ფაქტია, უკეთესობის ნაცვლად უარესობა მივიღეთ და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?
პირადად მე ამ თემის წამოწევა ცოტა ნაადრევად მეჩვენება, მაგრამ ერთია, რას ფიქრობს ჟურნალისტი და მეორე - რას ფიქრობს ხალხი? სადაც დღეს ქართულ ფეხბურთზე მსჯელობაა, იქ ამ საკითხსაც განიხილავენ და ჩვენც ვერ ავუვლით გვერდს.

რას ვიზამთ, ქართულ ფეხბურთში დღეს არსებული მილიონი პრობლემის მიუხედავად, ჩვენს ფეხბურთში ყველაზე მთავარი და მტკივნეული თემა ეროვნული ნაკრებია. ეს ასე იყო სულ და ასე იქნება მანამ, სანამ ფეხბურთს ვითამაშებთ.

სულაც არ მგონია, რომ საქართველოს ნაკრების უპირველესი პრობლემა მთავარი მწვრთნელია. თავი დავანებოთ ჩვენი ჭირის სიღრმისეულ განხილვას. ვთქვათ, რა ხდება დღეს... თუნდაც ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში? ეს უმნიშვნელოვანესი თემაა. უბრალოდ, ერთ წერილში ვერ ჩაეტევა.

თავი დავანებოთ იმასაც, რა მდგომარეობა გვაქვს კლუბებში. არადა, ეს პირდაპირ აისახება ნაკრების თამაშზე. გნებავთ, უშუალოდ საქართველოს ნაკრებში არსებულ ვითარებაზე ვთქვათ და ამ ვითარებაშიც ძალიან ბევრია ისეთი კომპონენტი, ვლადიმირ ვაისის სასარგებლოდ რომ მეტყველებს.

ავიღოთ თუნდაც ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ ან სულაც სტატისტის როლში არიან დაბალი დონის ევროპულ ან პოსტსაბჭოთა კლუბებში.

ან ის, რომ საქართველოს ნაკრები ჯერაც ვერ იქცა პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდად.

ისიც, რომ ვაისს ძალიან ხშირად უწევს უთამაშებელი ფეხბურთელების დაყენება ძირითად შემადგენლობაში. თუმცა მედალს ამ შემთხვევაში მეორე მხარეც აქვს.

არ ვიცი, ბევრი დამეთანხმება თუ არა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: ფეხბურთელების როგორი დეფიციტიც უნდა იყოს დღეს საქართველოში, ნაკრებში მოსვლის დღიდან ვაისს წესად უნდა შემოეღო, რომ უთამაშებელი ფეხბურთელი არ გამოეძახებინა.

სლოვაკმა სპეციალისტმა უფრო იოლი გზით სიარული არჩია და ამან ის რამდენჯერმე დააღალატა. ასე იყო თუნდაც სერბეთის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის ცალკეული ფეხბურთელების მიერ დაშვებული შეცდომების გამო მათი დისკრედიტაცია...

ღმერთმა დაგვიფაროს, მარცხის მთელი სიმძიმე ვაკო ყაზაიშვილს, ოთარ კაკაბაძეს ან რომელიმე სხვა ფეხბურთელს ავკიდოთ... დღეს იგებს და აგებს მთელი გუნდი! უბრალოდ, ჩემი აზრით, ცოტა მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა ზურგს უკან ვაკოს, შეიძლება სულ სხვანაირად გადაეწყვიტა ის ეპიზოდი და, საერთოდაც, ბევრად უკეთესი მატჩი ჩაეტარებინა.

მე არ მესმის, რა უნდა ფლანგზე ჯანო ანანიძეს? არ მესმის თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელ ფეხბურთში ჯანოს კომპლექციის მოთამაშეები ფლანგზე არ თამაშობენ. იქ მისი საუკეთესო თვისებები იკარგება.

არ მესმის, რა საჭირო იყო ახალი ველოსიპედის გამოგონება, როცა საქართველოს ნაკრების წინა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ჯანოს უპოვა პოზიცია, რომელიც საუკეთესო იყო მისთვის. ვგულისხმობთ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას. ცხადაძის დროს ანანიძე ნაკრებში დაახლოებით იმ ფუნქციას ასრულებდა, რასაც "რეალში" ასრულებს ლუკა მოდრიჩი.

ცხოვრებასა და ფეხბურთში ერთმნიშვნელოვანი ბევრი არაფერია. ყველაფერს უხდება კამათი და სჯა-ბაასი. ასეა ჩვენი ნაკრების მწვრთნელის საკითხიც, ვაისის გასამართლებლად და საწინააღმდეგოდ ზემოთ რამდენიმე არგუმენტი მოვიყვანეთ.

აქვე დავწეროთ იმაზე, რაც ვაისის მოღვაწეობის ჟამს ხელისგულზე დევს, რომ:

საქართველოს ნაკრები, დიდწილად, ჩამოყალიბდა ერთი ტაიმის გუნდად... მწვრთნელი ხშირად აგვიანებს შეცვლებს, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში ეფექტურად ვერ იყენებს მათ...

ჩემი აზრით, ვაისი არ არის ისეთი ძლიერი მოტივატორი, როგორიც იყო კახა ცხადაძე. ეს იმაში ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებს უჭირს მთელი მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება. ის მხოლოდ თამაშის კონკრეტულ მონაკვეთს ატარებს მაღალ დონეზე. ცხადაძის დროს იყო ორი გამონაკლისი, პოლონეთთან და ესტონეთთან მატჩები, მაგრამ იყო საპირისპიროს დამადასტურებელი შეხვედრები...

ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია: საქართველოს ნაკრებს არ აქვს ცივი სისხლი და თუ მან ერთ წამს მაინც დაკარგა კონცენტრაცია, ყველაფერს ჰგავს, ფეხბურთის გუნდის გარდა.

უელსთან მატჩს თუ არ ჩავთვლით, ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ყველა შეხვედრაში დაგვემართა ის, რაც ზემოთ დავწერეთ...

რკინის არგუმენტი მათთვის, ვინც ვაისის წასვლას ემხრობა: საქართველოს ნაკრებს მის ხელში არ მოუგია არც ერთი ოფიციალური შეხვედრა, აქვს მხოლოდ 2 ქულა და პრაქტიკული თვალსაზრისით, "დასრულებული" აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

რა თქმა უნდა, წონადი არგუმენტია ის, რისი მოშველიებაც ბოლო დროს ვაისმა დაიწყო - საქართველოს არ ჰყავს ბევრი კლასიანი ფეხბურთელი, მაგრამ ვეჭვობ, ფარერებს და აზერბაიჯანს ჩვენზე უკეთესი მოთამაშეები ჰყავდეთ. არადა, განსაკუთრებით აზერბაიჯანის ნაკრების სატურნირო მდგომარეობას, ჩვენთან შედარებით, მართლაც რომ "სახარბიელო" ეთქმის.

რაც ფეხბურთი არსებობს, მთავარი ყოველთვის შედეგია. ჩვენ კი სასტიკი რეალობის წინაშე ვდგავართ - თანამედროვე მაჩვენებლით დაახლოებით იმ ადგილას ვართ, ლიხტენშტაინი და ანდორა რომ არიან. ჰოდა, ასეთ შემთხვევაში, სხვებთან ერთად პასუხისმგებლობას ვერც ვაისი გაექცევა, რადგან, როცა მწვრთნელი თანხმდება შეთავაზებულ სამუშაოს, ის ავტომატურად ხდება პასუხისმგებელი შედეგზე.

არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოხდა საქართველოს ნაკრების წინა მწვრთნელის ჩანაცვლება ახლით. დღესაც ჩემს აზრზე ვრჩები: მაშინ ამ ქირურგიული ჩარევის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა.

საკითხავია ისიც, გაკეთდა თუ არა ეკონომია ვაისის ნაკრებში დანიშვნით და რომც გაკეთებულიყო, თანხის დაზოგვის დაწყება ეროვნული ნაკრებიდან მაშინ, როცა ჩვენს საკლუბო ფეხბურთს, სახელმწიფოს ყურადღებით აწ უკვე განებივრებულს, მაინც ბევრი "მღრღნელი" ხრავს შიგნიდან, აშკარად გაუმართლებლად მიმაჩნია.

ყველა ფორმაციის ფედერაციას უნდა ახსოვდეს: საკლუბო დონეზე რომელმა გუნდმა რა ტიტულიც უნდა მოიგოს, ამა თუ იმ ქვეყნის საფეხბურთო რაობის განმსაზღვრელად ყოველთვის დარჩება ეროვნული ნაკრები და ის ნებისმიერი ფედერაციის მუშაობაში არის ყველაზე პრიორიტეტული.

ქართულ კლუბებს ევროპული ტიტულების მომგების ჯერ არაფერი ეტყობათ. ისიც ფაქტია, ცხადაძის გაშვებით და ვაისის დანიშვნით ფედერაციამ დიდზე დიდი პასუხსმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. ოდნავი უკეთესობა რომ მაინც იყოს, ხმას ვინ ოხერი გაიღებდა, მაგრამ...

თავის დროზე ცხადაძის გათავისუფლება ერთი არგუმენტითაც შეიფუთა - თუ საკუთარი თავის იმედი ჰქონდა, დათანხმებულიყო ბონუს-სისტემასო. იმ კაცმა საქართველოს ნაკრებში მოსვლისთანავე თქვა, ეს ციკლი ჩამთავრდება და მომავალ შესარჩევში, სულ მცირე, მესამე ადგილის დაკავება მექნება მიზნად, ნებისმიერ სხვა შედეგს წარუმატებლობად ჩავთვლიო...

თქმით, ეს ნამდვილად ითქვა. რა თქმა უნდა, ძნელია იმის მტკიცება, შეძლებდა თუ არა ცხადაძე ამ ამოცანის შესრულებას ძალიან თანაბარ და, ჩემი აზრით, ძალიან ძლიერ ჯგუფში, სადაც ჩარჩენის დიდი შანსი აქვს ევროპის ბოლო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსს, მაგრამ ფაქტია, რომ მიზანი დაისახა და ცხადაძეს, როგორც მინიმუმ, თამასა არ დაუშვია.

ძალიან მინდა, ვცდებოდე, მაგრამ ისე ჩანს, რომ საქართველოს ნაკრები მიმდინარე შესარჩევ ციკლში ვერაფრით შესწვდება თუნდაც მესამე ადგილს. ეს კი არა, მეშინია, ემანდ, მოლდოვამაც არ გაგვისწროს.

ფაქტია, უკეთესობის ნაცვლად უარესობა მივიღეთ.

...და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ვაისმა მუსაობა უნდა გააგრძელოს,მწვრთნელის შეცვლა ახლა არაფრის მომტანი იქნება,ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში შრომა უნდა გააგრძელონ და ნაკრებში მომზადებულები უნდა ჩამოდიოდნენ.სერბეთი კი ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები მგონია.
გიორგი ვარშავიდან
მეც ასე მგონია უნდა ვაცალოთ ვაისს, მწვრთნელების ასე ხშირი შეცვლები არაფერ კარგს არ მოუტანს ნაკრებს , სერბეთის მერე აღარ მინდოდა ყურება ლატვიასთან თამაშის, მაგრამ მაინც ვუყურე, კარგია, ცუდია, ჩვენი გუნდია რა ვქნათ რა.
ნიკო
შემი აზრით კობიაშვილი უნდა გადადგეს და ცხადაძე დაბრუნდეს ექსპერიმენტების დრო ერთხელ დასამუდამოდ უნდა დამთავრდესთუ გვინდა რაიმე გვეშველოს თუ არადა შევეგუოთ ასეთ მდგომარეობას,
ქართველი
უნდა ვაცალოთ ვაისს. კარგად მუშაობს.
ნინო
ყოველთვისმიყვარდა ფეხბურთი,ოქროს დინამოს თაობა ვარ,ჩემ შვილიშვილსაც უყვარს,მაგრამ რა უნდა ეშველოს ჩვენ ფეხბურთს,როდესაც ბავშვებს ,,ელიტ რაუნდის'' ტურნირზე რომ მიიღონ მონაწილეობა 100 ლარს სთხოვენ,ბავშვთა ფეხბურთი უფასო უნდა იყოს და ეძებდნენ ნიჭიერებს და ხელს უწყობდნენ
giorgi
წავიდეს კობიაშვილი პარლამენტიდან. ეს ხალხის დაცინვაა.
smouk
საქართველოში რომ ყველგან პოლიტიკაა ნებისმიერ დარგში და ფეხბურთშიც რა თქმა უნდა ნათელია,სულ რომ მსოლიოზე გაეყვანა მწვრთნელს ნაკრები და ნაციონალი ყოფილიყო მიზეზს იმასაც მოუდებდნენ და გაუშვებდნენ,ცხადაძის გაშვება ზუსტადაც რომ პოლიტიკური მიზეზებით იყო!!!
საქართველოს ქომაგი
ცხადაძეზე მეც გული მწყდება და ვფიქრობ ფედერაციამ შეცდომა დაუშვა, იქით სამინისტროც გაჯიტდა და ...... რაც შეეხება ვაისს ვფიქრობ უნდა გააგრძელოს მუშაობა და შედეგს აუცულებლად დადებს. დანრჩენილი მატჩები იძლევა მშვენიერ შანს, რომ ვაისმა გუნდი შეათამაშოს და ჩამოაყალიბოს მებრძოლ ნაკრებად. სტატიის ავტორს ჯანოს პოზიციაზე ვეთანხმები. ჩვენ ქომაგებს კი უკეთესეი მომვლის იმედი. ძალიან კი გაიჭიმა ჩვენი იმედები მაგრამ მაინც )))
ქომაგი
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის კობიაშვილი და ხეჩიკაშვილი! რა უნდოდათ ცხადაძისგან? კაცს ჰქონდა გარკვეული შედეგები, თუნდაც თამაშის ხარისხის მხრივ და მოტივაციის მხრივ. მაგრამ, სომხურად, ფულის დაზოგვის ამბავში ჩაანაცვლეს ვაისით, ვითომ საბუნესე სისტემაზე შესვეს ნაკრების თავკაცობა.ძუნწი მეტს იხდისო ამათზეა ნათქვამი, თორემ ცხადაძე ამაზე ბევრად კარგ შედეგს დადებდა.მინიმუმ, მოუგებდა მოლდოვას და ფრეს ითამაშებდა სერბეთთან, ამაში დარწმუნებული ვარ! ვაისი აგვიანებს მაღტლა ცვლილებებს და ერთი ტაიმის გუნდია ნაკრები. ყველა შემთხვევაში წარმატებები ნაკრებს.
butxa
უნდა ვაცადოთ რა ამ კაცს.ეს კაცი \თუ წავიდა ასე მგონია 20 რასაც ეხლა ვთამაშობთ ისიც არ გვეGირსება და ისევ თავიდან მოგვიცევს დაწყება ყველაპრის
რვ
რამოდენიმე დრო ადამიანს ფულს რომ უხდი და გაუშვებ პლუს დანამატით მერე ახალს მოიყვან და ისიც წასვლის პალასაზე რომ არის.ვერ ხვდებით რომ ამდენი ცვლა მხოლოდ ფულის ყრაა. სესხი რეფინანსირებას რომ აკეთებ და აწ გადახდილ ძირზე და პროცენტზე რომ არ ფიქრობ, ძველი სესხის დაფარვის საკომისიო რომ გაქვს და ახალი სესხის დამტკიცების საკომისიო ხო უნდა მიხვდე ჯობია ცოტა ხნით მაინც ძველი სესხის ხდა განაგრძო
bingo
ხალხო რით იზომება მწვრთნელი? შედეგი მოგწონთ?
Obieqturi
Aმდენი წელია ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით წინსვლა არ არის! ავიყვანოთ 15 საუკეთესო ბავშვი მთელი საქართველოდან(15-16 წლისანი),შევკეტოთ მოედანზე,ვიმუშაოთ კომბინაციებზე,ფიზიკაზე,ტაქტიკებზე,პრესIნგევზე რავი ყველაფერზე რაც ფეხბურთელს მოეთხოვება და მწვრთნელს სურს და 5 წელიწადში რაღაც იქნება
grisho
ვაისმა ათამაშა ყველაზე კარგი ფეხბურთი, რაც კი 20 წელია მიყურებია.. ადრე მოედანზე 11 კაციდან მაქსიმუმ 3-4 თამაშობდა მთელი მონდომებით ან საერთოდ არავინ.. ახლა 8-9 კაცი თამაშობს რაც შეუძლია..
temo
მემგონი კარგი თაობაც მოდის და კარგი მწვრთნელია წინსვლა შეიმჩნევა მემგონი ვაისმაც რაღაც გასაღებიც მოუძებნა ეხლა მაგის გაშვება მაგარი შეცდომა იქნება
aburjga
ფედერაციამ კი არა ცხადაძემ დაიწყო ცუდად და დაამთავრა ცუდად! ჯერ ბლეფი, რამდენიმე თვე უხელფასოდ ვმუშაობო, შემდეგ აღმოჩნდა რომ ხელფასზე აღმატებული თანხა კრედიტის სახით მიიღო. საბოლოოდ უზარმაზარი ჰონორარის მოთხოვნა და უარი სულ მცირე პასუხისმგებლობაზეც კი! სკლეროზი გაქვთ?
aburjga
არ ველოდი თუ საქართველოს ნაკრებს უცხოელი ვაისი ასეთ ნაღდ ყიფოს ფეხბერთს ათამაშებდა! ტიკ ტაკი კი არა, ბურთის დამუშავება 2-3 წამი თავდასხმის პოზიციური გადაწყობა, დიაგონალური გადაცემები, ქართული ფეხბურთი!
otari
ვაისმა დიდი სამუშაო გასწია და მისი გაშვება სრული იმბეცილობა იქნება, - შედეგი მასე ქეცბაიას დროს უფრო იყო ნაკრები დაცვაში იჯდა და რამდენმატჩიანი წაუბებელი სერია ქონდა, მაგრამ მასეთი თამაშის ხარისხით პერსპექტივა იყო 0 ახლა კი თამაშის ხარისხი იზრდება და უბრალოდ ცოტა დრო უნდა რომ შედეგებიც ადექვატური მოვიდეს. -
aburjga
აქ ვინც ცხადაძის ნოსტალგიით რაღაცას პოსტავთ ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, კობიაშვილისა და ახალი ფედერეციის სასტავისაგან ხართ განაწყენებულნი!
Alex.F.
მიუხედავად იმისა,რომ თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავი ცხადაძის გაშვების(მით უმეტეს იმ ფორმით როგორითაც ის გაუშვეს),ეს უკვე წარსულია.კი ბატონო ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ცალსახად არიან პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე და იმედია არ გაექცევიან თავიანთ წილ პასუხისმგებლობას.რაც შეეხება ვაისს იგი აუცილებლად უნდა დარჩეს და განაგრძოს მუშაობა.აქვე მინდა ვთქვა,რომ ვეთანხმები ავტორს ვაისის მინუსების შეფასებაში.
giorgi
კაროჩე სანამ მაფიოზობანას თამაშს არ მორჩებიან ქართულ ფეხბურთში, მანამ სულ ასეთი დასაცინი ვიქნებით, აზერბაიჯანი რომ გვჯობნის, ამაზე უარესს ვერც ინატრებდნენ ქართული ფეხბურთის მტრები, სამაგიეროდ მესვეურები ქართული ფეხბურთის გულაობენ მაგრად ჭამენ , თქვლეფენ ტკბილ ლუკმას და კიდიატ ერთ ადგილზე ფეხბურთიც და ქართველი გულშემატკივარიც...!!!
temo
ვფიქრობ რომ მწვრთნელი უნდა დარჩეს რამეთუ ვხედავ ორგანიზებულობას და სტრადეგიას ვფიქრობ ერევნულ ჩემპიონატს და მოზარდებს მიაქციონ ყურადრება უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთვის .დაუკვირდით მაშინ ინგლისელებმა რაუნდა თქვან
ბესო
და კიდევ ცხადაძის საქმე ძალიან ცუდად დაიწყო ფედერაციამ, და ცუდად დაწყებული საქმე კარგად რომ არ დამთავრდებოდა ეს თავიდან იყო ცხადი. ვაისზე მისივე შედეგები და სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში ამბობს ყველაფერს, ყველაზე დასანანი მაინც ის არის, ვაისმა თავიდანვე ჩაგვიკლა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის იმედები, ახლა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ნახევარია გასული და ჩვენ კიდევ არა ნაირი, თეორიული შანსიც არ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად რომ ვიბრძოლოთ. ვაისი რათქმაუნდა გასაშვებია, მაგრამ ვაისზე მეტად კობიაშვილი და მისი ამალაა გასაშვები.
კახა
სრული არაპროფესიონალიზმი და რა უბედურებაა ეს ცხადაძეზე გაუთავებელი ნოსტალge აპელირება გაიხსენთ მის დროს წაგებული მატცები თან დიდი ანგარიშით ოფიციალურები ან ჯანოს რა უნდა საყრდენად ნიჭიერია და გაქაჩა რამდენიმე თამაში ან ვაიშ რარა უნდა არ უნდა წავიდეს კითხეთ ერთი იგივე მის სამშობლოში გააჩერებდნენ?
mtieli
თუ ცხადაძეს დააბრუნებენ უნდა წავიდეს. თუ არადა, სხვანაირად აზრი არა აქვს მაგის წასვლას. ან რა თამაში იყო ბოლო ამხანაგური, მე იქ დალაგებული და გააზრებული თამაში ვერ დავინახე, ჟურნალისტებისგან განსხვავებით
მახო
მე ვფიქრობ ცხადაძეს უკან არავინ დააბრუნებს,ვაისსაც ახალ შესარჩევამდე გაუშვებენ,მიზეზის პოვნა ადვილია და გეგუჩაძეს მოიყვანენ ან რა მოყვანა უნდა უკვე თითქმის იქაა
david david
ვაისი ცხადაძეზე ბევრად ჰაი კლასის მწვრთნელია და ნუ შევადარებთ მათ ერთმანეთს.. ვაისს დრო უნდა, დრო...ერთი წელიწადიც არ არის რაც ის მოსულია და უკვე ჯვარზე გააკარით. მეკარესთან დარჩენილი ორი ფეხბურთელი გოლს თუ ვერ იტანს, ეს მწვრთნელის ბრალი ნაკლებად არის..ვაისამდე იყო ქეცბაია, ბოსკამპი, ტოპმიოლერი, კუპერი, თუმცა შედეგი არ იყო.. აქედან გამომდინარე, ვაისი წავა და მოვა სხვა, ისევე როგორც ეს მოხდა მისი წინამორბედების შემთხვევაში, მაგრამ შედეგი იქნება იგივე, უარესი თუ არა...
zura
ცხადაძის გაშვებთ მეც ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. ეს უკმაყოფილება ვაისის ხელში ნათამაშევმა პირველმა თამაშებმა უფრო გამიმძაფრა. მაგრამ ამ შესარჩევში როგორ ფეხბურთსაც ცდილობს რომ ათამაშოს ნაკრები, მიუხედავად საშინელი სტატისტიკისა, მისი გაშვება ეხლა მაინცდამაინც გამართლებული არ უნდა იყოს... რავიცი, მეშინია, ისევ კუპერისა და ქეცბასნაირი არ მოიყვანონ :))
გივია
ბოლო 15 წლის მანძილზე ვინმეს გახსოვთ საქართველოს ნაკრების კარგი შედეგი? თუნდაც ერთი საკვალიფიკაციო მაინც? შედეგში იგულისხმება თუნდაც მე-3 ან მე-4 ადგილი. არა!!!!!! რამდენი ცნობილი ქართველი თუ უცხოელი მწვრთნელი გამოვიცვალეთ? ათეულობით!!!! საქმე მწვრთნელში არ არის და სანამ ასე ბრმებივით ვცლით მწვრთნელებს მანამდე არაფერი გვეშველება. პრობლემა უფრო სიღრმეებშია, პრობლემა საფეხბურთო კლასშია და ეს ერთი და ორი წლის შრომით არ მოდის მაგრამ 15 წლის წინ რომ დაგვეწყო ასე ფიქრი დღეს ხო გვექნებოდა შედეგი? ბავშვთა ფეხბურთი უნდა გახდეს ბიუჯეტით დაფინანსებული კლუბები კი არა. გადახედეთ ჩვენს ფეხბურთელებს სად თამაშობენ ისინი? ქეცბას, შოთის, ქინქის,თუნდაც კალაძის, კობიაშვილის შემდეგ უბრალოდ სასირცხვილო კლუბებში თამაშობენ. ცხადია რომ მეორე მესამე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს არ აქვთ ის კლასი თანაბრად ეთამაშონ ნაკრებებს რომელთა ფეხბურთელებიც გერმანიის ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის და სხვა ლიგებში გამოდიან.
nik
მე მგონი უნდა დარჩეს ვაისი. გასაგებია რომ ხშირად ვაგებთ მაგრამ ,,ბალეშიკობა" წაგება მოგებაზე კი არ არის ეს ჩვენი ნაკრებია და ყოველთვის უნდა უგულშემატკივროთ. ძალიან მომწონს რომ ასე აქტიურად განვიხილავთ საფეხბურთო ამბებს სულ ერთია რას ვწერთ მთავარია გვაინტერესებს და ეს მომწონს.
Dato
რა წაიღეთ ტვინი ამ ცხადაძის მწვრთნელობით? რომელი დიდი მატჩები მოიგო? ვაისმა სხვა თუ არაფერი, ისტორიაში დარჩება მსოფლიო და მოქმედ ევროპის ჩემპიონს მოუგო. მაგ ლოგიკით საერთოდ ქეცბაია არ იყო გასაშვები და გვყოლოდა ისევ. ცოტა მეტი ობიექტურობა მოგეთხოვებათ პრესას.
merabi
გასაგებია, ვიცით, რომ შედეგი არ გვაქვს, მაგრამ გარკვეული პოტენციალი (მოგება ესპანეთთან გასვლაზე!!!, გუშინდელი 5-0 ლატვიასთან!!!) მაინც იგრძნობა. გაიხსენეთ, ყველა ოფიციალურ თამაშში სტატისტიკა უკეთესი გვქონდა, ვქმნიდით საკმაო რაოდენობის საგოლე მომენტებს, ეს შემთხვევით არ ხდება. აუცილებლად უნდა ვაცალოთ ვაისს. შიდა ჩემპიონატს ძალიან სერიოზულად უნდა მივხედოთ და ნიჭიერი და ამბიციური (კარგი გაგებით) ფეხბურთელები აუცილებლად გამოჩნდება
gega
kobiashvilidan mets movelodit, gagvizrua imedebi, gldanis mosaxleoba tu aris neta mainz kmakofili??
robi
რა შუაშია ცხადაძის გაღმერთება? ვსვამ კითხვას: თუ მოიხსნა, ხო უკეთესობისთვის მოიხსნა და რაში ხედავთ ამ უკეთესობას? ტაბლოს ვგულისხმობ და არა პირად განცდებს
გოჩა
როდემდე უნდა გავაღმერთოთ ცხადაძე
mamulo
ფაქტია, უკეთესობის ნაცვლად უარესობა მივიღეთ. და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?--- ------გაიტანეთ გრენლანდია! ასევე ვაისი და კობიაშვილი!
პაატა
ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ახალ მთავრობასთან ვერ იყო კარგ ურთიერთობაში მოკლედ პოლიტიკა გაერია და უნდა წასულიყო ალბათ.ვაისი უნდა დარჩეს ეტყობა გუნდს ვაისის ხელი.
guga
რა დისკრედიტაცია? შენ უკეთესობას რაში ხედავ? დისკრედიტაცია რაღად უნდა, ორი ქულა აქ მარტო. მწვრთნელი იზომება შედეგით
xorxe
ე ბიჭო გავიგეთ რო ცხადაძე შენი კუმირია, დაგვანებე რა თავი შენი ბრძნული სტატიებით
avtors
ცხადაძეს სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. სხვა დონეა საკლუბო და სანაკრებო...ცხადაძეზე დიდი მწვრთნელები ვერ ,,ქაჩავენ" სანაკრებო დონეზე. ეს მისი აშკარა მინუსია, ვაისისთვის კი პლიუსი - გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშა. ცხადაძე არ იყო ესტონეთთან და განსაკუთრებით პოლონეთთან სამარცხვინოდ რომ წააგო?? ან ეს რა იცის ზოგიერთმა, გუშინ ცხადაძეს აძაგებდნენ (თავის შვილს ათამაშებსო) და ვაისს ფეხი დაუცდა და უკვე ერთ დღეში ცხადაძე უკვე გენიოსი გახდა. საქმე ისაა, რომ ცხადაძე ნორმალური მწვრთნელია, მაგრამ ვაისსზე უკეთესი არა. მართალია, ჯერ დიდი შედეგები არ ჰქონია (აზერბაიჯანის და თუნდაც ყაზახეთის საზომად არ გამოდგება), მაგრამ მჯერა გამოცდილებას დააგროვებს და იმედია კიდევ მიეცემა შანსი სანაკრებო დონეზე. ამ ეტაპზე კი ვაისია მწვრთნელი, ვაცალოთ და მხარი დავუჭიროთ.. ასეთ შემთხვევაში სრულიად უსაგნოა წამდაუწამ ცხადაძეზე საუბარი. დარწმუნებული ვარ ცხადაძეც რომ დავნიშნოთ, წარუმატებლობის შემთხვევაში მერე მის ძაგებას დაიწყებს ერი და ვივლით მუდმივად ასე წრეზე...
ქუთაისელი
ფეისბუქზე ლაიქების მიხედვით რომ ავირჩიოთ ტაქტიკა და შემადგენლობა, არა? :) აცალეთ ვაისს მუშაობა. მთავარია სწორი და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ. კონცენტრაციაზე პასუხისმგებლები ფეხბურთელები არიან.
guga
ჟურნალისტური ღირსების სადემონსტრაციოდ ეს სტატია ნამდვილად ვერ გამოდგება. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ასე ჩანს- ავტორი მიზანმიმართულად ცდილობს ვაისის დისკრედიტაციას, ცხადაძე განსაკუთრებულ სიმაღლეზე აყავს, მაშინ როცა არაფრით დაუმსახურებია, შესაძლოა ცხადაძესთან პირადი მეგობრობაც აკავშირებს.
Irakli apkhaidze
აკაკი-ს კაი რაა რომელ ოჯახურ ინტერესებზე ლაპარაკობ, ერთი წლის განმავლობაში 90 წუთიც არ აქვს ნათამაშები ბიჭს და ისიც ძირითადად ამხანაგურებში თამაშობდა...
გუჯა კახაძე
მოგება თუ კიდევ გინდათ დააწესეთ ნორმატივები და ნაკრების წევრი, რომელიც ტემპს ვერ უძლებს უკან გაუშვით. ასე იძულებული გახდებიან გუნდიდან ფიზიკურად კარგად მომზადებული მოვიდნენ. აბა ნაკრებში 2 დღეში ფიზიკურად ვერავინ ვერ მოამზადებს.
შოთა გუგეშაშვილი
გეგუჩაზე არა საავადმყოფოს მტავარი ექიმი არ გინდატ
შოთა გუგეშაშვილი
ცხადაზე რომ გაუშვა ვიტომ პოლიტიკოსმა კობიაშვილმა ბრზანა ჩემს ტავზე ვიგებ ვაისი მინიმუმ მესამე ადგილზე გაგვიყვანსო ხოდა დატოვოს ფედერაციაც და პარლამენტიც 270 მილიონი ჩაურიცხეტ კალატბურტის ფედერაციას ეს ბიცები 4წელი გადიან ევროპაზე ალალად
chorna
სიამოვნებით, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! მეტი ანალიტიკა, რაც ამ ავტორის პლუსია
mister
უმაგრესი ანალიზი ბრავო ალეკო!
akaki
ცხადაძე კარგი მწვრთნელი იყო, მაგრამ ოჯახურ ინტერესს უფრო მაღლა აყენებდა. ვიცი რომ შვილი ძალიან საყვარელია. მაგრამ .... ამიტომ მე უფრო გეგუჩაძის მომხრე ვარ.
barbare
ამ კაცის ხელში გუნდი თამაშობს და არ წვალობს როგორც ქეცბაიას დროს,რომ მინიმალური ანგარიშით წავაგოთ ან სულაც ფრეს გამოვკრათ ხელიო,საფრანგეთთან ან ესპანეთთან,ცოტა არ გვეყო.ცხადაზეზე მეც დამწყდა გული მაგრამ ეს უკვე წარსულია,ვაცალოთ ვაისს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში