ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]

რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" ხუთწლიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. რუმინელებთან კი ბოლოს 2010 წლის მერე არ წაგვეგო. ეს სერიაც შეწყდა. "ბორჯღალოსნებმა" წელვანდელი გათამაშების ბოლო მატჩში სტუმრად, ბუქარესტში რუმინეთის ეროვნულ გუნდთან 7:8 წააგეს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარი და "ანთიმოზ ივერიელის თასიც" მასპინძლებს დაუტოვეს.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ რუმინელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წლების განმავლობაში მუდმივი მარცხის შემდეგ "სტეჟარიმაც" გაიხარა. მერა რა, რომ რუმინელთა რიგებში ახალზელანდიელი, სამოელი, სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და ქართველი მორაგბე თამაშობდნენ. მათ ასპარეზობის უფლება ოფიციალურად ჰქონდათ. მთავარი ისაა, რომ აშკარად ჯანზე მყოფ რუმინელებს ვერაფერი დავუპირისპირეთ, განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში.

პირველ ტაიმს თითქოს არა უშავდა. ის მოვიგეთ კიდეც - 7:5, მაგრამ შერკინებაში რუმინელთა მიერ მოპოვებული უპირატესობა რომ კარგს არაფერს გვიქადდა, ცხადი იყო. ასე ჩვენი გუნდი სტატიკურ მდგომარებაში თამაშისას ახალი ზელანდიის ნაკრებსაც არ დაუჩაგრავს.

მასპინძელთა უპირატესობა ამ კომპონენტში თვალნათელი მას შემდეგ გახდა, რაც მე-4 წუთზე ფრთაზე გარემარბივით მორბენალმა მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ფეხი იტკინა და შესაცვლელი შეიქნა.

პირველ ნახევარში ჩვენი მორაგბეები ხელდახელ, თანამედროვე რაგბის თამაშს ცდილობდნენ და გამოსდიოდათ კიდეც. ერთი იყო, რომ ჩვენი პირველხაზელები მეტოქეს დინამიკურ თამაშში ვერ ჩაგრავდნენ, ხაზს იშვიათად ჭრიდნენ მიძალებისას. რუმინელები თავს თავგანწირვით იცავდნენ. სწორედ ამაზე ლაპარაკობდა თამაშის წინა დღეს მათი ერთ-ერთი მწვრთნელი მარიუს ტინკუ.

ლელო, რომელიც დასაწყისშივე მასპინძლებმა გაგვიტანეს, თითქმის კურიოზული იყო და ძალიან ჰგავდა ნოემბრის ტესტებზე იაპონიის ნაკრებთან გაშვებულ პირველ ლელოს.

"ბორჯღალოსნების" იერიშისას ბურთი წინ გადაგვივარდა. რუმინელთა ცხრა ნომერმა ფლორინ სურუჯუმ ბურთი ფეხით ჩვენს 22-მეტრიან ზონაში გადაკიდა. თავადვე მიჰყვა. საქართველოს ნაკრების ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი ბურთთან ყველაზე ახლოს იყო, მაგრამ მიწაზე დავარდნის შემდეგ ის მას თავზე გადაახტა და ხელში სურუჯუს ჩაუვარდა. რუმინელთა ცხრა ნომერი წაბორძიკდა, დაეცა, თუმცა მაინც შეძლო იქვე მიმყოლი ფულბეკისთვის, კატალინ ფერკუსთვის გადაცემა. ამ უკანასკნელს ხელს აღარავინ უშლიდა. რუმინელთა მგეზავმა და მთავარმა დამრტყმელმა ფლორინ ვლაიკუმ ვერ გარდასახა.

რუმინელებს კიდევ უფრო დაწინაურებაც შეეძლოთ. მოედნის ჩვენს ნახევარზე დანიშნულ შერკინებაში რუმინელებმა რამდენიკე მეტრით უკან დაგვახევინეს. ბოლოს წესიც დავარღვიეთ, მაგრამ ვლაიკუმ საჯარიმო ვერ გაიტანა.

იქამდე საჯარიმო კვირიკაშვილმაც ვერ გამოიყენა, რომელიც ასევე შერკინებაში თამაშისას მოვიპოვეთ. მერე, მალევე ჩვენმა ფულბეკმა ცენტრიდან არეკნითაც დაარტყა, მაგრამ კარის ძელებს შორის ბურთი ვერ გაატარა.

ლელო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გაიტანა, შესანიშნავი კომბინაციის შედეგი იყო. ჩვენმა მორაგბეებმა თერთმეტი ფაზა აკინძეს და მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს. ლელოში კი შუამარბმა მერაბ შარიქაძემ შეაღწია. კვირიკაშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან ზუსტად გარდასახა - 7:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

იხილეთ ვიდეო

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს დერეფანში ვაჯობეთ. ჩვენი ყველა აუტი მოვიგეთ და მასპინძლებს სამი ავართვით. ეს სურათი მეორე ტაიმში რატომღაც შეიცვალა. რუმინელებმა უკვე დერეფანშიც გვაჯობეს რამდენჯერმე. 52-ე წუთზე კი, მოლში თამაშისას დავჯარიმდით და ვლაიკუმ საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 8:7.

ამის მერე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის შანსი ერთხელაც არ მისცემიათ, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს გუნდზე. მართალია, სალელოვედ ვერც ერთხელ ვერ შევუტიეთ, რაშიც წვლილი "სტეჟარის" დაცვას მიუძღვის, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილს ორჯერ მიეცა შანსი, საჯარიმო დარტყმით დაეწინაურებინა "ბორჯღალოსნები".

სამწუხაროდ, ჩვენმა მთავარმა დამრტყმელმა და საუკეთესო მექულემ ორივე შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ უცნაური რამ მოხდა. ევროპული რაგბის მამებმა ყველაფერი აურიეს და "რაგბი ევროპის ჩემპიონად" საქართველოს ნაკრები გამოაცხადეს, ფარიც "ბორჯღალოსნებს" ოფიციალურად გადასცეს საზეიმო ვითარებაში.

იხილეთ ვიდეო

არადა, წესდების დებულების თანახმად, პირველ ადგილზე რუმინეთის ნაკრებია. ჩვენ და "სტეჟარიმ" თანაბარი, 19-19 ქულა დავაგროვეთ. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებულ გუნდს.

რუმინეთმა მოგვიგო და პირველიც ისაა.

წუთი წუთზე

მე-2 წთ: დაინიშნა პირველი აუტი ჩვენ სასარგებლოდ, რომელიც უპრობლემოდ მოვიგეთ.

მე-3 წთ: რუმინელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ფულბეკმა კატალინ ფერკუმ ლელოთი დაასრულა. ფლორინ ვლაიკუმ გარდასახვა ვერ გაიტანა.

მე-5 წთ: "ბორჯღალოსნების" მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

მე-8 წთ: დაინიშნა პირველი შერკინება ჩვენ სასარგებლოდ, რომელშიც მეტოქე დავჯაბნეთ და დავაჯარიმეთ.

მე-9 წთ: საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ვერ გაიტანა.

მე-10 წთ: კვირიკაშვილმა იქვე არეკნით სცადა კარის დალაშქვრა, მაგრამ არ გამოუვიდა.

27-ე წთ: რუმინელთა მგეზავმა ფლორინ ვლაიკუმ საჯარიმო ვერ გაიტანა.

37-ე წთ: საქართველოს ნაკრებმა ხელდახელ, მრავალფაზიანი კომბინაცია გაითამაშა. მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნა და ლელო შუამარბმა მერაბ შარიქაძემ გაიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:5.

52-ე წთ: ვლაიკუმ საჯარიმო გაიტანა - 8:7.

67-ე წთ: კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.

77-ე წთ: კვირიკაშვილმა 48 მეტრიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური

რუმინეთი-საქართველო 8:7

რუმინეთი (15-9) ფერკუ, შენანი, უმაგა, ფაკაოსილეა, დუმიტრუ, ვლაიკუ, სურუჯუ (კალაფეტეანუ 65). (1-8) ბადიუ (კაპატანა 67), ტურაშვილი (პრისტავიტა 65), ტარუსი (გორდასი 70), ფან ჰერდენი, ანტონესკუ, ლუკაჩი (პოპირლანი 70), გორჩიოაია, მაკოვეი (ლაზარი 73).

ლ: ფერკუ. ს: ვლაიკუ

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, თოდუა, კაჭარავა (კოშაძე 67), შარიქაძე, სვანიძე, ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 65). (1-8) ნარიაშვილი, ბრეგვაძე (ჟვანია 65), ბეკოშვილი (ტაბიძე 41), ნემსაძე (ლომიძე 9), მიქაუტაძე, თხილაიშვილი, გორგოძე (ცუცქურიძე 74), გორგაძე

ლ: შარიქაძე. გ: კვირიკაშვილი

მსაჯი: იან დევისი (უელსი).

სხვა მატჩები

ესპანეთი-ბელგია 30:0

რუსეთი-გერმანია 52:25

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. რუმინეთი 5 4 0 1 +44 19 3

2. საქართველო 5 4 0 1 +92 19 3

3. ესპანეთი 5 3 0 2 +37 13 1

4. რუსეთი 5 2 0 3 -10 9 1

5. გერმანია 5 2 0 3 -80 8 0

6. ბელგია 5 0 0 5 -83 2 2.

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• misha

ეხლა ყველაფერს რომ მელტონას აბრალებთ კვირიკაშვილმა 3ჯარიმა ვერ გაიტანა ლელოს ხაზზე რომ ბურთი წინ უვარდებათ რა მისი ბრალია. უბრალოდ საქართველოს ნაკრები ვერ დგას თავის დონეზე უნდა ჩამოიყვანონ გამოცდილი მწვრთნელები გუნდებში უცხოეთიდან და მოგვარდება ყველაფერი

• გზავნილი

შეგნებულად არ დავწერე ცხელ გულზე... მე იმ კატეგორიიდან ვარ, რომელიც იცავდა ნაკრებს და მწვრთნელს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გული გვატკინეს ყველას მაინც გუნდის გვერდით ვარ. მაგრამ არ შემიძლია არ გამოვთქვა გულისტკივილი მოთამაშეების მიერ თამაშის მიმართ დამოკიდებულებაზე. ჩვენ ბევჯერ დავმარცხებულვართ მაგრამ არასდროს მქონია ასეთი შეგრძნება... უფრო სწორად სიამაყის შეგრძნება მქონდა ყოველთვის, ყოველი თამაშის შემდეგ განურჩევლად შედეგისა... კვირას იყო გამონაკლისი! ეს იყო საკუთარი თავის, კვართის და გულშემატკივრის უპავტიცემულობა. სად წავიდა ის თავგანწირვა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა? მივესალმები ახალი თაობის გამოჩენას და გამოცდას ნაკრებში. გამოცდის არსი მდგომარეობს მის შედეგში ვიღაცა მას ჩააბარებს და ვიღაცა ვერა. ვფიქრობ თითქმის ყველამ ჩააბარა ეს გამოცდა. ახალებმა სწორედ ასეთ თამაშებში უნდა მიიღონ გამოცდილება აქ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ვეტერანებმა უნდა მისცენ მაგალითი თავდადების, ბძოლის და ომის... მაგრამ ვინმემ ეს დაინახეთ? არ ვიცი რა ხდება კულისებს მიღმა, მაგრამ ვფიქრობ რაღაც წესრიგში არ უნდა იყოს... თუ ვინმეს გული შეტკივა ნაკრებზე ან სათქმელი აქვს - იქნება ეს მწვრთნელი თუ რაგბისტი ახლავე უნდა თქვას, რათა არცერთი წუთი არ დაიკარგოს ჩვენი რაგბის განვითარების გზაზე. მოვითხოვ რომ კაპიტანმა და მწვრვთნელმა დაწვრილებით ისაუბრონ ასთი უსახური თამაშის მიზეზებზე. მწვრთნელის საკითხს რაც შეეხება ზაფხულის ტესტებამდე არაფერი იქნება და ზაფხულის მერე შედეგსაც და ხარისხსაც ერთად შევაფასებთ ყველა...

• mamulo

აქ ზოგიერთი წერს რომ წაგებას არა უშავს,თამაშებს ვავითარებტო.კონკრეტულად რომელ წლევანდელ თამაშში ჩანდა განვითარება.პიროიქით უკან მივდივართ.ვინც წლევანდელ გათამაშებაში ჰეიგის შეცდომებს ვერ ხედავთ,მას რაგბი არ ესმის და ვინც ხედავს, მათ გასაგონათ ვამბობ ,რომ ჰეიგმა ცჰემი აზრით,ამოწურა ნაკრებში თავი და დაკარგა მოტივაცია.მაღალკვალიფიციურ მწვრთნელის მონახვა იაპონიას არ გაუჭირდა და ჩვენც იქნებ მოვახერხოთ თუ ფული გვექნება.თავის დროზე ჰეიგის მოწვევიეს მიზეზი,მისი, $10 000 ზე თვეში დათანხმება იყო.უმაღლესი კატეგორის მწვრთნელი 10 ჯერ ძვირი ღირდა.

• giglia

ნათია, გენაცვალე, თავიდან გადაწყდა რო საქართველო გახდა გამარჯვებული, მაგრამ მერე კარგად დაფიქრდნენ, გათამაშების წესები გულდასმით გადაიკითხეს და შეცვალეს გადაწყვეტილება, რუმინეთი გამოცხადდა გამარჯვებულად. თუ კიდე შეიცვალა გადაწყვეტილება, შეგატყობინებთ.

• xval isev movigebT.

კარგით ეხლა, არ დაიწყოთ ტირილი, როგორც ყოველთვის და ყველაფერში. სპორტია. ხან მოიგებ, ხან წააგებ.

• WTF

მიუხედავად მარცხისა ჩვენს ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე რუმინეთს. ეს იყო რუმინეთის მაქსიმუმი რაც გვიჩვენეს. ამ სტილის რაგბს რასაც რუმინეთი თამაშობს ჩვენი ნაკრები 5წლის წინ თამაშობდა. აქ უფრო მწრთვნელის საკითხი დგას, დიდი მადლობა მას, მაგრამ ჩანს რომ საჭიროა სხვა ცოდნისა და გამოცდილების, სხვა უფრო მაღალი რანგის მწრთვნელი. ჰეიგი შეიძლება გამოვიყენოთ 20 წლიანებში.

• glaxuna

ინგლისმა -შოტლანდიას : 61-21-ე მოუგო და ამით შოტლანდია ჩამოსაწერია ?! წ ა გ ე ბ ა აუცილებელიც არის,მომავალი დიდი გამარჯვებებისათვის... და გ ა ი გ ე თ - მომავალი თაობა უნდა ჩ ა ე ნ ა ზ ვ ლ ო თ ბიჭებს,თორე დ ა ბ ე რ დ ა გუნდი და ეს ჩვეულებრივ პრობლემებით ხდება ხოლმე. ეს წაგება,თან ასეთი ანგარიშით ს ა ს ა რ გ ე ბ ლ ო ც იქნება ქართული რაგბისათვის...გაცილებით მობილიზებული,ორგანიზებული და გააზრებული და პასუხისმგებლობით იქნება ნაკრები მომავალი თამაშებისათვის. რაც შეეხება მელიტონს- მასზე ,,მაღალი დონის,, სპეციალისტები ჯერ მოგვახსენეთ და მერე ისიც, რ ა ს იზამს ?! იმ დროს როცა ქართული რაგბის - ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ ი დასავლეთის,კერძოთ საფრანგეთის უ დ ი დ ე ს ი მხადაჭერით არსებობს და იქ თამაშობს ძირითადი ლიდერები,თორე ეროვნული ჩემპიონატი სამწუხაროთ როგორც ფიზ მომზადებით,ფინანსურად,ტექნიკურად...რუმინეთის კი არა,რუსეთისაც ჩამორჩება მგონი და ასე რ ა უნდა გააკეთოს ?! ნაკრების ეს დონე არსებული ვითარებით - მაქსიმუმია! ვ ე რ ა ნ ა ი რ ი ,,მაღალი დონის სპეციალისტი,, მეტს შედეგს - ვ ე რ დადებს! ამ ეტაპზე ს ა ს ი ც ო ც ხ ლ ო დ საჭიროა- ევროპულ საკლუპო ტურნირებში ჩაებას საქართველოს 2-3 კლუბი მაინც,რომ... და ბოლოს-უაზრო და ულოკოგიკო კრიტიკა კი არა,რაღაც გაუგებარი ცინიზმი,სიძულვილი და აგრესია რ ა ტ ო მ არის,მაგრად გ ა უ გ ე ბ ა რ ი ა ?! შეიძლება რაღაც ძალას ზედმეტი პ ი რ ა დ ი ამბიციები გააჩნია (ნიჯარაძის მიმართ არჩევნებზე ულოგიკო ვითარება რომ იყო,ესეც გვახსოვს!) ეეჰ,ქ ო ც ო ბ ა თუ შემოვიდა რაგბშიც-ანუ უპასუხისმგებლობა,არაპროფესიონალიზმი,ნეპოტიზმი...მერე ქართული რაგბი-ც საერთოდ ჩაილურის წყალს დალევს, მაგრამ ვიმედოვნოთ ასეთი ვითარება არ დადგება!

• irakli-s

ირაკლი რომ მოგვეგო (მეკოს ბოლო ჯარიმა - ყველაზე რთული გაეტანა) თუ იგივე თამაში იქნებოდა, არაფერი შეიცვლებოდა - იგივე კომენტარები გვექნებოდა, თამაშის ხარისხი იყო დაბალი და გაუგებარი საერთოდ რას ვთამაშობდით, 22-იანში რამდენჯერ შევედით მეორე ტაიმში და თუნდაც თამაშში აბა გაიხსენე

• irakli81

შეიძლება თამაშის ხარისხი ამ გათამაშებაში მთლიანობაში უკეთეს რომ ისურვებდი ისეთი იყო, მაგრამ ეპიზოდურად კარგად ვბურთაობდით და ლელოების უმეტესობა საკმად სანახაობრივი გამოვიდა ადრე კი პირიქით იყო სულ ჯაჯგურში და ზედახორაში გადიოდა ლელოების უმეტესობა. ასევე იმედის მომცემად გამოიყურებოდნენ ახალგაზრდები. მიუხედავად მარცხისა დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია. ამ თამაშში არ გვყავდა მჭედლიძე, ჩილაჩავა, ფეიქრიშვილი,ქუბრიაშვილი,ჩხეიძე,ნემსაძე კი დასაწყისში დაიმტვრა. კარგია რომ ახალგაზრდებს შანსი ეძლევათ. საქმე არც ისე ცუდადაა როგორც ცხელ გულზე ჩანს.

• ირაკლი-s

მართალი ხარ გეთანხმები, რუმინეთი რატომ გგონიათ სადაც მოგინდება იქ რომ მოუგებ ვერ ვხვდები, 6 ერობის კანდიდატი საქართველოსთან ერთად რუმინეთიცაა, ძალიან ცუდათ უყურებთ ამ გუნდს, გადახედეთ სტატისტიკას ურთიერთშეხვედრებისას

• ირაკლი

ნუ გამოხვედით ყველანი რაგბის პროფესორები. აბა რა გინდათ, სულ ხომ არ მოვიგებთ? წავაგეთ ღირსეულ გუნდთან გასვლაზე. თანაც როგორ? 8-7. რა გადაგვიარეს და მიწასთან გაგვასწორეს? საკმარისია ერთი ჯარიმა გაეტანა კვირიკაშვილს, რომ ახლა სხვანაირად იჭიკჭიკებდით. ქებით ცაში აიყვანდით ბიჭებს. ნუ დაგავიწყდებათ რა ტრადიციები აქვთ რუმინელებს. ამ გუნდს 7 წელი მუდმივად ვუგებდით და ეხლა ერთი რის ვაი ვაგლახით მოგვიგეს. შეგვხვდებიან მომავალში და კიდევაც მოვუგებთ. თაობა იცვლება. გუნდი ცდილობს პროგრესს. წინ იყურება. ხელით თამაშს ამუღამებენ. აბა სად უნდა ისწავლობ ხელით თამაში, სამზარეულოში?

• temuri

იმდენად არ სჯეროდათ რუმინელებს გამარჯვების, რომ თასი ჩვენ გადმოგვცეს :))))

• giorgi

რავიცი მეგონა ისე ვიყავით 6 ერისთვის მზად, რომ რუმინეთის ნაირ გუნდებს ცალი ხელით მოვუგებდით, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო 3 თამაშის ხარისხიდან გამომდინარე გამოჩნდა, რომ არ ვყოფილვართ ჯერ მზად 6 ერის ჩემპიონატის კარის შესაღებად. დასახვეწი გვაქვს თამაშის ხარისხი და კლასი.

• gio

მიაქციეთ რაგბს ყურადღება უფრო მეტი და მეტი დაფინანსდნენ ქართული კლუბები, რომ ბიჭებმა საერთაშორისო ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა და აიმაღლონ კლასი, მხოლოდ ტრიბუნებიდან ტაშის დაკვრა არ არის საკმარისი ქართული რაგბის დასახმარებლად, კომენტატორმა გამოაცხადა გერმანიასთან თამაშის დროს თუ რამხელა კოლუსარული თანხა ხმარდება გერმანიის რაგბის განვითარებას და შედეგიც არ დააყოვლნებს და მალე სერიოზულ გუნდათ ჩამოყალიბდება, ასე რომ ჩვენც უნდა ვეცადოთ მეტი დაფინანსება და ხელი შევუწყოთ. ძალიან ბევრი ბავშია საქართველოში რომლებსაც არ გააჩნიათ სახსრები რომ უბრალოდ იარონ რაგბზე! ჯურნალისტებსაც ეხება, განსაკუთრებით ტელე ჯურნალისტებს მეტი დრო და გადაცემა დაუთმეთ ტელევიზიით ქართულ რაგბს!

• ნათია

გამაგებინეთ საბოლოოდ, ვინ გახდა რაგბი ევროპის გამარჯვებული.

• irakli81-ს

ირაკლი 100 პროცენტიანი ხარ მეც ეგრე ვფიქრობ და მოტივაცია რუმინელებს უფრო ჰქონდათ ვიდრე ჩვენ,დარწმუნებული ვარ უფრო სერიოზული თემა რომ ყოფილიყო ვიდრერ ეს ფარი და ერთა თასის მოგება ჩვენები გაანადგურებდნენ რუმინელებს

• გუსანი

ესპანეთთან და რუსეთთან გამოჩნდა, რომ ნაკრებს წინსვლა და მოტივაცია აღარ ქონდა. უწყინარ სიტვაციებში ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. მეგონა რუმინეთთან ცოტა მობილიზირებული გავიდოდნენ...... საწყენია-ჩვენ ადგილზე დავრჩით. ბოლო თამაშებია პოზიტივი არ ჩანს,( ახალგაზრდების გარდა) შეცდომებს კი ვუმატეთ.

• aburjga

სამწუხარო ამბავი მოხდა. არ მინდა ასე იყოს, მაგრამ დაიწყო რაგბში საქართველოს ნაკრების დასუსტების პროცესი (არამც და არამც ქართული რაგბი არ სუსტება, ლაპარაკია მხოლოდ მორაგბეებზე). ახლა უფრო რესურსებიანი ქვეყნები შემოგვიტევენ გერმანია, ესპანეთი,... შეუძლებელია ამ პროცესისათვის თვალის არიდება.

• vova

საქართველოს ნაკრები თვალს და ხელს შუა დაჟანგდა

• რეზო

irakli81 20 მარტი 2017 11:50 გაუმართლა რუმინეთს დასაწყისში, თორემ მაინც ვერ მოიგებდა. ჩვენები კიდე დაამუღამებენ შეტევას და თუ ორზე მეტი თამაში ვერ მოვიგეთ მსოფლიოზე, უკეთესი და უფრო დამაჯერებელი თამშით ხომ მოივგებთ და სამომავლოდ კიდევ მეტის საფუძველს შექმნის ეს მუშაობა. წარმატება ბიჭებს. ექსპერიმენტსაც კაი ვაჟკაცობა უნდა.

• vova

6 ერის ისტერიკით დაავადებულიები სად ხართ?!

• asea es!

რუმინეთმა კი არ მოიგო,ჩვენ წავაგეთ!!

• Jei

Ara vart, 6 eris girsi da es dadaturda kidevac.darwmunebuli italiac mogvigebs.tipuri erta, tasis gundi vart.amitomacaa 1 donis yvea gundi gvanadgurbs.

• euhhh

dasanani marcxia,magram es da yvelaperi xdeba.sajarimos ! linaragvyavs samwuxarod,9 qula davkarget da ert tamashshi amdeni sajarimosver gamoyeneba ; shnavs rom paqtiurad aragvyavs jarimis shemsrulebeli

• roca..

როცა მთელ მეორე ტაიმში რუმინეთის დონის გუნდს 1 ქულასაც ვერ აართმევ, ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ, ამ მსოფლიო რაგბის მამების პირობებში დიდი დასკვეხნი ვერ გვაქვს. მაგრამ ვფიქრობ კარგია, რომ რუმინეთმა ღრუბლებიდან მიწაძე დაგვიშვა და სარკეში ჩაგვახედა. ასე კიდევ უფრო მოვინდომებთ მომავლში.

• j

რა იყოთ რა მოგივიდათ ყურები რატომ ჩამოუშვით და რაც მთავარია აგრესიულები რატომ გახდით ბიჭების და მელიტონას მიმართ...2010 წლის შემდეგ პირველად დავთმეთ ტიტული და ბოლო 7 წელიწადში სულაც მე2 თამაში წავაგე...თუ გვინდა გაახალგაზრდავება და წინსვლა აუცილებლად იქნება მტკივნეული ნაწილიც,რაც მთვარია აშკარად ვსწავლობთ ხელით თამაშს,უკანა ხაზი პროგრესირებს და ნელნელა მივალთ იმ მიზნამდე რომელიც დავისახეთ...ერთა თასი სულაც 30ჯერ რომ მოვიგოთ ზედიზედ 6 ერში მაინც არავინ მიგვიღებს,ჯობია თამაში განვავითაროთ და მას მრავალფეროვანი სახე მივცეთ...წინ მივიწევთ,თამაშის ახალ ასპექტებს ვავითარებთ და წინ აუცილებლად იქნება ეკალ-ბარდებით მოფენილი გზა გაითვალისწინეთ...

• Bene

ჩვენებში ცეცხლი არ ჩანდა, რასაც მიუჩველველნი ვართ მათგან. გუნდის განწყობას, დისციპლინაზე და ფსიქოლოგიურ მომზადებაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელთა შტაბმა ნამდვილად უნდა აიღოს და ეს უფრო დიდი ჩავარდნაა მათი მხრიდან, ვიდრე ის, რომ თამაშის მიმდინარეობისას ვერაფრის შეცვლა ვერ შეძლეს.. თუმცა აქაც, მალაღურაძის გამოშვება მძიმე რუმინელებთან უფრო მიზანშეწონილი იქნებოტა, მით უმეტეს, რომ მეორე დარმტყმელიც გვეყოლებოდა, რომელსაც ეგებ ფეხით თამაში გამოასწორებინა, რადგან გუშინ ვასოს ორ კარგ დაარტყმულს თუ არ ჩავთვლით, ფეხით ტაქტიკური თამაში ფაქტიურად იყო ნოლი. ისე სასარგებლო გაკვეთილია, და კარგი გუნდები შეცდომებზე სწავლობენ..

• mamulo

"ჭირის დამალვამ" და "არაფერი მომხდარა"-ს პრინციპმა დაღუპა ქაერთული ფეხბურთი და რაგბშიც ასე რომ არ დაგვემართოს, ახლავე უნდა ჩამოვკრათ განგაშის ზარები. ვკითხოთ ჰეიგს თუ რა და რატომ მოხდა?რატომ არ ჰყავდა გუნდში წაყვანილი ნემსაძის შემცვლელი. და რატომ თამაშობდა ასე სუსტად მთელი ჩემპიონატის მანძილზე საქართველოს ნაკრები.რატომ არ ჩანდა მჭვრთნელის ხელი ამთამაშებში? მე მგონი ჰეიგმა მოტივაცია დაკარგა და უფრო კვალიფიცირებული მწვრთნელის მოძებნაა საჭირო.

• beeq777

გუშინ რუმინეთმა თავისი მაქსიმუმი აჩვენა ჩვენ კი გაცილებით მეტი შეგვიძლია. არვიცი ვისთვის როგორ მაგრამ ჩემთვის ეს დიდი პოზიტივია.

• D'agostino

უფრო სწორი იქნება საქართველომ იბრძოლა რუმინეთმა კი იომა ფიზიკურად რომ ავიღოთ რუმინელები ჩვენებს ინდივიდუალურად არაფრით ჩამოუვარდებიან მეტიც ზოგზე გაცილებით ჯანიანებიც იყვნენ და ზალით და ჯაჯგურით ერთიანობაში გვაჯობეს თორემ შეტევაში მათაც ძალიან უჭირდათ ლელოს დადება

• irakli81

ეჰ, რაგბი ჩვენი თამაში რო გვეგონა, თურმე რუმინელებისაც ყოფილა. :D ისე ტრაგედია არ უნდა შევქმნათ ამ წაგებით ხანდახან იტალიაც უგებს ირლანდიას და საფრანგეთს და რა გასაკვირია თაობათა ცვლის პროცესშო მყოფმა საქართველომ სტუმრად, რომ წააგოს ძალიან მოტივირებულ რუმინეთთან. ეგეთი მოტივირებული ჩვენ ალბათ იტალიასთან ვიქნებოდით. ისე კი დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს თბილისში რუმინელებს დამაჯერებლად მოვუგებთ.

• zoro.

-რუმინეთმა იბრძოლა, საქართველომ ....

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ

მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ

"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

სავსე ტრიბუნების დროა!

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

რაგბი ევროპის ახალი ფორმატი

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს

"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს