დღეს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის IV ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართება
დღეს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის IV ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართება.

ჩიხურა-დინამო (ბთ)

დღეს განსაკუთრებით საინტერესო მატჩები კვირას გველოდება, თანაც, "ეპიცენტრი" იმერეთში იქნება! იმაზე აღარ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი "ჩიხურა" თავის საშინაო მატჩებს, ჯერჯერობით ზესტაფონში რომ ატარებს.

ანუ, სოსო ფრუიძის გუნდიც, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე უწევს მეტოქეთათვის "მასპინძლობა", მაგრამ, განა, ეს ფაქტია უცხო ბათუმის "დინამოსათვის"? არადა, ამ მართლაც ძალიან სამწუხარო რეალობაზე უკვე მერამდენე წელიწადია გვიწევს ყურადღების გამახვილება...

ახალ სეზონში ჯერ სამი ტური გაიმართა, მაგრამ, მოლოდინისამებრ, იმდენად თანაბარი ჩემპიონატია, რომ მხოლოდ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდიღა "შემოგვრჩა"; ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწორედ ეს დაუმარცხებელი გუნდი, "ჩიხურა" ამართლებს კიდეც ფავორიტის სტატუსს!

აი, ბათუმის "დინამო" კი, შედარებით არასტაბილურად ასპარეზობს ახალ სეზონში, რაც გარკვეული ობიექტური მიზეზებითაც არის გამოწვეული. თუმცა, ლევან ხომერიკის გუნდს რომ ამ სეზონშიც ექნება ამბიციური მიზნები, ამაში ეჭვი არ გვეპარება...

სამტრედია-დინამო (თბ)

ჩვენი აზრით, ტურის ყველაზე საინტრიგო მატჩი სამტრედიაში უნდა გაიმართოს: მოქმედი ჩემპიონი ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის წინააღმდეგ!

თანაც, ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ სატურნირო მოტივაციას არ ეხება: იმის მიუხედავად, რომ "სამტრედია" საგრძნობლად ჩამორჩება "დინამოს" ურთიერთდაპირისპირებებში, ამ გუნდების პაექრობებს ყოველთვის განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე.

თანაც, კვირას ხომ პირველად უნდა მოხდეს, როცა მოქმედი ჩემპიონის რანგში "სამტრედია" იქნება, არადა, ადრე ხომ მუდამ საპირისპირო ხდებოდა...

სატურნირო სიტუაციაც ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, ბევრისთვის მოულოდნელად, მოქმედი ჩემპიონი სამი ტურის შემდეგ VI ადგილზე იმყოფება; თუმცა, ამ შემთხვევაშიც უამრავი ობიექტური მიზეზის მოშველიება შეიძლება, მთავარი კი ის არის, რომ "სამტრედიას" შარშანდელი ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გია ცეცაძე მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა შეეცადოს გუნდიდან წასული ლიდერების სრულფასოვნად ჩანაცვლებას.

თუმცა, ბევრად უფრო სერიოზული პრობლემ(ები)ს წინაშეა მისი კოლეგა: "დინამოში" ექვსწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ კახა კაჭარავას, ხომ, ფაქტობრივად, ყოველ მატჩში უწევს ძირითად შემადგენლობაში კორექტივების შეტანა!

თუმცა, სეზონი გრძელია და "დინამოც" რომ საფუძვლიანად დააპირებს გაძლიერებას (და ამას ყველა რგოლში საჭიროებს), ამაში დარწმუნებული ვართ. სხვა შემთხვევაში კი, პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ კაჭარავას გუნდს ერთობ მოკრძალებული მიზნები ექნება მარათონულ ჩემპიონატში.

დაბოლოს, ვისურვებთ, რომ "სამტრედიასა" და "დინამოს" 2 აპრილის მატჩი კორექტულად და უექსცესოდ ჩაივლის. ყოველ შემთხვევაში, ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირების დროს მომხდარი ფაქტები აღარ უნდა გამეორდეს!

შეგახსენებთ, რომ 2015/16 წლების სეზონის მიწურულს, "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოს" შორის გამართულ მატჩში მასპინძლებს 1 ფეხბურთელი გაუძევეს, სტუმრებს კი - სამი!..

ეროვნული ლიგა. IV ტური

2 აპრილი

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 17:30. LIVE I არხზე

ჩიხურა-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

8: +4 =2 -2, 9-5

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00

სამტრედია-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

33: +5 =3 -25, 20:80

დისკვალიფიკაცია

ოთარ კიტეიშვილი, გია ჩადუნელი (ორივე - დინამო).

- ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაგა
სამტრედიის თამაშის ლინკი არ დაიდება?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა