ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები: ვინ შეუტევს უელსსა და სერბეთს?

საქართველოს ნაკრები: ვინ შეუტევს უელსსა და სერბეთს?

ვლადიმირ ვაისის გუნდის შემადგენლობაზე საუბრისას ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი თავდასხმაში გროვდება
საქართველოს ნაკრებს კარს ადგას ორი ევროშესარჩევი მატჩი. ამ შეხვედრებით ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს ჩაამთავრებს. ჯერ თბილისში ვმასპინძლობთ უელსს, მერე კი გასვლაზე ვეთამაშებით სერბეთს. რა თქმა უნდა, ყველას გვეიმედება, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევს გამარჯვების გარეშე არ დაასრულებს...

ეროვნული გუნდის ყველა სათამაშო რგოლში მეტ-ნაკლებად გასაგები სიტუაციაა და ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია. ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი თავდასხმაში გროვდება. ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრებმაც დაგვანახვა, რომ ვაისის გუნდს წინა ხაზში კვლავ პრობლემები აქვს.

მჭედლიძის გარეშე

თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ უახლოეს შეხვედრას კვლავ ლევან მჭედლიძის გარეშე ჩაატარებს. ლევანის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის. შედეგიანი აღმოჩნდა ბარსელონაში ვიზიტი, მაგრამ ტრავმის მოშუშებაც რომ მოასწროს, ოქტომბრის დასაწყისში ლევანი ვერაფრით იქნება ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

ყველამ კარგად ვიცით, რამხელა ძალაა მჭედლიძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის და როცა ის არ არის მწყობრში, ჩვენი შემტევი პოტენციალი ძალიან იკლებს. რასაც ჰქვია გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელი, ბოლო ორ შეხვედრაში ასეთი საქართველოს ნაკრებს ორი ჰყავდა - გიორგი ქვილითაია და ირაკლი სიხარულიძე. ვფიქრობთ, სანაკრებო სიის შედგენისას ვლადიმირ ვაისმა ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

არის კი რეზერვი?

მთლად იმედს ნუ გადავიწურავთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ გამოჯანმრთელდა თორნიკე ოქრიაშვილი, ვისაც ძალიან მაგრად შეუძლია შემტევების მიხმარება, თუმცა ბოლო ორ შესარჩევ მატჩში შემტევებს მაინც თავისი საქმე ექნებათ და ოქრიაშვილს - თავისი.

საქართველოს დღეს არ ჰყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი და, მით უმეტეს, თავდამსხმელი, ვის ხარჯზეც შეიძლება მოხდეს ეროვნული გუნდის გაძლიერება, მაგრამ ასეთი მოთამაშეები მაინც არიან.

იმედს ვიტოვებთ, რომ ორ უახლოეს შეხვედრამდე ნიკა კაჭარავა მოახერხებს გამოჯანმრთელებას. ცუდია, რომ ამ ბოლო დროს მას ტრავმები შეეჩვია, თუმცა ვფიქრობთ, ეს დროებითი მოვლენაა. კაჭარავას კომპლექციის თავდამსხმელი ძალიან გამოგვადგება როგორც უელსთან, ისე სერბეთთან მატჩებში. დიდი მარჩიელობა არ სჭირდება იმას, რომ როგორც უელსელთა, ისე სერბთა დაცვა ტანმაღალი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.

ვაისმა აუცილებლად უნდა იფიქროს ბაჩანა არაბულის კანდიდატურაზეც. ის უნგრეთის ჩემპიონატის საშუალოზე დაბალი დონის გუნდში თამაშობს და ხშირად გააქვს. თუ ფეხბურთელს ნაკრებში მხოლოდ კლუბის სტატუსის გათვალისწინებით ვიწვეთ, მაშინ საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეს საერთოდ არაფერი უნდა ესაქმებოდეს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ასე არ ხდება და ეს ძალიან კარგია. არაბულს კი შეუძლია, სასარგებლო ფეხბურთელი იყოს საქართველოს ნაკრებისათვის. მით უმეტეს, თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ იკარგებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ასაკობრივი ნაკრებების ლიდერები იყვნენ. ჩვენ კი იმ ასაკობრივი ნაკრებებისგან, რომლებითაც სამართლიანად ვამაყობდით, რასაც ნამდვილი ფეხბურთი ჰქვია, მგონი, მხოლოდ არაბული დაგვრჩა.

არაბულის კოზირი ისიცაა, რომ მას თამაში შეუძლია როგორც გამოკვეთილ ცენტრალურ თავდამსხმელად, ისე უკანდახეულ ფორვარდად. არაბული ახალგაზრდაა და დიდი ალბათობით, ხვალ უკეთეს კლუბში ითამაშებს, ვიდრე დღეს თამაშობს.

ჯოკერი, როგორც ასეთი

გიორგი პაპუნაშვილი მეორედ დაბრუნდა ევროპაში. მისი პირველი ვოიაჟი არ იყო წარმატებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორეც ასეთივე იქნება. ახლა გიორგის ასაკი მოემატა, ის ბავშვი აღარ არის და უწინდელზე კარგად იცის, რომ ამ ევროპულ შანსს გამოყენება სჭირდება.

"სარაგოსაში" ადგილის დამკვიდრების შემთხვევაში მას აშკარად შეუძლია, სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს და მისი გამორიცხვა სანაკრებოდ შეგულებული ფეხბურთელებიდან არ შეიძლება.

სხირტლაძე და ვაწაძე

დავით სხირტლაძეს უკვე ჰქონდა რამდენიმე სანაკრებო შანსი. ვერავინ იტყვის, რომ იმ შეხვედრებში დათომ "იფრინა", მაგრამ ცუდი შთაბეჭდილებაც არ დაუტოვებია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ სხირტლაძე მიიღებს მეტ სანაკრებო ნდობას, ის მეტად სასარგებლო ფორვარდი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

დანიის ჩემპიონატში დამკვიდრება იოლი საქმე რომ არ არის, ეს ჩვენ იმ ფეხბურთელების მაგალითზეც ვნახეთ, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს პირველობაზე გამორჩეულები რომ იყვნენ. სხირტლაძე სისტემატურად თამაშობს "სილკებორგში" და, რბილად რომ ვთქვათ, ის ამ გუნდში უკანასკნელი კაცი სულაც არაა. აქედან გამომდინარე, ვაისს სრული საფუძველი აქვს, მას სანაკრებო ნდობა გამოუცხადოს.

არ შეიძლება, არ გახარებდეს ის ფაქტი, რომ თანდათან იბრუნებს სასურველ ფორმას მათე ვაწაძე. დღევანდელ საქართველოში მათესდარი ფორვარდი ბევრი არაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მას გოლი სისხლში აქვს გამჯდარი.

ბოლო წლების განმავლობაში ვაწაძეს თან სდევდა ტრავმები. ახლა ყველაფერი კარგადაა. ვაწაძეს აქვს სათამაშო პრაქტიკა იმავე "სილკებორგში" და გოლებიც გააქვს.

ვინ იქნება ეროვნული ლიგიდან?

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს ბევრი აღარაა კვალიფიციური ფორვარდი. შემთხვევითი არაა, რომ რამდენიმე ამბიციურ ქართულ კლუბში შეტევის წინა ხაზზე ლეგიონერები გვევლინებიან წამყვან პოზიციებზე.

ვაისმა ნაკრებში უკვე ნახა ირაკლი სიხარულიძე და, ვნახოთ, ენდობა თუ არა კიდევ მას. არ ვიცით, რას ფიქრობს ამ თემაზე ვაისი, მაგრამ ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებისათვის ამ ეტაპზე გამოსადეგი თავდამსხმელი შეიძლება იყოს დიმიტრი ტატანაშვილი.

ყოველ შემთხვევაში, ამ ფეხბურთელის დღევანდელი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თუნდაც სანაკრებო სიაში ყოფნის ამბიცია. ტატანაშვილს აქვს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს თავდამსხმელს. რაც მთავარია, მან იცის, როგორ აქციოს გოლად თუნდაც ნახევარმომენტი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფეხბურთელი ბევრი ნამდვილად არაა.

ირლანდიასთან შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს მართლაც რომ აკლია ასეთი ფეხბურთელი. გავრისკავთ და ვიტყვით: ასეთი მოთამაშე რომ გვყოლოდა, ჩვენი გუნდი აუცილებლად გამოიყენებდა მეტოქის კართან შექმნილ არაერთ შანსს და, შესაბამისად, მოიგებდა კიდეც.

თუ მოუმატებენ...

არის შემტევთა ჯგუფი, რომლებიც თუ თამაშს მოუმატებენ, აუცილებლად გაუჩნდებათ საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ამბიცია. მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე უნდა ვახსენოთ. ეგაა, ამ უდავოდ ნიჭიერი თავდამსხმელისათვის მთლად შესაბამის ასპარეზად არ გვეჩვენება დანიის ჩემპიონატის მეორე ლიგა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს პერმანენტულად ოთარ მარცვალაძესაც ეძახდნენ. გამოცდილ ფორვარდს ტრავმებმა შეუშალა ხელი და ის სადღეისოდ ვერც ბათუმის "დინამოს" ეხმარება.

დასკვნა

საქართველოს ნაკრებს დღეს თავდასხმაში არ აქვს ძალიან დიდი რესურსი, მაგრამ იმდენი კი აქვს, რომ საშუალო ნაკრებს ეყოს. უბრალოდ, ამ რესურსის სწორად გამოყენებაა საჭირო და სანაკრებო სიის შერჩევისას მწვრთნელმა იმასაც უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება, ვის აქვს სათამაშო პრაქტიკა და ვის არა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა სათამაშო რგოლებს, მათ თაობაზე უელსთან და სერბეთთან მატჩებამდე აუცილებლად დავწერთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ქუთაისელი-2

ვაის რატომ არ უყვარს ვაწაძე,დვალიშვილმა როგორც ბოისამ უნდა დატოვფოს დიდი სპორტი. ვაისმა კი ნაკრები. ვიცი დაბლოკავთ!

• vaso

გაიხარე ზვიად, მაგაზეც მაქვს საუბარი და ჩამოტვლილიც მყავს ფეხბურთელების არმია, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი, ხომ შეიძლება, ერთი თამაში მაინც ათამაშონ ებრალიზე და ჰუფნაგელი, მაინც განვითარებულ, ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებში თამაშობენ, თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ, თან სტაბილურად. არ უნდა ამდენი მატაობა, დაკარგავ ბურთს ვსიო. არ ამართლებს ხომ ხედავთ და 2 ფორვარდი, დაცვაც რომ შესაცვლელია რად უნდა თქმა, ახალი გუნდი უნდა დაკომპლექტდეს, სხვაგვარად არ გამოვა

• ზვიადი

მაინც ნახევარდაცვა მგონია მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ცენტრის ნახევარდაცვა აქ წყდებოდა და მომავალშიც აქ იქნება თამაშის სადავეები აქ უნდა დამთავრდეს არაკრეატიული ფეხბურთელების ეპოქა რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში 4-5 წინ პასს ვერ აკეთებენ ასე თამაშს ვერასოდეს ვერ მოიგებ, ასე რთულია ამის გაგება?

• xonels

გოლის გატანაა კვირკველიას მოვალეობა? გოლის გამტანები გვყავს ჩვენ, მხოლოდ უნდა ათამაშო 2 ფორვარდი, რომელსაც პასი უნდა. ყიფიანმა თამაშს თავი რო დაანება, შენგელიას გოლი ვეღარ გაქონდა იმიტო რო პასს ვეღარ ღებულობდა. 10 მინდვრის მოთამაშე ბურთს კარგად უნდა ფლობდეს, პოზიციას კარგად უნდა არჩევდეს, წინასწარ უნდა იცოდეს ბურტი სად წავა და პასი უნდა ქონდეს. რომელიაქ კვირკველიას, პასი მგისი არ მახსოვს და ტექნიკური ტამაში და მაგის გამო რამდენი უაზრო გოლიაქ გაშვებული ნაკრებს კიდე მაგი კი მახსოვს. წინა ორ თამაშში 12 გამოუსწორებელი შჰეცდომა დაუშვა, გინდა გამოვაქვეყნო? წუთების მიხედვით მაქ მაგის სტატისტიკა. ხოდა მეარ ვუყურებ ფეხბურტს.ვუყურებ ჩემდა საუბედუროდ ბიძია და გული მიკვდება. ჩასვან დვალი და ხოჭოლავა ორივე მარგადაა ბურთთან, პასი კაიაქვთ და პოიზიციურადაც კარგად არიან, თუ შეუცვლელები არიან, ნავალოვსკი კიდე . აბურჯანია კიდე პასიც იცის დრიბლინგიც, სცადოს დაცვაში, სინჯოს ფეხბურტელისთვის ამპლუის შეცვლა. რაცაა კაი ნაკრებისთვის ის უნდა ათამაშო და გექნება შედეგი. როცა გყავს ფწხბურთელები უნდა ათამაშო. ნაკრებს დაცვა არა ყავს, კაკაბაძის გარდა ზამენაზეა გადასაყვანი ეგენი, ამოსაგდებია ჭანტურია, მჭედლიზე და ოქრიზე კიდე თავს ვიკავებ. არ უნდა ბურთს ზედმეტი ღეჭვა, რო მიიღებ წინ უნდა წახვიდე და პასი უნდა მისცე ფორვარდს, უკან და გვერძე კიარ უნდა იბორიალო. ახალი ხალხი უნდა ნაკრებს, საკმარისი ითამაშეს მაგენმა და ვერაფერს ვერ იზამენ ეგენი. ცინცაძემ რამოდენიმე კაი პასი გააკეთა გუშინ, მარა ადრეა ჯერ. ნახეთ ი ბეგლარიშვიკი, რა მოხდება. რაღაცა სიახლე შეიტანე, მონახაზი გააკეთე, გადააადგილე ხცალხი, ასე არ გამოვა. და ფეხბურთს ნუ მასწავლით კიდე. ახლა ნათესავებს და საახლობლოს კი შეგტკივათ გული , მარა ნაკრები ეროვნული სახეა, გენეტიკური კოდია და აქ სისუფთავე და სამართლიანობაა საჭირო. წარმატებები. 4-4-2, აი ეს მოუხდება ჩვენს ნაკრებს. მაკარიზე, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გვილია- კვეკვე, ჯანო და არაბიძე აი ეს 8 ფეხბურთელი, რომლებიც უეჭველი უნდა იყოს მინდორზე, და ნარჩენი აარჩიონ - აქედან,კვირკველია, კაშია,ლაკვეხელიანი, ტაბიძე, აბუ, ვაკო, ოქრი, ჯიღაური, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჰუფნაგელი, ებრალიძე, ქვილითაია, მერება, ბეგლარა, ზარანდია. კიდეა ბიჭები. ასევე გასარკვევია გოგიას საკითხი და მთავარი. ნაკრებს არ ყავს მეკარე. მაკარას გარდა, რო დაიმტვრეს? ლორია სათვალავში არაა, კაი რევი, მარა ეგერ უკრაინაში ახარგაზრდა ბიჭია მახარაძე, ნახეთ, გაარკვიეტ. მერე ითყვიან ფეხბურტელები არააო, აბა რაარი ეგი, რო მიაცივდით ერთი და იმავეს. მარა თქვენ თვითონ არ ვარგიხართ და საქმეს ვერ უდგებით ისე, როგორც საჭირტოა. ძმაკაცები, ნათესავები, კაი ბიჭები, მე მაგენის საწინააღმდეგო კიარა მაქ რამე, ითამამაშონ და ბაზარი არაა, სხვა, უკეთესი, არ უნდა დაიჩაგროს. ვნახავ ახლა ვის გამოიძახებთ როგორ დააყენებთ, წარმატებები

• ზუურ

ყველაფერში მართალი ხარ.მჭედლიძე საერთოდ არაა განსახილველი ნაკრებში გინდ დამეთანხმეთ გინდ არა.თვითონ კი არა ხალხი დაიღალა მისი ტრანვებით.თიხის ფეხები აქვს

• zaz197

ჩემს კომენტარში დავწერე რომ მაინც დვალიშვილს ათამაშებს, ტყუილად მსჯელობთ მეთქი....მერე დავფიქრდი, რას ვერჩი ლადო დვალიშვილს, კაცმა რამდენიც ითამაშა, გული ჩადო და რაც შეეძლო გააკეთა....ალბათ, ამ კომენტარებსაც კითხულობს და არასწორია ასეთი მიდგომა, მითუმეტეს ბოლო წლებს თუ გამოვტოვებთ, ერთ-ერთი ბრძოლისუნარიანი და გამრჯე ფეხბურთელია... მაგრამ ლადო და ვაის, წლებს თავისი მიაქვთ, ნაკრებს წელს უკვე არაფრის შანსი არ აქვს და მხოლოდ ახალი სახეები, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ნაკრებში...ლადო დვალიშვილს მადლობა, მაგრამ დროს თავისი მიაქვს...ფაჩულია წავიდა ბოლო და ბოლო

• თენგო

არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ მაგრამ სიხარულიძე ,და ტატანაშვილის იმედი თუ გვაქვს კარგად ყოფილა ჩვენი საქმე,არც სხირტლაძე და ვაწაძე არიან სანაკრებო ხალხი,აი შეყილაძის მოსინჯვა კი შეიძლებოდა.და ეს მჭედლიძე საერთოდ რატომ გყავთ სათვალავში ვერ გავიგე,როდის და სად დაგვანახა ამ კაცმა ის ძალა ნაკრებში რასაც თქვენ იძახით,და არ გადაგვაყოლოთ იმ შოტლანდიასთან გატანილ გოლს,რომელიც ათი წლის უკან შეაგდო.

• vasos xoneli

შენ საერტოდ ფეხბურტს უყურებ?კვირკველიას დონეზე საერტოდ რომელი თამაშობს მითუმეტეს თავის გუნდში კაცს გადამწყვეტი გოლები გააქ და მეორე დამისახელ ქართველი თვდამსხმელი ვისაც მაგაზე მეტი აქვს გატანილი ამ სეზონში.მცველზე ხომ ზეტმეტია ლაპარაკი. ნუ კაშიასაცსაც გამოვყოფ რათქმუნდა

• არძიმბა

ვაისმა სანდრო ცვეიბა რომ გამოიძახოს სანკტ-პეტერბურგის დინამოდან რა მოხდება. ახრიკ ცვიბას შვილი ცოტა მეტ ყურადღებას მაინც იმსახურებს და ურიგოდაც არ გამოიყურება რომ გასინჯოს მაინც.

• vaso

მჭედლიძის ნათამაშები მე არ მახსოვს, რატო განიხილავენ საერთოდ მიკვირს. კაი ბიჭია,სხირტლაზე მარა ნაკრებისთვის ჯერ არა. თუ გასაყიდია. და არანაირი პრობლემა თავდასხმაში არაა. ქვილითაია ფორმაშია, მერება ფორმაშია, არაბა თავდამსხმელი არაა. ვაწაძე ფორმაშია, მეტი რა გინდა, მეორე, როდის იყო ვაისი 2 ფორვარდიტ თამაშობდა, რას წერთ, რა სტატიებს აგდებთ? მიხედვა თუ უნდა დაცვაა, არც მანდარაა კიდე გასაჭირი. დაიმატეთ ხოჭოლავა და დვალი ნავალასა და კვერკველიას მაგივრად და მორჩა.მაკარიძე, კაკაბაძე, დვალი, ხოჭოლავა, კაშია გვილია, კვეკვე, ჯანო, ოქრი, არაბა, და გინდა მერება დაამატე, გინდა ქვილითაია. და ზამენებიც გყავს კიდე, ვაკო, ჯიღაური, ვაწაძე, მცველის დამატება გინდა დაამატე კვერკვე, ი ბეილის მეშინია მაინც, არაა ფორმაში მარა მაინც. სად გვიჭირს, არსად. ასეთი კაი შემადგენლობა არც გვყოლია, მარა ტვინში გიჭირთ ბიძია თქვენ. სახში თამაშობ, მოგება გინდა 2 თავდამსხმელით უნდა ითამაშო. ზემოთ ვინც ჩამოვთვალე ისე უნდა დააყენო, ყველა მაგრადაა ბურთთან დაცვიდან მოყოლებული. ცასვი არაბა თავდასხმაში და თუ არ შეაგდებს ნახავთ. თუ არ დააყენე სასთავი, მასე რას მოიგებ

• avto

ქვილითაიას თამაშს თქვენ ეტყობა კარგად ვერ აფასებთ ვინებს ადარებთ არ გცხვენიათ რა ტატანაშვილი და სიხარულიძე? ქვილითაია ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას ცენტრ ფორვარდებიდან დღესდღეობით და წინა ორივე თამაშიც მაღალ დონეზე ჩაატარა და ვინც ეს ვერ დაინახა არ ესმის ფეხბურთი

• Gia

Gvawyobs ki mogebaa?

• euhh

euhh ra waiget am chedlidzeti tvini,goli vergaaq da meti sxvaraari forvardis movaleoba?sixarulize,beglarashvili,chakvetaze,anramdeni uketesi bichia kide romlebsac shansi arezlevat,an chven rashvakitxeb amstatias,tu rogorc chven ise tqvencaravin gisment ara??mova droda vincam bichebs blokavs da saertod qartul pexburts agmochndebian yvelani ert did sanagveshi

• ალეკო

და დვალიშვილი? როგორ გამოგრჩათ ეს ლეგენდარული ფეხბურთელი?!

• Kilyan

სიხარულიძეს უნდა მიეცეს შანსი მეორე ტაიმში, გამტანის პრობლემაა აშკარად ნაკრებში და კაცმა მეტი რა ქნას, ყველა თამაშში გოლს იტანს

• Gio

Chemi azrit sxirtladze unda atamashos da kidev ebralidzes rato ar idzaxebs an ciskaridzes

• bajo

ტყუილად მსჯელობტ ხალხო ის მაინც დვალისჰვილს ატამასჰებს აი ნახავტ.ნავალოვსკი უნდა სჰეცვალოს ხოჰოლავამ ვერ გავიგე რიტია ნაკლები წეს ბიჰი.

• bondo

რატო რა სიჭინავა არ იმსახურებს შანს ტუ რახდება და კიდე რუსთაველებიც რომ გამოიძახონ ხოლმე სხვა ასაკებსი კაი იქნება

• Raiola

სხირტლაძე-ვაწაძე ეს ორი ადამიანი ერთად თამაშობს და შეთამაშებულნი არიან, შეიძლება მათ შანსი მიეცეთ მითუმეტეს ეს ორო მატჩი ფაქტიურად ამხაბაგურის ტოლფასია. ქვილთაიაც უნდა გამოიძახოს. პაპუნა და ოქრი უფრო შწმტევი ნახევარმცველები არიან, ამიტომ ალვათ თავდასხმის ხაზი სიხარულიძით რომ შეივსოს კარგი იქნება.

• kaxa

vn sheutvs ba me sheutev

• 1,2,3,5,8...

ნუ ხართ ასეთი თავმდაბლები...

• zaza 197

ტყუილად წერე ამდენი, ნუ წვალობ....საბოლოოდ მაინც დვალიშვილს დაუძახებს:)

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა

მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]

ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს

არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა

ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია

ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა

სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?