"არ მესმის, რატომ მივივიწყეთ განმუხურის სტადიონი, როცა დღეს საქართველოში სტადიონების პრობლემაა?"

"სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ხუციშვილი "ლელოს" არაერთ საინტერესო თემაზე ელაპარაკა.

საუბარი დავიწყეთ სანაკრებო თემით. მოგეხსენებათ, ხუციშვილი წლების განმავლობაში სერბეთში თამაშობდა. მერე კი სხვა საინტერესო საკითხებსაც გადავწვდით. მათ შორის, მთავარი: უახლოეს მომავალში "დინამო" ესპანური "ხიმნასტიკიდან" 360 ათას ევროს მიიღებს.

- არაერთი წლის განმავლობაში თამაშობდით სერბეთში. ბუნებრივია, საინტერესოა თქვენი მოსაზრება რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩის თაობაზე და აქვე გთხოვთ ლატვიასთან შეხვედრის შეფასებაც...

- დავიწყებ იქიდან, რომ სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩემმა ორმა ყოფილმა თანაგუნდელმა ითამაშა. რა თქმა უნდა, მათ შორის გამოვარჩევდი დუშან ტადიჩს. შეიძლება ითქვას, ის ჩემ თვალწინ ჩამოყალიბდა მაღალი დონის ფეხბურთელად, თუმცა გულწრფელად უნდა ვთქვა - არ ველოდი, თუ ამ დონეზე ითამაშებდა.

თამაშის წინადღეს ვნახე ტადიჩი. ძალიან ნერვიულობდა. მითხრა, მხოლოდ 3 ქულა გვაწყობს და მოგება ძალიან რთული იქნებაო. მას თამაშის მერეც ველაპარაკე და დარწმუნებული ვარ, გულწრფელად თქვა - საქართველოს ნაკრებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვაო...

რაც შეეხება სერბეთთან მატჩის ჩემეულ ანალიზს, საქართველომ პირველ ტაიმში იდეალურთან მიახლოებული თამაში აჩვენა. მეორე ნახევარში კი სერბეთმა აშკარად გვაჯობა. ფაქტია, ნაკრების თამაშში არის გამონათებები, დადებითი მომენტები და გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი, ოღონდ, ეს ყველაფერი შედეგში უნდა გადაიზარდოს...

ლატვიასთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი საქართველოსთვის. არც კი მინდა იმის წარმოდგენა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ეს თამაში რომ წაგვეგო... ძალიან კარგად ითამაშა ჯანო ანანიძემ, ასევე გამოვარჩევდი გიორგი ქვილითაიას. ტაქტიკურად ძალიან სწორად ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა...

მოკლედ, ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იყო ლატვიასთან მატჩში.

- არ შეიძლება, ეროვნულ ლიგაზეც არ გკითხოთ...

- თავის დროზე, მაშინ "ზესტაფონში" ვმუშაობდი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, სწორედ ჩვენ ვიდექით იმ კლუბების ავანგარდში, რომლებიც მოითხოვდნენ 10-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას. ჩვენთან ერთად ამ პოზიციას იზიარებდნენ "დინამო", "გაგრა" და "ჩიხურა"...

რაც ეროვნული ლიგა დაიწყო, ყველა ტურში დავესწარი თამაშებს. ზოგ ტურში ორი მატჩიც კი ვნახე... რა თქმა უნდა, არის დაძაბულობა, მაგრამ ჩემი აზრით, დაძაბულობა სხვაა და ხარისხი - სხვა. რაც მე დავთვალე, ამ ბოლო დროს18 ისეთი ფეხბურთელი წავიდა საქართველოდან, სერიოზულ ძალას რომ წარმოადგენდა ჩვენს ჩემპიონატში. რა თქმა უნდა, ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული.

თავის დროზე, სწორედ ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყოფილიყო ფონდი. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ ვერც იმას გავექცევით, რომ სახელმწიფო კლუბების განკერძოების პროცესი ძალიან ნელი ნაბიჯით მიდის. ის კერძო ინვესტორები, წლების განმავლობაში დიდ თანხას რომ ხარჯავდნენ ქართულ ფეხბურთში, ან ამცირებენ დანახარჯს, ან სულაც გვერდით არიან გაწეულნი. ილია კოკაიას მაგალითი ავიღოთ - იხვეწება კაცი, ქართულ ფეხბურთში მინდა ფულის დახარჯვაო და...

მე მესმის, რომ მთავარი კანონია და სწორედ მის ფარგლებში მესახება რეალურად სიტუაციის მოგვარება. მაშინ, როცა "ზესტაფონი" გააგდეს უმაღლესი ლიგიდან, მე ვიყავი კლუბის სათავეში და ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - ჩვენ შეგვიძლია, დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, თუ იქნება ნება!..

გული მტკივა იმის გამო, რომ ქუთაისის "ტორპედოში" ჯერაც ვერ მივიდა კერძო მეპატრონე. არადა, ამ კაცმა კონკრეტული სტატუსის გარეშე დაახარჯა ფული კლუბს. მალე "ტორპედოს" ევროპალიგაზე მოუწევს თამაში...

ჩვენ უნდა დავეხმაროთ კერძო ინვესტორებს. 1000-1500 ლარი აქვთ ხელფასი ჩვენს ფეხბურთელებს. მესმის, ქართულ რეალობაში ეს მაღალი ხელფასია, მაგრამ ფეხბურთელისთვის არაფერია. მარტო ბუცი ღირს 600 ლარი, მე თავად ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რომ თითოეული მათგანი ორ და სამ ოჯახს არჩენს მინიმუმ. თან ფეხბურთელს განსაკუთრებული რეჟიმი და კვება სჭირდება. საქართველოში სამუშაო ადგილები საკმარისად რომ გვქონდეს, მერწმუნეთ, ბევრი ფეხბურთელი მუშაობას დაიწყებდა. სხვა საქმეა, რომ მერე ის აღარ ჩაითვლებოდა პროფესიონალ ფეხბურთელად, მაგრამ დამიჯერეთ, ასე იქნებოდა...

თქვენი გაზეთის მეშვეობით, მინდა, ერთი მნიშვნელოვანი თემა წამოვწიო. არ მესმის, რატომ მივივიწყეთ განმუხურის სტადიონი? დღეს საქართველოში სტადიონების პრობლემაა. განმუხურის სტადიონს მშვენიერი ტრიბუნები და დამხმარე სათავსები აქვს. საჭიროა 300-400 ათასი ლარის ინვესტიცია. მინდვრის საფარია იქ გაფუჭებული, დანარჩენი ყველაფერი კარგია.

ჩემი აზრით, ეს საინტერესო თემა უნდა იყოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და კლუბებისთვისაც.

ყველამ ვიცით, რომ "ჩელე არენაზე" თამაში ძალიან სახიფათოა. როცა "ზესტაფონში" და თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, ჩვენმა არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო იქ ტრავმა. თვითონ რეზო ჩელებაძეც ამბობს, რომ არსებობს პრობლემა. არ აჯობებს, დროებით, სანამ საკუთარი სტადიონი ექნება, ბათუმის "დინამომ" განმუხურში ითამაშოს?!

რა თქმა უნდა, ვხედავ კარგსაც. მომწონს ჩემპიონატის შეფუთვა. ისიც, რომ ქართულად აწერიათ ფეხბურთელებს გვარები, ოღონდ, შრიფტი ცოტა თუ გაიზრდება და გამსხვილდება, უკეთესი იქნება... ზოგადად, კარგია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ მომავალზე. უცბად, შედეგი არ მოდის...

- შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" დაეხმარეთ ესპანურ "ხიმნასტიკთან" ფინანსური დავის მოგვარებაში...

- თბილისის "დინამომ" მოგვმართა დახმარებისთვის. ამ საქმეში უშუალოდ იყო ჩართული ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ზუხბაია. ის განათლებით იურისტია.

მოგეხსენებათ, ოთარ კაკაბაძეს დაუსრულდა კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" და გადავიდა "ხიმნასტიკში", მაგრამ საერთაშორისო საფეხბურთო რეგულაციების მიხედვით, "დინამოს" მაინც ეკუთვნოდა თანხა. თავიდან ჩვენ მოვითხოვეთ 380 ათასი ევრო. ბოლოს ცოტა მოიკლო ამ თანხის რაოდენობამ და ახლა არის დაახლოებით 360 ათასი, ცოტა მეტი - 365 ათასამდე. "ხიმნასტიკს" დაეკისრა ამ თანხის გადახდა.

ათი დღის განმავლობაში უნდა გაესაჩივრებინა ესპანურ კლუბს ვერდიქტი და არ გაასაჩივრა, ასე რომ, ახლა თანხა უნდა გადაიხადონ 20 აპრილამდე.

- რომ არ გადაიხადონ?

- არ მგონია, არ გადაიხადონ. სერიოზული კლუბია, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თამაშობს... თუ მაინც არ გადაიხადა, "ხიმნასტიკს" სანქციები არ ასცდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოტე
ვის რად უნდა მხოლოდ ლოგო, რაში უნდა გამოიყენოს? ან ეს "მსოფლიო ბიზნესმენები" ვინ არიან? ჩვეულებრივი აუქციონი ჩატარდება, ტუ ამდენ დაინტერესებულ მსოფლიო ბიზნესმენს იცნობ, მოიყვანე და გადაიხადონ მეტი, ვინ უშლის?
ქალაქელი ქუთაისელი და თბილისელი
ტორპედო რომ გაიყიდოს მართლა „700„ათას ლარად, აი ეს არის სამარცხვინო და აუცილებელია რომ დაიონტერესდეს პროკურატურა,რადგან აქ მავნებლობასთანაა საქმე,მარტო ლოგო ღირს ტორპედოსი 1000000 „ერთი მილიონი ,და ქალაქის მერმა საიდან მოიტანა ეგ უნამუსო ციფრი,გამოაცხადონ ნამდვილი აუქციონი და წინასწარი ფასი იყოს „1000000 ერთი მილიონი დოლარი და მსოფლიოს ბიზნესმენები იყიდიან თუ აქედან არ დაბლოკავენ.„„„„„„„„„„ რაც შეეხება ნაკრების მწვრთვნელს და მის გამმამართებელი ოვაციბის გამოხატვას,ეგ უკვე მარაზმია,რადგან „ერთ თამაშს რომ ვერ მოიგებ შესარჩევისას და ევროპის მეოთხე კალათაში ხარ ამ მწვრთვნელი შედეგის გამო,და ფარერები ,სომხეთი,აზერები და ყველა შენზე წინაა,ამის გამო უნდა წავიდეს,რადგან ეს იმას გავს როცა „2008„ წელს წინასწარ დამარცხებულ ომში რომ დაამარცხეს საქართველო,ხოლო მავნებელმა მთავარსარდალმა მიშამ ხალხი გარეთ ფამოიყვანა და დამარცხების დღე გამარჯვებად გაასაღებინა,ჩვენ მოვიგეთ ეს ომიო,აი ამას გავს ეხლა ჩვენი ნაკრების კარგად წარმოჩენა, დაბეჭდეთ თუ სამშობლო გიყვართ.
qutaiseli
ნაკრების მწვრთნელი მართლა მცოდნეა მაგრამნ შენთუხარ ფეხბურთელი ისეთი მწვრთნელის დავალება რო შეასრულო ბოლომდე.ისე ფეხბურთში საერთოდ ფეხს პატარა აზროვნებაც უნდა დააყოლო თორე თუ მაგრა დარბიხარ და ფიზიკა გაქ მარტო ვერც მაგით გახვალ ფონს ყველგან.ან ქულები საიდან გექნება ბურთი ვერ გაგაქ ცარიელ კარშიდა ფეხბურთი დიდი ხანია გახდა დიდი ოდენობით შავი ფულის გათეთრების ადგილი და პოლიტიკური მაფიის ნავსაყუდელი ასე რო ჩვენ იქ უკვე არაფელი გვესაქმება და ეს მწარე რეალობაა.
გოგა
ნაკრებს ეტყობაო მწვრთნელის ხელი.რა ეტყობა ამ ნაკრებს რამე მწვრთნელის ხელი ცოტა არ იყოს გაუგებარია.ეს ხალხი როგორ უყურებენ ამ ფეხბურთს ვერ გავიგე.შედეგი ნახეთ რამდენი ქულა გაქვთ ბატონო მიხეილ.თქვენ გგონიათ ლატვიას მოუგეთ და მაგრები ვართ?ნული ვართ მინუსით.ტრაბახის მეტი არაფერი ვართ.ესაა მწარე სიმართლე.
S.P
arada es fuli kaladzisatvis semihkis fulia.
Burton
ჯიღაური გამოარჩია ტიპმა, არადა ქართველებიდან ყველაზე ცუდად ითამაშა მაგ თამაშში, მაგრამ ჯიღაური ამის სამენეჯერო კომპანიასთან თანამშრომლობს და ... სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ,,ტაქტიკურად ძალიან სწორად ითამაშაო")))))
kaxelo
ამას რამდენი ნავი ყავს))))))))))))
M.S.
მიხეილ ხუციშვილი სასტიკად არასწორად აზროვნებ. 1) 10 გუნდიანი ჩემპიონატი არც ხსნაა და არც სწორი მიმართულება, ეს თქვენი უაზრო ახირება იყო , გინდოდათ რომ 4 კლუბს გყოლოდათ 5-6 უზრუნველყოფილი სპარინგ პარტნიორი და ამით გეკეთებინათ ფული, ვერც მაშინ გააკეთეთ და ვერც ახლა გამოგივათ,ამიტომაც ითრევს ფეხს ზესტაფონი და არ ბრუნდება ფეხბურთში (მეც მასე ვიზამდი კოკაიას ადგილზე, თუკი დავინახავდი რომ ჩემს გევრდით თუნდაც 1 საბიუჯეტო კლუბი თამაშობს იმ ლიგას ავსცილდებოდი) 2)ძალიან მეცოდება ეს კაცი ზაალ ჩაჩავა, რომელმაც საკუთარი ფული დაახარჯა ტორპედოს, მაგრამ ეს კლუბი მხოლოდ 1 კაცს და მისთვის მოსარგებ პირობებზე არ უნდა მიეყიდოს კლუბს. უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო აუქციონი და მოიწვიონ მსოფლიოდან ყველა დაინტერესებული კერძო პირები თუ კომპანიები,თვით კლუბის ბრენდი არ ღირს 700 000,ის მეტი ღირს და კლუბი უნდა გაიყიდოს მაქსიმალური ფასით, ხოლო თუ ბატონ ჩაჩავას აქვს ხარჯთაღრიცხვა და ეს როგორმე დასტურდება, მას მისი ფული + წლიური 16% -ის განაკვეთით უნდა დაუბრუნდეს უკან,ხოლო თუ ის იქნება მყიდველი ამ საერთაშორისო ტენდერის შედეგად მაშინ ეს დანახარჯი ჩაეთვალოს მას გადახდილად.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ბეტისი" დიდი გუნდია, რაც დამატებითი მოტივაციაა მისთვის" - 18 წლის ქართველი სევილიაში ჩადის
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ესპანეთში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერზე ვმუშაობ, პაპუნაშვილი კი უკეთესად არის"
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ლევან ზუხბაია: ესპანელებს ძალიან მოეწონათ გრძელიძის თამაში და ამიტომაც შევთანხმდით
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
ჯაბა ჯიღაურის მენეჯერი: საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
მემარნე "ბეტისში" არ დარჩა, პაპუნაშვილი 100%-ით მზადაა - "ესპანელი" ქართველების ამბები
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ