ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რომც იწუწუნონ, ქართული მაინც არ მესმის... გროზნი დინამოელთა 4-ჯერად წვრთნაზე

რომც იწუწუნონ, ქართული მაინც არ მესმის... გროზნი დინამოელთა 4-ჯერად წვრთნაზე

რომან ფიფია "დინამოს" მწვრთნელის პოსტზე გატუზოს კანდიდატურასაც განიხილავდა
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩიესლავ გროზნიმ, რომელიც გუნდთან ერთად ამჟამად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, "სპორტ-ექსპრესის" უკრაინულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუს, რომელშიც ცნობილმა უკრაინელმა სპეციალისტმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- რატომღაც ხშირად მიწევს უკრაინის გარეთ მოღვაწეობა. რვა წელიწადი რუსეთში გავატარე - "სპარტაკსა" და "ტერეკში", წელიწადი - ყაზახეთში, ვწვრთნიდი ბულგარულ "ლევსკის", ახლა კი საქართველოში ვარ.

ერთმა ჟურნალისტმა შენიშნა კიდეც, რომ ყველა ჩამოთვლილ კლუბში პირველი უკრაინელი მწვრთნელი ვიყავი, თავად კი ამაზე არც დავფიქრებულვარ. პატივისცემით ვეპყრობი ყველა კლუბს, სადაც მიმუშავია, თუმცა ისეთ დიდ კლუბში საქმიანობა, როგორიც "სპარტაკი", "დნიპრო" ან თბილისის "დინამოა", სულ სხვა გრძნობაა. მიდიხარ ბაზაზე და ხედავ ლეგენდარული ფეხბურთელების ფოტოსურათებს, რომლებსაც ტიტულები მოუგიათ - ყველაფერი ისტორიითა გაჯერებული. როდესაც ასეთ დიდ კლუბში აღმოჩნდები, სხვანაირ პასუხისმგებლობას გრძნობ.

- საქართველოს დედაქალაქში როგორ აღმოჩნდით?

- ოქტომბრის ბოლოს "დინამოში" კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მიმიწვია, რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვის "სპარტაკიდან" მიცნობდა. როგორც მოგვიანებით მითხრეს, ის გუნდის მწვრთნელის თანამდებობაზე არაერთ კანდიდატურას განიხილავდა - კონონოვს, კუჩუკს, ბოროდიუკს, თვით გატუზოსაც... სულ 35-მდე ადამიანს.

საქართველოში თასის 1/4-ფინალს დავესწარი და მოვიხიბლე ინფრასტრუქტურით. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ჩემთან თანამშრომლობით იყო დაინტერესებული, რადგან ჩემს ხელში იზრდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და მაგალითად სიჩევი, გუსევი, ჩიგრინსკი მოიყვანა... მოვილაპარაკეთ. ფიფიამ მითხრა: "მე არ ჩავერევი ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობაში, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკური საშუალება სერიოზული ფეხბურთელების მოსაყვანად".

პრეზიდენტი ბრძენი კაცია. დამარწმუნა, რომ მზადაა, სამი წელი მოიცადოს, სანამ ბიჭები დაიზრდებიან.

ამჟამად თბილისის "დინამოში" სტრატეგიის რეფორმირება მიმდინარეობს. პრეზიდენტს სურს, რომ აკადემიის მეტი აღზრდილი იყოს პირველ გუნდში. რა თქმა უნდა, ეს რთული პროცესია, რადგან ზოგიერთი ყმაწვილი ჯერ 19-წლამდელების დონეზეც არაა. ახლა შეკრებაზე ხუთი-ექვსი 17 წლამდე, ამდენივე 18 და 19 წლამდე ფეხბურთელი გვყავს... ამ ბიჭებმა დროის მოკლე მონაკვეთში დიდი გზა უნდა განვლონ, რათა ასეთ დიდ გუნდში თამაში დაიმსახურონ.

- როგორც ჩანს, პრეზიდენტმა შედეგზე პასუხისმგებლობა არ დაგაკისრათ, "დინამომ" ხომ მე-4 ადგილი დაიკავა და ევროთასებს მიღმა დარჩა...

- სიმართლე გითხრათ, სხვა შედეგის მიღწევის შანსი უკვე ძალიან მცირე იყო.

- მაგრამ ხომ შეიძლებოდა პლეი-ოფში მესამე ადგილზე გასვლა?

- სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ეს ფეხბურთელებს არ სჭირდებოდათ. ისინი ჯერ კიდევ ჩვენ მისვლამდე რაღაცაზე იყვნენ განაწყენებულნი. ბევრმა იცოდა, რომ კლუბში აღარ დარჩებოდა. ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია საერთო ენის გამოძებნა. ჩვენც ახალგაზრდა მოთამაშეების დიდი ჯგუფის დაწინაურება გადავწყვიტეთ. შემოდგომაზე უკვე თამაშობდნენ ახალგაზრდა ზარია, მიქელთაძე, ლოჩოშვილი...

რაც შეეხება ბრინჯაოს ფინალს, არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გქონდეს როგორც "დინამოს" თამაშისადმე, ისე მთლიანად ფეხბურთისადმი. ვიღაცამ მოგონილი მიზეზით უარი თქვა თამაშზე, ვიღაცამ გახურებისას მიიღო ტრავმა, ვიღაცამ მეორე ტაიმში შესვლა არ ისურვა...

- დაიწერა, რომ თქვენ კონტრაქტი 1+2 სისტემით გაქვთ. მაინც რა პირობები უნდა შეასრულოთ, რომ "+2" ამოქმედდეს?

- პრეზიდენტთან ჯენტლმენური შეთანხმება 31 დეკემბრამდე დავდეთ. თუკი ყველაფერი კომფორტულად წარიმართა, გადავდივართ სამწლიან სისტემაზე, ერთი წლის თავზე კი ორმხრივი შეთანხმებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ამავდროულად, თუკი ძალიან მომხიბვლელი წინადადება მექნება ან საქმეში რაღაც არ აეწყობა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, როგორც ძალიან ცივილიზებული ადამიანი, ამას გაგებით მოეკიდება.

ასეთია საფეხბურთო ცხოვრება. არასდროს ვეჭიდები ადგილს. სასარგებლო უნდა იყო მოთამაშეებისა და კლუბისთვის, სადაც მუშაობ. საქმისთვის თავი და გული უნდა გქონდეს გადადებული. მწვრთნელისთვის ყოველი სავარჯიშო დღე საინტერესო უნდა იყოს და ჯერჯერობით, ჩემთვის საინტერესოა. მეტსაც გეტყვით: წვრთნა უფრო საინტერესოა, ვიდრე მატჩის ჩატარება - თამაშის დროს ხომ ყველა ფეხბურთელს ვერ ვიყენებ. თანაც, ვარჯიშზე ხელს არ მიშლიან მსაჯები. სხვანაირად რომ ვთქვათ, რეპეტიაცია უფრო მხიბლავს, ვიდრე - სპექტაკლი.

- ქართველ ფეხბურთელებს "საბჭოელ ბრაზილიელებს" უწოდებდნენ...

- იყვნენ კიდეც ასეთები. იყვნენ! სიმართლე უნდა ვთქვათ: დღეს ტექნიკის პრობლემები ქართველებსაც აქვთ და როგორც ყოველთვის, დღესაც უბურთოდ უარესად თამაშობენ. უნდა ისწავლონ ბურთის ართმევა, სხვანაირად არაფერი გამოვა.

ვცდილობ, ავუხსნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ერთ მატჩში ბურთს მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში ფლობს. დროა საჭირო, რომ ფეხბურთელები ამ გზას გაჰყვნენ. მესმის, რომ საოცრებები არ ხდება და დიდი სამუშაოს გაწევაა საჭირო.

შეკრებაზე ოთხჯერადი ვარჯიშები გვაქვს. არავის სჯეროდა, რომ ქართულ გუნდებს ასეთ რეჟიმში მუშაობა შეუძლიათ. დილის 07:40 საათზე ტყეში სარბენად მივდიოდით. სამწვრთნელო შტაბიც დარბოდა. ცხადია, თავის ტემპში, მაგრამ ფეხბურთელები უნდა ხედავდნენ, რომ ჩვენ ჩვენი საქმით ვცხოვრობთ.

11 და 17 საათზე მოედანზე ტექნიკურ-ტაქტიკური ვარჯიშები გვქონდა, დღის ბოლოს კი სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობდით.

- ფეხბურთელები ასეთი რეჟიმის გამო არ წუწუნებენ?

- რომც იწუწუნონ, ქართული მაინც არ მესმის (იცინის). ეგ არაფერი, თანაშემწეები აუცილებლად გაიგებენ ასეთ შემთხვევაში და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ.

- "ჟილინასთან" მატჩი ფრედ დაასრულეთ. კმაყოფილი დარჩით?

- შედეგით კი, თუმცა დაცვაში თამაშმა არ დამაკმაყოფილა. მეტოქეს მეტის გატანაც შეეძლო.

- თვითკრიტული ხართ...

- სერიოზულ მეტოქესთან ასეთი ანგარიში ძალიან კარგია, მაგრამ მარცხს და მოგებას ერთმანეთისგან არ უნდა არჩევდე. ყოველთვის ვუყურებ, რა არის გამოსასწორებელი.

ფეხბურთელთა ნაწილს ბურთი დიდი ხნით უჭირავს, ზედმეტ შეხებებს აკეთებენ, ბურთის მიღებისას შეტევის გაგრძელებას ვერ ხედავენ. ეს, სამწუხაროდ, იმის გამო ხდება, რომ აკადემიაში ვერ ითვისებენ ამას. ყოველთვის დამნაშავე მწვრთნელი ვერ იქნება. გვსურს, ჩვენმა აკადემიამ ზაგრების "დინამოს", "აიაქსის", "არსენალის", "ბარსელონას" მაგალითით იმუშაოს. ინფრასტრუქტურა კარგია...

- ქართულ კლუბებზე რას გვეტყვით?

- ჩემპიონატის ლიდერი "სამტრედიაა". სათანადო ყურადღება ექცევა ასევე საჩხერის "ჩიხურას". ძალიან ორგანიზებული გუნდია ქუთაისის "ტორპედოც". ეს არატიპური ქართული კოლექტივია. ფეხბურთელები ბევრ შავ სამუშაოს ასრულებენ და "ტორპედო" სწორედ უკრაინულ კლუბებს მაგონებს: აქტიურ პრესინგს თამაშობენ, ფეხბურთელებს სწრაფად ფარავენ. მოკლედ, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.

"საბურთალოში" ესპანელი მწვრთნელები მუშაობდნენ. ამ კლუბს კარგი მომავალი აქვს. ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აქცენტს თბილისის "ლოკომოტივიც" აკეთებს; კარგი გუნდი ჰყავს "დილას", სადაც უცხოელი ინვესტორები მივიდნენ; ასევე კარგი კოლექტივია" "შუქურაში".

• simartle

კარგია ყველაფერი,უბრალოდ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს,მწვრთნელების გადამზადებას!!ტირპედო მართლაც ორგანიზებული გუნდია როგორც თამაშით,ასევე მართვითაც..არაპროფესიონალური კრიტიკის გარდა არის სიმართლე,რომელიც ჩანს მცოდნესთვის..ქართეხილების მიუხედავად,არ ყოფილა სკანდალები და კრიტიკულ სიტუაციებში არ დაუღუპიათ გუნდი ყველა პრობლემები მოგვარდა..

• ლაშა

"hoo"-ს. გეთანხმები, რომ თანდაყოლლი ნიჭი აუცილებელია, თუმცა ფაქტია, რომ ზოგადად, ნიჭიერი ადამიანების და არა მარტო ფეხბურთელების დიდი დეფიციტია ქვეყანაში. ეს ყველა სფეროს აშკარად ეტყობა. ჰოდა, რა მასალაც არის, იმის ინტენსიური წვრთნისგან და შრომისგან იქნებ საშუალო შედეგი მაინც მივიღოთ.

• hoo

,,ფეხბურთელები ბურთს ბევრს ატარებენ, ბურთის დამუშავებას ბევრ დროს ანდომებენ, ბურთის მიღებისას გაგრძელებას ვერ ხედავენ აი ეს არის ის რის გამოც ჩვენი ფეხბურთი ასე ჩავარდა. დანახვით კი დაუნახავს, მაგრამ გამოსწორებას ნეტა როგორ აპირებს"................ ამას ვერ ასწავლი ად ამის სწავლიტ ფეხბურთელს ვერ გამოსწორებ, სწორი გადაწყვეტილებსიმ ირება ფეხბურთელს წამებში უნდა შეეძლოს და ეს თანდაყოლილი უნდ აჰქონდეს და ასმ ფეხბურთის ტამაშის ნიჭს ეძახიან, ესე იგი რომელ ფეხბურთელებიც არცეული ჰყავტ მათ ამის ნიჭი არა აქვთ და არსწორი სელექციაა გაკეთებული, ნიჭიერი ფეხბურტელის დანახვის ნიჭი ყველას არა აქვს, ამის ნიჭი ერთეულებს აქვთ, რომლებიჩ ჩვენთან არ არინ დღეს, მაგ. ძველ მწვრტნელები, ხურციძე, იაკუშინი, ელოშვილი...აი ეს ხალხი რომლებიც ფეხბურთე3ლში ნიწს ხედავდა და სწორ სელექციას აკეთებდა რაც დრეს არცერთ მწვრთნელს არა აქვს, ეს თვისება თვიტ დიდი ახლკაცსაც არ ჰქონდა, ახალკაცს შეეძლო უკვე ნიჭიერი ფეხბურთელები საჭირო ადგილზე და საჭირო ტაქტიკით ეთამაშებინა , მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელების დანახავა არც მას შეძლო, ეს გამოჩნდა მაშინ რიოცა დინამოდან ერთბასად ათი ფეხბურთელი გაუშვეს და იმის შემდეგ დინამო სულ აუტსაიდერი იყო

• sandro

კარგი კაცია. სჯობია დახოცოს ბიჭები ვარჯიშით, სხვა გამოსავალი არაა. ცოტა სევდიანი მომეჩვენა მისი ინტერვიუ. პრინციპში ისეთ დაღუპულ გუნდში მოვიდა, რომ აბა რა უნდა თქვა...

• 1

ბავშვთა ფეხბურთის მცვრთნელები პრაქტიკზე საზღვარგარეთ კარგ კლუბებში სასწავლებლად უნდა გაუშვან სხვანაირად თანამედროვე ფეხბურთს ვერ ასწავლიან ბავშვებს იმიტომ რომ თვოტონ არ იციან სპორტი ვითარდება ჩვენთან კი ისევ ძველი მეთოდებია პლიუს ჩაწყობა

• butxa

კარგი კაცი ჩანს ეგ.გაწურე ეგრე მოუხდებათ.ზოგ ზოგიერთებს გონიათ რახან უკვე აქვთ ფეეხბურთელის სახელი ვსიო მორჩა ამით.

• ზაზა

თუ უნდათ იყვნენ ფეხბურთში წარმატებულები,მაშინ უნდა ივარჯიშონ!გროზნის აქვს გამოცდილება ლობანოვსკისთან,რომანცევთან მუშაობის და იცის რასაც აკეთებს

• beqa

ძალიან კარგია ეგ ოთხჯერადი ვარჯიშები.ეგ კი არ გადაგლის პირიქით ჩვენები ისწავლიან უბურთოდ სირბილს.ამათმა თუ მოიფიქრეს პასის მიცემა თAნაგუნდელისთვის მიცემენ და დგანან და უკურებენ ის რას გააკეთებს.სირცხვილი არაა ბოლოს და ბოლოს .......

• fe

ფეხბურთელები ბურთს ბევრს ატარებენ, ბურთის დამუშავებას ბევრ დროს ანდომებენ, ბურთის მიღებისას გაგრძელებას ვერ ხედავენ. აი ეს არის ის რის გამოც ჩვენი ფეხბურთი ასე ჩავარდა. დანახვით კი დაუნახავს, მაგრამ გამოსწორებას ნეტა როგორ აპირებს?

• dato

წუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ეს ფეხბურთელებს არ სჭირდებოდათ. ისინი ჯერ კიდევ ჩვენს მისვლამდე რაღაცაზე იყვნენ განაწყენებულნი. ბევრმა იცოდა, რომ კლუბში აღარ დარჩებოდა. ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია საერთო ენის გამოძებნა - არ მიკვირს რატომ დაშალა გუნდი ფიფიამ, პრინციპში წინა გუნდი გუნდი არც იყო ნახირი იყო, თან სად წავიდნენ მაკოდენიურ და სლოვაკურ გუნდებში

• გოგი ქუთაისელი

გული არ გაუჩერდეს ფეხბურთელებს, ამაზე არ ფიქრობს!

• გოგი ქუთაისელი

გადატვირთავს სპორტსმენებს, გადაიწვებიან!

• ნიკო

მერე ხალხი რატომ არ დადის გაუკვირდებათ, ეს არის ამათი სახე ზოგმა მოგონილი მიზეზით უარი თქვა ზოგმა გახურებისას მიიღო დაზიანება, ზოგი მეორე ტაიმში არ შევიდა, პირადს შესწირავენ ყველაფერს, სხვა არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ მერე უკვირთ ხალხი რატომ ვერ გვიტანსო, კიდევ კარგად ითმენს ხალხი რომ მოედნზე არ შერბის და რუსის ბარაბანივით არ ურახუნებს ამათ

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

დახოცავს ბიჭბს ვარჯიშით და ყველაფერს გულშემატკივრებს დაგვაბრალებს

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის

გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა

"გატუზო ნამდვილი ადამიანია და პირადად გესაუბრება" - ლოკატელის მინიშნება სპალეტიზე?

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით

"არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდი გადმოიბარა, რომელსაც..." - კაპელო გატუზოს გაშვების წინააღმდეგია

გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს

გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა