ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა ის 4 გუნდი, რომლებიც თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებენ
დუდუ დადიანის მემორიალზე ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი სამი მატჩიდან ორი გაიმართა. "მგზავრებს" ტრავმების გამო მატჩის განაცხადში შესაყვანად საკმარისი მოთამაშეები ვერ მოუგროვდა და "დინამოსთან" ტექნიკური წაგება - 0:20 ჩაეთვალა.

"ექვსი კალათბურთელი ტრავმირებული გვყავს, ამიტომ ვერ შევძელით ტურნირის გაგრძელება", - გვითხრა "მგზავრების მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა და იქვე დასძინა, ვიმედოვნებთ, სუპერლიგის დაწყებამდე სიტუაცია გაუმჯობესდებაო.

ასე და ამგვარად, "დინამო", რომელსაც პირველ ტურში "თსუ-ჰიუნდაი" ჰყავდა დამარცხებული, ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა, გუშინ კი ამხანაგურად ითამაშა "მარნეულთან".

ასევე პირველი ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს "რუსთავმა" და "ქუთაისმა", ხოლო საუკეთესო მეორეადგილოსნის გამოსარკვევად ბევრი თვლა მოგვიწია.

საბოლოოდ პირველადგილოსნებს ნახევარფინალში "ოლიმპი" შეუერთდა. ოლიმპელებმა 1 მატჩი მოიგეს და სხვა მეორეადგილოსნებს - "კაკტუსს" და "თსუ-ჰიუნდაის" ბურთების შეფარდებით აჯობეს.

წინა დღისით "კაკტუსთან" დამარცხების შემდეგ "რუსთავს" რეაბილიტაციისთვის მშვენიერი შანსი ჰქონდა. მისი მეტოქე "კაკტუსის" მძლეველი "ოლიმპი" იყო, რომელიც ჯგუფში პირველობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

ჯგუფიდან გასვლის შანსს კი სამივე გუნდი ინარჩუნებდა. საბოლოო პასუხი გუშინდელ შეხვედრას უნდა გაეცა. "კაკტუსის" ნახევარფინალში თამაში უამრავ ნიუანსზე იყო დამოკიდებული, ხოლო "რუსთავსა" და "ოლიმპს" პლეი-ოფში გარანტირებულად სათამაშოდ მოგებები სჭირდებოდათ. ვის როგორ და რამდენი ქულის სხვაობით, ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. უკვე იცით, ვინ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

რუსთაველებმა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და იყო მომენტი, 20-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა "ოლიმპმა" ფარ-ხმალი არ დაყარა და მეოთხე პერიოდში იმდენი მოახერხა, გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა საბოლოოდ ვინ მოიგო, ესეც ოქმში წერია.

მატჩის ბომბარდირი "რუსთავის" ამერიკელი ტაირელ ნელსონი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. 13-დან 5 სამქულიანი გამოიყენა რეზო ჩაჩანიძემ და 19 ქულას უწია. ოლიმპელთაგან კი ყველაზე მეტი, 15 ქულა (10 მოხსნა) ამერიკელ მარკ ენტონის ანგარიშზეა.

ასე და ამგვარად, სამივე გუნდს ქულების თანაბარი რაოდენობა აღმოაჩნდა და პირველი ადგილი ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე "რუსთავმა" დაიკავა. "ოლიმპის" პლეი-ოფში გასვლა "ბ" ჯგუფის ბოლო მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული, "სოხუმი"-"ქუთაისზე"...

ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა "ქუთაისისა" და "სოხუმის" დაპირისპირებაში გამოვლინდა. სოხუმელებს 10 ქულით მარცხიც აძლევდათ ხელს, რომ ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გასულიყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდი ჩააგდეს და შეხვედრა 16 ქულის სხვაობით - 76:91 დათმეს.

არადა, პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და საკუთარი გულშემატკივარი იმაში დააჯერეს, რომ გამარჯვებაც შეეძლოთ. შეეძლოთ, მაგრამ ძალა არ ეყოთ. ამის მთავარი მიზეზი "ქუთაისია", რომელიც ერთი შეხედვით, კარგად დაბალანსებული, სოლიდური გუნდია.

წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქუთაისი" "დინამოსთან" ერთად სუპერლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. მეორე მატჩია ბომბარდირობას არავის უთმობს წინახაზელი ბექა ბექაური, რომელმაც ამჯერად 22 ქულა ჩააგდო.

5 ოქტომბერს, ნახევარფინალში, "დინამო", "რუსთავი", "ქუთაისი" და "ოლიმპი" ითამაშებენ. გუნდები 4 ოქტომბერს, წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

დუდუ დადიანის მემორიალი

3 ოქტომბერი, თბილისი

ოლიმპი-რუსთავი 65:80

15:21, 15:19, 11:21, 24:19

ოლიმპი: გივი ბაქრაძე (6ქ, 3პ), ბოლქვაძე, როგავა (11ქ, 3პ, 6ჩ), გეგი ბაქრაძე (6ქ, 7მ), ცხოვრებოვი, ბოქოლიშვილი (5ქ), ჭოჭუა (5ქ, 3პ), დარბაიძე (8ქ), ჰილი (9ქ, 5მ), ენტონი (15ქ, 10მ).

რუსთავი: ხმელიძე (3ქ), ლორთქიფანიძე, ცეკვავა (16ქ), წიქარიშვილი (1ქ), ჩაჩანიძე (19ქ, 5მ, 7ჩ), გოგობერიშვილი (7ქ, 4პ), ნელსონი (21ქ, 9მ, 4პ), კრაკსი (4ქ, 13მ), კუპერი (9ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

სოხუმი-ქუთაისი 75:91

30:20, 16:25, 14:20, 15:26

სოხუმი: კვეტენაძე (3ქ), ჩელოვანი (14ქ, 7მ), ლუჩენკო (10ქ, 6მ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), ვოლერი (16ქ, 6პ), პრიმაკი (8ქ, 6მ), ზუზაძე, ბაიდა (9ქ), მ. რევაზაშვილი (12ქ, 5მ).

ქუთაისი: ლი (17ქ, 7პ, 5მ), ბაბუნაშვილი (5ქ), რაითი (17ქ, 5პ), წივწივაძე (4პ), გ. ბარბაქაძე (11ქ, 4ჩ), ლომოური (6ქ, 9მ), დვალიშვილი (13ქ, 7მ), მათიაშვილი, ბექაური (22ქ, 8მ, 4პ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, მ. ვართანოვი

"ა" ჯგუფი

გუნდი თ მ წ სხ +/- ქ

1. დინამო 2 2 0 106/56 50 4

2. თსუ-ჰიუნდაი 2 1 1 141/152 -11 3

3. მგზავრები 2 0 2 66/105 -39 1

"ბ" ჯგუფი

გუნდი თ მ წ სხ +/- ქ

1. ქუთაისი 2 2 0 180/155 25 4

2. სოხუმი 2 1 1 169/168 1 3

3. მარნეული 2 0 2 157/183 -26 2

"გ" ჯგუფი

გუნდი თ მ წ სხ +/- ქ

1. რუსთავი 2 1 1 162/148 14 3

2. ოლიმპი 2 1 1 152/146 6 3

3. კაკტუსი 2 1 1 149/169 -20 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
შიო ხეცურიანის შეხვედრა მწვრთნელებთან
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ბებერი არწივი" გახდა
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
სუპერლიგა 2017/18: ახალგაზრდა "რუსთავი" ოთხი ლეგიონერით
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "კაკტუსის" გზა, "მგზავრების" ეკლები
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინას 2 ტესტ-მატჩი მოუგო
ბუბა ბერიშვილი: "ბიჭებმა დაგეგმილზე მეტი გააკეთეს და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს"
დუდუ დადიანის მემორიალი. 1/2-ფინალი: "ოლიმპის" დინამიკა თუ "დინამო" ოლიმპზე?
სუპერლიგა 2016/17. XXII ტური: დიდი შემოტრიალება
სუპერლიგა 2016-17. XVIII ტური: მაყურებელი VS მსაჯი - "ბათუმმა" რუსთავიდან ორი ქულა წაიღო [VIDEO]
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
სუპერლიგა 2016/17. XXVIII ტური: "კაკტუსმა" "ქუთაისი" რუსთავში გაინაღდა
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
დუდუ დადიანის მემორიალი: თსუ-ს ეფექტური სტარტი
დუდუ დადიანის მემორიალზე გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ