საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" ნახევარფინალურ მატჩში იაპონია დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" ნახევარფინალურ მატჩში იაპონიის ნაკრები დაამარცხა - 42:17 და ზედიზედ მესამედ ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც 15 აპრილს, მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში აჯობეს. სისწრაფე, გამძლეობა, ფიზიკური ძალა, სტატიკურ მდგომარეობაში თამაში. იაპონელებს თითქოს რაკში თამაშისას ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში ჩვენმა მორაგბეებმა ამ კომპონენტსაც აუღეს ალღო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მორაგბეემა მეტოქე ერთი-ერთზე ორთაბრძოლებშიც დაჩაგრეს. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თითო ლელო ორივე ტაიმის დასაწყისშივე მიითვალეს. მორკინალებს შესანიშნავად უბამდნენ მხარს უკანახაზელები. ექვსი ლელოდან ორი მესამეხაზელმა გიგი ლეშკაშელმა მიითვალა, თითო ოთარ ძაგნიძის, კონსტანტინე მარჯანიშვილის, საბა ხურცილავასა და ლევან ნარიმანიძის ანგარიშზეა. თედო აბჟანდაძემ თითო საჯარიმო და გარდასახვა გაიტანა. მას ფულბეკი გიორგი ასათიანი წამოეშველა, რომელმაც ერთი საჯარიმო და ორი გარდასახვა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები ფინალში საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალიას სძლია - 47:0.

საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა. 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი, 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.

სათადარიგოები: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.

6ლ: ხურცილავა, ძაგნიძე, ლეშკაშელი (2), ნარიმანიძე, მარჯანიშვილი, 2ს: აბჟანდაძე, ასათიანი. 3გ: აბჟანდაძე, ასათიანი (2)

რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატი

V-VIII ადგილებისთვის

ბელგია-კანადა 19:0

ესპანეთი-აშშ 26:22

ნახევარფინალი

საქართველო-იაპონია 42:17

საფრანგეთი-პორტუგალია 47:0

VII ადგილისთვის

კანადა-აშშ

V ადგილისთვის

ბელგია-ესპანეთი

III ადგილისთვის

იაპონია-პორტუგალია

ფინალი

საქართველო-საფრანგეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ოთარ ძაგნიძე,იმ ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძისა რა არის? ჩვენი მწვრთნელები უეჭველია გამოიტანდნენ დასკვნებს საფრანგეთთან ნათამაშევიდან და დიდი იმედიც მაქვს რომ ღირსეულად ვითამაშებთ,მაგრამ მათთან გამარჯვებისათვის რადიკალურად უნდა გაუმჯობესდეს დაცვაში თამაში და აუტის მოწოდება.ის რაც გაგვივიდა სხვებთან,ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაგვივა ფრანგებთან.ჰო,ასამაღლებელია შერკინების დისციპლინაც,ძალიან ხშირად ვჯარიმდებით.მაინც მიმაჩნია რომ ეს ნაკრები უფრო ძლიერია წინა ფორმაციის ნაკრებზე და იმედი ვიქონიოთ,რომ ბრძოლა გაცილებით უფრო საინტერესო და დაძაბული გამოვა,მთავარია ჩვენებმა უკომპლექსოდ,დაძაბულობის გარეშე ითამაშონ მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება.ეს ჩემპიონატი უკვე შეიძლება აქტივში ჩავითვალოთ,ფრანგებთან კი უკვე ღირსებისათვის უნდა ვიბრძოლოთ და თუ დავამარცხებთ,ალბათ ეგენიც გაიქცევიან ევროპის ჩემპიონატიდან.
თორნიკე
18 წლამდელებშიც არ მონაწილეობენ ბრიტანელები? მაშინ, რაღა ევროპის ჩემპიონატია. იგივეა, რაც დიდებში, მხოლოდ საფრანგეთია დამატებული.
ალეკო
ძალიან დიდი იმედი მაქვვს, რომ საფრანგეთთან ადრე ნათამაშებიდან სათანადო დასკვნები გამოტანილი აქვთ და ფინალში ღირსეულად ითამაშებენ
bebeto
ფრანგებსაც მოუგეთ და ევროპას დაუმტკიცეტ რომ უძლეველი ლომები ხართ
AA
მაგარი ბიჭები ხართ,მაგრამ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო,ფრანგებსაც უნდა მოუგოთ.
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
U18. "უმცროსი ბორჯღალოსნების" მზადება და მოგება მონპელიეში
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
U18. საქართველო-კანადა 43:3 - სოლიდური "უმცროსი ბორჯღალოსნები" [VIDEO]
U18. ევროპის ღია ჩემპიონატი: "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კანადას გადაუარეს
საქართველოში სპორტული მედიცინის პირველი კლინიკა გაიხსნა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
U18. საქართველო VS იაპონია - ნახევარფინალშიც უცვლელი რაზმით
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
U18. საქართველო-პორტუგალია 29:10 - ფინალი ისევ ფრანგებთან