ნიუ პლიმუთში არგენტინის ნაკრებმა პირველ ტაიმში თავი დადო
ოთხი ერის გათამაშების მესამე ტურში კინაღამ დიდი სენსაცია ვიხილეთ.

ნიუ პლიმუთში არგენტინის ნაკრებმა პირველ ტაიმში თავი დადო. მიუხედავად იმისა, რომ "ოლ ბლექსის" სამ ლელოს, რომელთაგან მასპინძელთა მგეზავმა ბოდენ ბარეტმა ვერც ერთი გარდასახა, მხოლოდ ერთით უპასუხა, "პუმებმა" პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით, 16:15 მოიგეს.

პირველი ტაიმის და, ზოგადად, მატჩის გმირი არგენტინელთა მხრიდან მგეზავი ნიკოლას სანჩესი იყო, გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი აუგუსტინ კრევიც.

"პუმებმა" პირველ ტაიმში დაწყებული მეორეშიც განაგრძეს და 50-ე წუთისთვის უკვე შვიდი ქულის სხვაობით 22:15 იგებდნენ. აი, სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა ახალზელანდიელთა თავკაცის გადაწყვეტილების სისწორე, როცა ძირითად შემადგენლობაში მესამეხაზელი ვაეა ფიფიტა დააყენა. ზუსტად ერთ წუთში, მას შემდეგ, რაც არგენტინელები დაწინაურდნენ, ფიფიტამ ორმოცმეტრიანი რეიდი მოაწყო და არგენტინელები მარცხენა კუთხეში დაალელოვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მომენტი გარდამტეხი გამოდგა შეხვედრაში. "ოლ ბლექის" დამრიგებელმა კიდევ ერთი შეცვლა გამოიცნო. მან შუამარბ სონი ბილ უილიამსის ნაცვლად მოედანზე ლიმა სოპოაგა გამოიყვანა და ახალზელანდიელებმა ორი მგეზავით განაგრძეს თამაში. თან, სოპოაგა ბარეტზე უკეთესი დამრტყმელი გამოდგა.

ერთი სიტყვით, სენსაცია არ შედგა. ფიფიტას ლელოს შემდეგ ბარეტმა და დამიენ მაკენზიმ კიდევ თითო ლელო გაიტანეს და "ოლ ბლექსმა" მორიგი გამარჯვება მიითვალა - 39:22.

"პუმებმა" საწადელი ვერ აისრულეს, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. არგენტინელები ტურნირიდან ტურნირამდე, მატჩიდან მატჩამდე უმატებენ.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა დაპირისპირება პერთში. ავსტრალიის ნაკრები მატჩის მე-60 წუთამდე ანგარიშში წინ იყო, თუმცა სამხრეთაფრიკელებმა 68-ე წუთზე გათანაბრება და წინ გასვლაც შეძლეს. "ვოლაბებმა" ორ წუთში ბოლო ძალების მობილიზება და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - 23:23.

ოთხი ერი. III ტური

ახ.ზელანდია-არგენტინა 39:22

ახ.ზელანდია: 6ლ - მილნერ-სკადერი, ლინერტ-ბრაუნი, დაგი, ფიფიტა, მაკენზი, ბარეტი. 3გ,ს - სოპოაგა.

სინბინი: ბარეტი.

არგენტინა: ლ,გ,ა - სანჩესი. 4ს: სანჩესი (2), ბოფელი (2)

ავსტრალია-სამ. აფრიკა 23:23

ავსტრალია: 2ლ - ბილი, პოლოტა-ნაუ. 3ს,2გ - ფოლი

სამ. აფრიკა: 2ლ - კრილი, მარქსი. 3ს,2გ - იაინკისი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. ახ. ზელანდია 3 3 0 0 +43 14(2)

2. სამ. აფრიკა 3 2 1 0 +40 11(1)

3. ავსტრალია 3 0 1 2 -26 3(1)

4. არგენტინა 3 0 0 3 -57 0(0)

IV ტური

ახ.ზელანდია-სამ.აფრიკა

ავსტრალია-არგენტინა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ
ოთხი ერი. IV ტური: "ოლ ბლექსი" უკვე ჩემპიონია
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ოთხი ერი. IV ტურის წინ: ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"მთიელები" მწვერვალზე - ზე რაგბის გათამაშება "ჰაილენდერზის" გამარჯვებით დასრულდა
ოთხი ერი. II ტურის წინ: ყველგან ცვლილებებია
ოთხი ერი. III ტურის წინ: პერთსა და ნიუ პლიმუთში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ბარეტების ერა იწყება - ბოდენ ბარეტი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა
ოთხი ერი. II ტური: ბლედისლოუ, დიდი ომის შემდეგ
ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?
ოთხი ერი: რა მოხდება ბუენოს აირესში?
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოთხი ერი: "ოლ ბლექსის" ექვსიდან ექვსი და გამარჯვება
ზე რაგბი. I ტური: პლუს არგენტინა და იაპონია
ადამის ჰეთ თრიკი - მსოფლიოს თასზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა
ოთხი ერი 2017: ვინ შეაჩერებს "ოლ ბლექსს"?
ახალმა ზელანდიამ რიჩი მაქოუს გარეშეც იმარჯვა