უცნაურია, მაგრამ "ოლ ბლექსის" დამარცხების რეალური შანსი ამ გათამაშებაში მხოლოდ სამხრეთ აფრიკას ჰქონდა
ოთხი ერის გათამაშება დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიგო. თან ისე, რომ ყველა, ექვსივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილისთვის ბრძოლა ბოლო ტურში გაჩაღდა და გამარჯვება ავსტრალიას ერგო.

უცნაურია, მაგრამ "ოლ ბლექსის" დამარცხების რეალური შანსი ამ გათამაშებაში მხოლოდ სამხრეთ აფრიკას ჰქონდა. უცნაური კი იმიტომაა, რომ პირველ შეხვედრაში "ბოკე" სტუმრად სასტიკად დამარცხდა - 0:57.

ოთხი ერის ბოლო ტურში, კეიპთაუნის "ნიუ ლენდზე" სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "ოლ ბლექსს" ნაღდი ბრძოლა გაუმართა. ეს იყო დიდი რაგბის ზეიმი. "ბოკე" დაცვაში უკეთ გაისარჯა, ვიდრე იმ ავადსახსენებელ მატჩში და, რომ არა სრულიად მარტივი ორი შეცდომა, რომლებიც "ოლ ბლექსმა" ლელოებად აქცია, შეეძლო მოეგო კიდეც. საბოლოოდ, ახალზელანდიელებმა მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგეს - 25:24 და კიდევ ერთხელ შეასრულეს დიდი სლემი.

"ძალიან მეცოდებიან ჩემი მოთამაშეები. მათ ყველაფერი იღონეს თამაშის მოსაგებად. ბოლო თამაშებმა დაგვანახვა, რომ ვპროგრესირებთ. განვითარებისთვის სწორი გზა გვაქვს არჩეული. 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის გუნდში გვჭირდება მსოფლიოს დონის მოთამაშეები, ისეთები, როგორებიც არიან კიტშოფი, მარქსი, ეცებესი. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ისე ირჯებოდნენ, როგორც უმაღლესი კლასის ოსტატებს შეეფერებათ. აი, ასეთ ხალხს ვეძებთ ჩვენ" - თქვა ნამატჩევს სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ.

გადამწყვეტი, მატჩის მომგები ლელო სამხრეთაფრიკელებს "ოლ ბლექსის" ფულბეკმა დამიენ მაკენზიმ გაუტანა, რომელიც, ჩვენი აზრით, ახალზელანდიელთა შორის საუკეთესო იყო.

"მიხარია, რომ ძალიან რთული მდგომარეობიდან შევძელით თავის დაღწევა და მატჩში გამარჯვება. კარგი იყო, რომ მეტოქის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად, ბიჭებმა შეძლეს სიმშვიდის შენარჩუნება და ყველაფერი იღონეს გამარჯვების მისაღწევად. შინ თავაწეულები, ამაყები ვბრუნდებით", - თქვა ზელანდიელთა კაპიტანმა კირან რიდმა.

ავსტრალიის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. "ვოლაბებმა" სტუმრად, მენდოსაში შეძლეს არგენტინის ნაკრების დამარცხება - 37:20. "პუმებმა" ამ მატჩში მხოლოდ 60 წუთის განმავლობაში შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. პირველი ტაიმი ფრედ, 13:13 დასრულდა, მე-60 წუთისთვის კი ანგარიში 20:20 იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინულ ფრანჩაიზს, "იაგუარსს", რომელიც ზე რაგბიში ასპარეზობს, ლეგენარული არგენტინელი მარიო ლედესმა უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სწორედ ავსტრალიის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო. "იაგუარსი" და არგენტინის ნაკრები, ფაქტობრივად, ერთი გუნდია. გამორიცხული არაა, ლედესმა მალე "პუმების" თავკაციც გახდეს.

ოთხი ერი. VI ტური

სამ. აფრიკა-ახ.ზელანდია 24:25

სამ. აფრიკა: 3ლ - კრონიე, დუ პრი, მარქსი. 3გ - იაინკისი (2), პოლარდი. ს - იაინკისი.

გაძევება: დე ალენდე

ახ. ზელანდია: 3ლ - კროტი, იოანი, მაკენზი. 2გ - სოპოაგა. 2ს - ბარეტი, სოპოაგა.

არგენტინა-ავსტრალია 20:37

არგენტინა: 2ლ - ალემანო, გონსალესი. 2გ,2ს - სანჩესი.

სინბინი: კრემერი

ავსტრალია: 5ლ - კოროიბეტე, ჰოჯი (2), ფოლი, გენია. 3გ,2ს - ფოლი.

ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. ახ. ზელანდია 6 6 0 0 +127 28(4)

2. ავსტრალია 6 2 2 2 +16 15(3)

3. სამ. აფრიკა 6 2 2 2 -18 14(2)

4. არგენტინა 6 0 0 6 -125 0(0).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ
ჩათამაშება და ისევ ბენ სმითი
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ოთხი ერი. IV ტურის წინ: ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი
ოთხი ერი. II ტურის წინ: ყველგან ცვლილებებია
ოთხი ერი. III ტურის წინ: პერთსა და ნიუ პლიმუთში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ᓛᓝᓠᓐᓒᓑᓔᓔᓑᓘ, ᓠᓝᓛᓚᓔᓑᓡᓐᓪ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓛᓔᓢᓘ ᓛᓐᓢᓩᓘ ᓒᓐᓣᓛᓐᓠᓗᓐᓕᓗ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓗᓐᓡᓖᓔ
ოთხი ერი. III ტური: დიდი სენსაცია ახლოს იყო...
ოთხი ერი. II ტური: ბლედისლოუ, დიდი ომის შემდეგ
ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?
ოთხი ერი: რა მოხდება ბუენოს აირესში?
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
2013 წლის საუკეთესო მორაგბის ვინაობა ცნობილია
ოთხი ერი: სიურეალისტური "ოლ ბლექსი"
რაგბი, რასიზმი და მაფია - პროტესტი "ბოკესა" და "ოლ ბლექსის" მატჩის წინ
ოთხი ერი 2017: ვინ შეაჩერებს "ოლ ბლექსს"?