"ბორჯღალოსნების" თავკაცმა კანადასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კანადასთან თამაშის წინ სამატჩო რაზმი დაასახელა და მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

"ბორჯღალოსნები" ივნისის ტესტების პირველ შეხვედრას კანადასთან, თბილისის დროით 11 ივნისს, 01:00 საათზე გამართავენ.

- მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

"კანადის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი რაზმი შევარჩიეთ, რაც ხაზს უსვამს მატჩის მნიშვნელობას. ჩვენ კიდევ გვახსოვს მარტში რუმინეთთან წაგებული მატჩი და აქედან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ იმას, რომ კანადის წინააღმეგ კარგი თამაში ვანახოთ.

ამ კვირის განმავლობაში კარგად ვივარჯიშეთ და ახლა ის დაგვრჩენია, ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ შაბათს.

ამ თამაშს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი წევრი შაბათს მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. დავით კაჭარავა ბოლო 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდის შეუცვლელ და მნიშვნელოვან წევრს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ "კაჭიმ" მეასე კეპი გამარჯვებით იზეიმოს", - აქვეყნებს მილტონ ჰეიგის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი.

gio
წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო აბა თქვენ იცით.
N
ზურაბს. დიდი მადლობა კომენტარისათვის, მაგრამ, ჩემს წესს რომ გავყოლოდით, ამჟამინდელი რეიტინგით, გასვლაზე ვერ ვეთამაშებოდით მხოლოდ და მხოლოდ ახალ ზელანდიას, ინგლისს და ავსტრალიას. ყველა დანარჩენთან შეგვეძლებოდა თამაში გასვლაზე.
DDD
საკმაოდ უხერხულ მოწინააღმდეგეებს შევხვდებით. თუ რომელიმე თამაში მოვიგეთ, კარგი იქნება. განსაკუთრებით ამერიკაა უხერხული მეტოქე, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ვძლიეთ თბილისში ბოლო წუთებზე. არგენტინასთან მოგებაზე საუბარი გადაჭარბებული მგონია
თორნიკე
რაც ყველაზე მეტად მეზიზგება, ბიჭები და მწვრთნელებიც ერთმანეთის მოტივირებას და საბრძოლოდ განწყობას სიტყვა "დავაი"-თი რო ცდილობენ, ძალიან ულამაზოდ და უხეშად ჩანს იმის ფონზე რო პატრიოტულ და ეროვნულ მოტივებზე გვაქვს პრეტენზია, ზოგს მაგალითდ ახალგაზრდებს გაუცნობიერებლად მოსდით მარა დიდებს ნაკრებში და მწვრთNელებს არ ეკადრებათ და ვინმემ უნდა იზრუნოს ამ ტრადიციად დამკვიდრებული უხეში ბარბარიზმის ამოძირკვაზე ჩვენი ლექსიკიდან
zurab
N-ს მაშინ არც ჩვენ გვათამაშებდნენ ჩვენზე წინმყოფებთან!
სოსო
ბიჭებს წარმატებულ ტურნეს ვუსურვებ,გამარჯვებები მოგვენატრა. სტატიის ავტორს.ბებიაჩემს ოთხი კლასის განათლება ჰქონდა ,მაგრამ სულ მისწორებდა,განახო კი არა,უნდა თქვა გაჩვენოო,არადა შესანიშნავი მოქართულე იყო,ღმერთმა აცხონოს მისი სული.შემდეგ უკვე სკოლაში ვიკითხე და აღმოჩნდა ,რომ ბებიაჩემი მართალი იყო.ასე რომ გაითვალისწინეთ და შეეცადეთ დაიცვათ ქართული ენის ნორმები.ეს მარტო თქვენ არ გეხებათ,ძალიან გახშირდა ამ სიტყვის გამოთქმა და აგრეთვე "ბევრი წელი"რომელიც კალკია რუსულიდან და ქართულად ითქმება, ,,მრავალი წელი".
N
სამწუხაროა, რომ რაგბის მსოფლიო რეიტინგში, ამ თამაშის შედეგად, მოგების შემთხვევაში ვერაფერს ვიხეირებთ, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში –– ქულებს დავკარგავთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, საერთოდ ავკრძალავდი ისეთი გუნდების სატესტო შეხვედრებს, რომელთა რეიტინგებს შორის განსხვავება 8–12 ქულას ცდება (იმის მიხედვით, გასვლაზეა თამაში თუ საკუთარ მოედანზე).
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
კანადა VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" ამერიკულ ტურნეს იწყებენ
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]