მილტონ ჰეიგი: "ის ალბათ საუკეთესო მორაგბეა, ვინც კი საქართველოს წარმოუჩენია"
უელსის რაგბის კავშირის საიტზე (wru.co.uk) გამოქვეყნდა სტატია, რომელიც "ბორჯღალოსნებს" ეძღვნება. ავტორი გრემ გილესპია - "საქართველო ახალი გორგოძის ძიებაში". სტატიის თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ...

"როდესაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტებში უორენ გეტლანდის გუნდს ესტუმრება, ის მატჩის აშკარა აუტსაიდერი იქნება, მაგრამ ეს არ შეუშლის ხელს აღმოსავლეთ ევროპის მზარდ სარაგბო ძალას, კარდიფში უშიშრად ჩამოვიდეს. "ბორჯღალოსნებს" (სტატიაში მუდამ "ლელოებით" ახსენებენ - რედ.) საამისო საფუძველიც აქთ - ზაფხულის ტესტები.

ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდს ორი მატჩი მოაგებინა ჩრდილოეთ ამერიკაში - 13:0 კანადასთან და 21:17 აშშ-სთან. შემდეგ კი იყო მარცხი არგენტინელ "პუმებთან", თუმცა ნაღდი ბრძოლის თანხლებით - 29:45.

მეორე დონის სარაგბო გუნდების გრანდი საქართველო ადრეც "შემჩნეულია" მოულოდნელ გამარჯვებებში, "ბორჯღალოსნებმა" ახლო წარსულში მოუგეს სამოას, ფიჯისა და ტონგას.

"პრინსიპალიტის სტედიუმზე" შესაძლოა, აშკარად გამოჩნდეს იერარქიული სხვაობა, მაგრამ ეს "ბორჯღალოსნებს" სულაც არ აშინებთ. ჩვენ ყველას გვახსოვს მათი დაუვიწყარი თამაში ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ 2015 წლის მსოფლიოს თასზე.

მაშინ საქართველომ გვარიანი თავისტკივილი გაუჩინა მსოფლიოს ჩემპიონ გუნდს, განსაკუთრებით, შერკინებასა და დაცვაში. საბოლოოდ "ოლ ბლექსმა" 43:10 მოიგო, საქართველოს მებრძოლმა სულმა კი ყველა გააკვირვა. ამ ყველაფრის თავში კი მათი მესამეხაზელი მამუკა გორგოძე იყო, ვინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საქართველომ პულში მესამე ადგილი დაიკავა, რადგან ტონგასა და ნამიბიის დამარცხება შეძლო. ამით ჰეიგის გუნდმა ავტომატურად მოიპოვა იაპონიაში გასამართავი მსოფლიოს თასის საგზური.

"რა თქმა უნდა, ეს ფაქტია - ბოლო წლებში პროგრესი გვაქვს", - ამბობს "კივი", რომელმაც ეს გუნდი 2011 წელს ჩაიბარა.

"2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენ გვქონდა საუკეთესო სატესტო სეზონი 2016-ში. ყველაფერი ნორმალურადაა. მეტი მატჩი რომ გვქონდეს ტოპ-გუნდებთან, ჩვენი პროგრესიც უფრო შესამჩნევი იქნებოდა.

ჩვენ ახლა ასეთ გზაგასაყარზე ვართ - თუ გვექნება მეტი ხარისხიანი მატჩი, იქნება პროგრესიც, არ იქნება მატჩები და დაიწყება უძრაობის ხანა, შესაძლოა, უკუსვლაც კი. ეს კი ჩვენ სასტიკად არ გვსურს.

ასე რომ, მატჩი უელსთან, საკულტო სტადიონზე, ასეთი გამორჩეული მეტოქის წინააღმდეგ, არის ზუსტად ის, რაზეც ვოცნებობთ. არა მხოლოდ მე, არამედ მორაგბეებიც.

რომ ჰკითხოთ რაგბის ნებისმიერ ქართველ ფანს, ბოლოს დროის ორ მატჩს დაგისახელებთ - მატჩს ნამიბიასთან, რომელმაც მსოფლიოს თასის საგზური მოგვიპოვა, მაგრამ მას ჩრდილავს მატჩი ახალი ზელანდიის ნაკრებთან "მილენიუმზე" და რატომაც არა?

მახსოვს, როცა გასახდელისკენ მივდიოდით და მარჯვნივ შევუხვიეთ, გამახსენდა, რომ უელსის გუნდი სწორედ მარჯვნივ უხვევდა ხოლმე. ბიჭებს სწორედ ეს ვუთხარი - ამ გასახდელში უელსის ნაკრები ემზადებოდა ხოლმე, ასე რომ, არც ისე ცუდადაა საქმე, ბიჭებო.

სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, მგონი, სახურავი გადახურული იყო და ხმაურიც სერიოზულად იგრძნობოდა. დიახ, ეს მატჩი დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში", - ამბობს ჰეიგი.

მამუკა გორგოძემ მსოფლიოს სამ თასზე ითამაშა, მაგრამ მან საერთაშორისო კარიერა მაისში დაასრულა. მის ანგარიშზე 71 კეპია. მისი არყოფნა დიდი დანაკლისია და ტოვებს სიცარიელის შეგრძნებას, მაგრამ ჰეიგი დარწმუნებულია, რომ ეს არის ახალი მოტივაცია სხვა "ბორჯღალოსნებისთვის".

"ის ალბათ საუკეთესო მორაგბეა, ვინც კი საქართველოს წარმოუჩენია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.

რეალობა ასეთია - ასეთი ბიჭების შეცვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მამუკას ორგანიზმი უკვე ვეღარ ახერხებდა კლუბშიც და ნაკრებშიც ორ ფრონტზე ბრძოლას, რადგან საფრანგეთში ბოლო წლებში ბევრი მატჩი ითამაშა.

დიახ, მისი არყოფნა დიდი დანაკლისი და სიცარიელეა გუნდში, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, იხურება ერთი კარი, მაგრამ იღება მეორე სხვისთვის. ვიცი, რომ ეს კლიშეა, მაგრამ მაინც ვინმემ უნდა მიიღოს გამოწვევა და დაიკავოს მამუკას ადგილი გუნდში, რომ მისი დანაკლისი შეგვიმსუბუქდეს", - ამბობს ზელანდიელი.

ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია, რომელი ქართველი მორაგბე შეძლებს, შეწვდეს გორგოძის სიმაღლეს, მაგრამ ჰეიგი დიდი გულმოდგინებით ელის 2017 წლის 18 ნოემბრის შაბათ საღამოს, როცა უელსი და საქართველო ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. ვნახოთ, რომელი ახალგაზრდა მესამეხაზელი შეძლებს ამ გამოწვევის საკუთარ თავზე მიღებას".

vaxo
მამუკას წასვლა რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია ნაკრებისთვის, მარა ხომ მოდის ახალი თაობა სპანდერაშვილი, საღინაძე და სხვები რომლებიც იმედია ასახელებენ საქართველოს და თავის სიტყვას იტყვიან ნაკრებში.
სოსო
მგელო ,კიდევაც დაიზრდებიან,ალგეთს ლეკვები მგლისანი,ისე არ ამოსწყდებიან,ჯავრი არ საჭამონ მტრისანი.ამ სტატიაშიც ფაქტობრივად ეს აზრია გაშლილი და არავითარი დამცირება ჩემთვის აქ არ არის.ასე რომ შენი აგრესია ჩემთვის ცოტა მიუღებელია.ბოლო წლებში ბორჯღალმა მრავალი შეხვედრა ჩაატარა მამუკას გარეშე და ვერ ვიტყვი ,რომ წარუმატებლად,ახალგაზრდების თაობა კიდევ უკეთესი მოდის და მიუხედავად იმისა,რომ მამუკას მასშტაბის მორაგბე ჩვენ არ გვყოლია და შეიძლება კაი ხანი კიდევ არ გვყავდეს,ნაკრები მაინც ძლიერდება.ჯავრის შეჭმა კი არა, ეს ბიჭები მალე ბევრ ბებერ ბობოლა ნაკრებს ძვლებიანად შეახრამუნებენ.მთავარია განვითარება არ შეფერხდეს და სწორ გეზს არ გადავუხვიოთ.
888
ზვიად,შენს პირს შაქარი!
მგელი
ამათ გონიათ რომ ერთი გორგოძე გვყავდა და მორჩა, დასრულდა ჩვენი ეპოქა. და ვითომ მარტო გორგოძის დამსახურება იყო ჩვენი წარმატებები, გორგოძის წვლილი უდიდესია, დევკაცია, მაგრამ მაგათ უნდათ წარმოგვაჩინონ ერთ არასრულფასოვან ერად. თითქოს სხვა არც არავინ არცა გვყოლია ამ ერთ ციცქნა ქვეყანას, ვითომ არც ტალანტი გვაქვს და არც ვაჟკაცობა, არც შერკინებაა ჩვენი ”არტიელერია” ყველა რომ გვიფრთხის, ვითომ ერთი საცოდავი მათხოვარი ერი ვართ და ისევ ძველ ნაგავში დავბრუნდებით. ამ ტუტუცებს უნდა გავაგებინოთ ვისი ჯიშისანი ვართ და ვისი თამაშია, ძალა უნდა ვაგრძნობინოთ და თავის ადგილზე მოვსვათ. ტლიკინი არ გავიგო, ანგარიში კი არა კაცობაა საჭირო რომ ჭკუა ასწავლო და აიძულო ის პატივი გცენ რასაც იმსახურებ, აი როგორც ზელანდიას.
guri
ახალგაზრდები რა თქმა უნდა მაგრები მოდიან- გორგაძე, გიორგაძე, სპანდერაშვილი, საღინაძე და კიდევ ბევრი.
saertotuayvelasia
ცოტა ბევრი რა ასეთი სტატიები
zviads
ვფიქრობ, ბექა გორგაძეს შესანიშნავი მომავალი აქვს, თუმცა უკანახაზელებიც კარგები გვერზრდებიან. მგონია რომ 4-5 წელიწადში უკეთესი ნაკრები გვეყოლება ვიდრე თუნდაც 2015 წლის მსოფლოს თასზე.
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
სავსე ტრიბუნების დროა!
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს