2017 წლის ნოემბრის ტესტსერიამდე 5 კვირა რჩება
2017 წლის ნოემბრის ტესტსერიამდე 5 კვირა რჩება. დიდ 10-ში მოასპარეზე "ბორჯღალოსნები" "შევარდენზე" ემზადებიან.

უახლოეს მომავალში მათ ლეგიონერებიც შეურთდებიან, მანამდე კი დადასტურდა ნოემბრის საშინაო ტესტების სტადიონები და მატჩების დაწყების დრო.

წლის დამაგვირგვინებელ საერთაშორისო ტესტსერიის პირველ მატჩში "ბორჯღალოსნები" კანადის წინააღმდეგ 11 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ითამაშებენ, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

პირველი ტესტის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენს ნაკრებს უელსი 75-ათასიან "ფრინსიფალითი სთედიუმზე" (ყოფილი "მილენიუმი") უმასპინძლებენ. მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

2017 წლის სეზონს "ბორჯღალოსნები" 25 ნოემბერს შინ, აშშ-ის ნაკრებთან ტესტით დაასრულებენ. მატჩი "მიხეილ მესხის" სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.

11 და 25 ნოემბრის ტესტმატჩების ბილეთების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ხოლო ვვინც უელსში აპირებს "ბორჯღალოსნების" საქომაგოდ გამგზავრებას, მატჩის ბილეთების შეძენა აქ შეუძლია.

მეტოქეების შესახებ

კანადასთან აქამდე 6-ჯერ გვითამაშია - 3-ჯერ კანადაში, ერთხელ ნეიტრალურ მოედანზე (2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ საკონტროლო მატჩში) და 2-ჯერ თბილისში. გუნდებმა 3-3 გამარჯვება მოიპოვეს. ბოლოს კანადას ივნისის ტესტებზე ქალგარიში ვესტუმრეთ და 13:0 გავიმარჯვეთ.

უელსთან ეროვნული ნაკრების დონეზე არასდროს გვითამაშია (აქამდე მხოლოდ A ნაკრებს ვეთამაშეთ 2012 წელს გასვლაზე). სამაგიეროდ, ჩვენთვის უცხო არაა "მილენიუმ სთედიუმი", სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიას ვეთამაშეთ.

აშშ-ს 5-ჯერ ვეთამაშეთ - 3-ჯერ სტუმრად და 2-ჯერ საქართველოში. ამ მომენტისთვის მოგება-წაგების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა (3:2) და 25-ში გათანაბრების შანსი გვექნება. "არწივებს" ბოლოს ივნისში ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ატლანტაში ვეთამაშეთ და 21:17 ვძლიეთ. მათი ბოლო სტუმრობა 2013 წელს, რუსთავში შედგა და ის თამაში მეტოქემ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 25:23 მოიგო.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ლაშა
თუ ვინმე სადმე იმსახურებს მოედანზე შესვლას მათ შორის ჯერ ქართველი მორაგბეები არიან, მერე სხვა დანარჩენი.
KING
რაგბისტებს კი არა ფეხბურთელებს რატომ უშვებენ ვაფშე:D
jaba
რაგბისტებს საერთოდ დინამოზე რატო უშვებენ ?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო