საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ფეხბურთს უბრუნდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ნიკა ტოგონიძე ფეხბურთს უბრუნდება. ის პირველი ქართველი მეკარე გახლდათ, რომელმაც ნაკრებში 354-წუთიანი "მშრალი" სერია ჩაატარა, "ლიბეროს" ფუნქციები შეითავსა და ფეხით თამაშის ტენდენცია დაამკვიდრა. ის ნამდვილი ქართველი იგიტა იყო და 1991 წელს, ხაშურის "ივერიაში" თამაშის პერიოდში, საქართველოს ჩემპიონატში ათამდე მატჩი სხვა ამპლუაში ითამაშა, მათ შორის - საყრდენ ნახევარმცველადაც. სულ კი უმაღლეს ლიგაში 12 გოლი გაიტანა, ხოლო 7 პენალტიდან ყველა გამოიყენა...

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე თბილისის მერიაში საქმიანობდა, იყო "სინათლის ქალაქის" დირექტორი, მაგრამ ფეხბურთი არასოდეს დავიწყებია. ახლახან, ნიკა ტოგონიძემ წარმატებით დაასრულა B-კატეგორიის სამწვრთნელო კურსები.

"სამწვრთნელო კურსებზე ძალიან საინტერესო ჯგუფში მოვხვდი, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ბევრ ცნობილ მოთამაშესთან ერთად ვსწავლობდი. მიხარია, რომ ფეხბურთში არიან ედიკ საჯაია, დათო იმედაშვილი, ლექსო ინწკირველი, დათო ჯანაშია, გიორგი ღამბაშიძე, ზვიად პაპიძე... ისინი გამოცდილებასა და ცოდნას ბავშვებს მოახმარენ.

მეც სულ მსურდა ფეხბურთში დაბრუნება - მწვრთნელად თუ სხვა ფორმით, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ეს სფერო მიყვარს და ფეხბურთის სიღრმეებში გარკვევა მსურდა. სამწვრთნელო კურსებზე ამიტომაც შევედი - ეს და ფეხბურთელობა სხვადასხვა პროფესიებია და ფეხბურთს აბსოლუტურად განსხვავებული კუთხიდან უყურებ", - ამბობს ტოგონიძე.

მისი თქმით, საქართველო სამწვრთნელო სწავლებაში გამორჩეული ქვეყანაა:

"არის ქვეყნები, სადაც ლიცენზიას იოლად აიღებ, მაგრამ მე ცოდნის მიღება მსურდა და არა - უბრალო სერტიფიკატის. ამით პოსტსაბჭოეთში საქართველო გამორჩეულია, რადგან ყველაზე მკაცრი და კარგი სწავლებაა, შეღავათს არავის უწევენ. საქმისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიცოდი, რომ ბევრი რამ მქონდა სასწავლი, მაგრამ ამ ერთთვიან პერიოდში გაოცებული დავრჩი - ზღვა მასალაა! ფეხბურთის ფედერაციას, გაიოზ დარსაძესა და მის სამწვრთნელო გუნდს ეს საკითხი დალაგებული აქვთ და თუ სურვილი გაქვს, აუცილებლად ისწავლი".

მისი აზრით, ქართულ ფეხბურთში კრიზისი საბჭოური ინერციის დასრულების შემდეგ დადგა:

"დამოუკიდებლობის პირველ წლებში საკმაოდ კარგი ჩემპიონატი, გუნდები და ეროვნული ნაკრებები გვყავდა. მაგრამ დრო გავიდა, საბჭოური ინერცია დასრულდა და უმძიმეს კრიზისში აღმოვჩნდით. ახლა სულ უფრო ნათლად ჩანს, რომ ბოლო 25 წელიწადში ქართული ფეხბურთის საფუძვლის ჩასაყრელად არაფერი კეთდებოდა.

კიდევ კარგი, ახლა სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო და იმედი მაქვს, ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურასაც მიხედავენ. ლიცენზირების კურსებს ამ გადასახედიდანაც ვუყურებდი. ლევან კობიაშვილი და კახა ჭუმბურიძე ხშირად მოდიოდნენ, ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის კი მათი ყურადღება დიდი სტიმული იყო.

სხვათა შორის, კობიაშვილი არსებულ ვითარებაზეც გველაპარაკა და მართალი თქვა - მდგომარეობას ერთ ან ორ წელიწადში ვერავინ შეცვლის, საამისოდ გრძელვადიანი პროგრამებია საჭირო.

გაიხსენეთ გერმანიის მაგალითი - დაიწყეს პროგრამის განხორციელება და ახლა მე-3 ნაკრებით კონფედერაციის თასი მოიგეს. აიღეთ ბელგია, რომელიც კრიზისში იყო - პროგრამა დადეს და უკვე საგრძნობი პროგრესი აქვთ. ჩვენი გზაც ეს არის".

ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის თქმით, ყველაზე მეტი პრობლემა რაიონებშია:

"ბავშვთა ფეხბურთში ყველაზე კარგი პირობები თბილისურ საფეხბურთო სკოლებს აქვთ. ჩემი ბავშვი "საბურთალოზე" დადის და კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად მუშაობენ. გამართულად მუშაობს "დინამოს", "ლოკომოტივისა" და ფეხბურთის ფედერაციის, ასევე სულაქველიძისა და მჭედლიძის აკადემიები, "ნორჩი დინამო" - სხვადასხვა პირობების მიუხედავად, ისინი არ გაჩერებულან და ბავშვებს ზრდიან. მათ შორის, ყველაზე ცუდი პირობების მქონეც კი რაიონის სკოლაზე მაღლა დგას, რადგან იქ პირობები არ არის.

ქართული ფეხბურთის კრიზისზე ვლაპარაკობთ, მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანა ფეხბურთელებს ადრინდელივით მასობრივად ვეღარ ზრდის და შედეგიც ვერ იქნება. გამონათებები ყოველთვის იყო და იქნება. ამის მაგალითი ახლანდელი 19-წლამდელთა ნაკრებია, რომელშიც ძალიან მაგარი თაობა გამოჩნდა.

მაგრამ ყველა რეგიონში ერთი ნორმალური საფეხბურთო სკოლა მაინც რომ იყოს, ბევრად წინ ვიქნებოდით და მხოლოდ გამონათებების იმედად არ დავრჩებოდით. რაიონებში კი ბევრი კარგი სპეციალისტია.

რუსთაველი ვარ, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი ძალიან ძლიერი სპეციალისტი - ცაცო კასრელიშვილი იყო. ახლახან გარდაიცვალა და ძალიან დამწყდა გული, მის გაზრდილებს ეროვნულ ნაკრებსა და ბევრ ცნობილ ლიგაში უთამაშიათ.

დარწმუნებული ვარ, რეგიონებში ახლაც ბევრი კარგი მწვრთნელია, მაგრამ ლიცენზირების კურსებზე ცოდნამიღებულები რაიონში რომ ბრუნდებიან, მატერიალური ბაზა მუშაობაში ხელს არ უწყობთ. ეს არის პრობლემა და იმედი მაქვს, ამას მალე მიეხედება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ნიკა ფეხბურთელიც კარგი იყო და იმედია მწვრთნელიც უკეთესი დადგება.კეთილი იყოს შენი დაბრუნება ფეხბურთში(ან იქნებ ჯოჯოხეთში).წარმატებებს გისურვებ ნიკა.
otar
ნიკა მახსოვს ბატუმის დინამოსჰი ტამასჰობდა,იტალიასტან 0-0 მისი დამსაჰურებაა..
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
ნიკა ტოგონიძე: ქართულ ფეხბურთს რომ მომავალი აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
მაკარიძეობა საქართველოში - ნიკა ტოგონიძისა და მინდია ბობღიაშვილის ისტორიები
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
კურიოზია - რუსთავში არის სახელმწიფო საფეხბურთო სკოლა, რომელსაც სტადიონი არ აქვს!
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები"
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სერგო ჭურაძე: ფეხბურთით არ ვცხოვრობდი!
რა სარგებლობას მოუტანს ვლადიმირ ვაისს უზბეკეთსა და იორდანიასთან თამაში
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"გასაუბრება Skype-ის საშუალებით მოხდა" - ინდოეთის ნაკრებში გაიოზ დარსაძის კანდიდატურას განიხილავენ
როდის გაბრწყინდება "ივერია"? ხაშურის მთავარი არენა რეაბილიტაციის მოლოდინშია
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა