ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[აქტუალურ თემაზე] საძირკველი რომ მტკიცე იყოს...

[აქტუალურ თემაზე] საძირკველი რომ მტკიცე იყოს...

ერთია ინფრასტრუქტურული პრობლემები და მეორე - ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელების დონე
ამასწინათ, სოციალური ქსელით გულშემატკივარი შემეხმიანა - პირადად თქვენ ყველაფერზე ამახვილებთ ყურადღებას, ბავშვთა ფეხბურთზე კი ძალიან ცოტას წერთ, თუ სახლი თავიდან არ ავაშენეთ, ისე არაფერი გამოვა, სახლი საძირკვლიდან შენდება და არა სახურავიდანო.

ვერაფერს იტყვი, მართალი იყო ის კაცი და გადავწყვიტე, ვრცელი წერილი მიმეძღვნა ამ მეტად მნიშვნელოვანი თემისთვის. ესაა, სიჩქარე ამ თემას არ უხდება და არც ავჩქარებულვარ: სადაც და ვისთანაც ხელი მიმიწვდა, გამოვიკითხე არსებული პრობლემები, ის სატკივარი, დღეს ბავშვთა ფეხბურთს რომ აწუხებს.

რა თქმა უნდა, ამ უაღრესად საინტერესო და ტევად თემას ბოლომდე ვერ ამოვწურავთ, მაგრამ თუ ცოტათი მაინც შევეხებით მტკივნეულ საკითხებს, ჩვენს მისიას ნაწილობრივ შესრულებულად ჩავთვლით...

ინფრასტრუქტურა და არა მარტო...

დღეს საქართველოში რამდენიმე ისეთი სკოლაა, ინფრასტრუქტურის კუთხით პრობლემა რომ არ აქვს. ასეთი სკოლების უმრავლესობა დედაქალაქშია თავმოყრილი. "დინამო", "საბურთალო", "ლოკომოტივი", თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემია და კიდევ ერთი-ორი სკოლა. ეს ის კერებია, რომლებიც თავიანთ საფეხბურთო სკოლებში ბავშვებს შესანიშნავ პირობებში ზრდიან.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის, რომ თბილისში არაერთი კერძო, პატარა საფეხბურთო სკოლაა, რომელიც, თუნდაც ინფრასტრუქტურის მხრივ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არადა, იქ თავისი საქმის პროფესიონალები მრავლად არიან, თუმცა მოიძებნებიან შემთხვევითი ადამიანებიც...

სამაგიეროდ, უარესი მდგომარეობაა რეგიონებში. იმ ქალაქისა თუ რაიონის გუნდებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ და უმაღლეს ლიგებში ასპარეზობენ, კიდევ აქვთ გარკვეული პირობები. ამავე მარაქაში უნდა გავრიოთ ზესტაფონი. საკლუბო აკადემიის განკარგულებაშია შესანიშნავი ბაზა.

"გარკვეულ პირობებში", უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ინფრასტრუქტურას. აი, შემდეგ კი იწყება დიდი უფსკრული...

დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის გასაზრდელად აუცილებელი არ არის ზღაპრული პირობები. რა თქმა უნდა, არავინ ითხოვს იმას, რომ ჩვენმა ბავშვებმა "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "კამპ ნოუზე" ითამაშონ, მაგრამ დღეს სხვა დრო და სხვა მოთხოვნებია. დღეს ფეხბურთელი ვერ გაიზრდება მიწაზე თამაშით. მას მინდორი მაინც სჭირდება იმისთვის, რომ მოუმატოს. აღარაფერს ვამბობთ სწორ კვებაზე, აღდგენით საშუალებებსა და სხვა სიამოვნებებზე, რომელიც დღეს ევროპაში ზედმეტ ფუფუნებად ნამდვილად არ ითვლება...

მაგრამ ერთია ინფრასტრუქტურული პრობლემები და მეორე - ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელების დონე. თანამედროვეობამ მათ მიმართ მოთხოვნები ძალიან გაზარდა. თბილისშიც და რეგიონებშიც არიან მწვრთნელები, რომლებიც თავიანთ საქმეს პირნათლად აკეთებენ და არცთუ დიდი ანაზღაურების ფონზე ბოლომდე იხარჯებიან, მაგრამ არის მწვრთნელთა კატეგორიაც, რომელიც ამ საქმეში მხოლოდ მინიმალური შემოსავლის წყაროს ხედავს, იმ შემოსავლისა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, როგორმე ოჯახი გამოკვებოს.

არ არის გასაკვირი, რომ ეს კატეგორია საერთოდ არ ფიქრობს პროგრესზე, ფიქრობს მხოლოდ დღევანდელ დღეზე...

რა წარმატებას უნდა მიაღწიოს ფეხბურთელმა, რომლის მწვრთნელიც დილით ნაბახუსევზე მიდის ვარჯიშზე, ბურთს გადაუგდებს ბიჭებს და "ორკარას" თამაშს დაავალებს, თვითონ კი მშვიდად წამოწვება ჩრდილში და შორიდან არხეინად უმზერს მოზარდთა გარჯას?!

სამწუხაროდ, ამ საქმეს ლიცენზია არ შველის. C კატეგორიის ლიცენზია კი არა, სულაც უმაღლესი ხარისხის სამწვრთნელო დიპლომი რომ მისცე, ასეთ მწვრთნელებს, პროფესიული კუთხით, უკვე აღარაფერი ეშველებათ.

ასეთების მთავარი მიზანი ის არის, როგორმე შედეგი აჩვენონ, რათა მშობლებისგან აღებული ფულის მართებულობა დაამტკიცონ. ეს კი დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. როგორ უნდა ისწავლოს მან ფეხბურთი, როცა პატარაობიდანვე მწვრთნელი შედეგზე ფიქრს აიძულებს? როგორ უნდა მიეჩვიოს ლაღ თამაშს, კაცის მოტყუებას?..

გარდა ამისა, ეს მოზარდის ფსიქოლოგიასაც ანგრევს...

ლოგიკური ჯაჭვი

ეს მხოლოდ ფეხბურთში კი არა, ცხოვრებაშიც ასე ხდება: ერთი პრობლემა წარმოშობს მეორეს, მეორე - მესამეს და ასე შემდეგ. ანუ საქმე გვაქვს ჯაჭვურ რეაქციასთან. საიდუმლო არავისთვისაა, რომ დღეს ბავშვთა ფეხბურთში ძალიან დიდია ზღვარი მოწინავეებსა და აუტსაიდერებს, გნებავთ, საშუალოებს შორის. ეს კი უკეთეს ხვალინდელ დღეს დიდ კითხვის ნიშანს უსვამს.

მერე გვიკვირს, საერთაშორისო ასპარეზზე რატომ ვერ უგებენ ჩვენი ბავშვები ევროპის წამყვან კლუბებს. მწვრთნელების დონე იქით იყოს და, აქ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - ევროპული კლუბებისთვის ასაკობრივი ჩემპიონატის თითქმის ყველა თამაში საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. მოზარდი მისთვის მთელი ციკლის (ვთქვათ, ერთი კვირის) განმავლობაში თავდადებით და მონდომებით ემზადება.

და რა ხდება ჩვენთან? სეზონში ლიდერი გუნდი მხოლოდ სამ-ოთხ საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვან თამაშს თამაშობს, დანარჩენი კი უბრალო მოთელვაა და მეტი არაფერი. ფეხბურთელი ბოლომდე ვერაფრით დაიხარჯება იმ შეხვედრაში, რომლის შედეგიც მან წინასწარ იცის. იცის, რომ აუცილებლად ორნიშნა ანგარიშით მოიგებს.

ფაქტია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ კუთხით სათამაშო დონის გათანაბრება უნდა იყოს. ოღონდ, აქ არის ერთი კონკრეტული პირობა - ეს უნდა მოხდეს აუტსაიდერების სათამაშო დონის ზრდის და არა ლიდერთა ოსტატობის დაკნინების ხარჯზე!

რეგიონების პრობლემა

ყველამ იცის, რომ დღეს საქართველოს ბევრ ქალაქსა თუ რაიონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და მწვრთნელების განათლების ხარისხი უღრესად დაბალია. მშობლებს ბავშვი ფეხბურთზე ერთადერთი იმედით შეჰყავთ - მაგარი ფეხბურთელი დადგება და რომელიმე თბილისური, წელგამართული კლუბის სელექციონერი თუ ხელმძღვანელი მიაქცევს ყურადღებას, რითაც ბავშვის წინაშე სრულიად ახალი სამყარო და შესაძლებლობები გადაიშლება...

რა თქმა უნდა, თვითონ ბავშვისთვისაც კარგია, როცა საშუალება ეძლევა, უფრო კარგ მწვრთნელთან ივარჯიშოს, უკეთეს გარემოში განავითაროს საფეხბურთო ნიჭი, მაგრამ... ეს ხომ ერთეულთა ხვედრია?

სად არის იმის გარანტია, რომ, ვთქვათ, 11-12 წლის საშუალო მონაცემების რაიონელი ბავშვი, საბოლოო ჯამში, იმაზე უკეთესი ფეხბურთელი არ გახდება, ვიდრე ის "ვარსკვლავი", რომელიც დღეს უფრო ჩანს?

კიდევ ერთი პრობლემა: არსად ისე უდიერად არ ექცევიან საშუალო ნიჭის ფეხბურთელებს, როგორც საქართველოში. არადა, ყველა მესი და რონალდო ვერ იქნება. ჩვენ კი ასეთი მიდგომით ამ "საშუალოებს" მომავლის იმედსა და პროგრესის შანსს ვუკლავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აშკარად იმსახურებს ცალკე წერილს, მანამდე კი ისევ ჩვენ მიერ თავიდან არჩეულ ხაზს გავყვეთ...

ზემოთ იმ ბავშვებზე დავწერეთ, ადრეულ ასაკში რაიონებიდან თბილისში რომ მიდიან და ჩვენი ქვეყნის წამყვან საფეხბურთო სკოლებში ირიცხებიან. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - მოზარდის გონება და ცნობიერება ჯერ მზად არ არის დიდი გარდაქმნებისთვის. არაერთი მაგალითი ვიცი, როცა საკუთარ ქალაქსა თუ რაიონში გამორჩეულ ბავშვს დაუკარგავს განსაკუთრებული თვისებები და მასაში გათქვეფილა...

გამოსავალი

ჩემი გათვლით, საკმარისი ვერა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მისაღები იქნება საქართველოს მეტნაკლებად საფეხბურთო თითო რეგიონში მინიმუმ ორი საფეხბურთო ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც მოზარდები კარგ პირობებში დაეუფლებიან საფეხბურთო განათლებას.

ზუსტად ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე ფიქრობენ და ეს ძალიან კარგია. ცხადია, ეს სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით - ასეთი საქმისთვის თანხის მოძიება აუცილებელია.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ სახეზე გვყავს ქართული საფეხბურთო ინდუსტრიის დღევანდელი პროდუქტი, რომლის ხარისხიც, მთლიანობაში, ძალიან დაბალია, თუმცა ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის.

იმ რეგიონებიდან კი, რომლებიც ჩვენში ნაკლებად საფეხბურთოდ ითვლება, გამორჩეული ბავშვები ახლოს მდებარე ცენტრებში ჩავლენ სასწავლებლად. ასეთ ცენტრებში ბოლომდე უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ საფეხბურთო განათლებასთან ერთად, მოზარდს ზოგადი განათლებაც სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთელები კი არა, პიროვნებებიც უნდა აღვზარდოთ...

აუცილებელი პირობა

მახსოვს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის პრეზიდენტობისას, ფეხბურთის ფედერაციას ძალიან საინტერესო პროექტი ჰქონდა - საფეხბურთო სკოლების ინსპექტირება. მაშინ იმ ფედერაციამ მალევე დალია ჩაილურის წყალი და ჩანაფიქრის განხორციელება აღარ დასცალდა. მას შემდეგ, ეს პრობლემა, მეტი თუ არა, ნაკლები სიმძაფრით ნამდვილად არ დგას ჩვენ წინაშე.

დროა, ფრჩხილები გავხსნათ და დავწეროთ, რასაც ვგულისხმობთ. მაშინ ავტორიტეტული, მიუკერძოებელი ადამიანებისაგან უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა საფეხბურთო სკოლას შემოივლიდა, დაწვრილებით შეაფასებდა მათ ავ-კარგს და მიანიჭებდა შესაბამის კატეგორიას, ზოგიერთს კი საერთოდ აუკრძალავდა ფეხბურთში საქმიანობას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sabagio13

რამდენი რეგიონალური ფედერაციაა საქართველოში? რა დანიშნულება აქვთ მათ?? სანამ ფეხბურითი ფასიანი იქნება დაიმახყოვრეთ ხალხო; რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა! მართალია ყველაფეი ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმ პრემიების სანაცვლოდ რასაც გუნდებს უხდიან , აჯობებს რომ ეს ფული íნფრასტუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს მოახმარონ. ამიტომ საჭიროა არა მარტო თბილისში არამედ რეგიოებშიც (რეგიონალური ფედერაციების მიხედვით) ჩამოყალიბდეს საფეხბურთო აკადემიები!

• Zviad

Yvela skolaze maqvs inpormacia titqmis yvela gundi moviaret da arsad mcvrtnelis msgavsic ki araa.konkretulad shemizlia saubari sad ra xdeba magram VI's ainteresebs?!

• Dragonfly

დინამო საბურთალო და ლოკომოტივი მართლაც უდაოდ კარგი სკოლებია თბილისში, რეგიონებშიც რომ იტყვიან ეწვალებიან და ცდილობენ არსებული პირობებიდან გამომდინარე,სულაქველიძის აკადემიაო რომ ამბობთ იცით ვინმემ იქ რა ხდება საერთოდ? დაინტერესდით ვინმე ნახე რა ხდება სულაქველიძის სკოლაში და 35-ე საფეხბურთო სკოლაში!!! აქ ბავშვის მიყვანა დანაშაულია ხალხო!!!

• tamazino

სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთში დასაქმებული მწვრტნელებს, ახლობლობით ნიშნავენ, მთავარია ფეხბურთს ხომ თამაშობდაო, და სპეციალური განათლება რომ სჭირდებათ, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში, იმას არ კითხულობენ, რა მაგარი ფეხბურთელიც არ უნდა იყო, თუ პედაგოგიკა და თანამედროვე სამჭვრთნელო ცოდნა არ გაქვს, ვერაფერს გახდები, იმიტომაცაა, რომ საფეხბურთო სკოლის შემდეგ გინდ "დინამოში" მოხვდეს, მაინც ვეღარ ქაჩავს მინიმალურ ევროპულ დონეს, იმიტომ რომ საძირკველი ან სუსტია, ან სწორად არ აშენდა

• Ako

ჩემი შვილი 2009 წლიანია და ვარჯიშობს გერმანიაში (რატინგენში) მიუხედავად იმისა რომ რატინგენი დიდ კლუბებთან შედარებით არ გამოირჩევა ძლიერ გუნდად, საკმაოდ მაღალი დონის აკადემია აქვს და აქ გაზრდილი ბავშვები მიყავთ დიდ გუნდებს. ინფრასტრუქტურაზე, ეკიპიროვკაზე, მწვრთნელებზე და სტადიონებზე აღარაფერს ვამბობ, უმღლესი დონის ვარჯიშები აქვთ და რაც მთავარია უდიდესი პერსპეკტივა. აქ უყვართ ფეხბურთი, აქ ფეხბურთით ცხოვრობენ და შესაბამისად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფრო შედეგიანი და ხალისიანი იყოს ბავშვისთვის ფეხბურთი. სამწუხსროა, რომ საქართველოსთან როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა. არადა დამიჯერეთ უნიჭიერესი ბავშვები გვყავს ქართველებს..

• Levani

ჩემი 3 შვილი დადიოდა ფეხბურთზე,2 დღესაც აგრძელებს,1 უცხოეთში წავიდა.თვითონაც ვთამაშობდი.არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი რომ დღევანდელ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელთა 80%-ს კვალიფიკაცია დაბალია და ზოგიერთი მათგანი დასაჭერია კიდეც-ბავშვებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო.მომსწრე ვარ როგორ დაემართა რამდენჯერმე 8-9-10 წლის ბავშვებს ნერვიული სპაზმები ვაიმწვრთნელების ყვირილის გამო.შევესწარი მწვრთნელმა ბურთი დამიზნებით დაატრყა ძლიერად ბავშვის მიმართულებით რომელიც არ უსმენდა-აცდა ცოტათი კიდევ კარგი.და ეს "საუკეთესო" სკოლებში ხდებოდა.აღარ ვლაპარაკობ ინდივიდუალიზმის და ფანტაზიის ჩაკვლაზე,ნაცნობ-ახლობელ-კოლეგის შვილთა წახალისებაზე,უამრავ უსამართლობაზე,რაც მორალურად ფიტავს პატარაობიდანვე-შედეგზე ზედმეტად გაგიჟებული არიან.დასკვნა-ასეთი აკდემიები არ ვარგა,რადგან თვითონ უნდა აკეთებდნენ ინსპექტირებას,მაგრამ ერთმანეთს ხელს აფარებენ და საქმე ფუჭდება.ფედერაციის ინსპექციაც ხელს დააფარებს დარწმუნებული ვარ.საშველია მხოლოდ აქედან წასვლა და უცხოეთში თამაში.15 წელია ვუყურებ და უარესდება სიტუაცია ამ მხრივ,არც მოედნებმა გვიშველ,ანუ უნდა მივხვდეთ რომ საქმე მენტალიტეტშია და ეს უფრო ღრმა პრობლემაა.ერთადრთი გამოსავალი გამკაცრებაა ფედერაციის მხრიდან,სხვანაირად ქართველებს არ გვეშველება.

• deda

ფეხვბურტელის დედა ვარ და სრული სიმართლეა, გაიხარე ავტორო ძაან ბევრის გულისტკივილი თქვი დავამატებ ასევე რო ყუფასო უნდა იყოს ფეხბურთი მე შვილს ვუხდი ფულს მაგრამ იყვნენ ისეთევბი ვინც ვერ იხდიდა ფყულს კარგი ბიჭები

• bingo

დროული წერილია წერეთ ბავშვთა ფეხბურთზერაც შეიძლება მეტი

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება