ანუ როგორ გავხადოთ საქართველოს ჩემპიონატი დღევანდელზე უკეთესი?
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თანდათან ხურდება. ბოლო უქმეებზე ცენტრალურ მატჩზე ვიყავი - წინა პირველობის ფინალის რიმეიქზე. მისაღები ფეხბურთი იყო საქართველოს კვალობაზე, მაგრამ ჩვენ უფრო უკეთესი გვინდა და ამის გამო ვერც ვერავინ გაგვამტყუნებს...

რა თქმა უნდა, კარგია, ჩემპიონატის ყველა მატჩი რომ შუქდება. ცუდი და მიუღებელი კი ჯერაც ბევრი რამაა და მთავარი, ალბათ, მაინც ინფრასტრუქტურაა. ზოგიერთ გუნდს ჯერაც არ აქვს სტადიონი, მაგრამ ამ თემაზე უკვე საკმარისად დავწერეთ და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ცოტა უკეთესი ფეხბურთი მაინც ვნახოთ ხარისხის თვალსაზრისით, ვიდრე დღეს ვხედავთ. ალბათ, საკამათო არავისთვის უნდა იყოს, რომ ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრების ყველა სფეროში, ყველაფერს კადრები წყვეტს.

როგორ გავხადოთ ჩვენი პირველობა თუნდაც ცოტათი უკეთესი იმაზე, ვიდრე დღეს არის?

ცოტა შორიდან დავიწყოთ და ჯერ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: დღეს ჩვენი ფეხბურთის ზოგადი მდგომარეობა ისეთია, რომ თუნდაც საშუალო ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს სამშობლოში ვერ დავაბრუნებთ. ეს ფეხბურთელები მართებულად თვლიან, რომ თავის დროზე, როცა ამ გუნდებში წავიდნენ, ეს მათ კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ახლა უკან დაბრუნება აღარ უნდათ, რადგან, თავისთავად, ეს უკვე რეგრესი (მათ წარმოდგენაში) იქნება.

ისე, სადღაც მართლებიც არიან ეს ბიჭები. და მაინც, არსებობს გამოსავალი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ჩემპიონატს შეიძლება არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელი შეემატოს, ისეთები, ეროვნულ ლიგას უკეთესს რომ გახდიან. ჩვენი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს ისეთ გუნდებში, საიდანაც საქართველოში დაბრუნება წარმოუდგენელი სულაც არ ჩანს.

ორი დღის წინ აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვუყურე. მართალია, ტაშკენტის "ლოკომოტივი" გასვლაზე 0:2 დამარცხდა ირანულ "ესტეღლალთან", მაგრამ უზბეკური გუნდის შემადგენლობაში მართლა კარგად ითამაშა კახა მახარაძემ. ასე მგონია: არც ერთი ქართული გუნდი უარს არ იტყოდა მის დამატებაზე.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს საქმეში ფინანსები ერევა, მაგრამ ამის გარეშე პროგრესზე ფიქრი წარმოუდგენელია. დღეს ქართულ კლუბებს სახელმწიფოს დახმარება აძლევთ იმის საშუალებას, რომ ასეთი ტრანსფერები განახორციელონ. და თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზედმეტი ფუფუნებაა, მაშინ ნუღარ ვედრებით სხვებს, თუნდაც საშუალოზე საშუალოებს და გამოვიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში.

უზბეკეთი ვახსენეთ და, პირადად ჩემთვის გასაკვირი იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შოთა გრიგალაშვილმა კარიერის გაგრძელება უზბეკურ "ოლმალიკში" გადაწყვიტა. რომელ გუნდს აწყენდა დღეს გრიგალაშვილის დამატება? ასე მგონია: დღეს ჩვენს ჩემპიონატში ბევრი არაა მისი დარი ფეხბურთელი და საკითხავია, საერთოდ არის თუ არა. ვერავინ დამაჯერებს, რომ შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში გრიგალაშვილი უცხოეთში გატარებული არაერთი წლის შემდეგ არ დაფიქრდებოდა საქართველოში დაბრუნებაზე.

რამდენი ჩვენი ფეხბურთელი თამაშობს ლატვიაში, ლიტვაში, უკრაინისა თუ რუსეთის დაბალ ლიგებში? რამდენიმე დღის წინ ჩემი ერთი მეგობარი მიყვებოდა "ლოკომოტივის" ახალწვეულ ნოდარ ქავთარაძეზე. ძალიან კარგი ბიჭიაო, ამბობდა ის, კარგად იხსნებაო, ჩვენ რომ ვეღარ თუ აღარ ვთამაშობთ, ისეთ სწორ ფეხბურთს თამაშობსო, თან მაგრადაც დარბისო...

წამყვანი რუსული გუნდების სკოლაგამოვლილი ფეხბურთელები, რომლებიც საფეხბურთო ფორტუნამ ქვედა ლიგებში ჩააგდო და რომელთაც ჯერ კიდევ არ განელებიათ კარგი ფეხბურთის თამაშის სურვილი, ზედმეტნი რატომ უნდა იყვნენ ჩვენი გუნდებისთვის?

ყველაფერ ამას ფინანსები სჭირდება. რომ დათვალო და შეაჯამო, დღეს ჩვენს კლუბებს ფინანსურად არ უნდა უჭირდეთ. გასაგებია, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდს თუნდაც სიტყვიერად ბევრი უჩივის, მაგრამ ფული ადრე თუ გვიან მაინც მიდის დანიშნულების ადგილზე.

ჩვენი აზრით, პრობლემა ამ შემთხვევაში უფრო სხვა რამეშია. ჩვენი გუნდების მოზრდილი ნაწილი ყოველი ახალი სეზონის სტარტს ძველი დავალიანებით ხვდება. გასაგებია, რომ დავალიანებას გადახდა უნდა, მაგრამ არც ისე შეიძლება, რომ ეს პროცესი გაუთავებლად გაგრძელდეს.

ძალიან მიხარია, ჩვენს კლუბებში ამდენი დასაქმებული რომ არის, მაგრამ ამ დროს ერთი ძველი ქართული ანდაზაც მახსენდება, რომელიც გვასწავლის - საბანი იქამდე უნდა დაიფარო, სადამდეც გაგწვდებაო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ფეხბურთში უნდა მორჩეს საქმისადმი ისეთი მიდგომა, რომელიც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრებას გულისხმობს - "ეს ექვსი თვე გადავაგოროთ და მომავალ ექვს თვეში რაღაც იქნება" - ასეთი მიდგომით შორს რომ ვერ წავალთ, ამას ყველა ხვდება. არადა, ბევრი (და არა - ყველა) ჩვენი კლუბის ხელმძღვანელი ნამდვილად ასე ფიქრობს.

საქართველოს ჩემპიონატი ერთ და ორ დღეში ვერ გახდება თუნდაც საშუალო ევროპული დონის პირველობა, მაგრამ ფაქტია, საამისოდ ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ყველა თამაშის "ლაივში" გაშუქებით და თუნდაც კარგი შეფუთვით ფონს ვერ გავალთ.

ეს უკვე ის შემთხვევაა, როცა კენჭი ფეხბურთის ფედერაციის კი არა, ჩვენი კლუბების ხელმძღვანელთა ბოსტანში უნდა ვისროლოთ. გონივრულ სატრანსფერო პოლიტიკას, თუნდაც არცთუ განსაკუთრებული ფინანსური მდგომარეობის ფონზე, შეუძლია წარმატება მოიტანოს. ამის მაგალითი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში არაერთია. ასეთი გუნდების მოძიება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც შეიძლება.

ამის მკაფიო მაგალითი გახლავთ ფოთის "კოლხეთი". მე მისი ხელმძღვანელობიდან მხოლოდ ლაშა ჯაკობიას ვიცნობ. ფაქტია, ისინი ახერხებენ ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც თვითმყოფად ფეხბურთელებს აჩენს და გელა სანაიას ხელმძღვანელობით ასეთივე თვითმყოფად ფეხბურთს თამაშობს.

ფაქტია, ამ გუნდში ჩნდებიან ნორმალური ლეგიონერები, რომლებიც "ოქროს კოშკებს" სულაც არ ითხოვენ. ეს ჩვენი ჩემპიონატის გამოცოცხლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად მიგვაჩნია. უკრაინელი კოვტალიუკი, სენეგალელი დაფი და კენიელი ოტიენო ნორმალური ფეხბურთელები არიან და სულაც არ ჰგვანან "საგასტროლოდ" ჩამოსულ ლეგიონერებს, აქამდე არაერთი რომ გვინახავს.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის კენიის ნაკრების ფეხბურთელი ზედმეტია. სხვა თუ არაფერი, ის ხშირად ვარჯიშობს და თამაშობს ვიქტორ ვანიამასა და მაკდონალდ მარიგასთან ერთად. ეს კი უმნიშვნელო ფაქტორი სულაც არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
დააბრუნეტ კოლხეტი ფაზისზე
თენგო
ზესტაფონი აკლია ჩემპიონატს!
dave
როგორც ცნობილია კლუბები საბაზისო სახელმწიფო დაფიანნსებას ღებულობენ თანაბრად, და თუ როგორ გაანაწილებენ და მოახმარენ გუნდს ეს უკვე მმართველობის საქმეა და ამ საქმეს ცოდნა უნდა. თუნდა 10ჯერ მეტიდაფინანსება რომ გამოუყოს სახელმწიფომ კლუბს, ის მისთვის ყოველთვის ცოტა იქნება და იწუწუნებს. ყველას ძალიან გვინდა რომ ჩვენი გამორჩEული ფეხბურთელები და ამს დამატებული ძლიერი და სახელოვანი ლეგიონერები თამაშობდნენ ქართულ კლუბებში, მაგრამ ერთი უნდა გავიგოთ რომ სახლემწიფო ვერ დააბანდებს ათობით მილიონს თითოეულ კლუბში. ეს დაფინანსება რასაც აძლევენ არის ამ დროისთვის ის რესურსი რითაც შეუძლია მხარდაჭერა ხოლო დამატებითი სახსრები და სპონსორები მოიძიონ თვითონ კლუბის მმართველებმა, რასაც რამოდენიმე კლუბი თუნდაც არაუმაღლეს ლიგაში მშვენივრად ახერხებს და ეს ძალიან კარგია. სახლმწიფოსკენ ხელის გაშვერა ძალიან ადვილია და ასეთი ხალხი, ვისაც არ აკმაყოფილებს ეს მხარდაჭერა უნდა ჩამოშორდეს ქართულ ფეხბურთს !
Eric cantona
ცავატანემ,კოლხეთი ბათუმს ჯერ არ შეხვედრია ახალ ჩემპიონატში და წინათგრძნობა გაქვს ეგეთი ? თუმცა რაც უფრო ძლიერი გუნდები იქნება და მეტი დაძაბულობა ეს მხოლოდ წაადგება ჩემოპიონატს.
Jango
სანაიას გუნდმა ყველა კომპონენტში დაჩაგრა და გადათელა ბათუმის დინამო,რომელმაც სასწაულით მოუგო დილას გასვლაზე. კოლხეთი კიდევ გამოაჩენს კბილებს და ეშვებს!
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
შოთა და ტაშკენტის "ფახთაქორი"? არველაძე არ ჩქარობს...
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
ნოდარ ქავთარაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ნოდარ ქავთარაძე "მეზოკოვეშდის" ფეხბურთელი გახდა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ლეგიონის ანონსი: შედგება კაჭარავა VS მერებაშვილი?
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ნოდარ ქავთარაძე: "გაბალა" არაა ის გუნდი, რომელსაც "დინამო" ვერ მოუგებს
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს