კახა კაჭარავა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის ახალი კაცი არ არის
თბილისის "დინამოში" მორიგი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნის ნაცვლად ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს კახა კაჭარავა გაწვრთნის!

კაჭარავა "დინამოსთვის" ახალი კაცი არ არის. ის ბოლო ათ წელიწადში მეოთხედ დაინიშნა თბილისური გრანდის მთავარ მწვრთნელად...

ყიფიანიდან დღემდე

...ერთი შეხედვით, ცოტა მოულოდნელიც უნდა ყოფილიყო "დინამოში" მომხდარი სამწვრთნელო გადაადგილება იმ პერიოდში, როცა გუნდმა აწ უკვე ყოფილი თავკაცის ხელმძღვანელობით ერთი შეკრება უკვე გაიარა და მეორე შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა. თუმცა, მეორე მხრივ, არც უნდა გვიკვირდეს: თბილისის "დინამოში" სამწვრთნელო გადაადგილებები ისე ხშირად ხდება, საკვირველი უფრო ის არის, როცა კონკრეტულ მწვრთნელს სეზონის სრულად ჩატარების საშუალება ეძლევა.

და, როგორ გგონიათ, ასეთი ტენდენცია მხოლოდ ბოლო წლებშია? ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ერთეულმა მწვრთნელებმა შეძლეს და "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "სრული" სეზონი ჩაატარეს: გივი ნოდიამ, რევაზ ძოძუაშვილმა, ივო შუშაკმა, დუშან უჰრინმა (უფროსი), დუშან უჰრინმა (უმცროსი) და... კახა კაჭარავამ.

ყველა ამ მწვრთნელმა ერთი სეზონი ჩაატარა სრულად, აი, დავით ყიფიანის მიღწევას (ისე, როგორც - ტიტულების რაოდენობით), ვფიქრობთ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესებს: ქართული ფეხბურთის ლეგენდა ოთხი "სრული" სეზონის განმავლობაში თავკაცობდა "დინამოს"...

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე, თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელთა რიცხვი "დამრგვალებულია": ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს სხვადასხვა დროს 30 სპეციალისტი მოძღვრავდა! ამათგან, 9 უცხოელი გახლდათ: იოჰან ბოსკამპი (ჰოლანდია), ივო შუშაკი (ხორვატია), ანდრეი ჩერნიშოვი (რუსეთი), რაინერ ცობელი (გერმანია), ალექს გარსია (ესპანეთი), იურაი იარაბეკი (სლოვაკეთი), მამა-შვილი დუშან უჰრინები (ჩეხეთი) და ვიაჩესლავ გროზნი (უკრაინა).

დანარჩენები კი ქართველები გახლდნენ: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, სერგო კუტივაძე, თემურ ჩხაიძე, ვაჟა ჟვანია, ნოდარ აკობია, მურთაზ ხურცილავა, გია გეგუჩაძე, ოთარ კორღალიძე, ჯემალ ჩიმაკაძე, რევაზ არველაძე, გოჩა ტყებუჩავა, ხვიჩა ქასრაშვილი, კახა ცხადაძე, კახა კაჭარავა, თამაზ სამხარაძე, გიორგი დევდარიანი, რამაზ მუმლაძე, მალხაზ ჟვანია, კახა გოგიჩაიშვილი.

ამათგან ზოგიერთი რამდენჯერმე დაბრუნდა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე: დავით ყიფიანი, გივი ნოდია და თამაზ სამხარაძე - ორ-ორჯერ, გია გეგუჩაძე კი - სამჯერ. თუმცა, აბსოლუტური რეკორდსმენი კაჭარავაა, რომელიც მეოთხედ დაინიშნა მთავარ მწვრთნელად.

აქვე ერთი შესწორებაც: ზემოთ, "დინამოს" ლეგიონერი მწვრთნელები რომ ვახსენეთ, ერთი სპეციალისტი "გამოგვრჩა", უფრო სწორად, შეგნებულად გამოვტოვეთ - 2013 წლის ივნისში, "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი დაინიშნა. თუმცა ჩეხეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს საქართველოს ჩემპიონატის ერთ მატჩშიც არ დაუმოძღვრავს "დინამო".

ბილეკის ხელმძღვანელობით თბილისელებმა ერთი უცხოური შეკრება გაიარეს, მერე კი ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე მატჩი წააგეს ყაზახურ "აქტობესთან" და ახალი სეზონი "დინამომ" კვლავაც ახალი მწვრთნელის (ამჯერად - კახა გოგიჩაიშვილის) ხელმძღვანელობით დაიწყო...

ნდობის ფაქტორი

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ერთმა და იმავე მწვრთნელმა, შედეგის მიუხედავად, გინდა თუ არა, სეზონი სრულად ჩაამთავროს. თუმცა, სტაბილურობის ფაქტორიც ხომ აუცილებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, თუ როგორ უნდა ეგუებოდნენ ფეხბურთელები ერთი კონკრეტული წელიწადის განმავლობაში ორი, სამი თუ ოთხი (!) ახალი მწვრთნელის მოსვლასა თუ წასვლას.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამა თუ იმ გუნდში მისული ნებისმიერი მწვრთნელი ხომ საკუთარი იდეებითა თუ საფეხბურთო "გემოვნებით" მიდის და ამ დროს, როგორი საქმეა, ერთი წლის (ან - ექვსი თვის) განმავლობაში ფეხბურთელებს რომ უწევთ ახალ-ახალი მწვრთნელებისა და მათი ტაქტიკური სქემების გაცნობა?!.

კი ბატონო, სამწვრთნელო გადაადგილებები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ამ მხრივ, რაღა თქმა უნდა, არც თბილისის "დინამო" უნდა იყოს გამონაკლისი; თუმცა, ხანდახან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ესა თუ ის სამწვრთნელო ცვლილება ნაჩქარევია ხოლმე, ხან კი, პირიქით - დაგვიანებულადაც მოგვჩვენებია!

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტ(ებ)ზე, როცა ზემოთ ნახსენებ მწვრთნელთაგან რომელიმე მათგანის თბილისის "დინამოში" მისვლა გაგვკვირვებია, - გაურკვეველი კვალიფიკაციის გამოც და ასევე გაურკვეველი დამსახურების გამოც. თუმცა, შეცდომა (მით უფრო, საკადრო საკითხებში) ვის არ მოსდის, მთავარია, ეს შეცდომა დროულად გამოსწორდეს და "დინამოს" მწვრთნელების შემთხვევაშიც რამდენჯერმე სწორედაც "დროულად" მომხდარა შეცდომის აღიარება.

ოღონდ, ამ შემთხვევაში, კონკრეტიკას მოვერიდებით, რადგან არასწორი დანიშვნები თუ "დროული" გათავისუფლებები "დინამოს" ისტორიაში (ვგულისხმობთ ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე) ადრეც ხშირად მომხდარა და ბოლო 6 წლის განმავლობაშიც! ბოლო 6 წელი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: 2011 წლის იანვარი იყო, თბილისის "დინამოს" პატრონობა საკუთარ თავზე ცნობილმა ბიზნესმენმა რომან ფიფიამ რომ აიღო...

6 წელიწადი, 13 ცვლილება

რომან ფიფიას პრეზიდენტობის პერიოდში "დინამო" სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ოთხჯერ - თასის მფლობელი და ორჯერაც - სუპერთასის მფლობელი; თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა (თანაც - ორჯერ) ისეთი ფაქტი, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა: თბილისის "დინამომ" სეზონი (ორჯერ!) პირველ სამეულს მიღმა დაასრულა! ასევე ამ პერიოდში მოხდა (კვლავაც - ორჯერ), რომ თბილისის "დინამომ" ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა...

არ დავმალავთ: ფიფიას ზოგიერთი საკადრო გადაწყვეტილება საკამათო იყო, უფრო ხშირად, უცხოელ მწვრთნელებთან თუ, განსაკუთრებით, უცხოელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. თუმცა, ისიცაა, რომ ამ შემთხვევაში სატრანსფერო გემოვნება, ალბათ, "დინამოში" სხვადასხვა დროს მომუშავე მენეჯერებს უნდა დავუწუნოთ.

რა თქმა უნდა, ამ ექვსი წლის განმავლობაში, რამდენიც გნებავთ, იმდენი იყო აშკარად გამართლებული ტრანსფერი, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ გაუმართლებელიც ხშირად გვხვდებოდა; მათ შორის, სამწვრთნელო თვალსაზრისითაც და დღესაც გვგონია, რომ იგივე იარაბეკისა თუ გროზნის "დინამოში" დანიშვნით, ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდს დიდი არაფერი შემატებია და ამ შემთხვევაში, საქმე მხოლოდ გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგ(ებ)ში არ არის.

ექვს წელიწადში მთავარი მწვრთნელის 13-ჯერ (!) ჩანაცვლება ძალიან, ძალიან ბევრია...

მეოთხედ დინამოში...

რომან ფიფიას პირველი საკადრო გადაწყვეტილებაც სწორედ ის იყო, რომ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა კაჭარავა. ეს იყო ამ სპეციალისტის მესამე მისვლა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

მანამდე კი სამწვრთნელო საქმიანობა თბილისის "ლოკომოტივში" ნოდარ აკობიას ასისტენტობით დაიწყო. 2004/05 წლების სეზონის მსვლელობისას კი თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნის შემდეგ ამ გუნდის დუბლშემადგენლობის გაწვრთნის შეთავაზება მიიღო.

იმდროინდელი "დინამო 2" მართლაც საინტერესო გუნდი იყო და კაჭარავას ხელმძღვანელობით, ბევრი ნიჭიერი ბიჭიც დაწინაურდა მთავარ გუნდში, ხოლო ზოგიერთ მათგანს თავად გამოუცხადა უდიდესი ნდობა და როცა მთავარი გუნდის გაძღოლა პირველად (2006/07 წლების სეზონი) ანდეს, სწორედ მაშინ გახდნენ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები გურამ კაშია და გიორგი ლორია.

კახა კაჭარავა იმ სეზონშივე დუშან უჰრინმა (უფროსი) ჩაანაცვლა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ოღონდ სახელოვანი ჩეხი სპეციალისტის თანაშემწედ დარჩა კლუბში. როცა უფროსი უჰრინი დაგვემშვიდობა და მის ნაცვლად გერმანელი, "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი რაინერ ცობელი მივიდა გუნდში, კაჭარავა იმ დროსაც "დინამოს" მეორე მწვრთნელი იყო.

ცობელი დიდი ვერაფერი მწვრთნელი გამოდგა და როცა მისი გათავისუფლება გადაწყდა, "დინამოს" მთავარ მწვრთნელად სწორედ კაჭარავა დაინიშნა. შემდეგ იყო 2009/10 წლების სეზონი, სრულად რომ ჩაამთავრა "დინამოს" მთავარ მწვრთნელად. მომდევნო სეზონიც მანვე დაიწყო, მაგრამ 2010 წლის გვიან შემოდგომაზე წასვლა მოუწია და სწორედ იმ ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყების წინ უხმო "დინამოში" რომან ფიფიამ.

იმდროინდელი "დინამო" საქართველოს ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელი ფავორიტები (რუსთავის "მეტალურგი", "ვიტ ჯორჯია", "ზესტაფონი") "დინამოზე" უკეთ იყვნენ დაკომპლექტებულნი და ჩემპიონებიც დამსახურებულად ხდებოდნენ.

"დინამოსთან" ერთად კაჭარავამ საქართველოს თასი მოიგო, "ზესტაფონთან" ერთად - საქართველოს სუპერთასი, მოკრძალებული შესაძლებლობებისა და რესურსის მქონე "ცხინვალი" კი ევროპის ლიგაზე გაიყვანა...

და აი, 6-წლიანი პაუზის შემდეგ კაჭარავა დაბრუნდა თბილისის "დინამოში", გუნდში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი მიზნები აქვს!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gela
momwons rom qartveli dainishna dinamos mtavar mwvrtnelad ver ucxoelis da verc qartvelis gawtvnili dinamo ver miagwevs veraferskargi ki is aris rom xelfasss qartveli kaci aigebs da fuli saqartveloshi darcheba raga ucxoelma gaitanosfuli aqedan
gaiozi
ვერაფერსაც ვერ გააკეტებს კაჯარავა აგდგომა და ხვალაო
gaiozi
ვერაფერსაც ვერ გააკეტებს კაჯარავა აგდგომა და ხვალაო
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ