ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისა და გამორჩეული მასპინძლობისთვის მადლობას ოფიციალური წერილით უხდის:

"ბატონო ლევან,

უეფას პრეზიდენტის, უეფას წარმომადგენელთა და იმ თანამშრომელთა სახელით, რომლებიც ესწრებოდნენ საქართველოში ჩატარებულ 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენ გუნდს ტურნირის შესანიშნავი ორგანიზებისათვის. 50 000-ზე მეტმა მაყურებელმა სტადიონებზე საოცარი გარემო შექმნა, ეს ყველაფერი კი თქვენი გუნდის მიერ სტადიონებსა და მათ მიღმა გაწეული საფუძვლიანი და შესანიშნავად შესრულებული საორგანიზაციო სამუშაოების დამსახურებაა.

მონაწილე გუნდებისა და უეფას თანამშრომლებისგან მიღებული უკუკავშირი ცალსახად დადებითი იყო. იმედი გვაქვს, რომ ამ ტურნირმა თქვენს ქვეყანაში დატოვა თავისი მემკვიდრეობა - განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდული ფეხბურთის მიმართ ინტერესის ზრდის მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნულმა ტურნირმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში, ისევე როგორც, დიდი როლი ითამაშა თქვენს ქვეყანასა და ფეხბურთის ფედერაციაში მასშტაბური ტურნირების ჩატარების შესახებ ცოდნისა და ახალი იდეების დანერგვის მხრივ.

ტურნირის 15 მატჩიდან ჩვენ განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა გახსნითი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის გუნდებს შორის, რომელიც გორის სტადიონზე სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდა; საქართველო-ჩეხეთის თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომელსაც 24 000 მაყურებელი დაესწრო და, რა თქმა უნდა, გორში ჩატარებული ფინალი, რომელმაც მოლოდინები გაამართლა და მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

ტურნირის ორგანიზებაში ჩართული თითოეული ადამიანი უნდა ამაყობდეს მიღწეულით. ჩვენც გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ტურნირის ჩატარებაში. მთელი ტურნირის მანძილზე ვგრძნობდით ორგანიზებაში ჩართული თითოეული ადამიანის საოცარ ძალისხმევას. განსაკუთრებით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით მუჯირს, ასევე ტურნირის დირექტორს - ნიკოლოზ ჯღარკავას, ტურნირის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ნაკაიძესა და ტურნირის კოორდინატორს თამარ ჭიჭინაძეს.

მადლობას ვუხდით ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს, ტურნირში ჩართული სტადიონებისა და კლუბების წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, მასპინძელ ქალაქებს - თბილისსა და გორს. მათი ენთუზიაზმი და ჩართულობა გამორჩეულად აღსანიშნია და დაფასებულ იქნა ყველა ადამიანის მიერ, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ ტურნირთან. ასევე მადლობას ვუხდით ტურნირის ორგანიზებაში ჩართულ მოხალისეებს, და ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ სამაგალითო სამუშაოსა და თავდადებას. დიდი მადლობა სპონსორებს - რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებაში.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენს ფედერაციასთან ერთად აღნიშნული ტურნირის მასპინძლობა და ვიმედოვნებთ, რომ ასევე ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ 2020 წლის 19-წლამდე ქალთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ფარგლებში.

პატივისცემით,

თეოდორ თეოდორიდისი

უეფას გენერალური მდივანი"

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Irakli apkhaidze
ჩეხეთი-საქართველოს მატჩის ინციდენტი გვაპატიეს?
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
[დღის თემა] რატომ ილაპარაკა ჩეფერინმა გარიგებულ თამაშებზე?
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს
სფფ: საქართველოში უეფას პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ჩამოვლენ
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა