"ვიტ ჯორჯიამ" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ყაზახურ "აქტობესთან" გამართა და მოსამზადებელი ეტაპის დიდი სენსაციაც "გამოაცხო"
"ვიტ ჯორჯიამ" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ყაზახურ "აქტობესთან" გამართა და მოსამზადებელი ეტაპის დიდი სენსაციაც "გამოაცხო".

"ვეტერინარებმა" გაანადგურეს კლუბი, რომელიც ევროგათამაშებაში საქართველოს წარმომადგენლებს სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ დაამარცხა - 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსთავის "ოლიმპი" (2:0, 1:1), 2012 წელს ევროპალიგაზე ქუთაისის "ტორპედო" (1:0, 1:1), ხოლო 2014-ში ასევე ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "დინამო" (3:0, 1:0) გამოთიშა.

"ვიტ ჯორჯიას" პრესსამსახურის ცნობით, "აქტობემ" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა. მათ სასტარტო შემადგენლობაში იყო ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი, თავის დროზე "გრემიოდან" "პანათინაიკოსში" მილიონ ევროდ გადასული იური მამუტი, დონეცკის "შახტარიდან" აყვანილი ოლექსანდრ ვოლოვიკი, რომელიც დონბასელებმა თანაქალაქელი "მეტალურგისგან" ერთ დროს 4 მილიონ ევროდ შეიძინეს, და ყაზახეთის ნაკრების მეკარე ანდრეი სიდელნიკოვი.

თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს: ბადრი ტეტუნაშვილის მიერ წამოწყებული შეტევა ზურაბ ღირდალაძემ გიორგი ჭანკოტაძეს გაუგრძელა, რომელმაც ლამაზი ფინტებით სამი მცველი ჩამოიტოვა და ზუსტად დაარტყა - 1:0.

მე-60 წუთზე "ვეტერინარებმა" უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ჭანკოტაძე-ღუდუშაურის კომბინაციისას ვიტელთა ბომბარდირი ღირდალაძე კარის წინ გაიხსნა და შანსი გოლად აქცია - 2:0.

სამ წუთში თბილისელებმა ყაზახთა კარი ერთხელაც აიღეს. "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ მეკარის საჯარიმოში არეულობით ალეკო ჩაკვეტაძემ ისარგებლა და მცველი ლამაზი ფინტით გააცურა - 3:0.

მალევე ღირდალაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და "აქტობე" გადარჩა, ოღონდ - დროებით. "ვიტ ჯორჯია" არ გაჩერდა, ღირდალაძემ საჯარიმოში ღუდუშაური (ერთ-ერთი საუკეთესო იყო) მოძებნა, რომელმაც მცველებს თავბრუ დაახვია და მეკარეც "მშრალზე" დატოვა - 4:0.

ბოლოსწინა წუთზე კი კახა კახაბრიშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ოთარ მუხულიშვილი, რომელმაც "აქტობეს" კარის დარაჯს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ შეხვედრებში "აქტობე" ქართული გუნდებთან არასოდეს დამარცხებულა და 6 შეხვედრაში სულ 2 გოლი გაუშვა. ახლა კი "ვეტერინარებმა" 5-ჯერ(!) "ასიამოვნეს".

ვიტ ჯორჯია: შეროზია - ტეტუნაშვილი (80. მუხულიშვილი), ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე - გურამ გურეშიძე, ექვთიმიშვილი - დავლაშელიძე, ჭანკოტაძე (75. მოსიაშვილი), ღუდუშაური (80. გაბრიჩიძე) - ღირდალაძე (75. კახაბრიშვილი).

აქტობე (სასტარტო): სიდელნიკოვი, აიტბაევი, ვოლოვიკი, ასლანი, დაუტოვი, ჟუნინიო, საულეტი, შესტაკოვი, ბაიტანა, კასიანო, მამუტი.

"ვიტ ჯორჯია" თურქეთიდან დაბრუნდა და მზადების დასკვნით ეტაპს საქართველოში გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sandro
ვიტ-ჯორჯიას ვულოცავ! მაგარი იყო!
zaza
მოიგებ გაკრიტიკებენ,წააგებ მაინც გაკრიტიკებენ,საიდან ამდენი ბოღმა
შოთა
თაზოს კომენტარი მაგარი იყო... რა 5:0, შეგხვდება ეს გუნდი ოფოციალურში და აქეთ გატენის 5:0-ს! ან ღადაობენ ან ტოტალიზატორის ამბავია, დასეირნობდნენ და არ თამაშობდნენ, უბნის გუნდი არ წააგებს ვიტ-ჯორჯიასთან! ჭ კლასის ჩემპიონატი გვაქვს, ჯუჯა-სახელმწიფოს გუნდები გვიგებენ!
kai raaa
ამ შედეგებს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს.
zuriko
არ მჯერა ქართული ფეხბურთის და გინდ (.......):):)
Levan
ძალიან მაგარი თამაში! და საამაყო შედეგი! 5-0 ! წარმატება კლუბს და მოთამაშეებს!
gio
ძაან მაგარი იყო, გამისწორდა, გაიხარეთ ბიჭებო
Guadua
4 წუთიანი ვიდეოა და იტვირთება 24 წუთი,რა ჯანდაბაა რა სჭირს, თუ სერვერი არ გივარგათ იუთუბზე დადეთ მაინც ასე უნამუსობა შეიძლება?
tazo
აი,ეგრე უნდ ჯერ ნელი თამაშით დააძინო მეტოქე და მერე მძინარეს უტანე და უტანე
svan
გულაობაში 10+ "ვუმატებ სტავკას ნელნელა"
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2. II ტური: "ვიტ ჯორჯიამ" ღირდილაძის ჰეთ თრიქით "ზუგდიდს" სძლია
ზურაბ ღირდალაძე კარიერას "სიონში" გააგრძელებს
მერანი-ჩიხურა 3:2 - მოსალოდნელი მოულოდნელობა [VIDEO]
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
"ზუგდიდი": მარცხი არაბებთან, გამარჯვება თურქმენებთან
რასიმ რამალდანოვი: თუ "კოლხეთი" საუკეთესო 10 გუნდში მოხვდება, სიამოვნებით დავრჩები
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
ალეკო ჩაკვეტაძე: პაოკ-ის გახსენება აღარ მინდა
ზურაბ ღირდალაძე - ბომბარდირი პირველი ლიგიდან
უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?
განახლებული "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას უმიზნებს
"ლილი" თუ "მონაკო"? - ქართველების ფრანგულ-ბელგიური შანსი
ფოთის "კოლხეთმა" ჩაკვეტაძესა და შენგელიასთან ერთად, გურეშიძეც დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
ჩიხურა-სამტრედია 1:1 - ორი განსხვავებული ტაიმი ივანწმინდაში [VIDEO]
მერაბ გიგაური: სამივე მშვენიერი ვარიანტია, მაგრამ ჯერ არ ვიცი...
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"