ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამტრედია-ლოკომოტივი 0:0 - შინმოუგებელი

სამტრედია-ლოკომოტივი 0:0 - შინმოუგებელი

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. VIII ტური
ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და სუპერთასის მფლობელს წლეულს ერთი უცნაურობა დასჩემდა - სტუმრად ყველა შეხვედრას იგებს, საკუთარ მოედანზე კი ჯერ გამარჯვება არ უზეიმია. ადგილობრივი გულშემატკივარი იმედოვნებდა, რომ მისი საყვარელი გუნდი "ლოკომოტივთან" ნავსის გატეხასა და პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვებას შეძლებდა...

თუმცა, გიორგი დევდარიანის გუნდი წლეულს ისეთ ფორმაშია, მასთან წინასწარ სამს კი არა, ერთ ქულასაც ვერავინ დაგეგმავს. "ლოკომოტივი" გასულ ტურებში ნათამაშები შემტევი და ხარისხიანი ფეხბურთით ეროვნული ლიგის მშვენებად იქცა. თბილისელებს აქამდე გამართულ 7 შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებიათ. ბოლო სამ შეხვედრაში კი მეტოქეთა კარი 13-ჯერ დალაშქრეს...

აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივი იყო, რომ ყველა სანახაობრივ და უხვგოლიან დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ მატჩმა მოლოდინი არ გაამართლა. თამაში საკმაოდ "მძიმე" და საცქერად არცთუ კარგი სანახავი გამოდგა. შესაძლოა, ეს გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივმა და სუსხიანმა ამინდმაც განაპირობა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა, გუნდები ზედმეტად ფრთხილად თამაშობდნენ, დაცვას მეტ ყურადღებას უთმობდნენ, ვიდრე შეტევებს.

ასეთი სცენარის მიუხედავად, საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა. საწყის წუთებში გუნდები შედარებით ენერგიულად გამოიყურებოდნენ. გაცილებით აქტიური იყო "სამტრედია", მასპინძლებმა რამდენჯერმე საჯარიმოს მისადგომებიდან სცადეს რევაზ თევდორაძის კარის აღება, მაგრამ "ლოკომოტივის" კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ერთხელ კი სტუმრები აშკარა გოლისგან ძელმა იხსნა.

თბილისელებს ყველაზე მეტად გიორგი ბერიაშვილის შეჩერება გაუჭირდათ. თუ დავით ჩაგელიშვილის სახიფათო დარტყმას არ ჩავთვლით, სამტრედიელთა მიერ შექმნილ ყველა რეალურ საგოლე სიტუაციაში სწორედ ბერიაშვილს ჰქონდა მთავარი როლი. მასპინძელთა ფორვარდი ოთხჯერ დაემუქრა თევდორაძის კარს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

უქმად არც დევდარიანის შეგირდები ყოფილან. კარში სახიფათოდ ურტყამდნენ ნოდარ ქავთარაძე და გიორგი რეხვიაშვილი... "ლოკომოტივს" კი შემადგენლობაში ჰყავდა ორი ისეთი ფეხბურთელი, გასულ შვიდ ტურში 6-6 გოლი რომ ჰქონდათ გატანილი... თუმცა ამჯერად, მამია გავაშელიშვილი და ირაკლი სიხარულიძე ჩრდილში აღმოჩნდნენ და რეალური საგოლე შანსი არ მისცემიათ...

პირველ ტაიმს კიდევ არა უშავდა, მეორე ნახევარი კი კიდევ უფრო მოსაწყენი გამოდგა. გუნდები შეტევაზე უარს არ ამბობდნენ, მაგრამ სიმწვავე აკლდათ და იერიშები იოლად "წასაკითხი" იყო.

ისიც აღვნიშნოთ, რომ თითოჯერ გუნდები პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ არსენ ნონიკაშვილს წესების დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ დაუფიქსირებია. მატჩის მიწურულს "სამტრედიამ" შტურმისმაგვარი სცადა, მაგრამ სტუმრებმა კარში დარტყმის საშუალება არ მისცეს და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მატჩის სტენოგრამა

2' - საჯარიმოს გარედან გიორგი ბერიაშვილის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია.

5' - დავით ჩაგელიშვილი საჯარიმოს მისადგომებიდან ცდილობდა სტუმრების დამწუხრებას, მაგრამ თევდორაძე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

15' - ირაკლი კომახიძის ჩაწოდების შემდეგ ნოდარ ქავთარაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.

21' - ბერიაშვილის უძლიერესი დარტყმის მოგერიება თევდორაძემ ეფექტური "სეივით" მოახერხა.

30' - "ლოკომოტივის" კარს ისევ ბერიაშვილი დაემუქრა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და თევდორაძე უძლური იქნებოდა, რომ არა ძელი.

36' - "ლოკომოტივის" სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი რეხვიაშვილი ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, თუმცა ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

48' - მარკოზაშვილის გადაცემის შემდეგ ბერიაშვილი ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

68' - რეხვიაშვილის საჯარიმო დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია.

ეროვნული ლიგა. VIII ტური

22.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-ლოკომოტივი 0:0

სამტრედია (4-4-2): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე - მარკოზაშვილი, დათუნაიშვილი, კასრაძე (72. სამუშია), ჯიქია (66. რაჟამაშვილი) - ჩაგელიშვილი (90+2. ხაბეიშვილი), ბერიაშვილი.

სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, ბურკაძე, სუხომლინოვი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ლოკომოტივი (4-3-3): თევდორაძე - ქავთარაძე (90. ჩიტეიშვილი), ჭანტურია, რეხვიაშვილი, ხიდეშელი - უბილავა, არდაზაშვილი, კომახიძე - კიკნაძე (85. არველაძე), სიხარულიძე, გავაშელიშვილი (51. დიასამიძე).

სათადარიგოები: ქურდაძე, გაბაძე, თომაშვილი, სამურკასოვი

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ქავთარაძე (28), სანდოხაძე (52), დათუნაიშვილი (53), დიასამიძე (73), არველაძე (88)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6

ბ. არაბული (დინამო თბ) 5

ნ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5

მომდევნო ტური

29 აპრილი, შაბათი

ლოკომოტივი-ჩიხურა

საბურთალო-შუქურა

30 აპრილი, კვირა

კოლხეთი-დინამო (ბთ)

დილა-სამტრედია

ტორპედო-დინამო (თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• QOMAGI

მისცეს ხაბეიშვილს ერთი თამაში სწრაფი ბიჭი ჩანს.

• QWERTY

ყველა კითხვები კლუბის ხელმძღვანელობას და მწვრთნელს. კლუბს საერთოდ თავდასხმა არა ჰყავს.ცეცაძე ახალ ექსპერიმენტს ატარებს, ჩემპიონობის შენარჩუნება თავდამსხმელების გარეშე,არადა ყველა ვინც კლუბში არის, მისი ნებართვითაა მოყვანილი ,სამი ყოვლად უვარგისი თავდამსხმელი ყავს ტყუილად.

• nnnrrr

ასეტი რამ ისტორიას არ ახსოვს ... ერტი ტამაშის მოგება რა გახდა სახლში>>???? მსჰიერი გუნდი რო ყავდა სამტრედიას ის არ აგებდა ტამაშს სახლში.. დაშალეს ჩემპიონი გუნდი

• dato

გუშინრაიკო ეს პიარი ლოკომოტივის პრეზიდენტისგან სილქ ტვ_ზე ბარსელონას ტურნირზე ერთი ფრე სამი ცაგება სირცხვილია უბრალოდ ექსკურსიაზე გკავდათ ბავშვები

• Jiji

Tevdoradzem magrad itamasha kidev ertxel daamtkica tavis klasi !!!

ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს

ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ

"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა

უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი

ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა

აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო

ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო

შესანიშნავი ამბავი - კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მისი დაბრუნების თარიღი ცნობილია

იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია

"ყველაზე მეტად მე ვიტანჯები" - ამორიმი წაგებული მანჩესტერული დერბის შემდეგ

"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს

დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს

სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში

ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს

[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში

[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ

"დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს" - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

"არ ვაპირებთ, ჯოხი ვინმეზე გადავტეხოთ!"... "ლოკომოტივის" სამი პრობლემა

ეროვნული ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

ეროვნული ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

ლოკომოტივი-ჩიხურა 5:0 - მხუთავი სიამოვნება [VIDEO]

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო

ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს