გუნდი ვართ, რომელიც ერთად ახორციელებს ფეხბურთისთვის სასიკეთო რეფორმებს. ჩვენმა გუნდმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი კიდევ წინ გველოდება.

თუნდაც საოცრად მახსენდება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ბოლო ფინალი. გულახდილად ვამბობ, დიდი ხანია არ გამჩენია მოედანზე შესვლისა და ფეხბურთის თამაშის სურვილი ისე, როგორც იმ ფინალის დროს...

თასის ფორმატის შეცვლაც სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რადგან იგივე "მერანმა", ქვედა ლიგიდან გამოიყენა ეს შანსი და ფინალშიც კი გავიდა. ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემები ჰქონდა სეზონის დასაწყისში, თუმცა მივიდა ახალი მწვრთნელი, გუნდი შეიკრა და შესანიშნავი სანახაობაც შემოგვთავაზა ფინალში.

ვიცი, რომ ყველაფერი იდეალური არ არის და ცაში არც დავფრინავთ... მეტი გვინდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს მაკმაყოფილებდა მიღწეული. ფეხბურთის თამაშის დროსაც როგორ კარგადაც არ უნდა მეთამაშა, იმაზე უკეთესი მინდოდა.

- ფიფამ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაზარდა. თავად როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ?

- დარწმუნებული ვარ, ფიფას აქვს სათანადო არგუმენტები, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მეც მესმის, რომ საფეხბურთო საზოგადოებაში გარკვეული კითხვები დაისვა ამ თემაზე, თუმცა ზუსტი პასუხის გაცემა ახლა შეუძლებელი მგონია. შესაძლოა, მეც ისევე ვფიქრობდე, ან სხვას სხვა მოსაზრება ჰქონდეს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით თეორიაა და შეფასებაც მგონი, ნაადრევია.

ika
არველაძეა ისევ საჭირო, კარგად არ დაინგრა საფეხბურთო სამყარო. საერთოდ საჭიროა ეს ფედერაცია?
ირაკლი
დიდი ხანია რაც ეგ ფედერაცია საერთოდ გასაუქმებელია
თემური რეხვიაშვილი
კობი.ტოტალიზატორებმა დაუკარგეს ფეხბურთს მაყურებელი როცა დინამო ივსებოდა ჩვენი უბნის უმეტესობა მანქანის,ველოსიპედის და ბურთის მოსაგებლად დადიოდა მათ ფეხბურთი არ უყვარდათ.ახლა ეს ხალხი ტოტალიზატორებში არიან ჩამჯდარი და მარტო 1-2-х აინტერესებთ უმეტესობა თამაშს არც უყურებს .მე მაქვს ასეთი წინადადება-ყველა ტოტალიატორი გავხადოთ რომელიმე გუნდის სპონსორი და დავალდებულოთ რომ მოემსახურონ მხოლოდ იმ ხალხს რომლებსაც ექნებათ მათი გუნდის თამაშების აბონიმენტი.მერწმუნეთ ეს ხალხი წავლენ სტადიონზე,ტოტალიზატორის ხათრით მით უმეტეს თუ ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი რამოდენიმე ბურთიც გატამაშდება აბონიმენტის ნომრებზე
თემური
ძალიან ცუდია,რომ კობი კმაყოფილია ვაისით.ის ხომ ყველა თამაშში შეცდომებს შეცდომებზე უშვებს,როგორც შემადგენლობის დაყენების ასევე შეცვლების დროს.არანორმალურია რომ ესპანეთთან მომგები გუნდი ვერ უგებდეს სახლში მოლდავას..რა თქმა უნდა ესმწრთვნელის ბრალია.იმის გარდა,რომ ბოლო ორი თამაშით რეიტინგი გავიუარესეთ სარგებელიც(ქართულმა ფეხბურთმა)ვერ ვნახეთ,თუ ახალ ფეხბურთელებს ეძებენ,მაშინ რატომ ათამაშეთ უჩა და დვალიშვილი.რეზი ამბობდა რომ ის არ ერეოდა მწვრთნელის საქმეში როდესაც ქეცბაიამ ყველაზე ღირებული თამაშის მომგები გუნდიდან 80 % გაუშვა-კობის თამადობით ამან რა სიკეთეც მოგვიტანა ყველამ ვნახეთ,ეს დანაშაულია.სიჭინავა ფეხბურთის გაგებაში არ იყო მაგრამ კობიმ და იაშკამ კი უნდა იცოდნენ რომ მიუხედავად ცხადაძის დაბალი კვალიფიკაციისა ნაკრები 5 მცველით უკეთესად გამოიყურებობდა და ურჩიონ ვაისს რომელმაც ტყუილად გაუშვა დვალი და არ იწვევს ნეფტექიმიკში მოტამაშე კობახიძეს რომელიც ძალიან მაგარი ფეხბურთელია დიდი პატრიოტია მან არაფრით არ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა
mtieli
ვაა კობიაშვილსაც უსწავლია ბიძინასგან, ანუ პრობლემები არის მაგრამ ყველაფერი კარგადააა. ანუ ხალხო უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ არ იცით საიდან შეხედოთ. ეს კაცი როგორც კალაძე კაიფობს სანტას ფორმაში, ისე კაიფობს პარლამენტში. ურააა ყველაფერი კარგადაა
მართალი
კობიაშვილი კარგი ადამიანია, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთის აკადემიები თუ არ გახსნა მთელი საქართველოს მასშტაბით არაფერი გამოუვა.ისე დაემგვანება ახალკაცს,მეგრელ ბიზნესმენს ან მისთანას! ხის გაზრდა არ უნდათ,პირდაპირ ნაყოფი ეგემრიელებათ!
კობის
გთხოვ ყურადღებით წაიკითხე ყველა კომენტარი და გააანალიზე, შენ ისეთი მხარდაჭერა გქონდა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევნების დროს, რომ ვალდებული ხარ იმედები გაამართლო. პირველ რიგში ფეხბურთში სამართლიანობის დანარეგვაზე უნდა იზრუნო იმ მეთოდებითა და წესებით, როგორც ამას გერმანიაში (და არა საქართველოში) აკეთებენ, მაქსიმალური ყურადღება გადაიტანე ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე, მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ რამე შეცვალონ ქართული ფეხბურთში სამომავლოდ, გააჯანსაღე სატრანსფერო პოლიტიკა და შედეგიც გამოჩნდება. წარუმატებლობის რეალური მიზეზების დამალვისა და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა რომ კარგ შედეგს არ მოიტანს, ეს ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა. რაც უნდა მალო ჭირი, ის თავს არ დამალავს.
ezra
რაღაც უცნაური სინდრომია-ქართველ ხელისუფალთ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ უჩნდებათ საქმის კეთების სურვილი, ფეხბურთელებს კი მოედნის დატოვების შემდეგ მოედანზე დაბრუნების და ბობოქრული მომენტების შექმნის სურვილი.
qutaiseli
ბიძოს სტადიონების აშენება არ ეშლება მარა აგერ მშვენიერი სტადიონი გაქ მარა რათ გინდა ფეხბურთის თამაში თუარ იცი ჯერ პატარა მოედნებიდან დაიწყეტ და მერე რო შეხედავს ბიძო რო ფეხბურთის აზრზე მოდის ქართველი ფეხბურთელი ეჭვიც არ მეპარება სტადიონის აშენებას წინ არაფელი დაუდგება ისე მეთუ მკითხავ სტადიონები ვინც დაანგრია და დააპატარავა იმას უნდა ააშენებიო და მოთხოვო ან მოგვეთხოვა თავის დროზე ეგ კიარა ერთმა აქ ისეთი რამ დაწერა მოიკვდი სიცილით ქუთაისს რათუნდა 20 ათასიანი სტადიონი მალე მაგდენიც არ დარჩება ქალაქში მცხოვრებიო რათქმაუნდა ამის დამწერი ქუთაისში გავლითაა ნამყოფი ან მაგარი ბოღმააქ ამ ქალაქის მოსახლეობის მიმართ თორე ეგეთი სისულელე არცუნდა დაწერო ეხლა კიდე მის გასაგონად დავწერ რო ქუთაისის მოსახლეობა დღევანდელი მიგრაციის პირობებშიც კი ასოცდაათი ათას მოსახლემდეა ასე რო დიდხანს მოგიწევს მეგობარო ლოდინი.დდ
1
პრო ლიგა 2 -ს შეთავაზება ახლაც ძალაშია? გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დათანხმდეს ზესტაფონის ხელმძღვანელობა!!!
gurami
kobi bizos utxari, tavisi saxlis asheneba 50 milioni, rom dajda, chamovides erti saxlis fuli 5 karg stadions avashenebdit)))
svan
loma-ს მთავრობამ უნდა ააშენოს სტადიონები! სწორედაც რომ, კობიაშვილმა უნდა ააშენოს სტადიონ(ებ)ი იმიტომ რომ მთავრობაშია! სხვას ვის ავალდებულებ, კაცი მთავრობაშია და კიდე სხვისკენ გინდა ხელის გაშვერა?!!!!!!))) :დდ კი მივესალმები მინი ფეხბურთს ძალიან კარგი წამოწყებაა ვეტერანები გაერთობიან ძველ დროს გაიხსენებენ, მაგრამ ეგ მაშინ არის კარგი როცა აწყობილად აქ საქმე ფედერაციას, უცხოელ ვარსკვლავებს რომ ახარჯავს ფულს აქ ჩამოსვლაში))))
მოგესალმებით ირაკლი ბათუმიდან
ყურადღებით დავიწყე კითხვა,მაინტერესებდა რათქმაუნდა ლევანის შეფასება. წარუმატებაზე როთქვა ასაკობრივი ნაკრების ცუდი შედეგებიო აი აქ შევწყვიტე კითხვა! ასაკობრივი ნაკრების შედეგები და სხვა ყველაფერი დამაკმაყოფილებელი იყო??!!! აღარ ვაფასებ ამკაცს მას შემდეგ რაც ოცნებაში შეყო თავი!!! ნუ მბლოკავთ!
თამაზი
1.ცხადაძის გაშვება იყო შეცდომა,ვაისის საწინაღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ გუნდმა მაშინ დაიწყო გამართულად თამაში 2.თქვენ მიგესვლებათ და უნდა დააყენოთ მთავრობაში საკითხი ,რომ დიდ ბიზნეს ფირმებს შეუმცირონ მოგების გადასახადიან მოუხსნან,ვინც უპატრონებს გუნდებს,მაგ.ფოთის პორტი,ოქროს საბადო და სხვა.ნახეთ ჩინეთის მაგალითი
gabrieli
itamashe ra mini fexburti da gaerte, shen gasartobad da sakutari zxovrebis asatkobad, rom moxvedi eg faktia, arz stadionebis amsheneblebi ar xart da arz arafris gamketebeli, chaatearet midi soflis chempionati kanebshi, egaa tkveni maksimumi.
ქართლო
კაი რა ძმაო ნუ გვაბოლებ რა ,გაკეთებული საქმე ამ „16„თვეში არ გვინახავს და ალბათ ვერც ვნახავთ,რადგან არასწორი გეზი აქვს აღებული ფედერაციას,რაც მხოლოდ თბილისის გუნდების დახმარებაში გამოიხატება,ასევე „არსადა ჩანს აშენებული სტადიონები„,ფოთში,ზუგდიდსში, სამტრედიაში,და მეორე ქალაქ ქუთაისში. სადაა ბათუმის „40„ათასიანი სტადიონი კობი„„ტქვენი მმართველობა ბფედერაციაში როგორც ვატყობთ იქნება ნაც სექტასმაგვარი, რადგან საქმე არ ჩანს,და მხოლოდ უსახური სახელწოდება„პრო„1„ და პრო„2 ფურცელზედაც არ ვარგა. ასე რამ შეგაძულად ქართული სახელწოდება, ან დაიდან მოიტანეთ ეს პრო, დაარქვით „სუპერ ლიგა „1„ სა სუპერ ლიგა„2„
jimi
pro liga daartkvit tu raz gindat is daartkvit,magir ra sheizvleba? naxet ra dgeshi kartuli klubebi?? sad varjishoben? ra stadionebze tamashoben? upatrono kvekana
llcl
და ჩემს კომენტარს რატომ არ დებთ? თქვენ, ჟურნალისტები არ ეკითხებით და მე მაქვს კითხვა ამ ადამიანთან, რაც არ უნდა ვუნდერკინდი იყოს ადამიანი, არ მგონია, რომ მან ერთდროულად შესძლოს გაუბედურებული გლდანის და გლდანელების პრობლემების მოგვარება და უკვე გარდაცვლილი ქართული ფეხბურთის გაცოცხლება, თუ თვლის თავს ზეადამიანად, რომ შეეჭიდა ორ საქმეს? ეხლა ვინმემ პოლიტიკა და ნაცები არ დაიწყოთ, ეგ სექტა ჩემზე ძალიან არ მგონია ვინმეს სძულდეს, მაგრამ პასუხი ბატონი ლევანისგან მინდა
shota
germaniashi nazxovrebi kazi xar kobi, regionaligis doneze mainz avikvanot kartuli fexburti, tavisi infrastrukturit, eg tu ar shegizlia mashin ratom modiodi? dagvatkvite nervebi
data
kobi stadionebis ashenebashi chaadebine bizos fulebi, aba ratom agirchia xalxma? kidev ukan svlit viarot??
qutaiseli
vaxvax-- ტარიელ ხეჩიკაშვილი ხო შემეშალა,დამხვრიტე
loma
კობიაშვილმა უნდა ააშენოს სტადიონები? :)))))) ფედერაციაა თუ ცენტრ პოინტი? : კოკას: სახელს რას დაეძებ ბრატ, რამე გააკეთონ და სახელზე ნერვიულობ? ისე ბელგიაში ჰქვია პროლიგა და კალაძის სურვილი რო ყოფილიყო, რომელი სერია D-ს მოთამაშე კალაძე ნახე, სერია ა-ს დაარქმევდა მაშინ :)
koka
იტალიაში ლეგა პრო ა ჯგუფი,ბ ჯგუფი და ა.შ ითვლება თითქმის ჭ ლიგად. აქ კიდევ უმაღლეს ლიგას დაარქვეს ე.წ. პრო ლიგა.დაილია საქართველოში კარგი სახელები?. რად გვინდა პრო...ლიგები საოცარია.კალაძის სურვილია ალბად.
vaxvax
ქუთაისელო! ხინჩიგაშვილი ვინღაა?
gigi
stadionebi unda ashendes batumshi, fotshi, lanchxutshi, zugdidshi, samtrediashi, kutaishi da mere vifikrot donis amaglebaze, msoflios arzet chempionatshi ar tamashoben gundebi aset kana stadionebze. ukve 16 tvea prezidenti xar kobi, zalian ukmakofilo vart shenit, ufro meti imedei gvkonda, rom modiodi prezidentad da ramdeni davis, chxubis, xalxis ganatkenebis xarjze, jer jerobit shedegi noli.
svan
qutaiseli-ს გეთანხმები 100პროცენტით არ უნდა იყოს ფედერაცია შიდა პოლიტიკაში ჩართული თორემ 4 წლის მერე შეიძლება შეიცვალოს მთავრობა და ზუსტად ისე მოგექცნენ როგორც "შენი მხარდამჭერები" მოექცნენ წინა ფედერაციას! ნუ ყველაფრის მიუხედავად მაინც შენ გიჭერდი მხარს არჩევნებზე! რატომ არ გეხატებოდა თვალში ცხადაძე?! იმიტომ რომ არველაძეებმა დანიშნეს?! თუ ცუდს გააკეთებდა ნაკრებისთვის და შედეგი არ ექნებოდა მარტივად შეგეძლოთ გაგეშვათ ისე როგორც გაუშვით და ამის გამო ვიმეორებ მილიონჯერ უკვე: ზუსტად იმდენი გადაუხადეთ რაც ისედაც უნდა გადაგეხადათ კონტრაქტში! ასე ადამიანების დაყოფა არ შეიძლება მგონი შენთვის ცხადაძეს ცუდი არაფერი გაუკეთებია და შიდა პოლიტიკა კიდევ შენი საქმე არ არის!)))))))
kai bichi
fexburtis agorzineba tu gindat jer stadionebi unda aashenot da bazebi, sxvamxriv ra fexburtzea saubari, romel gashukebaze da ase shemdeg...tkventvis fexburti marto tbilisia, raz zalian zudi damokidebulebaa, kargad naxet asakobrivi nakrebebi romlebiz tbilisuri klubebidanaa dakomplektebuli ra samarzxvino shedegs agtevs, dasavlet sakartvelo fexburtis akvani sakartveloshi da shexedet ra pirobebshi tamashoben ik pro1 da pro2 ligis gundebi, pirdapir vitkvi kanashi tamashoben. 16 tvea ukve prezidenti xar da erti stadioni ver agishenebia, sirzxvilo, ase ver avtevt dones.
status quo
გაინაღდა კობიაშვილმა კაი ცხოვრება და ეხლა ჰკიდია...
Cule
სტატიები როგორ გავაკეთო? ვინც იცით დაწერეთ
qutaiseli
კობი დიდ პატივს გცემ როგორც ყოფილ ფერბურთელს და როგორც პატრიოტ კაცს ქართველ გულშემატკივრებს არ დაავიწყდება შენი ერთგულება საქართველოს ნაკრების მიმართ არ მახსენდება შემთხვევა როცა ნაკრებში ჩამოსვლაზე თავი აგერიდებინა ან ტრამვა მოგემიზეზებინა ან სავიზო პრობლემა როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება,,,და ისიც კარგათ გვახსოვს რადონის შავ სამუშაოს ასრულებდი მოედანზე ,,,,ამისთვის დიდი მადლობა ,,,მაგრამ არის ის რაშიც ძაან შეგეშალ ჩემი აძრით კახა ცხადაძესთან დაკავშირებით ძაან ცუდათ მოექეცით მაგ კაც თუმცა არ იმსახურებდა ეგ ასე მოგცევას,,,მაგრამ ყველასზე მეტად ის არ მომწონს რო სხვის დაკვეთებს ასრულებ თუნდაც ცხადაძესტან დაკავშირებით ყველა კარგათ ხვდება ვის გამო და რის გამო გააგდე ცხადაძე და ეგ მაგრათ შეგეშალა,, ეხლა ის კაცი რო ყოფილიყო ნაკრების მწთვნელი 2 ქულა არ გვექნებოდა გაცილებით მეტი იქნებოდა, ტუმცა არ ვასისი არაა ცუდი მჭთნელი მეტი გამიოცდილებაცააქ ცხადაძსთან შედარებით მაგრამ არ იცი ჩვენი კლასის ფეღბურთელების ხასიათი მენტალიტეტი მაგიც ისე წავა აქედან როგორც წავია სხვა მაღალი დონის სპეციალისტები,,ცხადაძემ კიდე გამონახა საერთო ნა და მაქსიმუს მიაღწია ამ ჩვენი -სი ფეღბურთელებით ასე რო ეგ აის შენი ყველაზე დიდი შეცდომა ხინჩიგაშვილის დაკრულზე არუნდა გაგეშვა მაგ კაცი
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...