საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ Sportall.ge-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათთან" ერთად პირველი ტიტული მოიგო. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა 4 მარტს ალმათიში გამართულ ყაზახეთის სუპერთასისთვის მატჩში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელ "ასტანას" ანგარიშით 2:0 მოუგო.

ამ წარმატებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ცხადაძემ Sportall.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- პირველ რიგში, სუპერთასის მოგებას გილოცავთ. ყაზახეთში ეს თქვენი პირველი ტიტულია...

- კი, ჩემთვის და გიორგი ჩიხრაძისთვის ეს ნამდვილად პირველი ტიტული იყო და ცხადია, ძალიან სასიხარულოც. სუპერთასზე უამრავი გულშემატკივარი მოვიდა და მათი იმედები უნდა გაგვემართლებინა.

თამაშს რაც შეეხება, სუპერთასია და მატჩი დაძაბული უნდა გამოსულიყო. ასეც მოხდა. ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა. თავიდან ცუდად დავიწყეთ, პირველი 15 წუთი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ვნებათაღელვა ჩაცხრა და მოვუმატეთ.

- ყაზახეთის თასის ფინალში სწორედ "ასტანასთან" დამარცხდით. მაშინ თქვით, ასეთ მოედანზე თამაში შეუძლებელი იყოო. ახლა უკეთესი მოედანი იყო?

- მაშინ ორივე გუნდს გაუჭირდა. "ასტანა" რომ ძლიერი გუნდია, ამას ისიც ცხადყოფს, რომ უკვე ზედიზედ სამი წელია ქვეყნის ჩემპიონი ხდება. წარმოიდგინეთ, იმდენად რთული მეტოქეა, რომ ევროპალიგაზე საკუთარ მოედანზე ერთი მატჩიც კი არ წაუგია. გასულ სეზონში მათი მათსავე მოედანზე დამარცხება მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ - 4:1. ვფიქრობ, თანაბარი დონის გუნდები ვართ.

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ კარგ მოედანზე გვეთამაშა და ორივე გუნდს თავისი მაქსიმუმის გამოსავლენად ყველანაირი პირობა ჰქონოდა.

თასის ფინალში არ გაგვიმართლა. მაშინ ერთადერთი შეცდომა დავუშვით, რითაც "ასტანამ" ისარგებლა, ჩვენ კი რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თამაშს ის იგებს, ვინც მეტოქის შეცდომებს უკეთ გამოიყენებს, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ვეღარაფერს შევცვლით. მგონია, რომ სუპერთასზე ჩვენ უკეთ ვითამაშეთ.

- ყაზახეთში თქვენდამი დამოკიდებულება როგორია?

- რა ვიცი, რა გითხრათ... ალბათ, თქვენც ხედავთ. წარმოიდგინეთ, ღია ვარჯიშს ბაზაზე, რომელიც ქალაქგარეთაა, 500 გულშემატკივარი დაესწრო. ძალიან ვუყვარვართ, დიდ პატივს გვცემენ და როდესაც მათ ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობთ, საქმეს უფრო სერიოზულად ვეკიდებით.

წარმოუდგენელია, იმას, რასაც გულშემატკივრები გაძლევენ, სითბოთი და სიყვარულით არ უპასუხო. დიდი მადლობა მათ ამისთვის და დიდი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ეს პირველი ტიტული მოვიპოვეთ.

ახლა ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. წელს სერიოზული მიზნები გვაქვს, გუნდი ძალიან გაძლიერდა. ახლახან დავიმატეთ უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ერთი სიტყვით, ძლიერი გუნდი გვყავს და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ.

- მიზნები ახსენეთ. 8 მარტს ჩემპიონატი იწყება. რა იქნება გუნდის მთავარი მიზანი?

- რთული ჩემპიონატი იქნება, რადგან ჩვენ გარდა, კიდევ რამდენიმე დიდი ამბიციების მქონე გუნდი იქნება. ჩემპიონობისთვის ერთბაშად რამდენიმე კლუბი იბრძოლებს, თუმცა ჩვენს მთავარ ამოცანად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა რჩება. ჩვენი ამოცანა ეს იყო და ეს რჩება.

- ხომ არ გიცდიათ "ქაირათში" ქართველი ფეხბურთელების მიწვევა? ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს გურამ კაშიას წაყვანა გსურდათ...

- არა. საყრდენი ნახევარმცველი გვჭირდებოდა და ამ პოზიციაზე მართლაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი განიხილებოდა.

კლუბის პრეზიდენტმა შექმნა სასელექციო ჯგუფი, რომელიც მას ექვემდებარება. ჯგუფს ევალება საჭირო ფეხბურთელების მოძიება, რაშიც ჩვენ ნაკლებად ვმონაწილეობთ. ეს ჯგუფი პოულობს ფეხბურთელებს, შემდეგ კი ჩვენთან ათანხმებს და ამის შემდეგ ხდება ყიდვა. ამ ეტაპზე გუნდი სრულად დაკომპლექტდა და რომელიმე ქართველი ფეხბურთელის ვარიანტი არ განიხილება.

- სერბეთთან მოახლოებულ მნიშვნელოვან თამაშზე უნდა გკითხოთ... თქვენი გადმოსახედიდან, როგორ უნდა ითამაშოს ჩვენმა ნაკრებმა ამ მატჩში?

- აბა, რა გითხრათ... მეტოქეს სერიოზული გაანალიზება სჭირდება. სწორედ გაანალიზების შემდეგ უნდა დაიგეგმოს ნაკრების სათამაშო სტილი.

მე ვერაფერს გეტყვით. ვლადიმირ ვაისი კვალიფიციური მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, მეტოქეს სწორად გააანალიზებს. მე საქართველოს ნაკრებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებს.

მადლობა თქვენ და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩვენი საქმიანობით ინტერესდება და ვისაც ჩვენი აქაური წარმატება ახარებს.

- კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათში" პირველი ტიტული - ყაზახეთის სუპერთასი მოიგო

Vakhtang Lobzhanidze
კახა დიდ წარმატებას მიაღწევს და იმედია კიდევ ვიხილავთ ნაკრების სათავეში. მაგარი კაცია/ წარმატებები კახას!
gverda
მარტო ცხადაძის დამსახურება არაა კაირათის წარმატებები გუნდი შემადგენლობით დიდად აღემატება სხვა ყაზახურ გუნდებს. გაცილებით მეტ ფულს ხარჯავენ ამ კლუბში შეფები ვიდრე სხვა ყაზახურ გუნდებში. ფული ბევრ რამეს წყვეტს.
სტატუს ქუო
არ იყო ეს კაცი გასაგდები...ფედერაციას ორ-ორი თანამდებობა სდომებია თავიანთი თავის დაზღვევის მიზნით და კახი რაში სჭირდებოდათ...
სოსო
ყველგან წარმატებას გისურვებ, კახა და იცოდე ადრე თუ გვიან,შენ მაინც მოგიწევს საქართველოს ნაკრების გაწვრთნა.
Amiran
კახა და გიორი გულშემატკივრების აზრით კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ ფედერაციას სხვა აზრი აქვს.რატომ? ვის აინტერესებს ჩვენი შეხდულებები?
gizog
გაიხარე კახა, გამარჯვებას გილოცავთ, შემოდგომაზე ჩემპიონობა მოგველოცოს. უფალი გფარავდეთ უცხო მხარეშ თქვენც და გიორგისაც. არ დაგავიწყდეთ ქართულ ფეხბურთსაც სჭირდებით.
gela
რაგინდოდათ ამ ბიჩისგან მუჯირის გასაგდები და ვიგაც ჩუმბურიძისგან ცხადაძე მართლა რაუთხარი ამ ქვეკანას და ფეხბურთს მართლა ფუუუუუუ
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
კახა ცხადაძე: საბოლოო ჯამში, გამოცდილება არ გვეყო
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ