ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებთან ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მთავარ კითხვაზე პასუხი იპოვა
უეფას ოფიციალურ საიტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა, სლოვაკმა სპეციალისტმა გუნდთან თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ იპოვა პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს ქართველ ფეხბურთელებს წარმატების მიღწევაში.

ვაისის ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- რა იცოდით საქართველოზე, სანამ მის უპირველეს გუნდს ჩაიბარებდით?

- ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი მოთამაშეები. ავიღოთ თუნდაც თბილისის "დინამო, რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო. შემდეგ იყო სხვა თაობა: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გამოდიოდა და სათამაშო მანერით მარადონას ჰგავდა.

მსურდა გამეგო, რა აკლიათ ახლანდელ ქართველ ფეხბურთელებს საიმისოდ, რომ წარმატებას მიაღწიონ.

- და რა არის ეს?

- გუნდთან თითქმის წელიწადია ვმუშაობ, რომლის ნახევარი პირველი 3-4 მატჩის ანალიზს მოვანდომე. გავეცანი მოთამაშეებსა და მათ მენტალიტეტს და გამოვიტანე ძალიან მარტივი დასკვნა: ქართველი ფეხბურთელები, მაგალითად, სლოვაკებთან შედარებით, საშუალოდ, უფრო ნიჭიერები, უფრო ტექნიკურები არიან. უყვართ ბურთი, მაგრამ არ უყვართ უბურთოდ მუშაობა. წარმატების მიღწევა კი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ნაკრები ტაქტიკურად უფრო გამართული იქნება.

ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. მჭირდება დრო, რომ უბურთოდ თამაში ვასწავლო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ოქრიაშვილი, მჭედლიძე, ანანიძე და ყაზაიშვილია. თუ ამას შევძლებ, შედეგიც მოვა.

- ევრო 2016-ის წინ საქართველომ ესპანეთს მოუგო (1:0), თუმცა შესარჩევ ციკლში ჯერ მოგების გარეშე ხართ...

- ვფიქრობ, რომ უელსთან მატჩში გამოჩნდა, რა შეუძლიათ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, როდესაც თამაშზე არიან კონცენტრირებულნი. ირლანდიასთან შეხვედრიდან მესამე დღეს, უელსთან მეორე ტაიმში დიდებული ფეხბურთი ვაჩვენეთ, გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი და გავიტანეთ ლამაზი გოლი.

მომენტების რეალიზაციაზე უნდა ვიმუშაოთ და დავიცვათ ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის. როდესაც ამას მივაღწევთ, შეგვიძლია ვიფიქროთ პლეი ოფში მოხვედრასა და ჯგუფიდან გასვლაზე.

- რას ელით დუბაიში სპარინგებისგან?

- საქართველო პატარა ქვეყანაა. ნაკრების კანდიდატთა სია საკმაოდ მოკლეა, მაგრამ ძიება უნდა გაგრძელდეს. ეს მატჩები ეროვნულ პირველობაში მოთამაშე ფეხბურთელების საქმეში სანახავად მჭირდება.

ნაკრების პოტენციური ახალწვეულების ძებნას გავაგარძელებთ. კონკურენცია ყველას სჭირდება - ოქრიაშვილსაც, კანკავასაც, ანანიძესაც და ლორიასაც.

- ჩანს, შორს მიმავალ გეგმებს აწყობთ...

- ეს სამუშაო აბსოლუტურად მაკმაყოფილებს. საქართველოს ნაკრებს ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბი, პერსონალი, ფედერაციის ხელმძღვანელობა ჰყავს, მაგრამ უპირველესად, გულშემატკივრები უნდა გამოვარჩიო, რომლებიც აქამდე ვერ გავახარეთ გამარჯვებით.

მოლდოვასთან შეხვედრის დროს ტრიბუნებზე 50 ათასი ადამიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ, არ გაგვაკრიტიკეს და არც გვისტვინეს. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ ჩვენს სამუშაოს. მჯერა, სერბეთთან მომავალ შეხვედრაში შევძლებთ მათ გახარებას. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, ბედნიერი ვიქნები, თუ აქ დიდხანს დავრჩები.

მომზადებულია uefa.com-ს მიხედვით

luk
მოიცადეთ და ქეცბაია სხვა რამეს ამბობდა თუ სხვა ენაზე ლაპარაკობდა? :D რა ცოდოები ვართ რა! რასაც გვინდა ვხედავთ რაც გვინდა გვესმის ...
ყური მიგდე
ერთი, 7-8 წელი გეყოფა?
santela
ახალკაცმა რამდენი ხანი მოანდომა დინამოს შექმნას ხომ გვახსოვს...ვაცადოთ ვაისსაც,მგონი სწორ გზაზეა.
Vasili
ძალიან კარგი მწვრთნელია, თვითონ ფეხბურთელები არ არიან აზრზე და რა შუაშია ვაისი? როგორ უნდა ასწავლოს 19-20 წლის ბიჭს თამაში , ეროვნული ნაკრების მწვრთნელია , განა აკადემიის...!!!
სოსო
ვინც საქართველოს ნაკრების სტატისტიკას გადახედავს,ნახავს,რომ გოლების უმეტესობას ტაიმის მიწურულს უშვებს.ეს ცხადი ნიშანია რომ გუნდს ფიზიკური მომზადება არა აქვს,ამას თამაშის ყურებაც კი არ სჭირდება და ამის გაგებას ერთი წელი დასჭირდა?ტრიბუნაზე ვინმეს შეჰკითხვოდა და ყველა უპასუხებდა.ვაისი კარგი მწვრთნელი ჩანს და უნდა აცალონ მუშაობა,მაგრამ ასეთი საუბარი ჩემიაზრით მას არ არგებს.რაც შეეხება ინტერვიუს დანარჩენ ნაწილს,თუ ვაისი შესძლებს და ნაკრების ყოველ ფეხბურთელს თამაშში კიდევ 2 კილომეტრით მეტს არბენინებს,მაშინ ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს მიიღებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ საქმეში,მაგრამ რომელს აქვს მაგდენი ჯანი?
quTaiseli
ზუროსის არიყოს დაუწყენ ეხლა ამ კაცსაც კმენა ესარაა თურმე მწვრთნელი და თვიტონ ამის კრიტიკოსები კიდე ფეხბურთის პროფესორები ყოფილან კაი რა ამ კაცმა ერთადერთმა თქვა ჩვენ ფეხბურთელებზე სიმართლე სიმართლე კიდე ქართველებში ცოტას თუ უყვარს აიესარი სწორედაც ჩვენი ფეხბურთისთვის დამღუპველი ვაქებთ და ვადიდებთ არაფლის გამკეთებელ ფეხბურთელებს და ხელს ვიშვერთ ვისკენ კაცისკენ რომელმაც სლოვაკეთის ნაკრები მუნდიალზე გაიყვანა და იქაც საკმაოდ კარგადაც ითამაშა.ყველა ცუდია თურმე ჩვენვართ მარტო მაგრები ვაისს დაუქცევია ქართული ფეხბურთი და არა ჩვენ ჩვენი არაპროფესიონალური და არა სერიოზული მიდგომით.ესე არაფელი არ გამოვა არაააა
ika
lashamax გეთანხმები100% თან ეხლა გვამზადებს დრო კიდევ მცჰირდებაო ფულის საკეტებლად :D
lashamax
რა გჭირთ ხალხო, ერთი უსაქმური არაფრის მცოდნე ყოფილი ტრენერია, ჩამოსულია აქ ფულის გასაკეთებლად, ერტი წელია უკვე აქ არის, ამ ხნის განმავლობაში თუ ვერაფერი მოახერხა ვერც მერე იზამს რამეს. მილიონს შოულობს წელიწადშისაქართველოს ხარჯზე და ტიპს ერთი თამაში არ აქვს მოგებული. ვის რა უნდა ასწავლოს ამან. მოლოდვასაც ვერ უგებს.
გივია
ძალიან სამწუხაროა მაგრამ თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში უბურთოთ თამაშს 10-12 წლის ბიჭებს ასწავლიან. ნაკრებში ამაზე დრო ნამდვილად არ უნდა იკარგებოდეს, დრო რომელშიც ფედერაცია მილიონებს იხდის. აქედანაც კი ჩანს თუ რამხელა უფსკრულია ჩვენსა და თანამედროვე ევროპულ საშუალოზე დაბალი დონის ქვეყნებს შორის.
ზაზა
იმისთვის,რომ ითამაშო უბურთოდ,ორთაბრძოლებში ჩაერთო ბურთის ასართმევად,ტექნიკასთან ერთად საჭიროა მაგარი ფიზიკური მომზადება!
maxo
ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ფეგბურთელები გვყავს იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიოთ სანაკრებო დონეზე უნდა თავდადებული შრომა და ნაკრებს უნდა აწყობა როგორც ერთი მექანიზმი ერთი გუნდი ამისთვის საჭიროა მეტი პრაქტიკა მეტი შრომა მეტი ამხანაგურები და არ შეიძლება ასე დათრგუნული თამაში ბოლოს და ბოლოს ქართველები ხართ სისხლი უნდა გიდუღდეთ და ნაპერწკლებს ყრიდეთ :)
tamaziko
mahin adges batono vaisi da is dro rac hventan gacnobas da mentalitetis scavla ganatlebas moandoma rogorc mcvrtnelma. Mahin daabrunos is tanxa batono
ლევანი
ასეთი მწვრთნელი არ ყოლია ჩვენ ნაკრებს. ძნელია ასე მალე შედეგი დაიდოს თუმცა პროგრესი ჩაანს. ამიტომ ჯობია ვაცადოთ ამ კაცს და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. პირველ რიგში გულშემატკივრებმა. ერთხელდასამუდამოს ვირწმუნოთ იმის, რომ შედეგს დრო უნდა და მწვრთნელს დისი ხნის მუშაობა გუნდში.
რაც შეიძლება სწრაფად...
მეც სრულიად გეთანხმებით არაა ურიგო მწვრთნელი და მას დრო ჭირდება,რაც მან აღნიშნა ქართველ ფეხბურთელებზე სრულიად ვეთანხმები და ვიტყვი,რომ ამ კაცს აქვს სწორი ხედვა და იმ ვაიგულშემატკივრებს მივმართავ,რომ აქ შემოსვლისგან და კრიტიკული კომენტარებისგან თავი შეიკავეეტ....
qutisi
მეც გეტნხმები ეს კაცი ნკრებს სწვლის მოგებს უნდ ვააცლოტ ზალიაან ნიწიერია
murtalo
ამ კაცს თუ მუშაობას ვაცლით შედეგი აუცილებლად მოვა და ორ-სამ წელიწადში საკმაოდ ძლიერი, ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება...კარგი იქნება ხელი არ შევუშალოთ და მოწამლული კომენტარებით არ შევაზიზღოთ აქ მუშაობა.
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?