საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXVI ტური
ამ მატჩს სატურნირო ცხრილში მდგომარეობის დაძაბვა შეეძლო, რადგან მასპინძელი "სამტრედია" "ლოკომოტივს" მხოლოდ 6 ქულით უსწრებდა.

გიორგი დევდარიანის გუნდი "ეროსი მანჯგალაძეს" დანაკლისით ესტუმრა - თბილისელებს ტრავმების გამო ირაკლი კომახიძე და მამია გავაშელიშვილი აკლდნენ.

თამაში დაძაბული გამოდგა, თუმცა ფეხბურთელები კორექტულობას არ კარგავდნენ და გოლის გატანის შანსიც ორივე გუნდს ჰქონდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ვატო არველაძე - ეს 19 წლის ფეხბურთელი თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო უკეთესი და თავდაჯერებული ხდება. ამჯერადაც, მან რამდენიმე ისეთი გადაცემა გააკეთა, გულგრილი ვერ დარჩებოდი.

პირველ ტაიმში "ლოკომოტივს" ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გიორგი გოროზიამ და ირაკლი სიხარულიძემ შანსებით ვერ ისარგებლეს. სიხარულიძემ ეს მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო და ბომბარდირთა დავაში 20-გოლიან ნიშნულს უწია. სხვათა შორის, მას დუბლის შესრულებაც შეეძლო...

ყველაფერი მეორე ტაიმში გადაწყდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - რევაზ თევდორაძის კარი ინტერს გიიმ აიღო. ამის შემდეგ დევდარიანმა თამაშის გასაძლიერებლად მოედანზე ლაშა გვილია და ლუკა კიკაბიძე შეიყვანა და მალე "ლოკომოტივმა" წონასწორობა აღადგინა.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ სტუმრებს კიდევ ორი რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ "ლოკომოტივი" პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებს - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, ფეხბურთელებს საკუთარი თავის არ სჯერათ.

"სამტრედიას" კი სწორედ ეს გამოარჩევს. მასპინძლებს გამარჯვების გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე მოუტანა გიის გოლმა. ეს ფეხბურთელი მოქმედი ჩემპიონისთვის უდავოდ კარგი შენაძენია. იმავეს ვიტყვით მაიკლ ოლაიტანზეც, რომელმაც პირველად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ნიგერიელს კლასი აშკარად ეტყობა.

საბოლოოდ, "სამტრედიამ" მოიგო, "ლოკომოტივს" 9 ქულით გაექცა და "ტორპედოსთან" ჭიდილს აგრძელებს. საინტერესოა, რომ გია ცეცაძის გუნდი ერთადერთია ეროვნულ ლიგაში, რომელსაც ჩემპიონატის მეორე ნახევარში არ წაუგია.

მატჩის სტენოგრამა

23' - გოროზიამ ბურთი სიხარულიძეს გაუთამაშა და მეკარესთან მარტო რჩებოდა, მაგრამ ბოლო წამს ფეხებში მცველი ჩაუწვა და სამტრედიელები გადაარჩინა.

39' - ნიკა საბანაძემ საჯარიმოსთან ბურთი ინტერს გიის გაუთამაშა და კარში დაარტყა - თევდორაძემ უხერხულად დარტყმული ბურთი მოიგერია.

41' - ვატო არველაძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა სიხარულიძე, რომლის თავურზე მეკარე მიგინეიშვილმა პოზიცია კარგად შეარჩია, ბურთი ხელში აიღო და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

49' - გოლი! საბანაძემ საჯარიმოსთან ბურთი მკერდით გააჩერა, კარში დაარტყა და ინტერს გიისგან რიკოშეტით ბადეში აღმოჩნდა - 1:0.

54' - მჭედლიშვილის მშვენიერი გადაცემის შემდეგ გიი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მშვენიერი შანსი გაანიავა - ბურთი კარს გადააცილა.

66' - გვალიამ შორიდან ძლიერად დაარტყა და მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

68' - გოლი! გეგა დიასამიძემ კარის წინ გადააწოდა სიხარულიძეს, რომელმაც მცველებს დაასწრო და შანსი გოლად აქცია - 1:1.

75' - სტუმართა უმწვავესი შეტევა: ნოდარ ქავთარაძემ საჯარიმოში ვატო არველაძე მოძებნა, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ სამტრედიელები მეკარემ გადაარჩინა.

78' - ნიკა სანდოხაძემ კარის აღება "მაკრატელათი" სცადა - ბურთს გიორგი რეხვიაშვილი გადაეფარა და გუნდი გადაარჩინა.

79' - არველაძემ ბურთი სამ მცველს შორის გააძვრინა და მეკარესთან პირისპირ სიხარულიძე დატოვა, მაგრამ მიგინეიშვილი კარიდან დროულად გავიდა და მომენტი განმუხტა.

90+3' - გოლი! სამტრედიელებმა ბოლო ძალებით შეუტიეს, ინტერს გიიმ ბურთი მაიკლ ოლაიტანს გაუთამაშა და ორ მცველს შორის მყოფმა ბურთს მოულოდნელად წვერი წაჰკრა - 2:1.

ეროვნული ლიგა. XXVI ტური

16.09. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-ლოკომოტივი 2:1

გოლები: 1:0 გიი (49. საბანაძის პასით), 1:1 სიხარულიძე (68. დიასამიძის პასით), 2:1 გიი (90+3. ოლაიტანის პასით)

სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი - კასრაძე (81. მარკოზაშვილი), დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი (90+5. ახალაძე), გ. მანჯგალაძე, გიი - საბანაძე (67. ოლაიტანი).

სათადარიგოები: ი. სტურუა, ჯიქია, ბურკაძე, სამუშია

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - ჭანტურია (82. ჩიტეიშვილი), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ქავთარაძე, გოროზია (65. კიკაბიძე), სამურკასოვი (59. გვალია) - არველაძე, სიხარულიძე, დიასამიძე.

სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ხიდეშელი, ღონღაძე, ლ. ქურდაძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ქავთარაძე (42), საბანაძე (52), სიხარულიძე (59), ჭანტურია (77)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მომდევნო ტური

22 სექტემბერი, პარასკევი

კოლხეთი-დინამო (ბთ)

საბურთალო-შუქურა

23 სექტემბერი, შაბათი

ლოკომოტივი-ჩიხურა

დილა-სამტრედია

24 სექტემბერი, კვირა

ტორპედო-დინამო (თბ)

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 20

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guaduas
shenaxar samtrediis mtreriiiii gaigeee... samtredia agebs igebss sul landzgav gunds pexburtelebs mesveurebss cecadzes... unamuso kaci xar... erti bogmiani chasaprebuli bogmiani kacii.. da yurulashvili aravar kide gaigeeee... shen tu kaci xar da pretenziebi gaqvs midi da cecadzes utxarii... magram shen gundi kiar gadardebs... erti suli gaqvs rodis daishleba samtredia..shenairebi ro arian am qveyanashi imitoa kargad saqmeee..
Guadua
ყურულა :) მოისვენე, დაისვენე და შენს გაუთოხნავ ყანას მიხედე....... მე რომ სამტრედიის კლუბის ქომაგი ვარ,შენ 10 ცხოვრება რომ იცხოვრო ვერ გახდები მასეთი,იმიტომ რომ შენ ....,იმდენსაც კი კადრულობ რომ ლათინური ასოებით წერ საყვარელი კლუბის შესახებ,ქართული ასოები გეზარება და კლუბი გეყვარება? :) რაც შეეხევა ოლაიტანის შემოსვლას,ეს არ იყო გამართლებული, სამუშიას უნდა მიეცეს მეტი შანსი ,ეს ბავშვი დაიქოქა უკვე და ის წინ უნდა წავიდეს,ეს ბიჭი პერსპექტიულია,ოლაიტანს არაფერი ესაქმებოდა იმ მატჩში და მადლობა გიი-ს რომ მოახერხა იმ პოზიციიდან გატანა,ოლაიტანს იქ არაფერი დიდ სამსახური არ გაუწევია, ნებისმიერი ფეხბურთელი მიხვდებოდა რომ იქ პერეპასირება იყო საჭირო(ვინც ვერ მიხვდებოდა იმათ საერთოდ რა უნდათ ფეხბურთში?).ოლაიტანის გამო 6 ჯერ ვერ გათამაშდა კომბინაცია რომელსაც გოლამდე მივყავდით,მაგრამ ....მოგცა ფებურთის?
Guaduas
Guadua shen xoar gajrialebs meti saqme aragaq yoveltvis ro landgav samtredias? Ram dagbogma umushevari darchi? Shen cecadzis pexis prchxiladac ar girxar wadi yana gatoxne. She bogmiano shen
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი მოედანზე სიკვდილს გადაარჩინეს [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"სამტრედიაში" "ტვენტესა" და "ოლიმპიაკოსის" ყოფილი ფორვარდი ითამაშებს [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "სამტრედიამ" "ჩიხურას" მოუგო [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე
ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ამბები "სამტრედიიდან": ოლაიტანი წავიდა, ორი ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ...
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება