სუპერლიგის ახალი სეზონის მეორე ტურის მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა
სუპერლიგის ახალი სეზონის მეორე ტურის მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა.

იმერეთის დედაქალაქში დასავლურ დერბიში ქუთათურებმა "ბათუმს" უმასპინძლეს და საკუთარ კედლებში გამარჯვება მოიპოვეს 78:67.

თამაში პირველივე წუთებიდან საინტერესოდ წარიმართა. პირველი პერიოდის მოგება სტუმრებმა 1 ქულის სხვაობით მოახერხეს. თანაბარი ორთაბრძოლა გაგრძელდა შეხვედრის მეორე მეოთხედშიც, რომელიც 23:23 დასრულდა და დიდ შესვენებაზე ბათუმი 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე პერიოდიდან ქუთათურებმა შედეგიანობას უმატეს და მეოთხედის 25:10 მოგების შემდეგ უპირატესობა მოიპოვეს. მეოთხე მეოთხედის მოგება ბათუმმა კი მოახერხა, თუმცა საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ქუთაისელებმა 11-ქულიანი უპირატესობით - 78:67 გაიმარჯვეს.

გამარჯვებულებს 20 ქულით და 7 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ბექა ბექაურმა, ქუთათურთა კაპიტანმა გიორგი ბარბაქაძემ კი 14 ქულა მოუტანა თავის გუნდს. ბათუმელთაგან საუკეთესონი იყვნენ ლეგიონერები - ლეონიდ სტეფანიშინი 17 ქულით, სპენსერ ქოლინზი 13 ქულითა და 8 მოხსნით და სტეფან ანდრესევიჩი 10 ქულით.

სუპერლიგა. II ტური

ქუთაისი-ბათუმი 78:67

15:16, 23:23, 25:10, 15:18

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვლადიმერ ბოსნიაკი, "ბათუმის" მთავარი მწვთნელი: "ეს იყო ჩვენი გუნდის დებიუტი ამ სეზონში, "ქუთაისმა" კი აქამდე არაერთი მატჩი გამართა და 3 წაგებაც დაუგროვდა. ამიტომაც ეს მოგება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენს 3 მოთამაშეს პირველ ტაიმში 3-3 პერსონალური დაუგროვდათ, რამაც ხელი შეგვიშალა. წინ გრძელი სეზონია. ყველაფერი ეხლა იწყება და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ".

კოტე ტუღუში, "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი: "მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. იმედი მაქვს, ეს წარმატება იქნება მომავალი გამარჯვებების საწინდარი. ბათუმი კარგი გუნდია და აუცილებლად მოუმატებს. ეს პირველი მატჩი იყო და პირველი ნაბიჯები ყოველთვის ძნელია. სუპერლიგაში სუსტი გუნდი არ იქნება და წინ საინტერესო სეზონი გველის".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში