ვარაუდები, რატომ წავიდა უკრაინელი სპეციალისტი "დინამოდან"

ვიაჩესლავ გროზნი წავიდა, კახა კაჭარავა მოვიდა - აი, ასეთი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა "დინამოში". თბილისური გრანდის ამბები კი სულერთი ვერ იქნება ქართული ფეხბურთისთვის, მისი ქომაგებისთვის.

- თბილისის "დინამო" და კახა კაჭარავა სიტყვიერად შეთანხმდნენ

მოდით, თანმიმდევრობით მიმოვიხილოთ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში განვითარებული მოვლენები...

რატომ კაჭარავა?

"დინამოდან" ვიაჩესლავ გროზნის წასვლის თაობაზე ქვემოთ წაიკითხავთ. თავდაპირველად, გროზნის შემცვლელზე უნდა დავწეროთ. შექმნილ ცაიტნოტურ სიტუაციაში არჩევანი ბევრი არ იყო და "დინამოს" ხელმძღვანელობამ ეს არჩევანი კახა კაჭარავას სასარგებლოდ გააკეთა.

კაჭარავას ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ასპარეზად მწვრთნელობა აირჩია და, ალბათ, არც შემცდარა.

ჯერ მის საფეხბურთო კარიერაზე ვთქვათ. სხვადასხვა დროს, "დინამოს" ძველ-ახალ თავკაცს უთამაშია ჩხოროწყუს "სამეგრელოში", ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოში", კვიპროსულ "ოლიმპიაკოსში", "ტრაბზონსფორში", "ტენის ბორუსიაში", "ჰომბურგში", "ვალდჰოფსა" და სამტრედიის "იბერიაში".

საქართველოს ნაკრებში კაჭარავამ სულ 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ დაიწყო სწორედ მისი სამწვრთნელო კარიერა. წვრთნიდა თბილისის "დინამოს", საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, "ზესტაფონს"... 2013 წლიდან ის ცხინვალის "სპარტაკს" (დღეს "ცხინვალად" რომ იწოდება) ჩაუდგა სათავეში და ვიდრე "დინამოში" ხელმეორედ დაუძახებდნენ, ამ გუნდს ხელმძღვანელობდა.

თბილისის "დინამოში" ყოფნისას კაჭარავა ვერ შესწვდა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, სამაგიეროდ, გუნდმა კინაღამ მაგრად გაგვახარა ევროთასებზე. ყველას კარგად ახსოვს "ცრვენა ზვეზდასთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება ევროპალიგის ეგიდით. მაშინ თბილისში 2:0 მოვიგეთ, მაგრამ საპასუხო, ბელგრადულ მატჩში, კარგი დასაწყისის (ანგარიში დინამოელებმა გახსნეს) შემდეგ, ავირიეთ და მართლაც გვარიანი შანსი ხელიდან გავუშვით...

განსაკუთრებით აღსანიშნავია კაჭარავას საქმიანობა "ცხინვალის" ("სპარტაკის") მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ ბოლო წლებში ის ამ გუნდის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. სწორედ კაჭარავას ხელმძღვანელობით ჩაწერა "ცხინვალმა" საკუთარი ისტორიის უმთავრესი ფურცელი და საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ევროპალიგაზეც ითამაშა. მართალია, ცხინვალელები პირველივე ორრაუნდიან დუელში დამარცხდნენ რუმინულ "ბოტოშანთან", მაგრამ მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ ეწერა "ცხინვალის" გასწვრივ - "საქართველო".

მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ "დინამოსა" და "ცხინვალში" მას მუშაობა უწევდა ისეთ პერიოდში, როცა არცერთ ამ კლუბს არ ულხინდა ფინანსურად. სწორედ ამ რთულ პერიოდში კაჭარავამ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააწინაურა და რამდენიმე მათგანმა შემდეგ წარმატებითაც დაიცვა საქართველოს ნაკრების ღირსება.

მაინც, რატომ შეაჩერა არჩევანი კაჭარავაზე "დინამოს" ხელმძღვანელობამ? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე ისინი უკეთესად გვიპასუხებენ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ფაქტორი გვგონია.

სხვათა შორის, კაჭარავას ერთ-ერთი აღზრდილი ცოტა ხნის წინ გადავიდა "დინამოში" - საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა. თავის დროზე, როცა ქარდავა "ცხინვალში" მივიდა, მას ქართული საფეხბურთო საზოგადოება თითქმის არ იცნობდა. ახლა კი საწინააღმდეგო სურათი გვაქვს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კაჭარავას კიდევ ერთ დინამოელთან, ბაჩანა არაბულთანაც აქვს ნამუშევარი.

რატომ წავიდა გროზნი?

...უცნაური, ძალიან უცნაური ამბავი გამოვიდა. ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ის წავიდა ისევე მოულოდნელად, როგორც მოვიდა, თუმცა გულახდილნი ვიქნებით და ვიტყვით, რომ მოსვლაზე უფრო წასვლა იყო მოულოდნელი.

უბრალოდ, ბოლოს მომხდარ ფაქტებს გავყვეთ: გროზნის ხელმძღვანელობით, გუნდმა ჩაამთავრა პირველი შეკრება. დაიწყო მეორე და ისე, რომ ერთი მატჩიც არ უთამაშია, მწვრთნელი წავიდა.

სადღაც, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ დარღვეულიყო "დინამოს" შინაგანაწესში, აუცილებლად გავიგებდით და პირველი შეკრების შემდეგ რომან ფიფიას გროზნის გაშვება რომ ნდომებოდა, ამას თბილისშივე გააკეთებდა და არა - მეორე შეკრების დასაწყისში, რამდენიმე დღეს მაინც აღარ დააკარგვინებდა გუნდს...

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მით უმეტეს, ფიფიას უკვე აქვს შეკრებაზე მწვრთნელის მოხსნის გამოცდილება. დიახ, პირდაპირ შეკრებაზე - ასე მოუვიდა ესპანელ ალექს გარსიას, მწვრთნელს, რომელიც, როგორც მე ვიცი, ძალიან უყვარდათ ფეხბურთელებს. და ეს სტრიქონები რომ იწერება, გარსია "დინამოს" მწვრთნელობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად მოიხსენიება ივო შუშაკთან ერთად, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კაჭარავას სასარგებლოდ გაკეთდა...

და მაინც, რატომღაც მგონია, რომ ახლა ფიფიას ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა გროზნის მოხსნა. უკრაინელმა მწვრთნელმა საქართველოში საქმიანობის მოკლე პერიოდში ბევრი ვერაფერი მოასწრო, მაგრამ თუ არაფერი გაუკეთებია, არც არაფერი გაუფუჭებია.

მართალია, "დინამომ" საკადრისად ვერ ჩაამთავრა საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი და ევროტურნირების მიღმაც დარჩა, მაგრამ ამას, ალბათ, შეგუებულიც (რაღაც დოზით, რა თქმა უნდა,) კი იყო კლუბის ხელმძღვანელობა. მტკივნეული იყო სათასო მარცხი ქუთაისის "ტორპედოსთან", თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი ლოგიკური ახსნა. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ვარ ვიაჩესლავ ვიქტორის ძის სამწვრთნელო ნიჭის მეხოტბე, მას ჯადოსნური ჯოხი არ ჰქონდა, ერთი მოქნევით რომ შეეცვალა სიტუაცია...

არის მეორე მომენტიც. გროზნის დახვდა დემორალიზებული და ფსიქოლოგიურად მოშლილი გუნდი, რომელსაც უკვე აღარ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა და ფეხბურთელების ნახევარზე მეტმა იცოდა, რომ მომავალ სეზონში ვეღარ ან აღარ ითამაშებდა "დინამოში"...

პირველ შეკრებას რაც შეეხება, მართალია, გროზნის "დინამოს" ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ არც ისეთი შედეგი უჩვენებია, რომ გუნდიდან მისი წასვლის საკითხი დამდგარიყო.

მან უკრაინელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "დინამოდან" მისი წასვლის შესახებ არაფერი იცის და რომ გაარკვევს სიტუაციას, მაგრამ ძალიან ვეჭვობ, ასე იყოს. როგორც "დინამოში" გვითხრეს, ის კვირას, ღამით გაემგზავრა უკრაინაში და უნდა ვივარაუდოთ, რომ მწვრთნელი თვითნებურად არ მიატოვებდა შეკრებას. უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას ბატონ ვიაჩესლავს არსად უხსენებია ოჯახური პირობები (რაზეც "დინამოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო მითითებული).

- ვიაჩესლავ გროზნი: თბილისის "დინამომ" ჩემი წასვლის შესახებ გამოაცხადა? არაფერი ვიცი

- ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის

როცა მწვრთნელისა და გუნდის გზები იყრება, საქმეში ეტიკეტის ამბავი ერთვება და საკითხის ასეთი ფორმულირება საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, ცხადია, არაფერს გამოვრიცხავთ...

ანუ მოხდა რაღაც ისეთი, რამაც "დინამოსა" და გროზნის დაშორება გამოიწვია. თუ რა იყო ეს, ამაზე მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. არადა, რამდენიმე დღის წინათ უკრაინელი სპეციალისტი ისეთი გატაცებითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა "დინამოზე", გუნდიდან ნებით წამსვლელს არ ჰგავდა.

- რომც იწუწუნონ, ქართული მაინც არ მესმის... გროზნი დინამოელთა 4-ჯერად წვრთნაზე

ამიტომ, ის, რასაც ახლა დავწერთ, მხოლოდ ჩვენი ვარაუდია. მას შემდეგ, რაც გროზნი "დინამოს" მწვრთნელად დაინიშნა, საფეხბურთო კულუარებში გამუდმებით დადიოდა ხმები, რომ მისი სამსახურით ერთ-ერთი ყაზახური კლუბი იყო დაინტერესებული...

ის კი არა, ქართულ საფეხბურთო ამბებში კარგად ჩახედულმა ერთმა პიროვნებამ ორი თვის წინათ ისიც კი მითხრა - აგერ, ნახავ, თუ გროზნი მალე არ წავა ყაზახეთშიო. რაღაც, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. ოღონდ ყაზახეთზე რა მოგახსენოთ და, "დინამოდან" კი წავიდა...

არის მეორე ვერსიაც: გროზნიმ დააგვიანა შეკრებაზე, ან რაღაც ამდაგვარი.

ყველაფერს დრო გასცემს პასუხს, მთავარი კი შედეგია, რომელიც უკვე სახეზეა.

ამბობენ, ცხოვრება დიდი აბსურდიაო. ფეხბურთი კი, ზოგადად, უფრო დიდი აბსურდია. აგერ, სულ ცოტა ხნის წინ იყო, ბატონი ვიაჩესლავი თავის გრანდიოზულ გეგმებზე რომ საუბრობდა და... უცებ ეს ამბავი მოხდა...

რას ვიზამთ - სადაც მწვრთნელია, იქ ჩემოდანიც უნდა იყოს!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

silovan dzgeria
qutaiseli მომისმინე რა გითხრა ჯიმა : ქუთაისელი რომ ხარ ისიც იცოდე უნდა , რომ ,,უვერენი" არ უნდა იყო ,,მაგფერ რაცხეებში":) მეორეც , ღმერთმა დაიფაროს საქართველო , რომ უმეტესობა შენსავით ფიქრობდეს! მესამე , ვინც ფიქრობთ ეგრე , იმათი ,,აზროვნების" დამსახურებაცაა ნაწილობრივ , ასეთ დღეში რომ არის ქართული ფეხბურთი მთლიანად: მეოთხე ,ეგეთ აზროვნებას ,შენ რომ გაქვს პროვინციალიზმი ჰქვია და დაბალი ინტელექტის გამომხატველია უმეტეს შემთხვევაში და დამღუპველია! მეხუთე ,სიბინძურეებზე რომ ამბობ , სიმონ:), მსოფლიო ფეხბურთია დაბინძურებული მთლიანად და ეგ არც თბილისში დაწყებულა , არც ქუთაისში და არც ფოთში და არც შენი დინამოსადმი სიძულვილით ეშველება რაიმე. საქმის ცოდნა და სიყვარული ასწორებს უკეთურობას და არა სიძულვილი და ზიზღი! მეექვსე , თასების თასის ამღებ ფეხბურთელებს ჰკითხე , დინამოში რომ არ გადასულიყვნენ , ან თვითონ თუ მიაღწევდნენ რაიმეს როგორც ფეხბურთელები , ან საიდანაც გადავიდნენ ის გუნდები რისი მომგები იყვნენ ?! მეშვიდე , თბილისი საქართველოს დედაქალაია , გულია ქვეყნის და თუ თბილისს უჭირს და თუნდაც მის ფეხბურთს , ე.ი. ვერაა კარგად ქვეყანაში და ქართველს , ქუთაისელი იქნება , ამბროლაურელი თუ ზემო მაჩხაანელი , გული უნდა შესტკიოდეს! მე თვითონ რეგიონიდან ვარ , მაგრამ ღმერთმა არ ქნას , თბილისს რაიმე გაუჭირდეს , ჩემსა და შენს დედაქალაქს . კიდევ ბევრს გეტყვი , მაგრამ ესეც უნდა იყოს მგონი საკმარისი . მე , შენს ადგილზე სიგარეტის წევას მოვუკლებდი და ფიქრს მოვუმატებდი , სანამ დავწერდი რაიმეს. შენი საქმის შენ იცი და მშვიდობა მოგცეს აწი!
qutaiseli
ეს ჩემი ლინკი ვინ მოიპარა ნეტა.ადმინ რა ხდება ხოა მშვიდობა.ჩემი ტყუპისცალია.
xoneli qutaisels
დალოცვილო არც მე ვარ თბილისელი მაგრამ მიუხედავათ ამისა ყველა ქართული კლუბი მინდა რომ წარმატებული იყოს.რაც შეეხება დინამოს ეს სხვაა შენ ეტყობა არ იცი რას ნიშნავდა და დგესაც ნიშნავს დინამო ყველა ნამდვილი გულშემაკივრისთვის.70 წელი ჩვენი ნაკრები იყო ეს უბრალო გუნდი არა ეს ისტორიააა საბჩოთა იმპერიიის რუსი ჩინოვნიკების გამამწარებელი იარაგი.მე 30 წლის ვარ და მიუხედავად ამისა წარსული ვიცი და ვიცი რა დგეში და რა ზეწოლის ქვეს ახწვდა დინამო წარმატებას.მარტო თბილისელს რო იდზახი როგორც თბილისია ყველა ჩვენგანის საამაყო და სატკივარი ასეა დინამოც ვისაც გვიყვარს ფეხბურთი. რაგაცით შედარება შეიდზლება თბილისთან ის დედა გუნდია ჩვენთვის.
qutaiseli
""თბილისური გრანდის ამბები კი სულერთი ვერ იქნება ქართული ფეხბურთისთვის, მისი ქომაგებისთვის""" სგ ავტორ მაგრათ გამაცინე თბილისური გრანდი :D:DD:D: ეს კაი იყო მერე მეორე ის ვდარდობ დინამოს ამბებს ღამე ერთ პაჩკა სიგარეტი არ მყოფნის დღე კიდე ლუკმა ვერ გადამიყლაპია დინამოზე ფიქრით,,,მერე მესამე რატო გონიათ რო დინამო ყველას უყვარს???დინამო შეიძლება უყვარდეს თბილისელს თორე ჩემთვის ერთი რიგითი გუნდია დინამოზე წინ სართველოში ბევრ გუნდს ვაყენებ წინ თუგინდ სამტრედია და საჩხერეს ჩიხურა იყოს იმიტომ რო ბევრათ სუფთა გუნდები არიან და დამსახურებულათ იგებენ თავიანთ თამაშებს დინამოსგან განსხვავებით დინამო საქართველოს მაშტაბით ყველაზე მეტი ბინძური გუნდია თუგინდა მსაჯების მოსყიდვით,,,და ავტორ თუ ფიქრობ რო დინამო იმიტომ უყვართ საქართველოში რო 81 თასი მოიგო ძააან ცდებით მაშინ ის დინამო იყო საქართველოს ეროვნული ნაკრები ქუთაისელი უფრო მეტი თამაშობდა იმ გუნდში ვიდრე თბილისელი და საერთოდ საქართველოს ყველა რეგიონიდან საუკეთესოები მიყავდათ დინამოში ასე რო ეგ თქვენი ნაქები დინამო დღესდღეობით საქართველოში უფრო მეტ ზიზღს იწვევს ვიდრე სიყვარულს იმ მიზეზის გამო რო უბინძუყრესი გუნდია,,,ასე უქნიათ საერთოდ მოხსნია დინამო საქართველოს ჩემპიონატიდან მაგი არ ვიდარდო,,,და უმეტოსოობა საქართველოში დარწმუნებული ვარ ჩემსავით ფიქრობს იმიტომ რო ხალხს ვერ მოატყუებთ
fan
"დინამო" დაღუპვის პირსაა! ამ და ამდაგვარი სიტყვების ავტორებს მინდა შევახსენო,რომ "დინამო" დაიღუპა მაშინ, როცა დამთავრდა სსრკ ჩემპიონატი და იმდენ ხანს იქნება გაუსვენებელი მკვდრის მდგომარეობაში, სანამ საქართველოში არ გვეყოლება მინიმუმ 10-12 ფინანსურად ძლიერი კლუბი. რატომ ასკდებით გულებს, მწარე სინამდვილე ჯობია იმ წყლის ნაყვას, რასაც აქ წერთ. სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს. მარტო ვერავინ ვერაფერს გააკეთებს...
GOGA
mtavaria kreba darCa kmayofili-ს. ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთისა, როცა ამბობ - "ევრო თასები სანატრელი გახადეს". მე ასე ვიტყოდი - "ევრო თასების გათამაშებაში მონაწილეობა, თუნდაც საკვალიფიკაციო დონეზე, სანატრელი გახადეს". ევრო თასებამდე კი ძალიან შორსაა და შუქის ნატამმალიც არ ჩანს გვირაბის ბოლოში.
geno
კარგი არჩევანია, წარმატებები კახას დინამოსთან ერთად.
mtavaria kreba darCa kmayofili
გროზნი კაჭარაქვა კი არა ფიფიაზე დაწერეთ სეაფასეთ მისი საქმიანობა თბილისის დინამოში და მორჩით ამ აკადემიაზე ხოტბის შესხმას ის აკადემია უკვე 10 წლისაა და მალე შეკეთება დასჭირდება ჩვენც დავბერდით ამ აკადემიის მადლობებში ეს კაცი ღუპავს დინამოს გაუშვით სარატოვის სოკოლში და ნუ ბლოკავთ კომენტარებს იქ სადაც უწმაწური სიტყვები არ გამოიოყენება თუმცა ზოგ ზოგიერთი კია შემკობის დინამოს ასეთ დღეში ჩაგდებისთვის ევრო თასები სანატრელი გახადეს
qomagi
კარგი წერილია. ცხინვალი რომ გავარდა იყო დაშლილი და მიტოვებული. მწვრთნელი ჯადოქარი არაა
ქომაგი
როგორ დავიჯერო რომ ქართული ფეხბურთი გიყვართ? მართლაც და რა გახდა ერთი ზარი ამ ვიაჩესლავ ვიქტორიჩთან ბოლო-ბოლო რომ გავარკვიოთ მართლაც რა ხდება ? ვეთანხმები წინა კომენტარებს; რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაწვრთნის დინამოს, მაინც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და ყველა გაქაჩავს მწვრთნელობას. ადრე ფიფიას მენეჯერებს ბრალდებოდა ყველაფერი, ხუციშვილს და სხვებს... ეხლა? ეხლა რატომაა იგივე სიტუაცია? დაკლან ცხვარი და ეშველაბათ?
giga Ezakeli
ალეკო კაკაურიძის ამ აბსოლიტურად არაგრისმთქმელმა და ვიტყოდი, საღ აზრს მოკლებულმა სტატიამ, ქეცბაისდროინდელი მისი სტატიაები გამახსენა. უნდა ითქვას, რომ მის მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სტატიები, დადებით შეფასებას იმსახურებდა, მაგრამ ამ სტატიით, ისევ ჩვეულ "ფორმას" დაუბრუნდა. ალეკო, თუ შენ არ გაქვს გროზნის ტელეფონის ნომრის მოძიების საშუალება, შემეხმიანე და დაგეხმარები.
giorgi menabde
რა მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე "დინამოს" გროზნი გაწვრთნის თუ ბიშოვეცი. მე თუ მკითხავთ, საქართველოს ჩემპიონატის დონეს, ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი გაქაჩავს და დაბალ ანაზრაურებასაც დათანხმდება. ვფიქრობ აქეთკენ მიდის საქმე. საერთოდ, ქართველ გულშემატკივართა უმრავლესობას, უკვე კიდია დინამო და სულ ერთია ვინ იქნება მისი პრეზიდენტი თუ მწვრთნელი. სამწუხაროდ ფეხბურთმა დაკარგა ქართველი კაცის გულში ის ადგილი, რომელიც მას ყოველთვის ყველაზე დიდი დოზით ქონდა.
ალეკოს
ასეთი სუსტი სტატია კაი ხანია არ დაგიწერია...კაჭარავაზე სადღეგრძელოში დაგავიწყდა რომ სწორედ მის გაწვრთნილი "ცხინვალი" გავარდა შარშან უმაღლესიდან ? ( ეს ობიექტურობისთვის,თორემ არავითარი პირადული და ჭარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში)...და გროზნიზე ამდენ ვარაუდებს რა გაგიხდათ ერთი სატელეფონო ზარი პირადად მასთან ???
mwvrtneli
ყველაზე დიდი სეცდომა ფიფიასი..სამარცხვინო მწვრტნელია
gaga
თქვენ ზუსტადშეესაბამებით რუსეთისა და სწორედ ბორია ივანიშვილის გემოვნებას, ისე რეომ გინდათ გადააბრალოთ სხვას. კაცი (გროზნი) ამბობს რო არ ვიციო რო გამანთავისუფლეს ) თქვენ კი ჯიუტად გინდათ მას დააბრალოთ, რადგან ფიფიასაგან შეიზლება რაღაცა გამოვკარაო იმედოვნებთ.
roma
დინამოს ევროთასებზე არავითარი ამბიცია არ გააჩნია,ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მწვრთნელი,როცა ევროპაზე ამბიცია გაჩნდება გუნდში,მაშინ მოიყვანენ ნორმალურ ფეხბურთელებს და ნორმალურ მწვრთნელს,ეს ყველაფერი ფიფიას ხელში განუხორციელებელია,ასე,რომ დღეს მწვრთნელს მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება,ჯერ-ჯერობით დინამო დაღუპვის გზას ადგას.
კოტე
ესე იგი ეხლა რას ვიზამთ, ანუ აღარ ბნელა? გამოვიდეს სალუქვაძე და ახსნას, რა ხდება საერთოდ დინამოს თავს? აპირებს თუ არა ფიფია დინამოში დარჩენას? 5 წელია მუდმივად ზღაპრებს გვიყვება - დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორე ხდება. ისიც დაწერეთ, რა კავშირია დინამოსა და აზოტს შორის - იქაური არეულობა დინამოზე როგორ იმოქმედებს. ოღონდ მარჩიელობების გარეშე - ჟურნალისტებმა ყველამ ყველაფერი კარგად იცით. ბოლო პერიოდის ფიფიას პოლიტიკა დინამოს დაფინანსების შეწყვეტას და საბიუჯეტო რელსებზე გადაყვანას წააგავს. და კიდევ - შეეშვით კომენტარების დაბლოკვას, სპორტული საიტია თუ ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტული გვერდი?
საბა
"თბილისის დინამოში ყოფნისას კაჭარავა ვერ შესწვდა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, სამაგიეროდ, გუნდმა კინაღამ მაგრად გაგვახარა ევროთასებზე." შიკარნა, ნიჩივო ნე სკაჟეშ
ika
"გუნდმა კინაღამ მაგრად გაგვახარა ევროთასებზე" ?! შენ შემოგევლე ფიფია კინაღამ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა