"საქართველოს მაისურით მოედანზე გასვლა და ჰიმნის მოსმენა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო სასიამოვნო იქნება"
თორნიკე ოქრიაშვილის ბოლო ამბავი ცნობილია: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეკრებაზე მყოფმა "კრასნოდარმა" ამხანაგურ შეხვედრაში ტაშკენტის "პახტაკორი" 2:0 დაამარცხა. 50-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების ლიდერმა გახსნა. მალე ანგარიში 2:0 გახდა, ამჯერად საგოლე პასი ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე ლეო გოგლიჩიძემ შეასრულა.

- ლეგიონი: თორნიკე ოქრიაშვილმა "პახტაკორს" თავით გაუტანა [VIDEO]

მისი გვარი ერთი წლის წინ სააგენტო "ფლეიარაგენტის" დამფუძნებელმა ირაკლი ხვედელიანმა ახსენა. მისი თქმით, რუსეთის პრემიერლიგელი "კრასნოდარის" მცველს საქართველოს სახელით თამაში სურდა.

ხვედელიანის სააგენტო უცხოეთში მოთამაშე პერსპექტიულ ქართველებსაც აკვირდებოდა და გოგლიჩიძეს ასე მიაკვლია: ის 1997 წლის 29 აპრილს დაბადებული გახლავთ, რომელიც მარცხენა მცველია, რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" დუბლებში კი 2015 წლიდან 91-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. გოგლიჩიძე 2012 წელს ტირასპოლში გამართული "შერიფის თასის" საუკეთესო მცველად დაასახელეს.

2015 წლის 11 ნოემბერს, რუსული ინტერნეტგამოცემა sports.ru წერდა, თუ ვისი დაწინაურება შეიძლებოდა "კრასნოდარის" დუბლებიდან და 6 გამორჩეული ახალგაზრდისგან ასეთად მხოლოდ ქართველი დაასახელა.

"ლეო გოგლიჩიძე მარცხენა მცველია. ის "კრასნოდარის" ყოფილ მცველს, ამჟამად "ცრვენა ზვეზდაში" გადასულ დუშან ანჯელკოვიჩს ჩამოჰგავს, ოღონდ, უფრო აზრიანია. გოგლიჩიძე კარგად არჩევს მომენტს, როდის შეიძლება ფლანგზე გაქცევა და როდის - ბურთის უკან დაბრუნება. კარგ დრიბლინგსაც დროულად იყენებს. კორპუსს ისე დგამს, ეს უფრო დიდი გაბარიტის მქონე მოთამაშეებთან ორთაბრძოლების მოგებაში ეხმარება. სტაბილურია და, ფაქტობრივად, სეზონის ყველა შეხვედრა ჩაატარა.

რა სჭირდება მთავარ "კრასნოდარში" მოსახვედრად? ტექნიკის გაუმჯობესებით მოქმედების ეფექტურობა უნდა გაზარდოს. ახლა კი ხშირად მისი ჩანაფიქრი ტექნიკურ შესრულებას უსწრებს წინ და პოტენციალის გამოვლენაში უშლის ხელს. შესაძლოა, ცოტა ეშმაკობაც სჭირდება. ზოგჯერ მისი დიაგონალური გადაცემები მაყურებლისთვისაც ადვილი გამოსაცნობია, არათუ - მეტოქისთვის", - ასე ახასიათებდა sports.ru ქართველ ახალგაზრდას.

გოგლიჩიძე რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა. თუმცა თავიდანვე მისთვის პრიორიტეტად საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში იყო.

"რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, თუმცა ჯერ ვფიქრობთ მე და მამა, რომელიც კარიერის სწორად წარმართვაში აქტიურად მეხმარება. საქართველოში ჩამოსვლა, საქართველოს მაისურით მოედანზე გასვლა და ჰიმნის მოსმენა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო სასიამოვნო იქნება".

სამი წლის წინათ, მამამისს საქართველოდან დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლად გააცნო და უშუალოდ ევალებოდა ასაკობრივი ნაკრებების დაკომპლექტება. გოგლიჩიძით ქართული მხარე შარშანაც დაინტერესდა. 19-წლამდელებში მისი მიწვევა გიორგი ყიფიანს სურდა:

"გოგლიჩიძით დავინტერესდი და შეკრებაზე გამოვიძახე. მასზე ინფორმაცია მწვრთნელად დანიშვნისთანავე მომაწოდეს. მართალია, ეს ბიჭი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს სახელით სურს თამაში, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას კი წინ არაფერი უდგას.

თავად ფეხბურთელს რომ ველაპარაკე, დაინტერესებამ გაახარა. ფეხბურთის ფედერაციიდან "კრასნოდარს" ნაკრებში მისი გამოძახების ფურცელი უკვე გაუგზავნეს. იმედია, ჩამოვა და სიამოვნებით დავაკვირდები, იქნებ მართლაც გამოგვადგეს", - თქვა მაშინ ყიფიანმა "ლელოსთან".

ახლა კი ყიფიანმა პატარა "ჯვაროსნები" გოგლიჩიძის გარეშე შეკრიბა. თუმცა ახალგაზრდა კაცი თავის სურვილსა და ოცნებაზე ხელს არ იღებს და თუკი გიორგი ჯიქია დავკარგეთ, იქნებ, გოგლიძე უფრო საინტერესო მოთამაშე იყოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
ასეთი პატრიოტები უნდა თამასონ საქართველოს ნაკრებში
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
კერპია - პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ენრიკე პსჟ-ში კიდევ დიდხანს? - პარიზელებს სურვილი აქვთ, ესპანელი მოიფიქრებს
ფავრი დაგვემშვიდობა - შვეიცარიელმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა
უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!
მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს
დამაჯერებელი გაგნიძე, ინერტული წიტაიშვილი და შეხვედრის საუკეთესო ქართველი - ჩვენებურების შაბათი
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით
საქართველო ჩემთვის ტრამპლინია! - 19 წლის უკრაინელი ლეგიონერის მიზანი
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" ლეო გოგლიჩიძე "ოლიმპიეცში" გაანათხოვრა
"გაგრაში" უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელებში კრასნოდარელი ლეო გოგლიჩიძე გამოიძახა
დამიბრუნე 300$! - აფრიკელთა დავა საქართველოში და საჩივარი ფიფაში
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
ხვიჩა საგოლე პასით დაბრუნდა - დებიუტანტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "რუბინს" "ზენიტთან" მატჩი ელის [VIDEO]
"გაგნიძემ მოუმატა - დაღესტნელობის გამო მოსკოვში პრობლემები მქონდა" - "ურალის" ნახევარმცველი
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო