დაძაბული და საინტერესო გამოდგა გასული ტური, რომელიც, წინას მსგავსად, მაინცდამაინც შედეგიანი არ იყო, თუმცა, რამდენიმე ისეთი გოლი გავიდა, "ეფექტური" რომ ეთქმის!
დაძაბული და საინტერესო გამოდგა გასული ტური, რომელიც, წინას მსგავსად, მაინცდამაინც შედეგიანი არ იყო, თუმცა, რამდენიმე ისეთი გოლი გავიდა, "ეფექტური" რომ ეთქმის!

...ისე მოხდა, რომ სატურნირო ცხრილში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა: ერთადერთი საინტრიგო ამბავი ის თუ შეიძლება იყოს, რომ "ჩიხურას" გაუჩნდა IV ადგილის დაკავების შანსი...

სამქულიანი და სამგოლიანი დაბრუნება

უჩა სოსიაშვილი თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ წარსდგა სამტრედიელი გულშემატკივრების წინაშე. დაბრუნება მართლაც მშვენიერი გამოდგა: "სამტრედიამ" უპრობლემოდ შეძლო ბათუმის "დინამოს" დამარცხება და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა სამთვიანი პაუზის მერე გაიმარჯვა დიდი ანგარიშით.

არადა, მასპინძლებს, სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი საკადრო პრობლემები ჰქონდათ და უჩა სოსიაშვილსაც სერიოზული გადაადგილებების გაკეთებამ მოუწია: 28 წლის ლაშა კასრაძეს საყრდენ ნახევარმცველად ადრეც უთამაშია სხვადასხვა გუნდის მაისურით, აი, ნომინალური მარცხენა მცველის გიორგი ახალაძის დაცვის ცენტრში გამოჩენა კი მართლაც სიურპრიზი იყო!

ჰოდა, 20 წლის ახალაძემ მწვრთნელის ნდობა 100 პროცენტით გაამართლა: თავის უშუალო მოვალეობასაც გაართვა თავი და, რაც მთავარია, სწორედ მის ეფექტურ დარტყმას მოჰყვა მეორე გოლი სტუმართა კარში.

არანაკლები სიურპრიზი იყო, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის ნაცვლად დაცვის ცენტრში გაბონელი ანრი ნდონგის გამოჩენა.

სხვათა შორის, 25 წლის ნდონგმა (გაბონის ეროვნული ნაკრების წევრი რომ გახლავთ), საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ზემოთ ნახსენებმა გიორგი ახალაძემ კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

...ისევ ლეგიონერების თემას დავუბრუნდეთ: თუ არ ვცდებით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა "სამტრედიას" ძირითადში ერთდროულად ოთხმა უცხოელმა ფეხბურთელმა იასპარეზა. 25 წლის მარცხენა მცველი ბაკარი ბალდე (გვინეა-ბისაუ) და 24 წლის ცენტრფორვარდი ინტერს გიი (კოტ დ"ივუარი) აშკარად "ხარისხიანი" ლეგიონერები რომ არიან, მათ სადებიუტო მატჩებშივე დავრწმუნდით.

აი, რაც შეეხება მაიკლ ოლაიტანს (ნიგერია), ეს 24 წლის შემტევი მხოლოდ მეორედ გამოჩნდა "სამტრედიას" ძირითადში და ზედიზედ მეორედ შეძლო გოლის გატანა. ეგ კი არა, მესამე გოლშიც ლომის წილი დაიდო, როცა 26 წლის ნიკა საბანაძემ თავისი მე-7 გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

მშვიდი ფინიში

ამ სეზონის დაწყების წინ, "ჩიხურას" ერთ-ერთ ფავორიტად მოვიაზრებდით, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი ეროვნულ ლიგაში მხოლოდ მოკრძალებული მიზნებით უნდა დაკმაყოფილდეს.

ეგ კი არა, ზედიზედ სამმა მარცხმა, საჩხერელთა გუნდის სატურნირო მდგომარეობა მთლად კრიტიკული არა, მაგრამ, ცოტა "დამაფიქრებელი" კი გახადა: "ჩიხურას" 8 ქულა აშორებდა პლეი აუტის ზონასთან. და აი, ამ ტურში გამარჯვებით სოსო ფრუიძის გუნდმა, ფაქტობრივად, გაინაღდა კიდეც მშვიდი ფინიში.

"შუქურა"-"ჩიხურა" ისეთი თამაში იყო, სამივე შედეგი ლოგიკური იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ 95-ე წუთამდე არ იყო გოლი გასული, ორივე გუნდის ფეხბურთელებს მონდომება ნამდვილად არ აკლდათ. აღარაფერს ვამბობთ იმ მთავარ მიზეზზე, ეს მატჩი უხვგოლიანი რომ არ გამოდგა: ერთიმეორეზე გამოცდილმა მეკარეებმა, 36 წლის გიორგი სომხიშვილმაც ("შუქურა") და 31 წლის ზურაბ მწყერაშვილმაც ("ჩიხურა") არაერთხელ გადაარჩინეს საკუთარი გუნდი.

..."შუქურა" ზედიზედ მეშვიდე მატჩია, მოგებას ვერ ახერხებს და ამიტომაც ვერაფრით ამოსულა ბოლო ადგილიდან. თუმცა, გიორგი შაშიაშვილის დამოძღვრილ გუნდს ამის შანსი კიდევ დარჩა: მომდევნო ტურში "შუქურა" ხომ თავის უშუალო კონკურენტს, "კოლხეთს" უნდა ეთამაშოს!..

ორმაგი ნავსი

ეროვნული ლიგის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ "ლოკომოტივს" ზედიზედ 2 "დედაქალაქური დერბის" ჩატარება უწევს. ჰო, ნამდვილად არ არის იოლი საქმე, როცა ჯერ "დინამოსთან" ითამაშებ და სამიოდე დღის მერე კი - "საბურთალოსთან"! მით უფრო, რომ მიმდინარე სეზონში "ლოკომოტივმა" წინა სამივე მატჩი წააგო გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილ "საბურთალოსთან" და აქედან გამომდინარე, ნავსის გატეხვასაც შეეცდებოდა, ისევე, როგორც 27 წლის ირაკლი სიხარულიძე, რომელსაც მიმდინარე სეზონში "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" გარდა, ყველა გუნდისთვის ჰქონდა გატანილი...

მაგრამ მთავარი ის არის, რომ IV ადგილისთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის. ამ ტურის წინ "ლოკომოტივი" მხოლოდ 2 ქულით უსწრებდა თანაქალაქელ მეტოქეს.

საბოლოოდ კი, ცოტა არ იყოს, მშვიდი დერბი (განსაკუთრებით - მეორე ტაიმზე ითქმის) ვიხილეთ, სადაც "ლოკომოტივმა", როგორც იქნა, ნავსი გატეხა და ამ სეზონში პირველად არ წააგო "საბურთალოსთან", ისევე, როგორც ეროვნული ლიგის ბომბარდირმა სიხარულიძემაც, რომელმაც ზუსტად შეასრულა პენალტი, 19 წლის ვატო არველაძის აქტიურობას რომ მოჰყვა...

მეორე ტაიმში მოედანზე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა, მხოლოდ ერთ ფაქტს გამოვყოფთ: "ლოკომოტივის" შემადგენლობაში შეცვლაზე შევიდა გუნდის ახალწვეული, 20 წლის ნახევარმცველი ნიკოლოზ გაბრიჭიძე.

სხვათა შორის, ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო, "ლოკომოტივს" 9 ფეხბურთელი აკლდა და ამის გამოც იყო, მასპინძელთა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა რამდენიმე მოთამაშეს პოზიცია რომ შეუცვალა.

მძიმე გამარჯვება

ამ ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, "კოლხეთის"...მშობლიურ ქალაქში დაბრუნება იყო! ეტყობა, ამ ფაქტმაც გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ 15-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე გუნდმა მართლაც მედგარი ბრძოლა გაუმართა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს. თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბოლო "საშინაო" მატჩში "კოლხეთმა" კიდევ ერთ ფავორიტს, თბილისის "დინამოს" დააკარგვინა ქულები.

გახსოვთ, ალბათ, რომ XXVIII ტურის ის მატჩი ფრედ დასრულდა და ფოთელთა გუნდის მეკარემ კოკა სეფიაშვილმა პენალტი აუღო სტუმართა საუკეთესო ბომბარდირს ბექა მიქელთაძეს.

"კოლხეთი" ამჯერდაც ახლოს იყო მორიგი სენსაციური შედეგისათვის, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე, მასპინძელთა კარში ამჯერადაც დაინიშნა პენალტი (სამართლიანადაც), რომელიც ჩინებულად შეასრულა ეროვნული ლიგის საუკეთესო პენალტისტმა გიორგი კუხიანიძემ.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის გიორგი კუხიანიძემ მიმდინარე სეზონში უკვე 6 პენალტი შეასრულა და ექვსივე - ზუსტად! არადა, ამ გოლამდეც და მას შემდეგაც, "კოლხეთს" ნამდვილად არ დაეწუნებოდა მონდომება და ერთ-ერთ ეპიზოდში ეს მონდომება დაუფასდათ ფოთელებს: 28 წლის გიორგი ჯანელიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და თითქმის შვიდთვიანი "მშრალი" სერიაც დაასრულა.

ასევე გარკვეული პაუზის მერე შეძლო თავის გამოჩენა ამ მატჩის პირველი გოლის ავტორმაც: სტუმართა 25 წლის შემტევს თორნიკე კაპანაძეს 30 ივლისის მერე არ ჰქონდა გოლი გატანილი (ამის მიზეზი, ტრავმაც იყო).

...ასეა თუ ისე, "ტორპედომ" ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო წუთები რიცხობრივ უმცირესობაში ჩაატარა: შეცვლაზე შემოსულმა ბექა ტუღუშმა 25-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. სხვათა შორის, ამ ტურამდე ერთადერთი გუნდი ეროვნულ ლიგაში მხოლოდ "ტორპედო" იყო, რომლის ფეხბურთელებსაც არც ერთი წითელი ბარათი არ ჰქონდათ მიღებული.

..."კოლხეთის" მოუგებელი სერია უკვე 16 მატჩამდე ავიდა. ეგ კი არა, ფოთელთა გუნდის სათადარიგოთა სკამზე, შვიდის ნაცვლად, მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი იჯდა. თუმცა, "კოლხეთში" მატებაც არის: მძიმე ტრავმით გამოწვეული თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის მერე პირველი მატჩი ჩაატარა გუნდის ახალწვეულმა, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა სანდრო გურეშიძემ და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა.

თოთაძის ბენეფისი

ტურის დასკვნითი მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო გამოდგა და ისევე, როგორც მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის ჩატარებული წინა სამივე დაპირისპირება, ამჯერადაც ემოციული შეხვედრა ვიხილეთ.

"დილა"-"დინამოს" მატჩზე დეტალურად "ლელოს" დღევანდელ ნომერშივე წაიკითხავთ. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ, სადაც შესვენებამდე მასპინძლები დომინირებდნენ.

აი, მეორე ტაიმში კი, "დილამ", რატომღაც, ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი და ამის გამო დაისაჯა კიდეც. არადა, არბიტრის მიერ დამატებული დრო რომ დაიწყო, ტაბლოზე, ერთი შეხედვით ლოგიკური, საყაიმო ანგარიში იყო, მაგრამ...

"დინამოს" დაახლოებით 35 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით მოაგებინა 29 წლის უნივერსალმა მცველმა ლაშა თოთაძემ, ვინც წინა ტურშიც "სტანდარტულიდან" გაიტანა გოლი ("ლოკომოტივის" კარში), ისევე, როგორც 24 სექტემბერს, ქუთაისში, რომელიც არანაკლებ ეფექტური გოლი გამოვიდა და საერთოდაც, მიმდინარე სეზონში ის საუკეთესო მცველადაც მიგვაჩნია ეროვნულ ლიგაში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

haha
ესეთი "ქომაგი" და ესეთი "დინამოფანს"-ი საერთოდ უნდა ჩამოაშორო ფეხბურთს. 10 000 კაციდან 9999 იტყვის რომ გორში უეჭველი პენალი იყო. 1 უბრალოდ იცოდინარი იქნება. აქ კიდევ 2 გამოჩნდა ერთბაშად. უფრო მეტი, გორელი მსაჯს უნდა გაეგდო. მაგრამ საქართველოში ოღონდ დინამოს აგინონ და თუ გინდა სულ კალაშნიკოვით დაუხოციათ ფეხბურთელები. ჰაერში ამხტარი კაცის წაქცევაზე რაგბში ეგრევე გაასიმბინებენ, ძალიან ხშირად აწითლებენ.
tngh
საქართველოს პირველობაზე ბევრად უკეთესი მსაჯობაა, ვინემ ევროპის ბევრი ქვეყნის ჩემპიონატებში. ყველას გვაქვს საშუალება ვუყუროთ ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებს, და ადვილად დავრწმუნდებით ამაში... სჯობს ფეხბურთელებზე ვიფიქროთ და არა მსაჯობაზე.
Dinamofuns
100% მართალი ხარ. წინა ტურში ორივე პენალტი დინამოს და ტორპედოს სასარგებლოდ იყ,აი რომ იტყვიან თითიდან გამოწოვილი,ეს სამარცხვინოა ორივე კლუბისათვის. დინამოელს ბუზის სიმძიმით შეეხო გორელი და იქვე უმალვე დაეცა,თითქოს ტ72-მა გადაუარა,აი ამიტომ არ მომწონდა ჩაკვეტაძე და საერთოდ დინამოს სათამაშო სტილში არის ეს სიმულიანტობა,არაკაცობა,ასეთ გზას ადგას ახლა ტორპედოს ზოგიერთი ფეხბურთელიც და მსაჯის ამას ელოდება.
ქომაგი
თბილისის დინამო რო შედარებით ადვილად გადიოდა ფონს ვიდრე სხვა გუნდები და უმეტეს შემთხვევაში მსაჯები უწევდნენ დათვურ სამსახურს ალბათ ყველა კარგად ხედავდა ამას წლების განმავლობაში დინამოს გულშემატკივრები ვიცი ამაზე გაბრაზდებით მაგრამ სიმართლე ეს არის . ჩემი აზრით დინამოს უკვე დაემატა კიდევ ერთი გუნდი რომლის გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან ეს ქუთაისის ტორპედოა მათაც დათვურ სამსახურს უწვევს პატივცემული მსაჯები ვის რაში გჭირდებათ ასეთი ჩემპიონი ან მეორე ან მესამე ადფილოსანი გუნდი რომლებიც წინსასწარ დადგენილ პოზიციას იკავებენ ჩემპიონატის ბოლოს . იმუშავეთ იმაზე რო ბიზნესი მოვიდეს ფეხბურთში და მაშინვე გაჩნდება კონკურენცია გუნდებს შორის.
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
მუნდიალი 2018: მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
ნეიმარის გარეშე - უეფამ 2018 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
უეფამ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის სიმბოლური გამოაქვეყნა
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
L’Equipe-მა 2019 წლის სიმბოლურში "ლივერპულის" 5 ფეხბურთელი შეიყვანა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა