ტყიბულის სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და "მეშახტეც" მეტოქეებს თბილისში უმასპინძლებს
გარდამავალი ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში "მეშახტემ" მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა თავის ერთგულ გულშემატკივრებს: ტყიბულელთა გუნდმა "თეთრ ჯგუფში" მესამე ადგილზე დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი, შემდეგ კი პლეი ოფშიც დამაჯერებლად აჯობა მეტოქეებს ("ჭიათურა", "სქური") და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა პრო ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება...

..."მეშახტე" ძველი და ტრადიციული ქართული გუნდია და თავის დროზე (გასული საუკუნის 60-70-იან წლებში) წარმატებითაც გამოდიოდა იმდროინდელ საქართველოს პირველობასა თუ მაშინდელ საკავშირო პირველ ლიგაში.

ტყიბულელთა გუნდის შარშანდელ წარმატებაში კი, ფეხბურთელებთან ერთად, რა თქმა უნდა, მთავარ მწვრთნელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის: კახა გოგიჩაიშვილმა გუნდი სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ჩაიბარა და მოკრძალებული რესურსით ასეთ წარმატებას მიაღწია.

80-90-იან წლებში კახა გოგიჩაიშვილს მართლაც წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და თბილისის "დინამოსა" თუ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში არაერთი ტიტულიც მოიპოვა. აღარაფერს ვამბობთ სანაკრებო კარიერაზე: კახა გოგიჩაიშვილი სამართლიანად მიიჩნევა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველად.

თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიაში" გატარებული თითო (ისიც - არასრული) სეზონის შემდეგ, გოგიჩაიშვილისთვის "მეშახტე" მესამე გუნდია და სწორედ მესამე ცდაზე შეძლო თავის სამწვრთნელო კარიერაში წარმატების მიღწევა.

თუმცა, მიღწეულს ხომ, ყველაზე ცუდ ვარიანტში, შენარჩუნება სჭირდება და "მეშახტეც" სერიოზულად ემზადება ახალი სეზონისათვის. გუნდი თბილისში, 10 იანვარს შეიკრიბა და ორი სპარინგმატჩიც ჩაატარა: მარნეულის "ალგეთს" 4:3 მოუგო, "გაგრასთან" კი 1:2 დამარცხდა.

ამის შემდეგ "მეშახტე" "მარკ სტარსის თასის" გათამაშებაში ჩაება და სტარტიც წარმატებული გამოუვიდა: "ვიტ ჯორჯია 2"-ს - 2:1, ხოლო "გორს" 2:0 მოუგო. აი, მესამე მატჩი კი სტუმრად, "რუსთავთან", 2:4 წააგო, თუმცა, ამ დაპირისპირებაზე ქვემოთ, მანამდე კი წინა სეზონთან შედარებით "მეშახტეში" მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც ვთქვათ:

მეკარე ბაჩო მიქავა "სამტრედიაში" გადავიდა, ცოტნე ხარაბაძე და თორნიკე ჯიმშელეიშვილი - "სამგურალში", გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ ხინთიბიძე - "გაგრაში" გააგრძელებს კარიერას, კიდევ ერთი ფორვარდი ზურაბ ტიელიძე კი... სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს.

აი, რაც შეეხებათ მოსულებს, კახა გოგიჩაიშვილის გუნდში უამრავი ახალწვეულია, რომელთაგანაც ზოგი "მეშახტეში" დარჩება, ზოგს კი, სხვა გუნდის მწვრთნელისათვის მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება.

რეალურ თუ პოტენციურ ახალწვეულთა შორის არაერთი ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს რომ უთამაშია უმაღლეს ლიგაში: 31 წლის გამოცდილი ცენტრფორვარდი მამუკა ღონღაძე, 26 წლის შემტევი საბა ლომია, 26 წლის მარცხენა მცველი ბიჭიკო გედენიძე, მეკარეები - 24 წლის ალექსანდრე გიორგაძე და 22 წლის ნიკა შერმადინი, 23 წლის ნიკა ჭკუასელი, 27 წლის ალექსანდრე შენგელია, 21 წლის გიორგი კაშია და სხვები.

"რუსთავთან" მატჩში "მეშახტეს" სხვადასხვა მიზეზის გამო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, თუმცა, ამით სულაც არ გვინდა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვების დაკნინება.

მატჩის ბედი უკვე პირველ ტაიმში გადაწყდა, "რუსთავმა" 4:1 რომ მოიგო: მასპინძელთაგან 3 გოლი ირაკლი გოგინაშვილმა გაიტანა, ერთიც - გიორგი ვასაძემ, რასაც "მეშახტემ" ნიკა ჭკუასელის ერთადერთი გოლით უპასუხა. შესვენების შემდეგ ტყიბულელებმა მხოლოდ ერთი გოლის (დავით ჭოხონელიძე) გატანა მოახერხეს.

ახლა კი გუნდების შემადგენლობებსაც გავეცნოთ:

რუსთავი (პირველი ტაიმი): ალავიძე - მინდორაშვილი, ბრაჭული, ნარიმანიძე, გაფრინდაშვილი - ვასაძე, სიჭინავა - ციცვიძე, ხიჯავა, გოგინაშვილი - ჩიმაკაძე; მეორე ტაიმში შევიდნენ: ქარდავა, გ. გოცაძე, სამადაშვილი, ჩიკვაიძე, გუჯაბიძე, ქათამაძე, თუხარელი, მეტრეველი.

მეშახტე: გიორგაძე - ხოსიტაშვილი, ლ. მჭედლიშვილი, აფხაზავა, გედენიძე - ყურულაშვილი, ი. ბაჯელიძე - კაშია, ჭკუასელი, გ. ლობჟანიძე - მ. ღონღაძე; მეორე ტაიმში შევიდნენ: შერმადინი, ჩუბინიძე, ა. შენგელია, მოსიძე, ბრეგაძე, კალაჯიშვილი, ჭოხონელიძე, ნვანკვო.

ახალი სეზონის დაწყებამდე "მეშახტე" კვლავაც თბილისში გააგრძელებს მზადებას; ეგ კი არა, პრო ლიგა 2-ის საშინაო მატჩებს გუნდი თავდაპირველად თბილისში გამართავს.

როგორც კლუბის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ გვითხრა, ტყიბულის სტადიონს ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება და "მეშახტეც", სულ მცირე, პირველი წრის ბოლომდე, მეტოქეებს თბილისის ერთ-ერთ სტადიონზე უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

CHEROELI
სტადიონი ესეა აშენებული ვერ მოანგრევენ,17 000 ხის სკამებზე ეტეოდა,ინდივიდუალურის შემთვევაში 6 500 დაეტევა,მაგრამ ძალიან კომფორტული საყურებელია,სარბენი ბილიკები თითქმის არა აქვს და ტრიბუნები ზევიდან დაცქერის მოედანს,იქ მთავარია დრენაჟი აღდგეს და საფარს მორწყვა არ სჭირდება,საბჭოთა დროს ბუნებრივი მინდორი დინამოზე ნაკლები არ იყო მეშახტეზე.
Guadua
თუ არ მოანგრევენ და პირიქით აღადგენენ , გაარემონტებენ და დაასკამიანებენ, ტყიბულს ერთ-ერთი ულამაზესი, მაღალი ტევადობის (15000 მდე) სტადიონი ექნება, იმედია რომ გურიას სტადიონივით არ გააფარჩაკებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ორნი იქა, აქა... ანუ შერმადინი - გერმანიაში, ბარათაშვილი - მეიჯორლიგაში
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
პრობლემა: სად ხართ, ვასილ მაისურაძის ბიჭებო?
შვილო, შენ აქ რა გინდა?!. დაღმართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ
"...კიდევ კარგი, ოპერაციის ხარჯი საყოველთაო დაზღვევიდან გადამიხადეს"
ᓛᓫᓘᓛᓔ ᓢᓠᓐᓕᓛᓘᓡ ᓨᓔᓛᓓეᓒ ᓛაᓛᓣᓙᓐ ᓦოᓜᓦᓐᓫᓔ ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓢᓝᓠᓞᓔდოᓡ" ᓓᓐᓣბᓠᓣᓜᓓᓐ
საპოვნელა-სამტრედია 2:3 - სიხარულიძემ არ გაახარა...
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:5 - ასე თუ გავაგრძელებთ, სტადიონსაც აგვიშენებენო...
სანდრო გურული: "სამტრედიის" ინტერესმა გამახარა, ფულზე ლაპარაკი არ არის
ხობის "კოლხეთის" კაპიტანმა "მეშახტეს" ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
ინფრასტრუქტურა: ტყიბულში სტადიონს არემონტებენ
მამუკა ღონღაძე: დაზღვევამ მიშველა, თორემ...
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ხონის "იმერეთის" ამბიციები - მეორე ლიგაში სტადიონი მაყურებელს ვეღარ იტევს...
კახა გოგიჩაიშვილმა ტყიბულის "მეშახტე" ჩაიბარა
რატომ სჯობია ორი ერთს? ანუ ხონური მოდელი განსჯისთვის
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
თემურ ბარქაია: გამოდის, რომ "კოლხეთისთვის" გამოყოფილი 200 ათასი ლარი წყალში ჩაიყრება
ფოთის "კოლხეთი" დავით ბოლქვაძეს იმატებს და თურქეთში მიემგზავრება
ფოთის "კოლხეთი": ნიკა შერმადინი მოვიდა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი წავიდა
წლის ეგზოტიკური ტრანსფერი - ტყიბულის "მეშახტეში" იაპონელი ფეხბურთელი ითამაშებს
კობა ჟორჟიკაშვილი ხონის "იმერეთში" იმუშავებს
"მონათმფლობელი ხომ არ ვარ, ჩემი საქმე მათი ჯანმრთელობის ხარჯზე გავაკეთო?!"
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
ეროვნულ ლიგა 2-ში "თელავი" და "ნორჩი დინამო" დაწინაურდნენ
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
მამუკა ღონღაძე: არასწორი დიაგნოზი დამისვეს...