ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არჩილ არველაძე: შოთიმ გამზადებულ კონტრაქტს არ მოაწერა ხელ, ვერ დამტოვა მარტო...

არჩილ არველაძე: შოთიმ გამზადებულ კონტრაქტს არ მოაწერა ხელ, ვერ დამტოვა მარტო...

"სულ 12 წელიწადი ვითამაშე ფეხბურთი და აქედან 4 წელიწადი ყავარჯნებით გავატარე..."
არჩილ და შოთა არველაძეებს 22 თებერვალს 44 წელი შეუსრულდათ. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი უბრალოდ

წარმოუდგენელია ტყუპების გარეშე. ფაქტია: ჩვენს სინამდვილეში ისინი კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ. დიდი ფეხბურთელები ბოლომდე დარჩნენ უბრალო ადამიანებად და ეს მათ სასახელოდ მეტყველებს...

"ლელომ" არჩილ არველაძეს საფეხბურთო კარიერის გახსენება სთხოვა და ჩვენს საფეხბურთო აწმყოზეც ესაუბრა. ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა...

სოხუმიდან ტაშკენტამდე

- როდის შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?

- რადგან რეზი ჩვენზე უფროსია, მისი გავლენა ძალიან დიდი იყო. გარდა ამისა, ჩვენი ოჯახი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ყველაზე ადრეული ასაკიდან, რაც ფეხბურთთან დაკავშირებით მახსენდება, ის არის, რომ 6 წლისა მივდიოდით "კიროვის ბაღში" და რეზის ვარჯიშებს ვუყურებდით.

- პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...

- ეს იყო საფეხბურთო სკოლა "ავაზა" და პირველი მწვრთნელი ოთარ გიგოლაშვილი. ეს სკოლა ჩვენი ფეხბურთის ლეგენდის, მიხეილ მესხის სახელთან იყო ასოცირებული და ამ სახელის მიმართ, ისევე, როგორც ჩვენი ფეხბურთის სხვა ლეგენდების მიმართ, იმთავითვე უდიდესი პატივისცემა გვქონდა.

- ბავშვობაში ისეთი ტიტული თუ მოგიგიათ, განსაკუთრებით რომ შემორჩენია მეხსიერებას?

- კი, იყო ასეთი... 1985 წელს სოხუმში საქართველოს სპარტაკიადა მოვიგეთ. იმ გუნდში მე და შოთი ერთად ვთამაშობდით. ფინალი სოხუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა... კარგად მახსენდება 35-ე სკოლაში გადასვლის შემდეგ ტაშკენტში მოგებული საერთაშორისო ტურნირი... სხვათა შორის, ეს ტურნირი მეოცედ ტარდებოდა და წინა 19 შემთხვევაში მასპინძლებს ჰქონდათ მოგებული... ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო დოლიძე იყო. უფრო ნაკრები ვიყავით. ჩვენთან ერთად იყვნენ გიო ქინქლაძე, გიო ღუდუშაური, დათო ჯანელიძე, გელა ქორიძე, გურამ ასპინძელაშვილი...

საერთოდ, მინდა, ყველა ის მწვრთნელი გავიხსენო და მადლობა ვუთხრა, ვინც ჩვენს საფეხბურთო ზრდას შეუწყო ხელი - ოთარ გიგოლაშვილი, ვილი გოგიჩაიშვილი... 35-ე საფეხბურთო სკოლაში რომ გადავედით, დირექტორი იყო შესანიშნავი ადამიანი ანდრო თურქია, დაგვხვდნენ დიდებული მწვრთნელები - ნიკო დოლიძე, ოთარ შენგელია, დათო ჩახავა... მინდა გავიხსენო ჯემალ ჩიმაკაძე, ვინც უდიდესი ამაგი დაგვდო. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს...

ოცნების ასრულება და შოკი

- რა თქმა უნდა, თქვენი ოცნებაც თბილისის "დინამოში" თამაში იყო...

- ჩვენ ის თაობა ვართ, ვისთვისაც "დინამო" სხვა ღირებულებაა. დუბლებში თამაშზე ვოცნებობდით. საქართველო საბჭოთა კავშირს რომ გამოეყო, განათლების სამინისტროს ინიციატივით გაკეთდა გუნდი "მართვე", რომელიც ეროვნული ჩემპიონატის დაბალ ლიგაში ჩაება. ამ გუნდში თითქმის ყველა იმ ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ვინც ჩვენთან ერთად მოდიოდა ასაკობრივ გუნდებში. თბილისის "დინამოს" მაშინ დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ. მათ კარგად იცოდნენ ჩვენ შესახებ...

მოკლედ, მოვხვდით მე და შოთი "დინამოში". რა გუნდი იყო მაშინ, ყველას ახსოვს. მხოლოდ გია გურული და კახა ცხადაძე იყვნენ წასულები საზღვარგარეთ, გუნდში თამაშობდნენ კახა კაჭარავა, გოჩა ჩიქოვანი, თემურ ქეცბაია... ასე ასრულდა ჩვენი ოცნება.

- თქვენ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერეთ - პირველი გასვლა ევროარენაზე, "ლინფილდთან" გამარჯვება, მაგრამ... მოულოდნელი შოკი...

- საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არასოდეს მქონია, მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრათ - ვამაყობ ამით. წლების მერე, როცა ისტორია გაიხსენებს იმ ბიჭების გვარებს, მათ შორის ჩვენც ვიქნებით. დიახ, ვამაყობ, რომ იმ თაობის წარმომადგენელი ვარ...

მინდა გადმოგცეთ ის მოლოდინი, რაც ამ თამაშს უძღოდა წინ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შევძლებ, რაღაცას დავაკლებ...

თამაშის წინაღამეს წამითაც არ გვძინებია. მაშინ თამაშის დღეს ძილი არ იყო მიღებული, მაგრამ მთელი ღამის უძილობამ იმოქმედა და ჩაგვეძინა... ეს იყო ყველაზე ემოციური მატჩი ჩემს კარიერაში. სტადიონზე რა ხდებოდა, რთულია ამის წარმოდგენა. მაგრად ვაჯობეთ "ლინფილდს", არადა, ამ გუნდზე პრაქტიკულად არაფერი ვიცოდით. მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ უფრო სოლიდური სხვაობა უნდა ყოფილიყო. შოთიმაც გაიტანა...

ჩრდილოეთ ირლანდიაშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოსაგები თამაში ვერ მოვიგეთ. გავედით შემდეგ ეტაპზე და გახარებულები ვართ ყველანი ძალიან... შევდივართ გასახდელში და ხელმძღვანელობას სახეზე ეტყობა, რომ რაღაც ისე ვერ არის... მოკლედ, იცით, რომ ევროთასებიდან მოგვხსნეს. ეს იყო შოკი!.. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩვენს მაშინდელ მდგომარეობას...

ჩაშლილი დეპორტივო და რეინჯერსი...

- თქვენს კარიერაში "ტრაბზონსფორს" გამორჩეული ადგილი უკავია...

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველი შესარჩევი მატჩი მოლდოვასთან. ვიცი, მივუბრუნდებით ამ თემას, მაგრამ ახლა სხვა კუთხით უნდა ვახსენო ეს თამაში. მატჩს თურქი არბიტრი, ერმან თოროღლუ მსაჯობდა. ნახა საქართველოს ნაკრების თამაში, რომლის ძირითადი ბირთვი იყო "დინამო", ჩავიდა თურქეთში და თქვა - ევროპიდან რომ მოგვყავს ძვირად ფეხბურთელები, აგერ, ყურის ძირში, თბილისის "დინამოს" ჰყავს დიდებული გუნდიო...

და მოლდოვასთან მატჩის შემდეგ "ტრაბზონსფორმა" შეკრებაზე დაგვპატიჟა. რა მდგომარეობა იყო მაშინ, ყველამ ვიცით - ავტობუსით წავედით და ძლივს ჩავაღწიეთ ტრაბზონამდე. ორჯერ ვეთამაშეთ ამხანაგურად "ტრაბზონსფორს" და ორივე მოვუგეთ. ანგარიშებს ნუ მკითხავთ, ზუსტად აღარც მახსოვს...

მოკლედ, ხუთი დღე გავჩერდით იქ. თავიდან ისე იყო, რომ შოთი და რეზი უნდა დარჩენილიყვნენ. რეზიმ თავი მოიკლა - შანსი არ არის, ტყუპები ერთმანეთს ვერ დაშორდებიანო. ჰოდა, დავრჩით მე და შოთი. მართლაც ნაყოფიერი პერიოდი იყო "ტრაბზონსფორში". თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა იქ ყოფნამ უბრალო თურქ ხალხს საქართველო გააცნო. სტადიონზე ხომ ძირითადად უბრალო ხალხი დადის... ნახევარი თურქეთი მაინც გვცნობდა. "შოთა-აჩის" რომ იტყოდა ქართველი თურქეთში, დამთავრებული იყო...

- ეს მეც გამომიცდია საკუთარ თავზე... ახლა "დეპორტივოში" ჩაშლილი ტრანსფერი გავიხსენოთ...

- მარტო "დეპორტივოში"? თითქმის გადასული ვიყავი "რეინჯერსში" და ეს იყო პირველი ჰოლანდიური სეზონის შემდეგ. თან "რეინჯერსში" მივიდა მწვრთნელი, რომელიც კარგად მიცნობდა თურქეთიდან და ჰოლანდიიდან. გუნდს ძალიან სჭირდებოდა ფლანგის მოთამაშე. 8 მილიონი ფუნტი მოითხოვა ჩემში "ბრედამ". ბრიტანული პრესა ბევრს წერდა ჩემს ტრანსფერზე. მაშინ დეიდაჩემი იყო იქ და მირეკავდა კიდეც - ჩამოსული ხარ უკვე, თუ რა ხდებაო?!.

მაგრამ კლუბები ვერ შეთანხმდნენ. "რეინჯერსს" 4,5 მილიონზე მეტის გადახდა არ შეეძლო. ჩემი ვარიანტი რომ არ გამოვიდა, მერე აიყვანეს კანჩელსკისი...

რაც შეეხება "დეპორტივოს" ამბავს, მართლა მაგრად ვითამაშეთ შოთიმ და მე უეფას თასზე ამ გუნდის წინააღმდეგ. ტრავმა მქონდა მაშინ. 11 საათი ვიყავით მოლაპარაკებაზე და ბოლოს შოთიმ გამზადებულ კონტრაქტს არ მოაწერა ხელი, ვერ დამტოვა მარტო.

მტკივნეული დაშორება და გერმანული თავისებურებები

- მაგრამ შოთას მაინც დაშორდით და ეს ძალიან მტკივნეული იყო. თქვენ "ბრედაში" გააგრძელეთ კარიერა, მან კი - "აიაქსში"...

- სხვათა შორის, მანამდე ძალიან რეალური იყო პსვ-ის ვარიანტი. ბოლოს არ გამოვიდა ეს ტრანსფერი. შოთი მივიდა "აიაქსში" და კახა ცხადაძის მერე გახდა მეორე ქართველი, ვინც ევროპულ გრანდში ჩაირიცხა.

კახას მაშინდელი გუნდი, ფრანკფურტის "აინტრახტი", ნამდვილი გრანდი იყო. მე "ბრედაში" დამიძახა მთავარმა მწვრთნელმა ნოიმანმა, ვინც ადრე "ისთანბულში" მუშაობდა. რომ შევაჯამოთ ჩემპიონატი და თასი, "ბრედაში" დაახლოებით 60 გოლი მაქვს გატანილი. იქ გატარებული პერიოდი ჩემთვის იმით არის გამორჩეული, რომ ტრავმის გარეშე ვითამაშე. სამწუხაროდ, სხვა გუნდებში ასე არ იყო...

- "კიოლნის" პერიოდს როგორ გაიხსენებდით?..

- შეიძლებოდა, "გლადბახშიც" გადავსულიყავი და მართალი გითხრათ, უფრო ამ გუნდისკენ მიმიწევდა გული. გავაჭიანურე კიდეც "კიოლნთან" კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ... საბოლოოდ, "გლადბახის" ვარიანტი არ გამოვიდა და "კიოლნში" წავედი. არადა, მაშინ შოთი "აიაქსში" იყო და "გლადბახში" რომ წავსულიყავი, მისგან ნახევარი საათის სავალზე ვიქნებოდი...

"კიოლნში" პირველ სეზონში 26 მატჩი ვითამაშე და 9 გოლი შევაგდე. მთლიანობაში, კარგი სეზონი იყო, თუმცა მე არ ვიყავი კმაყოფილი. ადრე, სეზონში 15 გოლზე ნაკლები არასოდეს გამიტანია. მეორე მხრივ, ამას ახსნაც ჰქონდა - გერმანული ფეხბურთის თავისებურებიდან გამომდინარე, დაცვაში აუცილებლად უნდა გემუშავა.

რომ არა ტრავმა, გვაჯობებდიო...

- მერე იყო ტრავმა, რომელმაც განაპირობა კიდეც თქვენი ნაადრევად წასვლა აქტიური ფეხბურთიდან...

- სეზონი დაიწყო და ეგრევე დავშავდი. "კიოლნიდან" რომ წამოვედი, "არმინიასთან" პრაქტიკულად გაფორმებული მქონდა კონტრაქტი. ვიფიქრე, მეორე ბუნდესლიგაში აღვიდგენ ფორმას-მეთქი. არ მიწუწუნია პირობებზე და... ისე გართულდა ტრავმა, კოჭლობა შემეტყო. ცოტა ხანს ვამბობდი კიდეც - არაფერია, აქილევსის მყესი მტკივა-მეთქი, მაგრამ მერე აღარ შეიძლებოდა მეტის გაძლება. შოთიმ მითხრა, ხომ არ დასახიჩრდებიო და... 29 წლისამ დავასრულე კარიერა.

რომ არ გართულებულიყო ტრავმა, თუ გერმანიაში არა, ჰოლანდიაში მაინც ვითამაშებდი, ან სულაც სამხრეთით, კვიპროსზე, სადაც ისეთი კლიმატია, ჩემს ტრავმას რომ უხდება...

- ბევრისგან მსმენია - რომ არა ტრავმები, აჩი არველაძე გაცილებით დიდ ფეხბურთს ითამაშებდაო...

- გიო ქინქლაძე და შოთი ამბობენ, ტრავმა რომ არა, გვაჯობებდიო... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მართლა მეტი შემეძლო, თუმცა უკმაყოფილო ვერ ვიქნები ჩემი კარიერით. და მაინც, როგორ გინდა დაივიწყო, რომ სულ 12 წელიწადი ვითამაშე ფეხბურთი და აქედან 4 წელიწადი ყავარჯნებით გავატარე...

- დროა, ეროვნულ ნაკრებზეც გადავიდეთ. საქართველოს უმთავრეს გუნდშიც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშეთ...

- ...სულ კი 38 თამაში. მე ჩემი თაობის ბიჭებთან ერთად ვარ უზომოდ ბედნიერი, რომ პირველებს სწორედ ჩვენ გვერგო საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ღირსების დაცვა. დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმ ღამეებს, სანთლის შუქზე ერთად რომ ვატარებდით ბაზაზე... მართლა ერთი ოჯახი ვიყავით, მოუთმენლად ველოდით შეკრებებზე ჩამოსვლას. რა დამავიწყებს, კახა ცხადაძე რომ ჩამოდიოდა ნაირ-ნაირი საჩუქრებით დახუნძლული... მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ საქართველოში ვთამაშობდით. მერე ჩვენც წავედით და ვცდილობდით, სხვები გაგვეხარებინა.

- გამორჩეული მატჩები?

- თბილისში იტალიასთან, უელსთან ორივე მატჩი, რა თქმა უნდა, ბულგარეთთან თბილისური შეხვედრა... რა ვიცი, რომელი ერთი მოვიგონო...

ის პერიოდია, შოთა "ქასიმფაშას" რომ წვრთნის. შევედი მასთან და ვიღაცას ესაუბრება. ვხედავ, ახალგაზრდა კაცია და ძალიან ჰგავს იან რაშს. კი ვამსგავსებ, მაგრამ რას ვიფიქრებ, თუ რაშის შვილია? ამ დროს, შოთი მეუბნება - ეს იან რაშის შვილიაო. ვისაუბრეთ უელსთან თამაშზე. გვითხრა, მამა საქართველოდან რომ ჩამოვიდა, შოკში იყოო. ამბობდა, 19 წლის ბავშვებმა გადაგვიარეს, ოღონდ, არ ვიცი, ეს როგორ მოხდაო? დიდი ფეხბურთელი იყო რაში, უელსს სხვა ვარსკვლავებიც ჰყავდა...

- მარადიული კითხვა: რატომ ვერ ითამაშა თქვენმა თაობამ რომელიმე ტურნირზე?

- ეს ძალიან დიდი ტვირთია ჩემი და, ზოგადად, ჩემი თაობის. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე მიზეზი... ერთ-ერთს ვიტყვი და მინდა, მკითხველმა სწორად გაიგოს - არ მივტირი საბჭოთა კავშირის ნაკრებს, ან როგორ უნდა გავაკეთო ეს, როცა საქართველოს სახელით ვითამაშე და უბედნიერესი ვარ ამით...

უბრალოდ, ცოტა მეტხანს რომ ვყოფილიყავით საბჭოთა ფეხბურთში, ჩვენი ნაკრებიდან 5-6 კაცი აუცილებლად ითამაშებდა დიდ ტურნირებზე. ვლაპარაკობ ორ-სამ წელიწადზე. მერე, საერთაშორისო ასპარეზზე რომ მივიღებდით გამოცდილებას, უფრო მომზადებულები ვიქნებოდით საქართველოს ნაკრებისთვის. ამას მაინც სხვანაირი გამოცდილება სჭირდება, რაც თავიდან ძალიან გვაკლდა...

შოთას არაბეთსაც სთავაზობენ...

- თანამედროვე ქართული ფეხბურთი და არველაძეები...

- მოგეხსენებათ, "ფონდი არველაძე" საინტერესო პროექტებს ახორციელებს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში - "აჭარასპორტს", "სოკარს", ავსტრიის სპორტის სამინისტროს განყოფილებას, "ზედაზენს"... ყველას, ვინც ჩვენს გვერდითაა. ამავე დროს, ვმონაწილეობთ ჩვენი გამზრდელი 35-ე საფეხბურთო სკოლის, ასე ვთქვათ, კეთილდღეობაში...

- თქვენთვის ესოდენ ძვირფას თბილისის "დინამოზეც" უნდა გკითხოთ...

- მინდა, რომ "დინამო" იყოს პირველი საქართველოში და ჰქონდეს შედეგი ევროთასებზე. არ მესმის, რატომ არ უნდა თამაშობდნენ იქ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები? ამას წინათ, თქვენთან ინტერვიუში ვთქვი - გროზნი "დინამოს" მწვრთნელად დიდხანს ვერ გაძლებს-მეთქი და ასეც მოხდა. არ იყო ის მწვრთნელი, რომელიც "დინამოს" სჭირდებოდა. მახარებს გუნდში მიშა ჯიშკარიანის დაბრუნება, მჯერა მისი საფეხბურთო გემოვნების. ისევე, როგორც გამახარა "დინამოში" კახა კაჭარავას მისვლამ... მინდა წარმატებები ვუსურვო მათ...

- ბრიტანულ პრესაში დაიწერა - შესაძლოა, შოთა არველაძემ ყოფილი კლუბი, "გლაზგო რეინჯერსი" ჩაიბაროსო...

- სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენც ბრიტანული პრესიდან შევიტყვეთ, კლუბიდან არავის დაურეკავს. შოთას აქვს შეთავაზებები არაბეთიდან, თურქული ვარიანტიც იყო, მაგრამ უარი თქვა... სეზონი მაინც ბოლოსკენ მიდის და ახლა სარისკოცაა სადმე მუშაობის დაწყება...

- საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებში რა პერსპექტივას ხედავთ?

- გვქონდა კარგი თამაშები, თუნდაც უელსში, ირლანდიაში... ეგ არის, რომ შედეგი ვერ არის სასურველი. ადრეც იყო ეს პრობლემა: ბევრი მოსაგები თამაში ვერ მოგვიგია და არწასაგები წაგვიგია...

ორი რთული თამაში გველის სერბეთთან. რატომღაც, ურყევად მჯერა, რომ შინ ირლანდიისა და უელსის დამარცხებას მოვახერხებთ...

გულს მტკენს ასაკობრივი ნაკრების წარუმატებლობა. ახლა შედეგი აღარ არის, არადა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვთამაშობდით...

მჯერა გია გეგუჩაძის ნაკრების. თავადაც თქვა - ჯგუფი ისეთია, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთო. ამ გუნდში ძალიან კარგი თაობაა თავმოყრილი - კონკურენტუნარიანი, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mdzgoli-ს

მართალი ხარ შოთი და აჩიმ დაღუპეს ქართული ფეხბურთი კიდევ მესხი და მეტრევლი დაგავიჭყდა ან ყიფიანი და ჩივაძე მართალი ხარ რა შედარებაა როცა მწვანე მინდორს ამშვენებენ პაპუნაშვილი რაჟამაშვილი სარდალიშვილი და ძმანნი მისნი აქ შოთი და აჩის ხსენება უხერხულია ეს ხუმრობით რათქმაუნდა რაც ამ ძმებმა ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტეს განსაკუთრებით კი შოთიმ უკვე 10 წელია თავდამსხმელის პრობლემა ვერ მოვაგვარეთ ნაკრებში არ გვყავს გამტანი ფორვარდი ეს სამწუხარო რეალობაა

• zaza kutaisi

წარმატებები აჩის და მის ძმებს. ფეხბურთში იღბალს დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან ცუდია რომ აჩის ტრავმებმა შეუშალეს ხელი. იმედია არველაძეების ნიჭიერი გენი კიდევ გვაჩუქებს დიდ ფეხბურთელებს. როგორც გავიგე ვატო არველაძე ნიჭიერი ბიჭი ყოფილა. წარმატებები და კიდევ ერთხელ წარმატებები.

• zazas

მაპატიეტ,ბატონო ზაზა ტქვენ პეხბურტტან რაიმე სჰეხება ტუ ქქონიატტ??

• ზაზა mdzgoli-ს

ბოლო მძღოლის დონეა თქვენი კომენტარი

• ggg

Vetanxmebi archils,xuti celi ro gagrdzelebuliko sabchota kavshiris chemplonati udavod did carmatebebs miagcevdnen.RAC sheexeba ewropul grandebshi gamosvlas,chemical azrit jobia safrangetis pirvel divizionshi havrshi gamodiode DA PSG s gautano goli parizshi vidre gamodiode PSG shi DA goli gautano parizshi.

• jiji

რას ერჩით ამ ბიჭებს? ესენი იყვნენ უნიჭოები? უფროსი ძმის ფედერაციაში "მოღვაწეობას" შეიძლება ჰქონდეს რაღაც კუდები, მაგრამ ტყუპებს თავდადება არ აკლდათ მინდორზე! თუ ფეხბურთს ვერ თამაშობდნენ? რამ დაგბოღმათ ასე? თუ რამე ისით კონკრეტულად, თქვით რა! ჩვენც ვიცოდეთ, რატომ "შეაზიზღეს ქართველებს ფეხბურთი", თუარა და მაშინ... გასაგებია, ალბათ რაც გეკუთვნით!

• mdzgoli

კიდე კაი დაიმტვრა ტორე არ სჰეგვცჰამდენ ეს ამდენი უნიცჰოებიიი.ამატმა ამ ზმებმა დაგუპეს და სჰეაზიზგეს ქარტველებს პეხბურტი.

• Irakli

აინტერესებს ტატო, აინტერესებს, და გეხვეწები სხვის მაგიბრად ნუ ლაპარაკობ.

• tato

ცავიდა თქვენი დრო აგარავის აგარ აინტერესებხართ პკპკ

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]

არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე