სანაკრებო სიაში ორი ადგილი ხომ არ მოვაცდინეთ ოქრიაშვილისა და დაუშვილის გამოძახებით?
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ორ თბილისურ მატჩში დაიცავს ქვეყნის ღირსებას.

- ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

24 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სერბეთს ვეთამაშებით, ოთხი დღის თავზე კი, დედაქალაქშივე, ამხანაგურ მატჩში ლატვიას დავუპირისპირდებით...

მთავარი პრობლემა

სეზონი ახალი დაწყებულია და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ვერაფრით იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ნაკრების პრობლემა, ის სხვებსაც აწუხებთ. მაგრამ რას ვიზამთ, სანაკრებო კალენდარს ჩვენს გემოზე არავინ შეადგენს და, გვინდა თუ არა, მარტშიც უნდა ვითამაშოთ.

კონკრეტულად საქართველოს ნაკრების მთავარ პრობლემას რაც შეეხება, ეს პრობლემა ძველია და თავს არ გვანებებს - სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. ოდინდელი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა, რომ ამის გარეშე ფეხბურთელი იდეალურ ფორმაში ვერაფრით იქნება.

ახლა ჩვენი მოსაზრება ფაქტებით გავამყაროთ და ვნახოთ, საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ რამდენ ფეხბურთელს აკლია ეს ყბადაღებული პრაქტიკა.

გიორგი ლორიათი უნდა დავიწყოთ. არადა, ამაში დამნაშავე საქართველოს ნაკრების მეკარე სულაც არ არის. საქმე ისაა, რომ რუსეთის ჩემპიონატი ახლახან განახლდა. გლობალურად რომ შევხედოთ, ლორიას კუთხით საგანგაშო არაფერია. ის რჩება "კრილია სოვეტოვის" ერთ-ერთ ლიდერად და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად...

საბა კვირკველია ეს-ესაა გადავიდა მოსკოვის "ლოკომოტივში". ბუნებრივია, მას "რკინიგზელებში" დამკვიდრების პროცესი უდგას. ის უკვე გამოჩნდა ახალი გუნდის შემადგენლობაში, თუმცა მისთვის მეტ სათამაშო პრაქტიკას ვისურვებდით. "რუბინში" უთამაშებლობის პერიოდშიც კი კვირკველიას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ სანაკრებო მატჩებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. იმედია, ასე იქნება ამჯერადაც.

"ურალში" ახლახან გადასული ჯიმი ტაბიძის ნიჭს ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მასაც აკლია. ამ ეტაპზე მან მხოლოდ დუბლებში ითამაშა, ძირითად გუნდში კი სათადარიგო იყო. გასაგებია, ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება დრო ახალ გუნდში ადაპტაციისთვის. ეს პერიოდი უდგას ტაბიძესაც.

რა თქმა უნდა, ნახევარდაცვის ხაზში ჩვენი გუნდისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენს ჯანო ანანიძე. ჩემპიონატი ახლახანს დაიწყო, ჯანო კი "ანჟისთან" მოგებულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს "ლეგიას" სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა ვაკო ყაზაიშვილი. ზოგადად, მისი საქმეები ისე ვერ მიდის პოლონურ გრანდში, როგორც ვისურვებდით. ვინ იცის, იქნებ უმჯობესიც იყოს, ყაზაიშვილმა ზაფხულიდან კლუბის შეცვლაზე იფიქროს.

ძირითად გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს "შახტარის" ახალგაზრდა ქართველს, გიორგი არაბიძესაც. მაკედონიურ "ვარდარში" ადაპტაცია ჯერ ბოლომდე არ გაუვლია ჯაბა ჯიღაურსაც. ის მეტწილად სათადარიგოთა სკამიდან შედის თამაშში.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო და, წესით, სერბეთთან მატჩისთვის ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება საქართველოს ნაკრების უპირველესი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე.

ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების კონდიციებთან დაკავშირებით. ჩვენი პირველობა ხომ ეს-ესაა, დაიწყო...

ორი ადგილი ხომ არ მოვაცდინეთ?

ადრევე ცნობილი იყო, რომ სერბეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებოდა - თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი. რა თქმა უნდა, ისინი დიდ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ ოქრიაშვილის არყოფნა გამორჩეულად მძიმე დანაკლისია.

თუ საქართველოს ნაკრებში ვინმეზე ითქმის, ლიდერიაო, ოქრიაშვილზე. რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადასაწყვეტია, ამა თუ იმ მატჩისთვის რომელ ფეხბურთელებს დაუძახებს, მაგრამ ჩნდება ასეთი კითხვა: სანაკრებო სიაში ორი ადგილი ხომ არ მოვაცდინეთ ოქრიაშვილისა და დაუშვილის გამოძახებით?

ჩანს, აქ ერთადერთი მიზანია - ვაისმა ჩათვალა, რომ ამ ორი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, თუმცა ის კითხვა, რომელიც ქვეთავის დასაწყისში დავსვით, მაინც აქტუალურად გვეჩვენება.

და მაინც...

სანაკრებო სიას თითქმის ოპტიმალური კი ვუწოდეთ, მაგრამ გვინდა თუ არა, მაინც ჩნდება გარკვეული კითხვები. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს საქართველოს მთავარ გუნდში თამაშზე.

უპირველეს ყოვლისა, გიორგი მერებაშვილი უნდა ვახსენოთ. მას კარგი სეზონი აქვს პლოცკის "ვისლაში". ეს გუნდი ახლა პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მოწინავეთა შორის ვერ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველი ინდივიდუალურად მაინც მშვენივრად გამოიყურება. ორი კვირის წინათ, ჩემპიონატში მის მიერ გატანილი გოლი ტურში საუკეთესოდ აღიარეს.

მერებაშვილის საკითხს ცოტა ხნის წინ ვრცელი წერილი მივუძღვენით და ამ თემაზე ბევრს აღარ დავწერთ.

- [ოთხშაბათის საკითხავი] ნაკრები და მერება

ფაქტია: საქართველოს ნაკრებში ამჟამად გამოძახებული ბევრი ფეხბურთელისაგან განსხვავებით, მას აქვს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა.

იგივე ითქმის ექსტრაკლასაში კიდევ ერთ ჩვენებურ მათე ცინცაძეზე. ცინცაძის თემას აქტუალობას ისიც ჰმატებს, რომ თუნდაც ფურცელზე ნათლად ჩანს: საქართველოს ნაკრებს აუცილებლად ექნება პრობლემები საყრდენ ზონაში. ცინცაძე, მას შემდეგ, რაც "პოგონში" გადავიდა, შეუცვლელი ფეხბურთელია პოლონური კლუბისთვის.

საყრდენ ზონაზე ჩამოვარდა სიტყვა და სანაკრებო ამბიცია აქვს გიორგი აბურჯანიასაც. მართალია, ის "სევილიას" მეორე გუნდში მეტწილად შეცვლაზე შედის, მაგრამ ეს ტრავმისშემდგომ პერიოდს უნდა დაბრალდეს. გარდა ამისა, სათამაშო პრაქტიკით ბევრი ჩვენი ფეხბურთელი არ არის განებივრებული.

მაკარიძის საკითხი

გიორგი მაკარიძეს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ პორტუგალიის თასის მოპოვება, არამედ ბევრი გამორჩეული მატჩი თუ "სეივი" მაღალი დონის ევროპულ ჩემპიონატში.

ცოტა ხნის წინათ, მაკარიძემ ზომიერად გააკრიტიკა ვლადიმირ ვაისი და ძალიან კარგია, რომ მწვრთნელმა მას მაინც უხმო ნაკრებში. ის ლამის ბავშვი იყო, როცა საქართველოს ნაკრებისთვის ფასეული ფეხბურთელი გახდა.

რეალურად, იმ პერიოდის შემდეგ, როცა საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი თავკაცობდა, მაკარიძის თამაში აღარ გვინახავს. არადა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და რაც ეკრანიდან ჩანს, ესაა - მაკარიძე დღეს სულ სხვა მეკარეა, უფრო კლასიანი და ძლიერი.

ჩვენ გვყავს გიორგი ლორია და ნუკრი რევიშვილი, რომელიც უნდა ათამაშდეს. გვყავს როინ კვასხვაძეც, მაგრამ ჯანსაღ კონკურენციას არასოდეს არცერთი გუნდისა თუ ნაკრებისთვის არ მოუტანია ზიანი და რაღა საქართველოს ნაკრებს დააზიანებს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gibs
ებრალიძე, აბურჯანია, ეს ორი კაცი გამოეძახა ოქრის და დადაუშვილის მაგივრად
gizog
წერილი, წერილისთვის არ უნდა იწერებოდეს, რა საჭიროა რიტორიკული კითხვები, სჯობს წეროთ უფრო ანალიზური წერილები, ვიდრე რიტორიკული.
gigi
serbeti master klas chagitarebt))))
სოსო
გარდა იმისა,რომ დისკვალიფიკაცია აქვს,ოქრიაშვილმა გუშინ ტრავმაც მიიღო.ბოლო წუთზე ოქრიმ მიმართულების შეცვლა სცადა და მუხლზე რაღაც დაემართა,ლოკომოტივი გააფთრებული უტევდა,კრასნოდარმა კი 10 კაცით დაამთავრა თამაში.ოქრი ძალიან კოჭლობდა ,მაგრამ მაინც მიიწევდა გუნდის დასახმარებლად,მწვრთნელებმა კი არ გაუშვეს და კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს თამაში.
zura
ოქრიაშვილი რატომ ვერ ითამაშებს? გუშინ ლოკომოტივის წინააღმდეგ ითამაშა
iason
iset xalxze tert, rom bevrjer miezat shansi, magram amaod, weiss me mgoni federaziashi udgenen vin unda gamouzaxon, avto ebralizes portugaliidan ertxel ar dauzaxes, ara da magari igrokia, fexburtis mgosnebo...
kai bichi
avto ebralizisnairi klasni fexburtei, ori sami tu ikneba sakartvelos nakrebshi, gamouzaxot unda auzileblad. iset fexburtelebs uzaxeben azrze rom ar arian.
bajo
ვაისი გვაოცებს ტრამვირებულ ფეხბურტელს რო იზახებს რა აზრიაქ ადგილს ინარჰუნებენ ტუ რა?
Eric cantona
zuriko ოქრიზე კი გიჟდები და ჩვენც მოგვწონს მაგრამ სერბეთთან ვერ იქნება დისკვალიფიკაციის გამო და სათადარიგოზე ადგილის დაკავებას ვინც გამოადგებოდა ის გამოეძახა ვაიის ჯობდა, ოქრი კი მიგეწვია სახლში სტუმრად
nika
კრიტერიუმს ვერ ვხვდები რის მიხედვით იძახებენ ნაკრებში. არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ტაბიძე და ჯიღაური არ თამაშობენ თავის კლუბებში, ნუ კაი სხვებიც ბევრი არ თამაშობენ, პლიუს ოქრი და ბუბა რისთვის ყავს დაძახებული ამხანაგური უნდა ათამაშოს თუ რისთვის? მაინც ვერ ითამაშებენ სერბებთან დისკვალიფიკაცია აქვთ. ცინცაძემ ყველა თამაში ითამაშა რაც წავიდა, მერებაშვილი თამაშობს და შანსს იმსახურებს, პლიუს აბურჯანია თუ მაინც უთამაშებელ ხალხს ვეძახით აბუმ რა დააშავა
zuriko
ოქრიზე ვგიჟდები ყველაზე მაგარი ფეხბურთელია და საჭიროც რისკი შეტევა იცის და ყველაზე ძალიან ეგ გვჭირდება დაცვა არა იხვის ტოლმა.შეტევა შეტევაა!!!!
Eric cantona
პორტუგალიაში მოთამაშე ებრალიძემ რა დააშავა ? შემტევია, ფრთის მოთამაშეა, შვენივრად შეცვლიდა ოქრიაშვილს. გუნდშიც სტაბილურად თამაშობს, ანუ არ აკლია სათამაშო პრაქტიკა.
gabo
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების 90პროცენტის ჯამური დრო რომ შეკრიბო თავიანთ კლუბებში,მთელი წლის მანძილზე, 5 ან 6 თამაში გამოუვათ ნათამაშები. ასეთმა ნაკრებმა რა წარმატებას უნდა მიაღწიოს? შეიძლება 2 ან 3 თამაში არ წააგოს სეზონში .
kika
ნაკრების მთავარი შემტევი არ გვყავს ოქრიაშვილი ცუდია. ასევე სხვა მთავარი შემტევები უპრაქტიკოები არიან; ვაკო,მჭედლო,ჯანო(ბოლოს როდის ითამაშა ძირითადში აღარ გვახსოვს),ჭანტურა და ამ დროს რა ამოცანა უნდა დასახოს ვაისმა გაუგებარია. როგორც ყოველთვის ამბიცია დიდი გვაქვს მაგრამ შემსრულებლები ფაქტიურად არ გვყავს.
green
მალადეც ავტორ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ