უახლოეს პერიოდში ცხინვალის "სამაჩაბლო" ითამაშებს
ბოლო 30 წელიწადში საქართველოში იმდენი სტადიონი დაანგრიეს, ყოველი ახლის მშენებლობა გულშემატკივარს სიხარულს ჰგვრის. აგერ, სოფელ ერგნეთში არენის მოწყობა დაიწყო, რომელიც სოციალური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია - ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს სპორტი ჰაერივით სჭირდებათ.

შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი რევაზიშვილის თქმით, სტადიონი ისეთ დონეზე მოეწყობა, პირველი და უმაღლესი ლიგის მატჩებსაც რომ უმასპინძლოს.

"არენას ექნება განათება, დამონტაჟდება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, აშენდება მინიმუმ 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, საექიმო, სამსაჯო, დელეგატთა ოთახები და ყველა საჭირო სათავსი. მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ინიციატორები არიან ზურაბ ნარუაშვილი, ბეჟან მაჭარაძე, გიორგი სამხარაძე და ანზორ კასრაძე", - ამბობს რევაზიშვილი, რომელიც ამ მშენებლობის ასევე ერთ-ერთი ინიციატორია.

მისივე თქმით, ამ სტადიონს დიდი დატვირთვა ექნება:

"ის მოემსახურება ერგნეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ბავშვები ფეხბურთში ივარჯიშებენ, ხოლო უახლოეს პერიოდში ცხინვალის "სამაჩაბლო" ითამაშებს.

ეს გუნდი თბილისის პირველობაზე გამოდის, მაგრამ კარგი იქნება, თუ მშობლიურ რეგიონში დაბრუნდება. ამ გუნდს სათავეში უდგანან ზურაბ ნასუაშვილი და ბეჟან ბოჭორაძე. საინტერესოა, რომ ამ გუნდში მოსვლის სურვილი ოსი ეროვნების ოთხმა ფეხბურთელმა გამოთქვა".

ინიციატივას მხარს უჭერენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება.

"ყველასგან ერთსულოვანი მხარდაჭერაა, რადგან ფეხბურთის მასობრიობისა და ჩართულობის მნიშვნელობას ყველა აცნობიერებს, რეგიონებში კი ფეხბურთის მიხედვა კიდევ უფრო საჭიროა. წლეულს, ივნისში, შიდა ქართლის რეგიონულმა ფეხბურთის ფედერაციამ ბავშვთა ტურნირი სწორედ ერგნეთში ჩაატარა და მაშინ უეფას 19-წლამდელთა თასი კონფლიქტის ზონაში ჩამოიტანეს.

ამის ინიციატორები ტარიელ ხეჩიკაშვილი და ლევან კობიაშვილი იყვნენ. ახლა კი ერგნეთში იმყოფებოდა სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელი, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია. მან სტადიონის ტერიტორია დაათვალიერა და ინიციატორებს მშენებლობის სტანდარტებიც გააცნო".

"ერგნეთში სტადიონის მოწყობით დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. იქაური მოსახლეობაც მხარში უდგას საფეხბურთო კლუბ "სამაჩაბლოს", რომელიც ამ სტადიონზე ბურთს მალე გააგორებს", - ამბობს კვარაცხელია.

ნოდო მ.
ისტორიას ქმნიან ეს ხალხი კარგი საქმე წამოიწყეს, წარმატებები
gizog
ბაჩო გ-ს ''მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვიაო'' ვისხდეთ და ველოდოთ არავინ არაფერი წაგვართვასო. ერგნეთი მუდამ გორის რაიონი იყო და არასოდეს შედიოდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოლქში, თუმცა მაჩაბლების სათავადოში შედიოდა.
გაიოზ გოშაძე
ძალინ მიხარია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბავშვებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ მაღალ დონეზე მოწყობილ საფეხბურთო ბაზაზე, ისინი ხომ დღეისთვის 30 კმ-ზე დადიან გორში სავარჯიშოდ, რაც დიდ დროსთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული. მადლობა ამ საქმის ინიციატორებს. იმედია ასეთი ინიციატივა სხვა რაიონების სოფლებშიც გავრცელდება.
ბაჩო გ
გააკეთონ და გაკეთებული კოდორი რო აგვახიეს აფხაზებმა ისე არ გამოვიდეს.მე მაგალითად ამის სუნი მცემს
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
გიორგი რევაზიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ავთანდილ კენჭაძემ ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ვერცხლის მედალი მოიპოვა
დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ოქროს დიდი პრიზი": საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრები რვა წონიდან შვიდში გამოვა
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
"ოქროს დიდი პრიზი" ოქროს გარეშე - დღეს ქართველი "თავისუფლები" ბაქოში იჭიდავებენ
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა