კონფედერაციათა თასი 2017. B ჯგუფი
მსოფლიოს ჩემპიონთა აჩრდილმა და კოპა ამერიკის ბოლო გამარჯვებულმა ჩილემ მოსაწყენი შოუ აჩუქეს "ყაზან არენაზე" მრავლად შეკრებილ გულშემატკივრებს - პირდაპირ ვიტყვით - კონფედერაციათა თასი ჯერჯერობით, ვერ ამართლებს.

იოახიმ ლიოვის შემადგენლობას შემტევი ნამდვილად არ ეთქმოდა და არც გერმანელთა თამაშს ეთქმოდა შემტევი I ნახევარში. ჩილე კი კარგი იყო პრესინგში, ართმევებზე - სამხრეთამერიკელებმა გოლიც ასე გაიტანეს. შკოდრან მუსტაფი უხეშად შეცდა - ბურთი ალექსის სანჩესს ჩააბარა, რომელმაც კედელი არტურო ვიდალთან გაითამაშა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი დალაშქრა. დიახ, კარში "ბარსელონას" გოლკიპერი იდგა, რომელმაც I ტურში "თავგამოჩენილი" ბერნდ ლენო შეცვალა. ამ გოლით სანჩესი ჩილეს ისტორიაში ნაკრების საუკეთესო მეგოლე გახდა 38 გოლით. "არსენალის" ფორვარდი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

კარგი იყო ედუარდო ვარგასის შორეული დარტყმა, რომელსაც ცოტა დააკლდა გოლამდე.

ტაიმის მიწურულს გერმანიამ მაინც გაათანაბრა - იონას ჰექტორმა მარცხნიდან ჩააწოდა და ლარს შტინდლმა ახლო მანძილიდან ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა. ტაიმი 1:1 მორჩა.

მეორე ტაიმში გუნდებმა ისე ითამაშეს, როგორც მიმდინარე ანგარიშზე კმაყოფილებმა იციან ხოლმე. კარში ბურთი მხოლოდ ერთხელ წავიდა (გერმანელებმა შეძლეს ეს), ხოლო იოახიმ ლიოვს ერთი ცვლილებაც კი არ განუხორციელებია. აი, ასე მშვიდად მივიდა თამაში ლოგიკურ დასასრულამდე - 1:1.

კონფედერაციათა თასი ჯერჯერობით, ვერ გვანებივრებს ბევრი საინტერესო თამაშით, მაგრამ გუშინდელი დღე გამორჩეულად უინტერესო იყო. უკლასო კამერუნისა და კიდევ უფრო სუსტი ავსტრალიის "შოუს" შემდეგ ვიხილეთ ექსპერიმენტული გერმანიის უმოტივაციო თამაში. ციდან ვარსკლავები არც პიცის ნაკრებს მოუწყვეტია.

იხილეთ ვიდეო

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის ჩილესთან თამაში დიდი გამოწვევა იყო და მე შედეგით კმაყოფილი ვარ. გოლის ეპიზოდში სუპერკომბინაცია გავითამაშეთ. ტემპი მაღალი იყო, თუმცა მომენტები - ცოტა".

გერმანია-ჩილე 1:1

გოლები: 0:1 ა. სანჩესი (6), 1:1 შტინდლი (41)

გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი - გინტერი, მუსტაფი, ზიულე - კიმიხი, ჯანი, რუდი, ჰექტორი - გორეტცკა, დრაქსლერი - შტინდლი

ჩილე (4-3-1-2): ერერა - ისლა, მედელი (71. პ. დიასი), ხარა, ბოსეჟური - არანგისი (90. ფ. სილვა), მ. დიასი, პ. ერნანდესი - ვიდალი - ე. ვარგასი (82. მ. როდრიგესი), ა. სანჩესი

მაყურებელი: 38 222

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩილე 2 1 1 0 3-1 4

2. გერმანია 2 1 1 0 4-3 4

3. ავსტრალია 2 0 1 1 3-4 1

4. კამერუნი 2 0 1 1 1-3 1

III ტური

კვირა. 25 ივნისი

ჩილე-ავსტრალია 19:00

გერმანია-კამერუნი 19:00

A ჯგუფი

თ მ ფ წ ბ ქ

1. მექსიკა 2 1 1 0 4-3 4

2. პორტუგალია 2 1 1 0 3-2 4

3. რუსეთი 2 1 0 1 2-1 3

4. ახ. ზელანდია 2 0 0 2 1-4 0

III ტური

შაბათი. 24 ივნისი

მექსიკა-რუსეთი 19:00

ახ. ზელანდია-პორტუგალია 19:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ფინალში ჩილეს დაუპირისპირდება
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
კონფედერაციათა თასი 2017. შეჯამება: ეს იყო პეტერბურგში...
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]
პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ჩემპიონია
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
გერმანია-მექსიკა 4:1 - მუნდიალის ჩემპიონი მუნდიალის რეპეტიციის ფინალშია [VIDEO]