ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დინამო(თბ)-ლოკომოტივი 3:0 - როგორც დინამიური მანქანა [VIDEO]

დინამო(თბ)-ლოკომოტივი 3:0 - როგორც დინამიური მანქანა [VIDEO]

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XI ტური
ამ თამაშს ქართული ფეხბურთის მოყვარული დიდი ინტერესითა და იმედით ელოდა, იმ მოტივით, რომ დაძაბულ დერბის ნახავდა, მაგრამ... იმედები გაგვიცრუვდა - "დინამო" კონკურენტზე ერთი თავით მაღლა იდგა და ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ბრძოლა არ გამოვიდა.

შეხვედრა დინამოელთა მცირე უპირატესობით დაიწყო. საწყისი წუთები უფერული იყო, მეტოქეები ფრთხილად თამაშობდნენ, ტემპიც დაბალი გახლდათ და რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ შექმნილა. მერე კი "დინამომ" მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვია თავს და დამაჯერებლად მოიგო.

კახა კაჭარავას გუნდი ტემპს ისე ცვლიდა, როგორც სურდა, მეტოქის დაცვაში კი ბავშვურ შეცდომებს იოლად იყენებდა - ზოგჯერ, ვერც იყენებდა, მაგრამ პოულობდა...

რატომ ვერ ითამაშა "ლოკომოტივმა"? შესაძლოა, იმიტომ, რომ საკუთარ სტილს უღალატა, მეტისმეტად ფრთხილი იყო და ამით საკუთარი პლუსები დაჩრდილა. მეორე მხრივ, ესეც დინამოელთა დამსახურებაა, რადგან მეტოქეზე მობილიზებულად თამაშობდნენ, ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდნენ, დაცვაში შეცდომს არ უშვებდნენ და თავისი ფეხბურთიც ითამაშეს.

კაჭარავამ მომგებიანი სტრატეგია შეიმუშავა - დინამოელები მეტოქეს მკაცრი პრესინგით გასაქანს არ აძლევდნენ, სივრცეს არ უტოვებდნენ და ხელ-ფეხი შეუბოჭეს. რაც მთავარია, "დინამომ" არა "ლოკომოტივის" თავდამსხმელები, არამედ, მათი "მომმარაგებლები" ჩაკეტა და რადგან ეროვნული ლიგის ყველაზე წარმატებულ თავდამსხმელებს ბურთით სწორედაც რომ ვერ ამარაგებდნენ, ირაკლი სიხაულიძემ და მამია გავაშელიშვილმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს. თუმცა, სიხარულიძეს ამის შანსი მაინც ჰქონდა.

გადამწყვეტი იყო მეორე ტაიმის დასაწყისი, როცა გიორგი დევდარიანმა გარისკა და მოედანზე ორი შემტევი შეუშვა, მაგრამ თავად ფეხბურთელები ვერ რისკავდნენ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ერთმა გუნდმა მეორე დაჩაგრა.

ამჯერად "ლოკომოტივს" არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რითიც აქამდე იგებდა. მესამე გოლის შემდეგ 26 წუთი იყო დარჩენილი და ამის მიუხედავად, ფაქტობრივად, ბრძოლა შეწყვიტა.

მატჩის სტენოგრამა

7' - ლოკომოტიველთა სწრაფი შეტევის დაგვირგვინებას ცდილობდა გიორგი კიკნაძე, რომელიც ორ მცველს ეფექტურად გასცდა, თუმცა დარტყმაში ხელი მცველმა შეუშალა.

10' - ბაჩანა არაბულმა სცადა "ლოკომოტივის" კარის აღება, მაგრამ წინ მცველი გადაეღობა.

14' - კიტეიშვილმა საჯარიმოსკენ დაძრული მიქელთაძე შენიშნა, რომელიც კარის წინ მარტო დარჩა, მაგრამ ბურთი ვერ მოათვინიერა და მშვენიერი მომენტით გაანიავა.

27' - გავაშელიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ სიხარულიძე გათავისუფლდა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა და რეალური მომენტი გაანიავა.

28' - გოლი! სტუმართა დაცვამ მიუტევებელი შეცდომები დაუშვა: ჯერ, მარჯვენა ფლანგიდან მიქელთაძეს უპრობლემოდ ჩააწოდებინეს, ხოლო საჯარიმოში პაპუნაშვილმა ახლოდან ისე დაარტყა, ხელი არავინ შეუშალა - 1:0.

36' - გოლი! ლობჟანიძემ ბურთი კიტეიშვილს გადააწოდა, რომელსაც კვლავ არავინ შეუშალა ხელი და 20 მეტრიდან "ლოკომოტივის" კარის ბადე მეორედაც შეირხა - 2:0.

39' - ლობჟანიძე-თოთაძის შეტევის დაგვირგვინება ისევ კიტეიშვილს სურდა, მაგრამ კარის ძელს შეეჯახა, იოლად გადარჩა და თამაში გააგრძელა.

42' - კომახიძის ჩაწოდებული ბურთი კარში ისევ სიხარულიძემ დაარტყა, მაგრამ თავური ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.

44' - დინამოელთა სწრაფი და მწვავე შეტევის დაგვირგვინებას პაპუნაშვილი ცდილობდა, მაგრამ ბურთი ვერ "მოჭრა" და კარს ააცილა.

46' - არაბულმა კართან ჩააწოდა, სადაც მიქელთაძე მარტო იყო, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა. ამ დროს, კარის წინ, სრულიად უმეთვალყურეოდ(!), კიდევ სამი დინამოელი დარჩა - კიტეიშვილი, პაპუნაშვილი და ლობჟანიძე.

47' - სტუმრებმა ანგარიშის შემცირების რეალური შანსით ვერ ისარგებლეს: კომახიძის ჩაწოდების შემდეგ ნოდარ ქავთარაძემ კარში ახლოდან (ზუსტად იმავე პოზიციიდან და ანალოგიური კომბინაციით ქავთარაძემ პირველ წრეში "დინამოს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა), მაგრამ სუსტად დაარტყა.

49' - კიტეიშვილმა კარის წინ არაბული დატოვა, რომლის თავურზეც მეკარე თევდორაძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა.

57' - დინამოელთა სწრაფი შეტევა. არაბულმა დაარტყა და თევდორაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ლობჟანიძეს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა... ბურთი დიდი მანძილით ასცდა მიზანს.

64' - ისევ გოლი, რომელიც არაბულის აქტიურობას მოჰყვა. "დინამოს" ფორვარდმა რეხვიაშვილი შეავიწროვა, რომელმაც ბოლოს ბურთი დაკარგა და მიქელთაძემ მეკარესთან პირისპირ სწორედ არაბული დატოვა, რომლის დარტყმული ჯერ მეკარეს მოხვდა, ხოლო შემდეგ გულვერდ თომაშვილის ფეხიდან ბადეში აღმოჩნდა - 3:0.

76' - გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა და ბურთთან პირველივე შეხებით მეკარესთან პირისპირ დატოვა ლობჟანიძე, რომელმაც ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და არაზუსტად დაარტყა.

80' - ლობჟანიძის შორეული დარტყმა. "ლოკომოტივი" თევდორაძემ გადაარჩინა.

84' - დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში სიხარულიძემ დაარტყა და ლიტოვჩენკომ კუთხურზე მოიგერია.

87' - პაპუნაშვილის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა მიქელთაძე და "ლოკომოტივი" კვლავ მეკარემ გადაარჩინა.

90+2' - კიტეიშვილმა შორიდან დაარტყა და თევდორაძემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.

მატჩის შემდეგ

გიორგი დევდარიანი (ლოკომოტივი):

"ვფიქრობ, თამაშიდან გამომდინარე, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც წაგვეგო. მეც მაჯობა დღეს კახა კაჭარავამ და "დინამოს" ფეხბურთელებმაც აჯობეს ჩვენს ფეხბურთელებს. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მოგებულმა მატჩებმა, რეალობის გრძნობა დაგვაკარგვინა. "დინამოსთან" წაგების შემდეგ, მიწაზე დავეშვებით. სეზონის განმავლობაში ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ითამაშებ. ვეცდებით, ეს დღე მალე დავივიწყოთ და მომდევნო მატჩებს ღირსეულად შევხვდეთ. ერთი ფაქტი მახარებს - "დინამოსთან" კიდევ ორჯერ ვითამაშებთ და საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციის შანსი გვექნება. ასეთი საღამოსთვის "ლოკომოტივის" ქომაგებს ბოდიშს ვუხდი, "დინამოს" კი დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ".

კახა კაჭარავა (დინამო):

"სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, რთული თამაშისთვის მზად ვიყავით. "ლოკომოტივი" კარგი და დისციპლინირებული გუნდია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ფეხბურთელები თავიდანვე მეტად მონდომებულები და მობილიზებულები გავიდნენ მოედანზე, რამაც შედეგი გამოიღო. გუნდმა კარგად ითამაშა. ვულოცავ ჩემს ბიჭებს და "დინამოს" გულშემატკივრებს. მომავალში როტაციაც იქნება. ჩვენ არ გვყავს ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი, თუმცა ყველაფერი კანონზომიერად მიდის. ვეცდებით, ეს რიტმი შევინარჩუნოთ".

ეროვნული ლიგა. XI ტური

10.05. თბილისი. დინამო არენა

დინამო(თბ)-ლოკომოტივი 3:0

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (28. მიქელთაძის პასით), 2:0 კიტეიშვილი (36), 3:0 თომაშვილი (64-საკ. კარში)

დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - გ. კუცია, გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი - ქარდავა, კიტეიშვილი - პაპუნაშვილი (90+2. მესხი), ს. ლობჟანიძე (82. გ. თევზაძე), მიქელთაძე - არაბული (75. ჩაკვეტაძე).

სათადარიგოები: რევიშვილი, სალუქვაძე, ზარია, ნ. ნინუა

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - თომაშვილი (78. ნ. ჭანტურია), ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ქავთარაძე, არდაზიშვილი (54. არველაძე), კომახიძე - კიკნაძე (49. დიასამიძე), სიხარულიძე, გავაშელიშვილი.

სათადარიგოები: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, გაბაძე, სამურკასოვი

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილებები: კუცია (76)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7

ბ. არაბული (დინამო თბ) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

დათოს არაფერი სხვებისათვის დამამცირებელი არ უთქვამს,თვითონაც ესმის,რომ ეს უბრალოდ იდეაა და იმას გულისხმობდა,რაც წინა წლების ჩვენს უბედურებად იქცა,კერძოდ ის,რომ გუნდები ყოველ ნახევარ წელიწადში რადიკალურად იცვლიდნენ შემადგენლობას,ახლად შეკრებილი გუნდი კი ცხადია შეუთამაშებელი იყო და ეს უფრო დაბლა სცემდა მათ რეალურ,ისედაც სუსტ ძალას.ახლაც სამტრედიამ დაჰკარგა დამრტყმელი თავდამსხმელები.შეტევაში ,მით უმეტეს საკუთარ მოედანზე ,პირველ ნომრად თამაში უჭირს,დინამო კი გამართულ ფეხბურთს თამაშობს,თუმცა გიზოგიც მართალია,როცა ამბობს,რომ დინამო ჯერ მზად არ არის ევროთასებისათვისო,ჯერ ნამეტანი ახალგაზრდები არიან. ისე ლოკომოტივი ძალიან მომწონს,მაგრამ ასე სუტად წაგება იმის ბრალიც მგონია,რომ წინა ხაზში არ თამაშობს გამოცდილი ფეხბურთელი,რომელიც წინ გაუძღვება დაბნეულ ახალგაზრდა ბიჭებს.საერთოდ გუნდს და მით უმეტეს ახალგაზრდულს ყოველ რგოლში სჭირდება ლიდერი,რომელიც აბალანსებს ახალგაზრდების არასტაბილურობას.ეს ცხადია გია დევდარიანმაც კარგად იცის,მაგრამ თუ ეს შემადგენლობა შენარჩუნდება,მაშინ ადგილზეც დაწინაურდებიან ახალგაზრდა ლიდერები,თუმცა მათი სტაბილურობა შედარებით ნაკლები იქნება. აი დინამო კი,მართლა ყოჩაღ კაჭარავასაც და დინამოსაც.არ ვიცი რა იქნება მომდევნო ტურში ,მაგრამ ასეთი გამარჯვებების სერია,თანაც მშრალად,ახალგაზრდული გუნდისაგან სრულიად მოულოდნელი იყო.

• guros

მესამე ეტაპზე ითამაშა გუნდმა და ზაგრებთან და პაოკთან დამარცხდა ჩვენს პირობებში ეგეც საქმეა ვნახოთ აბა სამტრედია ან რომელიმე სხვა გუნდი თუ მიაღწევს პლეიოფამდე

• Dato

guro-ს: წადი ბიძიკო, ქართული და ზრდილობა ისწავლე ჯერ, სანამ ფეხბურთზე კომენტარების კეთებას დაიწყებ. პ.ს. ისე რომ იცოდეთ, სულაც არა ვარ თბილისის დინამოს გულშემატკივარი ქართული ქალაქების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. იმიტომაც აღვნიშნე რომ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის იქნება-თქო უკეთესი. პ.პ.ს. თბილისის დინამოზე ესე აგდებით საუბარი ნამდვილად უზრდელობაა, თუ რაიმეს წარმოადგენს და ვინმეს გაუგია ქართული ფეხბურთი, ეს ამ გუნდის და ფეხბურთელების დამსახურებაა.

• guro

დათოს_____ ასეთი :სიბრძნე: საიდამ მოთხარე???წინა სეზონი რა უცებ დაგავიწყდა ალბათ სკლეროზი გიტევს!!!დინამო ყოველ წელს თამაშობდა ევროზე და როდის გვასახელა ნეტა???2005 რომ მოხვდა ჯგუფში და ყველა თამაშში რომ ჩაისვარა და ბოლოს რომ იყომარესდა შეირცხვინეს თავი?? 36 წლის წინ მოგებული თასით ნუ იბლატავებ!! სანამ სხვას დაცინი ჯერ შენსას გადახედე!

• gizog

დინამოს ახალგაზრდა გუნდს გამარჯვებას ვულოცავ, ასევე ახალგაზრდა ლოკომოტივს ვუსურვებ წაგება შემდგომი მოტივაციისთვის გამოიყენონ და ყურები არ ჩამოყარონ, ყველაფერი წინაა.

• gizog

ბატონო დავით ქართულ ფეხბურთისთვის ის სჯობია, რომ ფეხბურთში იყოს სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, გულით მიხარია დინამოს ახალგაზრდების ასეთი მონდომებული და წარმატებული თამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ევროპაზე უკვე შეუძლიათ წარმატებით გამოსვლა. ისე სხვის ერთ წარუმატებლობას, რომ იხსენებ სამტრედიის გულშემატკივარსაც შეუძლია გაგახსენოს იგივე აზერბაიჯანული გაბალა და ყაზახური აქტობეები დინამოს წინა წლებში შემარცხვენლები.

• დავით

პატივცემულო მწვრთნელო. ასე იოლად რატომ აპატიეთ პაპუნაშვილს - ის ძალზე უღირსად მოიქცა და სათანადო სახდელი კი არ გაუღია. თუ ასეთ პრეცედენტებს დაუშვებთ შემდგომში სანანებელი გაგიხდებათ, დაუმსახურებლად არ შეიძლება აპატიოთ ვინც არ უნდა იყოს.

• Dato

ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა დინამოსთვის რომ დაეთმოთ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ან თუნდაც ევროპალიგაზე გამოსვლა. ფაქტია, შედარებაც არ არის ამ კონკრეტული მომენტისთვის დინამოსა და სხვა ქართულ გუნდებს შორის. სამტრედიამ შარშან როგორც "გვასახელა" აზერბაიჯანულ გუნდთან, ვშიშობ იგივე მოხდება წელსაც. ვიცი რომ ეს იდეად დარჩება და არავინ განახორციელებს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ისევ ქართული ფეხბურთისთვის.

• gia

ბრავო დინამო,,

• Jango

და დამთავრდა დინამოს ტრენდიც. მომავალ მატჩში გორში წააგებენ, მერე კი სამტრედიასთან.ასე რომ,ორი L ჩაეწერებათ კიდევ დავთარში.

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!

ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში

[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში

ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის

სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა

[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა

წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება

კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო

[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი - გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!

[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ყოჩაღობს - გაიტანა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა

"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს

"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა

[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე

[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა

"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა

მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია

"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

ცხინვალი-დინამო (თბ) 2:4 - ხალისიანი მატჩი პრეტენზიული ფრაგმენტებით [VIDEO]

[VIDEO] კიტეიშვილმა "პანათინაიკოსს" ულამაზესი გოლი გაუტანა

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

[VIDEO] კიტეიშვილის შედევრი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება - "შტურმი" "პანათინაიკოსთან" მაინც დამარცხდა

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

გულვერდ თომაშვილი "ლოკომოტივში", ბიძინა მახარობლიძე "ტორპედოსკენ"?

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

[VIDEO] კიტეიშვილის ეფექტური გოლი და მაღალი შეფასებები!

თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა

თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა